საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფო ბედიას ქმარს ყოფილი ცოლი ისევ უყვარს...
სოფო ბედიას ქმარს ყოფილი ცოლი ისევ უყვარს...

მომ­ღე­რალ­მა სოფო ბე­დი­ამ და მი­ში­კო შა­ყუ­ლაშ­ვილ­მა ოჯა­ხი ხუთი წლის წინ შექ­მნეს. წყვილ­მა ბევრ დაბ­რკო­ლე­ბას გა­უძ­ლო. ზა­ფხულ­ში სო­ფომ ბავ­შვის გა­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტა. ფიქ­რობ­და, რომ ბავ­შვი მათ ურ­თი­ერ­თო­ბას გა­და­არ­ჩენ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ მოხ­და. მომ­ღე­რალს მუ­ცე­ლი მო­ე­შა­ლა, წყვი­ლი კი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და. თუმ­ცა მი­ში­კო ფიქ­რობს, რომ მათი და­შო­რე­ბა დრო­ე­ბი­თია და ყვე­ლა­ფე­რი შე­რი­გე­ბით დამ­თავ­რდე­ბა.

- მი­ში­კო, რას საქ­მი­ა­ნობთ?

- სამ­წუ­ხა­როდ, და­ახ­ლო­ე­ბით თხუთ­მე­ტი წე­ლია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია.

- "ივე­რი­ის" წევ­რი იყა­ვით...

- "ივე­რი­ა­ში" 1990 წლი­დან 1994 წლამ­დე ვი­ყა­ვი. ეს ისე­თი წლე­ბი იყო, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის არა­ფე­რი ხდე­ბო­და. "თოვ­ლის ბე­ბოს ზღა­პა­რი" ვი­თა­მა­შე ბოლო ორი სპექ­ტაკ­ლი. იმე­დას როლი მქონ­და, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად ალე­კო კვა­შალ­მა ითა­მა­შა, ნუგ­ზარ კვა­შა­ლის ძმამ, მერე - სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა და ბო­ლოს - მე. 2001 წელს "არტ იმედ­ში" გახ­ლდით. მერე მოს­კოვ­სა და ლე­ნინ­გრად­ში წა­ვე­დი, სა­დაც ჩემი პრო­ფე­სი­ით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. რეს­ტორ­ნებ­ში ვმღე­რო­დი.

- ალ­ბათ, ეს პე­რი­ო­დი კარ­გად გახ­სენ­დე­ბათ.

- რა თქმა უნდა, კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. მა­შინ რა ცხოვ­რე­ბი­თაც ვცხოვ­რობ­დი, უფ... "არტ იმედ­ში" კი მხო­ლოდ სამი თვე ვი­ყა­ვი. მერე კონ­ტრაქ­ტი გა­მი­უქ­მეს. რომ ვი­კი­თხე, ასე რა­ტომ მოხ­და-მეთ­ქი, მი­თხრეს, თქვენ­ნა­ი­რად ბევ­რი ვერ მღე­რის, მაგ­რამ ასე გა­და­წყვი­ტა დი­რექ­ტო­რატ­მაო. ვუ­თხა­რი, კარ­გად ბრძან­დე­ბო­დეთ-მეთ­ქი.

- მა­რი­ნა ბე­რი­ძეს­თან მას შემ­დეგ და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- დი­რექ­ტო­რატ­მა გა­და­წყვი­ტა ასე და ღმერ­თმა გა­უ­მარ­ჯოთ. კონ­კურ­სებ­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ვი­ყა­ვი "იალ­ტა-ტრან­ზი­ტი-მოს­კოვ­ზე" და "ოქ­როს შლა­გერ­ზე".

- რა შე­დე­გით დაბ­რუნ­დით?

- არა­ნა­ი­რი შე­დე­გით არ დავ­ბრუ­ნე­ბულ­ვარ. კონ­კურ­სებ­ზე მო­მექ­ცნენ ისე, რო­გორც ექ­ცე­ვი­ან უპატ­რო­ნო ადა­მი­ანს. პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მე­კუთ­ვნო­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ნა­ი­რი პრი­ზის გა­რე­შე მტო­ვებ­დნენ. არ არ­სე­ბობს კონ­კურ­სი, სა­დაც ჩა­წყო­ბა არაა. ავი­ღოთ "ჯე­ოს­ტა­რი", სა­ი­და­ნაც ჩემი ცოლი სოფო ბე­დია, მისი ძმა და ბევ­რი სხვა მომ­ღე­რა­ლი ხალ­ხის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და. ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ფერს ესე­მე­სი არ წყვეტს. კონ­კურ­სებს გუ­ლის და­წყვე­ტის მეტი არა­ფე­რი მო­აქვს. მე, მა­გა­ლი­თად, მი­ვიჩ­ნევ, რომ ჩემს მე­უღ­ლეს უნდა გა­ე­მარ­ჯვა. ღირ­სე­ულ­მა გა­ი­მარ­ჯვა იმ წელს, ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილ­მა, მაგ­რამ ჩემი მე­უღ­ლე მას­ზე მეტი თუ არა, ნაკ­ლე­ბი არაფ­რი­თაა. გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვილ­მა რომ გა­ი­მარ­ჯვა, ვფიქ­რობ, იმ წელს ბო­რისს უნდა გა­ე­მარ­ჯვა.

- შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ბო­რისს უფრო ნაკ­ლე­ბი მსმე­ნე­ლი ჰყავ­და, ვიდ­რე გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვილს.

- ვერ და­გე­თან­ხმე­ბი. "ჯე­ოს­ტა­რის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ კონ­ცერ­ტებ­ზე სო­ფოს ხში­რად დავ­ყვე­ბო­დი. სოფო და ბო­რი­სი ერ­თად ხში­რად გა­მო­დი­ოდ­ნენ. სი­ა­მა­ყით შე­მიძ­ლია ვთქვა, რო­გორც კი სო­ფოს და ბო­რი­ას გა­მო­ა­ცხა­დებ­დნენ, ინ­გრე­ო­და დარ­ბა­ზი. რო­გორ მოს­წონს სუ­ხი­ტაშ­ვი­ლის და ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მომ­ღერ­ლის ნამ­ღე­რი მა­სობ­რი­ვად უფრო ბევ­რს? სუ­ხი­ტაშ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მაქვს, ძა­ლი­ან მომ­წონს. მე ფაქტს გიყ­ვე­ბი. შე­გიძ­ლია, დუტა სხირტლა­ძე ნახო და ჰკი­თხო, რა ხდე­ბო­და "ჯე­ოს­ტა­რის" კონ­ცერ­ტებ­ზე. დუ­ტას ეს კონ­ცერ­ტე­ბი მიჰ­ყავ­და. მე არ ვიცი, "ჯე­ოს­ტა­რის" სხვა მომ­ღერ­ლე­ბი რა პა­სუხს გაგ­ცე­მენ. ბე­დი­ებ­ზე ილე­წე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი არა მარ­ტო სა­მეგ­რე­ლო­ში. ასე იმი­ტომ არ ვლა­პა­რა­კობ, რომ სოფო ჩემი ცო­ლია და ბო­რი­სი - ცო­ლისძმა. უყ­ვარს ეს მომ­ღერ­ლე­ბი ხალ­ხს და ინ­გრე­ვა ყვე­ლა­ფე­რი იქ, სა­დაც ეს ორი მომ­ღე­რა­ლი გა­მო­დის. სხვა­ზე ასე­თი რამ არ ხდე­ბა.

- ამ კონ­ცერ­ტებ­ზე სიყ­ვა­რუ­ლი ხომ არ გაბრმა­ვებ­დათ?

- სიყ­ვა­რუ­ლი თუ მაბრმა­ვებს, მა­შინ ბედ­ნი­ე­რი და ამა­ყი ვარ. უფა­ლი ხომ თვით სიყ­ვა­რუ­ლია. ახლა შე­იძ­ლე­ბა, ამ­პარ­ტავ­ნუ­ლად გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ ზო­გა­დად ძა­ლი­ან დიდ პრო­ფე­სი­ო­ნალს ესა­უბ­რე­ბით. ღმერ­თმა მა­პა­ტი­ოს ეს ამ­პარ­ტავ­ნე­ბა. უც­ბად ან­გე­ლო­ზი ვერ გახ­დე­ბი. რა­ღაც ძვე­ლი მა­ინც გქა­ჩავს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

სოფო ბედიას ქმარს ყოფილი ცოლი ისევ უყვარს...

სოფო ბედიას ქმარს ყოფილი ცოლი ისევ უყვარს...

მომღერალმა სოფო ბედიამ და მიშიკო შაყულაშვილმა ოჯახი ხუთი წლის წინ შექმნეს. წყვილმა ბევრ დაბრკოლებას გაუძლო. ზაფხულში სოფომ ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა. ფიქრობდა, რომ ბავშვი მათ ურთიერთობას გადაარჩენდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მომღერალს მუცელი მოეშალა, წყვილი კი ერთმანეთს დაშორდა. თუმცა მიშიკო ფიქრობს, რომ მათი დაშორება დროებითია და ყველაფერი შერიგებით დამთავრდება.

- მიშიკო, რას საქმიანობთ?

- სამწუხაროდ, დაახლოებით თხუთმეტი წელია, მნიშვნელოვანი არაფერი გამიკეთებია.

- "ივერიის" წევრი იყავით...

- "ივერიაში" 1990 წლიდან 1994 წლამდე ვიყავი. ეს ისეთი წლები იყო, როცა საქართველოში თითქმის არაფერი ხდებოდა. "თოვლის ბებოს ზღაპარი" ვითამაშე ბოლო ორი სპექტაკლი. იმედას როლი მქონდა, რომელიც პირველად ალეკო კვაშალმა ითამაშა, ნუგზარ კვაშალის ძმამ, მერე - სოსო პავლიაშვილმა და ბოლოს - მე. 2001 წელს "არტ იმედში" გახლდით. მერე მოსკოვსა და ლენინგრადში წავედი, სადაც ჩემი პროფესიით ვიყავი დაკავებული. რესტორნებში ვმღეროდი.

- ალბათ, ეს პერიოდი კარგად გახსენდებათ.

- რა თქმა უნდა, კარგად მახსენდება. მაშინ რა ცხოვრებითაც ვცხოვრობდი, უფ... "არტ იმედში" კი მხოლოდ სამი თვე ვიყავი. მერე კონტრაქტი გამიუქმეს. რომ ვიკითხე, ასე რატომ მოხდა-მეთქი, მითხრეს, თქვენნაირად ბევრი ვერ მღერის, მაგრამ ასე გადაწყვიტა დირექტორატმაო. ვუთხარი, კარგად ბრძანდებოდეთ-მეთქი.

- მარინა ბერიძესთან მას შემდეგ დაძაბული ურთიერთობა გაქვთ?

- დირექტორატმა გადაწყვიტა ასე და ღმერთმა გაუმარჯოთ. კონკურსებში მივიღე მონაწილეობა. ვიყავი "იალტა-ტრანზიტი-მოსკოვზე" და "ოქროს შლაგერზე".

- რა შედეგით დაბრუნდით?

- არანაირი შედეგით არ დავბრუნებულვარ. კონკურსებზე მომექცნენ ისე, როგორც ექცევიან უპატრონო ადამიანს. პირველი ადგილი მეკუთვნოდა, მაგრამ ყველანაირი პრიზის გარეშე მტოვებდნენ. არ არსებობს კონკურსი, სადაც ჩაწყობა არაა. ავიღოთ "ჯეოსტარი", საიდანაც ჩემი ცოლი სოფო ბედია, მისი ძმა და ბევრი სხვა მომღერალი ხალხისთვის ცნობილი გახდა. ჩემი აზრით, ყველაფერს ესემესი არ წყვეტს. კონკურსებს გულის დაწყვეტის მეტი არაფერი მოაქვს. მე, მაგალითად, მივიჩნევ, რომ ჩემს მეუღლეს უნდა გაემარჯვა. ღირსეულმა გაიმარჯვა იმ წელს, ნოდიკო ტატიშვილმა, მაგრამ ჩემი მეუღლე მასზე მეტი თუ არა, ნაკლები არაფრითაა. გიორგი სუხიტაშვილმა რომ გაიმარჯვა, ვფიქრობ, იმ წელს ბორისს უნდა გაემარჯვა.

- შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბორისს უფრო ნაკლები მსმენელი ჰყავდა, ვიდრე გიორგი სუხიტაშვილს.

- ვერ დაგეთანხმები. "ჯეოსტარის" მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე სოფოს ხშირად დავყვებოდი. სოფო და ბორისი ერთად ხშირად გამოდიოდნენ. სიამაყით შემიძლია ვთქვა, როგორც კი სოფოს და ბორიას გამოაცხადებდნენ, ინგრეოდა დარბაზი. როგორ მოსწონს სუხიტაშვილის და ნებისმიერი სხვა მომღერლის ნამღერი მასობრივად უფრო ბევრს? სუხიტაშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ძალიან მომწონს. მე ფაქტს გიყვები. შეგიძლია, დუტა სხირტლაძე ნახო და ჰკითხო, რა ხდებოდა "ჯეოსტარის" კონცერტებზე. დუტას ეს კონცერტები მიჰყავდა. მე არ ვიცი, "ჯეოსტარის" სხვა მომღერლები რა პასუხს გაგცემენ. ბედიებზე ილეწებოდა ყველაფერი არა მარტო სამეგრელოში. ასე იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ სოფო ჩემი ცოლია და ბორისი - ცოლისძმა. უყვარს ეს მომღერლები ხალხს და ინგრევა ყველაფერი იქ, სადაც ეს ორი მომღერალი გამოდის. სხვაზე ასეთი რამ არ ხდება.

- ამ კონცერტებზე სიყვარული ხომ არ გაბრმავებდათ?

- სიყვარული თუ მაბრმავებს, მაშინ ბედნიერი და ამაყი ვარ. უფალი ხომ თვით სიყვარულია. ახლა შეიძლება, ამპარტავნულად გამომივიდეს, მაგრამ ზოგადად ძალიან დიდ პროფესიონალს ესაუბრებით. ღმერთმა მაპატიოს ეს ამპარტავნება. უცბად ანგელოზი ვერ გახდები. რაღაც ძველი მაინც გქაჩავს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება