პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბურჯანაძემ ქვეყნის ბედის შეცვლას სააკაშვილის გამაგრება ამჯობინა - უცნობი
ბურჯანაძემ ქვეყნის ბედის შეცვლას სააკაშვილის გამაგრება ამჯობინა - უცნობი

წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ბო­ლო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­გან კარ­დი­ნა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში, უკ­ვე რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ი­მარ­თე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2008 წლის 5 იან­ვრის არ­ჩევ­ნე­ბი რიგ­გა­რე­შე იყო, თუმ­ცა ყვე­ლა სხვა არ­ჩევ­ნე­ბის­გან ის გა­ნას­ხვა­ვებ­და, რომ ერ­თი რო­მე­ლი­მე კან­დი­და­ტუ­რა უალ­ტერ­ნა­ტი­ვო სუ­ლაც არ იყო. პრო­ცე­სე­ბი არ­ჩევ­ნებ­ამდე ასე ვი­თარ­დე­ბო­და: 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბით დაშ­ლის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­დად­გა. რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ში სულ 7 კან­დი­და­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, აქე­დან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ტი ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე გახ­ლდათ, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ურ­მა ერ­თო­ბამ "ერ­თი­ან­მა ეროვ­ნულ­მა საბ­ჭომ" წა­რად­გი­ნა. გა­­ჩე­ჩი­ლა­ძემ ში­და ოპო­ზი­ცი­ურ არ­ჩევ­ნებ­ში ერ­თი ხმით აჯო­ბა "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილს. გა­ჩე­ჩი­ლა­ძე არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ლო­ზუნ­გით "სა­ქარ­თვე­ლო უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა". მი­სი ძი­რი­თა­დი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა - მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა სა­ფუძ­ვე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო რეს­პუბ­ლი­კი­დან ქვეყ­ნის სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კად გარ­დაქ­მნის­თვის და 6 თვე­ში და­ე­ტო­ვე­ბი­ნა პრე­ზი­დენ­ტო­ბა - სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის­თვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი აღ­მოჩ­ნდა, ისე­ვე რო­გორც დღეს, უა­მ­რა­ვი გან­მარ­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კვლა­ვაც ბევ­რის­თვის თავ­სა­ტე­ხად რჩე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ. სწო­რედ ამ­გვა­რი პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბით და­ვიწყ­ეთ ინ­ტერ­ვიუ ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ძმას­თან, გია (უც­ნო­ბი) გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან, რო­მე­ლიც იმ­ჟა­მა­დაც და მე­რეც პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის შუ­ა­გულ­ში ტრი­ა­ლებ­და.

- ჩემ­თვის 2008 წელს ლე­ვა­ნის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გა­უ­გე­ბა­რი სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა, დღეს ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას გან­ცხა­დე­ბაც სავ­სე­ბით გა­სა­გე­ბი­ა. მე­ტიც - ამ იდე­ით გა­ხა­რე­ბუ­ლიც კი ვარ, რად­გან ამ ქვე­ყა­ნა­ში ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თა­ვის თავ­ზე უნ­და აი­ღოს ქვეყ­ნის მშე­ნებ­ლო­ბა და ერ­თი კა­ცის იმე­დად არ უნ­და ვი­ყოთ. რაც და რო­გორც შეგ­ვეძ­ლე­ბა, იმას გა­ვა­კე­თებთ. რო­დემ­დე უნ­და ვი­ყოთ მე­სი­ე­ბის მოს­ვლის იმე­დად?! ახ­ლა ძა­ლი­ან კარ­გი რამ ხდე­ბა, ერ­თი ეტა­პი სრულ­დე­ბა და ახა­ლი იწყ­ე­ბა. ვნა­ხოთ, რი­სი გამ­კე­თებ­ლე­ბი ვართ. ამ­ხე­ლა ჭი­რი და უბე­დუ­რე­ბა მოს­ცილ­და ქვე­ყა­ნას, ეს სწო­რედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა, რო­მელ­საც ხალ­ხი ენ­დო, ახ­ლა ამ ადა­მი­ა­ნის კალ­თა­ზე ჩა­ჭი­დე­ბა და იმის ლო­დი­ნი, ლუკ­მას რო­დის ჩაგ­ვი­დებს პირ­ში და წყალს რო­დის დაგ­ვა­ლე­ვი­ნებს, ძა­ლი­ან არას­წო­რი იქ­ნე­ბა. მე­ტა­ფო­რუ­ლად რომ ვთქვათ, 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვე­ლე­შა­პი იყო ამ ქვე­ყა­ნა­ზე შე­მოხ­ვე­უ­ლი და წყალს არ გვას­მევ­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ეს გვე­ლე­შა­პი მოგ­ვა­ცი­ლა, ახ­ლა კე­თი­ლი ვი­ნე­ბოთ და თვი­თონ მო­ვა­ხერ­ხოთ წყლის და­ლე­ვა.

- 2012 წლის პირ­ველ ოქ­ტომ­ბრამ­დე ყვე­ლა­ზე დი­დი შან­სი იმი­სა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­მარ­ცხე­ბუ­ლი­ყო, 2008 წელს ჰქონ­და ქვე­ყა­ნას...

- მა­შინ და­მარ­ცხდა კი­დეც მი­ხე­ილ საა­კაშ­ვი­ლი, უბ­რა­ლოდ, გვე­ყო სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი შეგ­ნე­ბა იმის­თვის, რომ დაპ­ირის­პი­რე­ბა­ზე არ წავ­სუ­ლი­ყა­ვით, სა­ა­კაშ­ვილს პრე­ზი­დენ­ტო­ბა მი­ვუგ­დეთ, რად­გან მიგ­ვაჩ­ნდა, რომ ერ­თი კა­ცის სის­ხლის დაღ­ვრა­დაც არ ღირ­და.

- ხომ არ ფიქ­რობთ, რომ შეც­დით, რად­გან მას მე­რე სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბამ ქვე­ყა­ნას კი­დევ არა­ერ­თი უბე­დუ­რება და­ა­ტე­ხა თავს...

- ჩვენ სხვი­სი სი­ცოცხ­ლით ვერ გავ­რის­კავ­დით...

- დღემ­დე ბევ­რი გაკ­რი­ტი­კებთ იმის გა­მო, რომ იპოდ­რომ­ზე შეკ­რე­ბე­ლი ხალ­ხი, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბის შე­დეგ­სა და პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას აპ­რო­ტეს­ტებ­და, შინ გა­უშ­ვით...

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პი­რა­დად მე და­მე­მუქ­რა, რომ ცე­ცხლს გახ­სნი­და, თუ ამ ხალ­ხს რუს­თა­ვე­ლის­კენ წა­ვიყ­ვან­დით. მახ­სოვს, იმ დღე­ებ­ში კე­ნი­ა­ში მოხ­და არე­უ­ლო­ბა და 300 კა­ცი და­ი­ღუ­პა, სა­ა­კაშ­ვილ­მა ეს მა­გა­ლი­თი მო­იყ­ვა­ნა, მე­უბ­ნე­ბო­და, კე­ნია ხომ არ ვართ, ერ­თმა­ნეთს ცეცხ­ლი და­ვუ­ში­ნოთ, ინა­უ­გუ­რა­ცი­ას თუ არ ჩა­მა­ტა­რე­ბი­ნებთ, აუ­ცი­ლებ­ლად ეს მოხ­დე­ბა­ო. ჭკუ­ათ­მყო­ფე­ლი რომ არ იყო ეს ადა­მი­ა­ნი, ვი­ცო­დით და ამი­ტო­მაც ვამ­ჯო­ბი­ნეთ გაც­ლა, არ მი­ვე­ცით ხალ­ხზე ძა­ლა­დო­ბის უფ­ლე­ბა. ის, რომ ჩვენ მა­შინ და­პი­რის­პი­რე­ბა თა­ვი­დან ავი­ცი­ლეთ, მხო­ლოდ ჩვენს გამ­ბე­და­ო­ბა­სა და ვაჟ­კა­ცო­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებს.

- თუ­მცა არა­ერ­თი საყ­ვე­დუ­რი მი­ი­ღეთ ამის გა­მო, გაბ­რა­ლებ­დნენ რომ სა­ა­კაშ­ვილს გა­უ­რიგ­დით...

- კი, ათას რა­მეს გვაბ­რა­ლებ­დნენ. ის, რომ ქვე­ყა­ნას სის­ხლის­ღვრა ავა­ცი­ლეთ, ბევ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მგო­ნი­ა, ვიდ­რე ჩვენ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რე­ბი და რე­ი­ტინ­გის და­კარ­გვა. დრო გა­ვა და ის­ტო­რია შე­ა­ფა­სებს ჩვენს საქ­ცი­ელს.

- დღეს პრე­ზი­დენ­ტო­ბის ერ­თ-ერ­თი კან­დი­და­ტი ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძე­ა, რო­მე­ლიც 2008 წელს საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რა იყო და მის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას შე­იძ­ლე­ბო­და ბევ­რი რამ შე­ეც­ვა­ლა...

- ეს ის­ტო­რი­ა­ა, მაგ­რამ არც ისე შო­რე­უ­ლი. იმე­დი­ა, ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს, რაც მოხ­და. ვფიქ­რობ, ქარ­თვე­ლე­ბი ასე­თი გულ­მა­ვიწყ­ე­ბიც არ არი­ან. ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძეს 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის შე­მე­დეგ ჰქონ­და უდი­დე­სი რო­ლი და ასე­ვე ჰქონ­და შან­სი, რომ ქვეყ­ნის ბე­დი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ეც­ვა­ლა უკე­თე­სო­ბის­კენ, თა­ნაც სე­რი­ო­ზულ პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რა­დაც ქცე­უ­ლი­ყო, თუმ­ცა მან ეს შან­სი არ გა­მო­ი­ყე­ნა და ამ­ჯო­ბი­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მი გა­ე­მაგ­რე­ბი­ნა. არა­ვის კრი­ტი­კა არ მინ­და უკ­ვე ჩავ­ლი­ლი ამ­ბე­ბის გა­მო, ­არც ვინ­მეს ცუ­დად მოხ­სე­ნი­ე­ბას ვა­პი­რებ, მაგ­რამ მოკ­ლე მეხ­სი­ე­რე­ბა ნუ გვე­ქნე­ბა... ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი ეპო­ქა იწყ­ე­ბა, ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი უკ­ვე განვ­ლი­ლი ეტა­პია ამ ქვეყ­ნის­თვის, ოღონდ ერთ რა­მეს ვამ­ჩნევ - თით­ქოს ამ ახა­ლი ეპო­ქის ში­ში დას­ჩემ­და ჩვენს ხალ­ხს. მე კი მგო­ნი­ა, რომ ის დრო დგე­ბა, რო­ცა შფო­თი­სა და არე­უ­ლო­ბის ად­გი­ლი აღარ იქ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად უფ­რო მშვი­დი და სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კის დრო დგე­ბა. ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ აქვს ხალ­ხს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე ისე­თი წარ­მოდ­გე­ნა, რომ ის არ არის პო­ლი­ტი­კო­სი და პრე­ზი­დენ­ტო­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა. რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი­ა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ჰყავ­და მრჩევ­ლად, მას ეკითხ­ე­ბო­და აზრს და ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძის მრჩე­ვე­ლიც ის იყო. ჩე­მი აზ­რით, ის კარ­გი, ოღონდ სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა, ახა­ლი ეპო­ქის შე­სა­ფე­რი­სი პრე­ზი­დენ­ტი.

- რას ფიქ­რობთ იმა­ზე, რომ ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა ვერ უზ­რუნ­ველ­ყო?

- მერ­წმუ­ნეთ, ჩემ­ზე მე­ტად არა­ვის უნ­და, ამ რე­ჟიმ­მა რომ პა­სუ­ხი აგოს, მაგ­რამ ბეწ­ვის ხი­დი გვაქვს გა­სავ­ლე­ლი. ვხე­დავთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, ქვეყ­ნის შიგ­ნით თუ გა­რეთ რა ვი­თა­რე­ბა­ა, რა სტა­ტი­ე­ბი იწე­რე­ბა, ლუ­პით გვაკ­ვირ­დე­ბა და­სავ­ლე­თი, ამი­ტომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ფრთხი­ლად არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი. მი­მაჩ­ნი­ა, რომ იმ აღ­ვი­რახ­სნი­ლო­ბი­სა და თავ­ნე­ბო­ბის გა­მო, რა­საც წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სჩა­დი­ო­და, ამის შე­მოქ­მედ­ნი აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და და­ი­სა­ჯონ, მაგ­რამ უპირ­ვე­ლე­სად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი. თუ არ არის საჩ­ქა­რო, მა­შინ არ უნ­და ვიჩ­ქა­როთ, თო­რემ ნათ­ქვა­მია, "მოჩ­ქა­რეს მო­უგ­ვი­ან­დე­სო". არა მგო­ნი­ა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" იმ "დიდ შე­მოქ­მედთ", რო­მელ­თაც რე­პრე­სი­უ­ლი რე­ჟი­მი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს ქვე­ყა­ნა­ში, ეს შერ­ჩეთ, მაგ­რამ ჯერ არ არის დრო, ყვე­ლა ერ­თბა­შად ცი­ხე­ში ჩავ­ყა­როთ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბით შე­იც­ვა­ლა და არა რე­ვო­ლუ­ცი­ით, მხო­ლოდ რე­ვო­ლუ­ცი­ას შე­უძ­ლია ძვე­ლი ერ­თბა­შად შეც­ვა­ლოს ახ­ლით, მაგ­რამ რად­გან ჩვენ არ­ჩევ­ნე­ბით შევ­ცვა­ლეთ, ეს მოხ­დე­ბა ნელ­-ნე­ლა, გამო­ძი­ე­ბით, სა­სა­მარ­თლო­თი და ყვე­ლა სხვა ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მე­თო­დით. ასი პრო­ცენ­ტით შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ არა­ვინ არა­ვის­თან შეკ­რუ­ლი არ არის, ამა­ზე თა­ვის და­დე­ბა შე­მიძ­ლი­ა. ძვე­ლი რე­ჟი­მის წყა­ლო­ბით ჩემ­ზე უფ­რო გულ­გა­ტე­ხი­ლი და და­ჩაგ­რუ­ლი სხვა ადა­მი­ა­ნი არ მე­გუ­ლე­ბა, მაგ­რამ მყოფ­ნის მოთ­მი­ნე­ბა, რომ ქვეყ­ნის რყე­ვე­ბის ფა­სად არ მო­ვითხ­ო­ვო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯა. მი­მა­ჩნი­ა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და აგოს პა­სუ­ხი, არ ვი­ცი, ეს შე­იძ­ლე­ბა მო­რა­ლური პა­სუ­ხისმ­გებ­ლო­ბა იყოს და არა სის­ხლის სა­მარ­თლის, მაგ­რამ ის თუ და­უს­ჯე­ლი დარ­ჩა, მა­შინ სის­ტე­მაც ვერ გა­სა­მარ­თლდე­ბა. მა­გის მმარ­თვე­ლო­ბის წლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო ნამ­დვი­ლი ჯო­ჯო­ხე­თი, რო­მე­ლიც 1-ლი ოქ­ტომ­ბრით სა­ბო­ლოოდ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, ეს დას­რულ­დე­ბა სწო­რედ წელს, 27 ოქ­ტომ­ბერს, ეს იქ­ნე­ბა რე­ჟი­მის და­სას­რუ­ლიც და მორ­ჩე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაც".

- რას საქ­მი­ა­ნობს გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რე­ზ­ზე თუ გი­ხი­ლავთ კი­დევ?

- არ მი­ვიჩ­ნევ, რომ პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე ვი­ყა­ვი, ეს ჩე­მი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივი პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა იყო, ვამ­ბობ­დი იმას, რაც მტკი­ო­და. ვიდ­რე ცოცხ­ა­ლი ვარ, ჩე­მი პო­ზი­ცია მექ­ნე­ბა და ხმა­მაღ­ლაც გა­მოვ­ხა­ტავ. ამ­ჟა­მად შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­წე­ვი, ვარ ძი­რი­თა­დად ჩემს სტუ­დი­ა­ში, ვმუ­შა­ობ ბა­ტო­ნი გია ყან­ჩე­ლის პრო­ექ­ტზე, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი სულ ცო­ტა ხან­ში შო­უს სა­ხით იხი­ლავს.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ბურჯანაძემ ქვეყნის ბედის შეცვლას სააკაშვილის გამაგრება ამჯობინა - უცნობი

ბურჯანაძემ ქვეყნის ბედის შეცვლას სააკაშვილის გამაგრება ამჯობინა - უცნობი

წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ბო­ლო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­გან კარ­დი­ნა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში, უკ­ვე რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ი­მარ­თე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2008 წლის 5 იან­ვრის არ­ჩევ­ნე­ბი რიგ­გა­რე­შე იყო, თუმ­ცა ყვე­ლა სხვა არ­ჩევ­ნე­ბის­გან ის გა­ნას­ხვა­ვებ­და, რომ ერ­თი რო­მე­ლი­მე კან­დი­და­ტუ­რა უალ­ტერ­ნა­ტი­ვო სუ­ლაც არ იყო. პრო­ცე­სე­ბი არ­ჩევ­ნებ­ამდე ასე ვი­თარ­დე­ბო­და: 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბით დაშ­ლის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­დად­გა. რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ში სულ 7 კან­დი­და­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, აქე­დან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ტი ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე გახ­ლდათ, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ურ­მა ერ­თო­ბამ "ერ­თი­ან­მა ეროვ­ნულ­მა საბ­ჭომ" წა­რად­გი­ნა. გა­­ჩე­ჩი­ლა­ძემ ში­და ოპო­ზი­ცი­ურ არ­ჩევ­ნებ­ში ერ­თი ხმით აჯო­ბა "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილს. გა­ჩე­ჩი­ლა­ძე არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და ლო­ზუნ­გით "სა­ქარ­თვე­ლო უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა". მი­სი ძი­რი­თა­დი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა - მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა სა­ფუძ­ვე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო რეს­პუბ­ლი­კი­დან ქვეყ­ნის სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კად გარ­დაქ­მნის­თვის და 6 თვე­ში და­ე­ტო­ვე­ბი­ნა პრე­ზი­დენ­ტო­ბა - სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის­თვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი აღ­მოჩ­ნდა, ისე­ვე რო­გორც დღეს, უა­მ­რა­ვი გან­მარ­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კვლა­ვაც ბევ­რის­თვის თავ­სა­ტე­ხად რჩე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ. სწო­რედ ამ­გვა­რი პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბით და­ვიწყ­ეთ ინ­ტერ­ვიუ ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ძმას­თან, გია (უც­ნო­ბი) გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან, რო­მე­ლიც იმ­ჟა­მა­დაც და მე­რეც პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის შუ­ა­გულ­ში ტრი­ა­ლებ­და.

- ჩემ­თვის 2008 წელს ლე­ვა­ნის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გა­უ­გე­ბა­რი სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა, დღეს ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას გან­ცხა­დე­ბაც სავ­სე­ბით გა­სა­გე­ბი­ა. მე­ტიც - ამ იდე­ით გა­ხა­რე­ბუ­ლიც კი ვარ, რად­გან ამ ქვე­ყა­ნა­ში ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თა­ვის თავ­ზე უნ­და აი­ღოს ქვეყ­ნის მშე­ნებ­ლო­ბა და ერ­თი კა­ცის იმე­დად არ უნ­და ვი­ყოთ. რაც და რო­გორც შეგ­ვეძ­ლე­ბა, იმას გა­ვა­კე­თებთ. რო­დემ­დე უნ­და ვი­ყოთ მე­სი­ე­ბის მოს­ვლის იმე­დად?! ახ­ლა ძა­ლი­ან კარ­გი რამ ხდე­ბა, ერ­თი ეტა­პი სრულ­დე­ბა და ახა­ლი იწყ­ე­ბა. ვნა­ხოთ, რი­სი გამ­კე­თებ­ლე­ბი ვართ. ამ­ხე­ლა ჭი­რი და უბე­დუ­რე­ბა მოს­ცილ­და ქვე­ყა­ნას, ეს სწო­რედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა, რო­მელ­საც ხალ­ხი ენ­დო, ახ­ლა ამ ადა­მი­ა­ნის კალ­თა­ზე ჩა­ჭი­დე­ბა და იმის ლო­დი­ნი, ლუკ­მას რო­დის ჩაგ­ვი­დებს პირ­ში და წყალს რო­დის დაგ­ვა­ლე­ვი­ნებს, ძა­ლი­ან არას­წო­რი იქ­ნე­ბა. მე­ტა­ფო­რუ­ლად რომ ვთქვათ, 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვე­ლე­შა­პი იყო ამ ქვე­ყა­ნა­ზე შე­მოხ­ვე­უ­ლი და წყალს არ გვას­მევ­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ეს გვე­ლე­შა­პი მოგ­ვა­ცი­ლა, ახ­ლა კე­თი­ლი ვი­ნე­ბოთ და თვი­თონ მო­ვა­ხერ­ხოთ წყლის და­ლე­ვა.

- 2012 წლის პირ­ველ ოქ­ტომ­ბრამ­დე ყვე­ლა­ზე დი­დი შან­სი იმი­სა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­მარ­ცხე­ბუ­ლი­ყო, 2008 წელს ჰქონ­და ქვე­ყა­ნას...

- მა­შინ და­მარ­ცხდა კი­დეც მი­ხე­ილ საა­კაშ­ვი­ლი, უბ­რა­ლოდ, გვე­ყო სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი შეგ­ნე­ბა იმის­თვის, რომ დაპ­ირის­პი­რე­ბა­ზე არ წავ­სუ­ლი­ყა­ვით, სა­ა­კაშ­ვილს პრე­ზი­დენ­ტო­ბა მი­ვუგ­დეთ, რად­გან მიგ­ვაჩ­ნდა, რომ ერ­თი კა­ცის სის­ხლის დაღ­ვრა­დაც არ ღირ­და.

- ხომ არ ფიქ­რობთ, რომ შეც­დით, რად­გან მას მე­რე სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბამ ქვე­ყა­ნას კი­დევ არა­ერ­თი უბე­დუ­რება და­ა­ტე­ხა თავს...

- ჩვენ სხვი­სი სი­ცოცხ­ლით ვერ გავ­რის­კავ­დით...

- დღემ­დე ბევ­რი გაკ­რი­ტი­კებთ იმის გა­მო, რომ იპოდ­რომ­ზე შეკ­რე­ბე­ლი ხალ­ხი, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბის შე­დეგ­სა და პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას აპ­რო­ტეს­ტებ­და, შინ გა­უშ­ვით...

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პი­რა­დად მე და­მე­მუქ­რა, რომ ცეცხლს გახ­სნიდა, თუ ამ ხალხს რუს­თა­ვე­ლის­კენ წა­ვიყ­ვან­დით. მახ­სოვს, იმ დღე­ებ­ში კე­ნი­ა­ში მოხ­და არე­უ­ლო­ბა და 300 კა­ცი და­ი­ღუ­პა, სა­ა­კაშ­ვილ­მა ეს მა­გა­ლი­თი მო­იყ­ვა­ნა, მე­უბ­ნე­ბო­და, კე­ნია ხომ არ ვართ, ერ­თმა­ნეთს ცეცხ­ლი და­ვუ­ში­ნოთ, ინა­უ­გუ­რა­ცი­ას თუ არ ჩა­მა­ტა­რე­ბი­ნებთ, აუ­ცი­ლებ­ლად ეს მოხ­დე­ბა­ო. ჭკუ­ათ­მყო­ფე­ლი რომ არ იყო ეს ადა­მი­ა­ნი, ვი­ცო­დით და ამი­ტო­მაც ვამ­ჯო­ბი­ნეთ გაც­ლა, არ მი­ვე­ცით ხალ­ხზე ძა­ლა­დო­ბის უფ­ლე­ბა. ის, რომ ჩვენ მა­შინ და­პი­რის­პი­რე­ბა თა­ვი­დან ავი­ცი­ლეთ, მხო­ლოდ ჩვენს გამ­ბე­და­ო­ბა­სა და ვაჟ­კა­ცო­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებს.

- თუ­მცა არა­ერ­თი საყ­ვე­დუ­რი მი­ი­ღეთ ამის გა­მო, გაბ­რა­ლებ­დნენ რომ სა­ა­კაშ­ვილს გა­უ­რიგ­დით...

- კი, ათას რა­მეს გვაბ­რა­ლებ­დნენ. ის, რომ ქვე­ყა­ნას სის­ხლის­ღვრა ავა­ცი­ლეთ, ბევ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მგო­ნი­ა, ვიდ­რე ჩვენ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რე­ბი და რე­ი­ტინ­გის და­კარ­გვა. დრო გა­ვა და ის­ტო­რია შე­ა­ფა­სებს ჩვენს საქ­ცი­ელს.

- დღეს პრე­ზი­დენ­ტო­ბის ერ­თ-ერ­თი კან­დი­და­ტი ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძე­ა, რო­მე­ლიც 2008 წელს საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რა იყო და მის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას შე­იძ­ლე­ბო­და ბევ­რი რამ შე­ეც­ვა­ლა...

- ეს ის­ტო­რი­ა­ა, მაგ­რამ არც ისე შო­რე­უ­ლი. იმე­დი­ა, ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს, რაც მოხ­და. ვფიქ­რობ, ქარ­თვე­ლე­ბი ასე­თი გულ­მა­ვიწყ­ე­ბიც არ არი­ან. ნი­ნო ბურჯანა­ძეს 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის შე­მე­დეგ ჰქონ­და უდი­დე­სი რო­ლი და ასე­ვე ჰქონ­და შან­სი, რომ ქვეყ­ნის ბე­დი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ეც­ვა­ლა უკე­თე­სო­ბის­კენ, თა­ნაც სე­რი­ო­ზულ პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რა­დაც ქცე­უ­ლი­ყო, თუმ­ცა მან ეს შან­სი არ გა­მო­ი­ყე­ნა და ამ­ჯო­ბი­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მი გა­ე­მაგ­რე­ბი­ნა. არა­ვის კრი­ტი­კა არ მინ­და უკ­ვე ჩავ­ლი­ლი ამ­ბე­ბის გა­მო, ­არც ვინ­მეს ცუ­დად მოხ­სე­ნი­ე­ბას ვა­პი­რებ, მაგ­რამ მოკ­ლე მეხ­სი­ე­რე­ბა ნუ გვე­ქნე­ბა... ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი ეპო­ქა იწყ­ე­ბა, ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი უკ­ვე განვ­ლი­ლი ეტა­პია ამ ქვეყ­ნის­თვის, ოღონდ ერთ რა­მეს ვამ­ჩნევ - თით­ქოს ამ ახა­ლი ეპო­ქის ში­ში დას­ჩემ­და ჩვენს ხალხს. მე კი მგო­ნი­ა, რომ ის დრო დგე­ბა, რო­ცა შფო­თი­სა და არე­უ­ლო­ბის ად­გი­ლი აღარ იქ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად უფ­რო მშვი­დი და სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კის დრო დგე­ბა. ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ აქვს ხალხს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე ისე­თი წარ­მოდ­გე­ნა, რომ ის არ არის პო­ლი­ტი­კო­სი და პრე­ზი­დენ­ტო­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა. რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი­ა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ჰყავ­და მრჩევ­ლად, მას ეკითხ­ე­ბო­და აზრს და ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძის მრჩე­ვე­ლიც ის იყო. ჩე­მი აზ­რით, ის კარ­გი, ოღონდ სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა, ახა­ლი ეპო­ქის შე­სა­ფე­რი­სი პრე­ზი­დენ­ტი.

- რას ფიქ­რობთ იმა­ზე, რომ ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა ვერ უზ­რუნ­ველ­ყო?

- მერ­წმუ­ნეთ, ჩემ­ზე მე­ტად არა­ვის უნ­და, ამ რე­ჟიმ­მა რომ პა­სუ­ხი აგოს, მაგ­რამ ბეწ­ვის ხი­დი გვაქვს გა­სავ­ლე­ლი. ვხე­დავთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, ქვეყ­ნის შიგ­ნით თუ გა­რეთ რა ვი­თა­რე­ბა­ა, რა სტა­ტი­ე­ბი იწე­რე­ბა, ლუ­პით გვაკ­ვირ­დე­ბა და­სავ­ლე­თი, ამი­ტომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ფრთხი­ლად არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი. მი­მაჩ­ნი­ა, რომ იმ აღ­ვი­რახ­სნი­ლო­ბი­სა და თავ­ნე­ბო­ბის გა­მო, რა­საც წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სჩა­დი­ო­და, ამის შე­მოქ­მედ­ნი აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და და­ი­სა­ჯონ, მაგ­რამ უპირ­ვე­ლე­სად გა­სათ­ვალის­წი­ნე­ბე­ლია ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი. თუ არ არის საჩ­ქა­რო, მა­შინ არ უნ­და ვიჩ­ქა­როთ, თო­რემ ნათ­ქვა­მია, "მოჩ­ქა­რეს მო­უგ­ვი­ან­დე­სო". არა მგო­ნი­ა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" იმ "დიდ შე­მოქ­მედთ", რო­მელ­თაც რე­პრე­სი­უ­ლი რე­ჟი­მი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს ქვე­ყა­ნა­ში, ეს შერ­ჩეთ, მაგ­რამ ჯერ არ არის დრო, ყვე­ლა ერ­თბა­შად ცი­ხე­ში ჩავ­ყა­როთ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბით შე­იც­ვა­ლა და არა რე­ვო­ლუ­ცი­ით, მხო­ლოდ რე­ვო­ლუ­ცი­ას შე­უძ­ლია ძვე­ლი ერ­თბა­შად შეც­ვა­ლოს ახ­ლით, მაგ­რამ რად­გან ჩვენ არ­ჩევ­ნე­ბით შევ­ცვა­ლეთ, ეს მოხ­დე­ბა ნელ­-ნე­ლა, გამო­ძი­ე­ბით, სა­სა­მარ­თლო­თი და ყვე­ლა სხვა ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მე­თო­დით. ასი პრო­ცენ­ტით შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ არა­ვინ არა­ვის­თან შეკ­რუ­ლი არ არის, ამა­ზე თა­ვის და­დე­ბა შე­მიძ­ლი­ა. ძვე­ლი რე­ჟი­მის წყა­ლო­ბით ჩემ­ზე უფ­რო გულ­გა­ტე­ხი­ლი და და­ჩაგ­რუ­ლი სხვა ადა­მი­ა­ნი არ მე­გუ­ლე­ბა, მაგ­რამ მყოფ­ნის მოთ­მი­ნე­ბა, რომ ქვეყ­ნის რყე­ვე­ბის ფა­სად არ მო­ვითხ­ო­ვო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯა. მი­მა­ჩნი­ა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და აგოს პა­სუ­ხი, არ ვი­ცი, ეს შე­იძ­ლე­ბა მო­რა­ლური პა­სუ­ხისმ­გებ­ლო­ბა იყოს და არა სის­ხლის სამარ­თლის, მაგ­რამ ის თუ და­უს­ჯე­ლი დარ­ჩა, მა­შინ სის­ტე­მაც ვერ გა­სა­მარ­თლდე­ბა. მა­გის მმარ­თვე­ლო­ბის წლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო ნამ­დვი­ლი ჯო­ჯო­ხე­თი, რო­მე­ლიც 1-ლი ოქ­ტომ­ბრით სა­ბო­ლოოდ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, ეს დას­რულ­დე­ბა სწო­რედ წელს, 27 ოქ­ტომ­ბერს, ეს იქ­ნე­ბა რე­ჟი­მის და­სას­რუ­ლიც და მორ­ჩე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაც".

- რას საქ­მი­ა­ნობს გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რე­ზ­ზე თუ გი­ხილავთ კი­დევ?

- არ მი­ვიჩ­ნევ, რომ პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე ვი­ყა­ვი, ეს ჩე­მი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივი პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა იყო, ვამ­ბობ­დი იმას, რაც მტკი­ო­და. ვიდ­რე ცოცხ­ა­ლი ვარ, ჩე­მი პო­ზი­ცია მექ­ნე­ბა და ხმა­მაღ­ლაც გა­მოვ­ხა­ტავ. ამ­ჟა­მად შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­წე­ვი, ვარ ძი­რი­თა­დად ჩემს სტუ­დი­ა­ში, ვმუ­შა­ობ ბა­ტო­ნი გია ყან­ჩე­ლის პრო­ექ­ტზე, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი სულ ცო­ტა ხან­ში შო­უს სა­ხით იხი­ლავს.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა