მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპორტსმენი თორნიკე ოქრიაშვილი ცოლს დაშორდა
სპორტსმენი თორნიკე ოქრიაშვილი ცოლს დაშორდა

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევრთან, უკ­რა­ი­ნუ­ლი კლუბ "ილი­ჩე­ვე­ცის" შემ­ტევ ნა­ხე­ვარმცველ თორ­ნი­კე ოქ­რი­აშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რას დიდ­ხანს ვცდი­ლობ­დით. თორ­ნი­კე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის მო­უ­ხელ­თე­ბე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია. გა­სულ კვი­რას ის სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო ჩა­მო­სუ­ლი. რო­გორც იქნა, შეხ­ვედ­რა მო­ვა­ხერ­ხეთ და მის ცხოვ­რე­ბა­ზე ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი შე­ვი­ტყვეთ.

- ბავ­შვო­ბი­დან სულ ბურ­თით ვთა­მა­შობ­დი. დე­და­სა და მა­მას ფეხ­ბურ­თი მოს­წონ­დათ. რად­გან ჩემ­შიც ინ­ტე­რე­სი და­ი­ნა­ხეს, ექ­ვსი წლის ასაკ­ში მი­მიყ­ვა­ნეს ფეხ­ბურთზე. თა­ვი­დან "ირა­ო­ზე" დავ­დი­ო­დი, "გაგ­რა­შიც" ვი­ყა­ვი ერთი პე­რი­ო­დი. "გაგ­რის" პრე­ზი­დენტს, ბესო ჩიხ­რა­ძეს, ჩემს ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. იყო პე­რი­ო­დი, როცა ფეხ­ბურთზე გული ამიც­რუვ­და. თხუთ­მე­ტი წლის რომ ვი­ყა­ვი, გა­დავ­წყვი­ტე, რომ ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში აღარ მინ­დო­და.

- რა­ტომ და­ა­ნე­ბე თა­მაშს თავი?

- უბ­რა­ლოდ, აღარ მინ­დო­და ფეხ­ბურ­თი. დე­და­ჩე­მი­სა და მა­მა­ჩე­მის თხოვ­ნით ისევ გა­ვაგ­რძე­ლე თა­მა­ში და ახლა მათი მად­ლო­ბე­ლი ვარ. გარ­და­ტე­ხის პე­რი­ოდ­ში და­ახ­ლო­ე­ბით რვა თვე თავი მქონ­და და­ნე­ბე­ბუ­ლი თა­მა­შის­თვის. მერე "გაგ­რა­ში" მი­ვე­დი. პირ­ვე­ლი ლი­გი­დან გა­და­ვე­დით უმაღ­ლეს ლი­გა­ში და ასე ნელ-ნელა მო­ვე­დი დღემ­დე.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლი გყავს?

- უფ­რო­სი ძმა მყავს. ხუთი წელი და­დი­ო­და ფეხ­ბურთზე, მერე თა­მაშს თავი და­ა­ნე­ბა.

- ცნო­ბი­ლია, რომ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი სწავ­ლით თავს არ იკ­ლა­ვენ. შენც მათ რი­ცხვში ხარ?

- ვი­ცო­დი, რომ მა­გას მკი­თხავ­დი (იცი­ნის). თავს არას­დროს ვიკ­ლავ­დი სწავ­ლით. გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი ნამ­დვი­ლად არ ვარ. თერ­თმე­ტი კლა­სის გა­ნათ­ლე­ბა მაქვს.

- რამ­დე­ნი წლის ხარ? არ გაქვს სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის სურ­ვი­ლი?

- უმაღ­ლეს­ში ჩა­ბა­რე­ბა რომც მო­ვინ­დო­მო, დრო არ მაქვს, რომ ყო­ველ­დღე წიგ­ნებ­თან დავ­ჯდე და მერე გა­მოც­და­ზე გა­ვი­დე. ჩემ­თვის რომ დავ­ჯდე და ვი­კი­თხო, ეს უფრო შე­მიძ­ლია და უფრო გა­მო­მად­გე­ბა, ვიდ­რე ის, რომ ორ­მო­ცი წლის ასაკ­ში დიპ­ლო­მი მქონ­დეს. ორ­მოც წლამ­დე ფეხ­ბურთს ვი­თა­მა­შებ და მერე ატეს­ტა­ტი არ და­მეხ­მა­რე­ბა რამე ახა­ლი საქ­მის და­წყე­ბა­ში. ამი­ტომ მირ­ჩევ­ნია, ფეხ­ბურ­თი ვი­თა­მა­შო და თან ვი­კი­თხო. რა თქმა უნდა, ვხვდე­ბი, რომ უმაღ­ლეს­ში ჩა­ბა­რე­ბა უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ამ­დენს ვერ "გავ­ქა­ჩავ" .

- გი­ფიქ­რია, ფეხ­ბურ­თის გარ­და, სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბა­საც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვე­უფ­ლე­ბო­დიო?

- ფეხ­ბურ­თის გარ­და არას­დროს არა­ფერ­ზე მი­ფიქ­რია. შე­იძ­ლე­ბა, სხვა რა­მის ნიჭი მქონ­დეს. მა­გა­ლი­თად, კა­ლათ­ბურ­თის, მე­გობ­რებ­თან ერ­თად მი­თა­მა­შია... მაგ­რამ არც მინ­და ვი­ფიქ­რო, რა ვიქ­ნე­ბო­დი, ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში რომ არ გა­მომ­დი­ო­დეს. ალ­ბათ, ჩვე­უ­ლებ­რივ ისე­თი ვინ­მე ვიქ­ნე­ბო­დი, ვინც მე­თერ­თმე­ტე კლა­სი და­ამ­თავ­რა და ვი­თომ სწავ­ლობს. აქეთ-იქით ვივ­ლი­დი და ყო­ველ­დღე ერთ ფრა­ზას ვი­ტყო­დი - მამა, ფული მო­მე­ცი. რომ არ მო­გა­ტყუო, ზუს­ტად გე­ტყვი, ფეხ­ბურ­თე­ლი თუ არ გა­მო­ვი­დო­დი, პრო­ფე­სო­რი ვერ ვიქ­ნე­ბო­დი.

- ინ­ტერ­ვი­უს და­წყე­ბამ­დე მი­თხა­რი, ერთი სული მაქვს, "ილი­ჩე­ვეც­თან" რო­დის დამ­თავ­რდე­ბა კონ­ტრაქ­ტიო. ზამ­თარ­ში ამ გუნდთან კონ­ტრაქ­ტი გიმ­თავ­რდე­ბა. გაქვს სა­ოც­ნე­ბო კლუ­ბი?

- სა­ოც­ნე­ბო კლუბს არ ვე­ძებ. ვე­ძებ რე­ა­ლურ კლუბს, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა, 100%-ით ვიყო. მაქვს შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! საფ­რან­გე­თი­დან, ჰო­ლან­დი­ი­დან და რუ­სე­თი­დან. "ილი­ჩე­ვე­ცი" ისე­თი გუნ­დია, რომ იქ ვერ ვგრძნობ თავს კარ­გად. ვერ ვე­წყო­ბი იქა­ურ სი­ტუ­ა­ცი­ას და ვერ ვთა­მა­შობ ისე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში.

- გუნდს რა­ტომ ვერ ეწყო­ბი?

- შემ­ტევ ფეხ­ბურთს ვერ ვთა­მა­შობთ. ისევ დო­ნეც­კის "შახ­ტარ­ში" რომ ვთა­მა­შობ­დე, ამ გუნდში დარ­ჩე­ნის დიდი სურ­ვი­ლი მექ­ნე­ბო­და. მაგ­რამ "ილი­ჩე­ვე­ცი" არის გუნ­დი, რო­მე­ლიც დღეს­დღე­ო­ბით არ მომ­წონს და სხვა გუნ­დე­ბის­გან ვე­ლო­დე­ბი შე­მო­თა­ვა­ზე­ბას. ზამ­თრამ­დე მო­ვით­მენ და მერე ალ­ბათ რა­ღა­ცე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბა.

- მე­გო­ნა, სა­ოც­ნე­ბო გუნ­დებ­ში "ბარ­სე­ლო­ნას" ან მად­რი­დის "რე­ალს" და­ა­სა­ხე­ლებ­დი...

- ჩემი სა­ოც­ნე­ბო გუნ­დი "მი­ლა­ნია" . იტა­ლი­უ­რი ფეხ­ბურ­თი ძა­ლი­ან მომ­წონს და მინ­და, იტა­ლი­ა­ში თუ ვი­თა­მა­შებ, "მი­ლან­ში" ვი­თა­მა­შო.

- რო­გორც ვხვდე­ბი, კახი კა­ლა­ძის ფეხ­ბურთში გავ­ლი­ლი გზა მოგ­წონს. და­ახ­ლო­ე­ბით თხუთ­მე­ტი წლის მერე შენი თავი ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრად ხომ არ წარ­მო­გიდ­გე­ნია?

- ჩემი თავი პო­ლი­ტი­კა­ში სა­ერ­თოდ არ წარ­მო­მიდ­გე­ნია. კახი კა­ლა­ძეს რომ ვუ­ყუ­რებ, პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მიჩ­ნდე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, პო­ლი­ტი­კა­ში სპორტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის გამო ჩა­ვე­რიო, მაგ­რამ ენერ­გე­ტი­კა­ში ჩემი თავი ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. თუმ­ცა ყვე­ლას თა­ვი­სი გზა აქვს. თხუთ­მე­ტი წლის მერე მინ­და, თავი ისე ვიგ­რძნო, რო­გორც კახი კა­ლა­ძე გრძნობს და შე­იძ­ლე­ბა, უფრო უკე­თე­სა­დაც, მაგ­რამ ენერ­გე­ტი­კის გა­რე­შე.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

სპორტსმენი თორნიკე ოქრიაშვილი ცოლს დაშორდა

სპორტსმენი თორნიკე ოქრიაშვილი ცოლს დაშორდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრთან, უკრაინული კლუბ ''ილიჩევეცის'' შემტევ ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილთან შეხვედრას დიდხანს ვცდილობდით. თორნიკე ერთ-ერთი ყველაზე დაკავებული და ჟურნალისტებისთვის მოუხელთებელი ფეხბურთელია. გასულ კვირას ის საქართველოში იყო ჩამოსული. როგორც იქნა, შეხვედრა მოვახერხეთ და მის ცხოვრებაზე ბევრი საინტერესო ამბავი შევიტყვეთ.

- ბავშვობიდან სულ ბურთით ვთამაშობდი. დედასა და მამას ფეხბურთი მოსწონდათ. რადგან ჩემშიც ინტერესი დაინახეს, ექვსი წლის ასაკში მიმიყვანეს ფეხბურთზე. თავიდან ''ირაოზე'' დავდიოდი, ''გაგრაშიც'' ვიყავი ერთი პერიოდი. ''გაგრის'' პრეზიდენტს, ბესო ჩიხრაძეს, ჩემს ფეხბურთელობაში დიდი წვლილი მიუძღვის. იყო პერიოდი, როცა ფეხბურთზე გული ამიცრუვდა. თხუთმეტი წლის რომ ვიყავი, გადავწყვიტე, რომ ფეხბურთის თამაში აღარ მინდოდა.

- რატომ დაანებე თამაშს თავი?

- უბრალოდ, აღარ მინდოდა ფეხბურთი. დედაჩემისა და მამაჩემის თხოვნით ისევ გავაგრძელე თამაში და ახლა მათი მადლობელი ვარ. გარდატეხის პერიოდში დაახლოებით რვა თვე თავი მქონდა დანებებული თამაშისთვის. მერე ''გაგრაში'' მივედი. პირველი ლიგიდან გადავედით უმაღლეს ლიგაში და ასე ნელ-ნელა მოვედი დღემდე.

- დედმამიშვილი გყავს?

- უფროსი ძმა მყავს. ხუთი წელი დადიოდა ფეხბურთზე, მერე თამაშს თავი დაანება.

- ცნობილია, რომ ფეხბურთელები სწავლით თავს არ იკლავენ. შენც მათ რიცხვში ხარ?

- ვიცოდი, რომ მაგას მკითხავდი (იცინის). თავს არასდროს ვიკლავდი სწავლით. გაუნათლებელი ნამდვილად არ ვარ. თერთმეტი კლასის განათლება მაქვს.

- რამდენი წლის ხარ? არ გაქვს სწავლის გაგრძელების სურვილი?

- უმაღლესში ჩაბარება რომც მოვინდომო, დრო არ მაქვს, რომ ყოველდღე წიგნებთან დავჯდე და მერე გამოცდაზე გავიდე. ჩემთვის რომ დავჯდე და ვიკითხო, ეს უფრო შემიძლია და უფრო გამომადგება, ვიდრე ის, რომ ორმოცი წლის ასაკში დიპლომი მქონდეს. ორმოც წლამდე ფეხბურთს ვითამაშებ და მერე ატესტატი არ დამეხმარება რამე ახალი საქმის დაწყებაში. ამიტომ მირჩევნია, ფეხბურთი ვითამაშო და თან ვიკითხო. რა თქმა უნდა, ვხვდები, რომ უმაღლესში ჩაბარება უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ამდენს ვერ ''გავქაჩავ'' .

- გიფიქრია, ფეხბურთის გარდა, სხვა სპეციალობასაც დიდი სიამოვნებით დავეუფლებოდიო?

- ფეხბურთის გარდა არასდროს არაფერზე მიფიქრია. შეიძლება, სხვა რამის ნიჭი მქონდეს. მაგალითად, კალათბურთის, მეგობრებთან ერთად მითამაშია... მაგრამ არც მინდა ვიფიქრო, რა ვიქნებოდი, ფეხბურთის თამაში რომ არ გამომდიოდეს. ალბათ, ჩვეულებრივ ისეთი ვინმე ვიქნებოდი, ვინც მეთერთმეტე კლასი დაამთავრა და ვითომ სწავლობს. აქეთ-იქით ვივლიდი და ყოველდღე ერთ ფრაზას ვიტყოდი - მამა, ფული მომეცი. რომ არ მოგატყუო, ზუსტად გეტყვი, ფეხბურთელი თუ არ გამოვიდოდი, პროფესორი ვერ ვიქნებოდი.

- ინტერვიუს დაწყებამდე მითხარი, ერთი სული მაქვს, ''ილიჩევეცთან'' როდის დამთავრდება კონტრაქტიო. ზამთარში ამ გუნდთან კონტრაქტი გიმთავრდება. გაქვს საოცნებო კლუბი?

- საოცნებო კლუბს არ ვეძებ. ვეძებ რეალურ კლუბს, სადაც შეიძლება, 100%-ით ვიყო. მაქვს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან და რუსეთიდან. ''ილიჩევეცი'' ისეთი გუნდია, რომ იქ ვერ ვგრძნობ თავს კარგად. ვერ ვეწყობი იქაურ სიტუაციას და ვერ ვთამაშობ ისე, როგორც საქართველოს ნაკრებში.

- გუნდს რატომ ვერ ეწყობი?

- შემტევ ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ. ისევ დონეცკის ''შახტარში'' რომ ვთამაშობდე, ამ გუნდში დარჩენის დიდი სურვილი მექნებოდა. მაგრამ ''ილიჩევეცი'' არის გუნდი, რომელიც დღესდღეობით არ მომწონს და სხვა გუნდებისგან ველოდები შემოთავაზებას. ზამთრამდე მოვითმენ და მერე ალბათ რაღაცები გამოჩნდება.

- მეგონა, საოცნებო გუნდებში ''ბარსელონას'' ან მადრიდის ''რეალს'' დაასახელებდი...

- ჩემი საოცნებო გუნდი ''მილანია'' . იტალიური ფეხბურთი ძალიან მომწონს და მინდა, იტალიაში თუ ვითამაშებ, ''მილანში'' ვითამაშო.

- როგორც ვხვდები, კახი კალაძის ფეხბურთში გავლილი გზა მოგწონს. დაახლოებით თხუთმეტი წლის მერე შენი თავი ენერგეტიკის მინისტრად ხომ არ წარმოგიდგენია?

- ჩემი თავი პოლიტიკაში საერთოდ არ წარმომიდგენია. კახი კალაძეს რომ ვუყურებ, პოლიტიკაში მოსვლის არანაირი სურვილი არ მიჩნდება. შეიძლება, პოლიტიკაში სპორტთან დაკავშირებული საკითხების გამო ჩავერიო, მაგრამ ენერგეტიკაში ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. თუმცა ყველას თავისი გზა აქვს. თხუთმეტი წლის მერე მინდა, თავი ისე ვიგრძნო, როგორც კახი კალაძე გრძნობს და შეიძლება, უფრო უკეთესადაც, მაგრამ ენერგეტიკის გარეშე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია