მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რითი განსხვავდება ქალისა და მამაკაცის ტვინი
რითი განსხვავდება ქალისა და მამაკაცის ტვინი

ბევრ ქალს კა­ცის გა­გე­ბა უჭირს და პი­რი­ქით - ძლი­ე­რი და სუს­ტი სქე­სის ტვი­ნი ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა.

ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი: ქა­ლე­ბი უფრო კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რე­ბი არი­ან, ვიდ­რე კა­ცე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვან კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა თუ სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებ­ზე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი უპი­რა­ტე­სო­ბას სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს ანი­ჭე­ბენ. ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვაც ქა­ლე­ბის "უპი­რა­ტე­სო­ბაა", რად­გან კა­ცე­ბის დიდი ნა­წი­ლი იმის თქმას, რა­საც გულ­წრფე­ლად ფიქ­რობს, გრძნობს და გა­ნიც­დის, სი­სუს­ტედ მი­იჩ­ნევს. ფსი­ქო­ლო­გე­ბი ქა­ლებს ურ­ჩე­ვენ, პარტნი­ო­რებ­თან პა­ე­მან­ზე სო­ცი­ა­ლურ, ეკო­ნო­მი­ურ, თუ ზო­გადსა­კა­ცობ­რიო თე­მებ­ზე სა­უბ­რის­გან თავი შე­ი­კა­ვონ - კაცი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ თუნ­დაც სუს­ტი არ­გუ­მენ­ტე­ბით სა­კუ­თა­რი აზრი და­იც­ვას. ისე­თი შეგ­რძნე­ბა გექ­ნე­ბათ, თით­ქოს სხვა­დას­ხვა ენა­ზე სა­უბ­რობთ.

რე­აქ­ცია სტრეს­ზე: ქა­ლე­ბი და კა­ცე­ბი სტრესს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით ებ­რძვი­ან. ქა­ლე­ბის სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ნიშ­ნავს - "მოქ­მე­დე­ბი­სა და დახ­მა­რე­ბის" სტრა­ტე­გი­ას, კა­ცე­ბის­თვის კი "ბრძო­ლას, ან გაქ­ცე­ვას".

ემო­ცი­ე­ბი: რო­გო­რი გა­ხა­რე­ბუ­ლიც არ უნდა იყოს კაცი, ისე­თი­ვე ემო­ცი­ებს ვერ გად­მოს­ცემს, რო­გორც ქალი. თუმ­ცა, ლიმ­ბუ­რი სის­ტე­მის (მისი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ორ­გა­ნიზ­მის ქცე­ვი­სა და ფსი­ქი­კუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის თვით­რე­გუ­ლი­რე­ბის პრო­ცე­სებ­თან) წყა­ლო­ბით, ქა­ლე­ბი უფრო ად­ვი­ლად ვარ­დე­ბი­ან დეპ­რე­სი­ა­ში და გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვი რა­მე­ე­ბი სწყინთ, ვიდ­რე კა­ცებს. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია მენსტრუ­ა­ლურ ციკლთან და მშო­ბი­ა­რო­ბას­თან. ამი­რომ, ქა­ლე­ბის ემო­ცი­ე­ბი ხში­რად სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია კა­ცე­ბის­თვის.

ტვი­ნის ზომა: კა­ცის ტვი­ნი ქა­ლი­სა­ზე 11-12%-ით დი­დია. თუმ­ცა ზო­მა­ში სხვა­ო­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვერ ახ­დენს გავ­ლე­ნას ჭკუ­ა­ზე.

ტკი­ვი­ლი: ტკი­ვი­ლის დროს კა­ცებ­ში მარ­ჯვე­ნა ამიგ­და­ლა (თა­ვის ტვი­ნის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც აკონ­ტრო­ლებს გა­რე­გან ფუნ­ქცი­ებს) აქ­ტი­ურ­დე­ბა, ხოლო ქა­ლებ­ში მარ­ცხე­ნა ამიგ­და­ლა (აკონ­ტრო­ლებს ში­ნა­გან ფუნ­ქცი­ებს). სწო­რედ ამის გამო ტკი­ვილს კა­ცებ­ზე ად­ვი­ლად ქა­ლე­ბი იტა­ნენ. სუს­ტი სქე­სი ყვე­ლა­ზე დიდ ფი­ზი­კურ ტკი­ვილს მშო­ბი­ა­რო­ბი­სას უმკლავ­დე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია thesinglewomanguide.com-ის მი­ხედ­ვით.

რითი განსხვავდება ქალისა და მამაკაცის ტვინი

რითი განსხვავდება ქალისა და მამაკაცის ტვინი

ბევრ ქალს კაცის გაგება უჭირს და პირიქით - ძლიერი და სუსტი სქესის ტვინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

ურთიერთობები: ქალები უფრო კომუნიკაბელურები არიან, ვიდრე კაცები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვან კონფერენციებსა თუ საჯარო ლექციებზე ორგანიზატორები უპირატესობას სუსტი სქესის წარმომადგენლებს ანიჭებენ. ემოციების გამოხატვაც ქალების ”უპირატესობაა”, რადგან კაცების დიდი ნაწილი იმის თქმას, რასაც გულწრფელად ფიქრობს, გრძნობს და განიცდის, სისუსტედ მიიჩნევს. ფსიქოლოგები ქალებს ურჩევენ, პარტნიორებთან პაემანზე სოციალურ, ეკონომიურ, თუ ზოგადსაკაცობრიო თემებზე საუბრისგან თავი შეიკავონ - კაცი ყველაფერს გააკეთებს, რომ თუნდაც სუსტი არგუმენტებით საკუთარი აზრი დაიცვას. ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს სხვადასხვა ენაზე საუბრობთ.

რეაქცია სტრესზე: ქალები და კაცები სტრესს განსხვავებული მეთოდებით ებრძვიან. ქალების სტრესული მდგომარეობა ნიშნავს - "მოქმედებისა და დახმარების" სტრატეგიას, კაცებისთვის კი "ბრძოლას, ან გაქცევას".

ემოციები: როგორი გახარებულიც არ უნდა იყოს კაცი, ისეთივე ემოციებს ვერ გადმოსცემს, როგორც ქალი. თუმცა, ლიმბური სისტემის (მისი ძირითადი ფუნქცია დაკავშირებულია ორგანიზმის ქცევისა და ფსიქიკური მოქმედებების თვითრეგულირების პროცესებთან) წყალობით, ქალები უფრო ადვილად ვარდებიან დეპრესიაში და გაცილებით მარტივი რამეები სწყინთ, ვიდრე კაცებს. ეს დამოკიდებულია მენსტრუალურ ციკლთან და მშობიარობასთან. ამირომ, ქალების ემოციები ხშირად სრულიად გაუგებარია კაცებისთვის.

ტვინის ზომა: კაცის ტვინი ქალისაზე 11-12%-ით დიდია. თუმცა ზომაში სხვაობა აბსოლუტურად ვერ ახდენს გავლენას ჭკუაზე.

ტკივილი: ტკივილის დროს კაცებში მარჯვენა ამიგდალა (თავის ტვინის ნაწილი, რომელიც აკონტროლებს გარეგან ფუნქციებს) აქტიურდება, ხოლო ქალებში მარცხენა ამიგდალა (აკონტროლებს შინაგან ფუნქციებს). სწორედ ამის გამო ტკივილს კაცებზე ადვილად ქალები იტანენ. სუსტი სქესი ყველაზე დიდ ფიზიკურ ტკივილს მშობიარობისას უმკლავდება.

მომზადებულია thesinglewomanguide.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს