მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი კომპოზიტორის გერმანული წარმატება
ქართველი კომპოზიტორის გერმანული წარმატება

ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი ლე­ვან ბა­შა­რუ­ლი გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს. ის კომ­პო­ზი­ცი­ებს, ძი­რი­თა­დად, ფილ­მე­ბის­თვის ქმნის. სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც რე­ჟი­სორს, ნაკ­ლე­ბად იც­ნო­ბენ, ამი­ტომ შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! ძი­რი­თა­დად, გერ­მა­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი­დან აქვს... ლე­ვა­ნი გახ­ლავთ გი­ორ­გი აბა­შიშ­ვი­ლის ფილ­მის, "ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ა­ნებ­ზე" მუ­სი­კის შემ­ქმნე­ლიც, რო­მე­ლიც სი­უ­ჟეტს ორ­გა­ნუ­ლად ერ­წყმის...

- დიდი ხა­ნია, რაც გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობთ?

- სა­ქარ­თვე­ლო­დან 2008 წელს წა­მო­ვე­დი, 2 კვი­რის შემ­დეგ კი ომი და­ი­წყო. მა­ნამ­დე მი­უნ­ხენ­ში, მას­ტერკლას­ზე ვი­ყა­ვი ჩა­მო­სუ­ლი და სწო­რედ მა­შინ გა­დავ­წყვი­ტე, სწავ­ლა ბერ­ლინ­ში გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ერთი წელი რუს­თა­ვის თე­ატ­რში, კომ­პო­ზი­ტო­რად ვი­მუ­შა­ვე და კომ­პო­ზი­ცია ორი სპექ­ტაკ­ლის­თვის შევ­ქმე­ნი. მერე გა­დავ­წყვი­ტე, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი კი­ნო­შიც მო­მე­სინ­ჯა და გერ­მა­ნი­ა­ში სწო­რედ ამ მიზ­ნით წა­მო­ვე­დი.

- მა­შინ ალ­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფილ­მე­ბი არც იქ­მნე­ბო­და...

- მარ­თლაც, იმ პე­რი­ოდ­ში იშ­ვი­ა­თად იღებ­დნენ ფილ­მს. გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­მო­სულს, მა­შინ­ვე სწავ­ლა არ და­მი­წყია; გა­მოც­დე­ბი ვერ ჩა­ვა­ბა­რე, რად­გან აქ სულ სხვა მო­თხოვ­ნე­ბი წა­მო­მი­ყე­ნეს. გერ­მა­ნი­ა­ში კომ­პო­ზი­ტორს ბევ­რად ფარ­თო თვალ­სა­წი­ერ­სა და ცოდ­ნას სთხო­ვენ, ვიდ­რე ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ე­თხო­ვე­ბათ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, უკვე სტუ­დენ­ტი ვარ (სწავ­ლას ერთ წე­ლი­წად­ში და­ვას­რუ­ლებ) და პა­რა­ლე­ლუ­რად, ვმუ­შა­ობ კი­დეც.

- მუ­სი­კას მხო­ლოდ კი­ნო­ფილ­მე­ბის­თვის ქმნით?

- დაიხ, ჩემი სპე­ცი­ა­ლო­ბა ეს არის - კი­ნო­კომ­პო­ზი­ცი­ა­ზე ვსწავ­ლობ. პირ­ვე­ლად კომ­პო­ზი­ცია მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის­თვის დავ­წე­რე. შემ­დეგ გი­ორ­გი აბა­შიშ­ვი­ლი და­მი­კავ­შირ­და და თა­ვი­სი ნა­მუ­შევ­რის­თვის მუ­სი­კის შექ­მნა შე­მომ­თა­ვა­ზა. ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბა ცოტა არ იყოს, დრო­ში გა­ი­წე­ლა - სი­უ­ჟე­ტის­თვის წე­ლი­წა­დის ოთხი­ვე დრო გახ­ლდათ სა­ჭი­რო. გა­და­ღე­ბე­ბის პრო­ცეს­ში კი­დევ ერთი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მი­ვი­ღე, რაც მარ­თლაც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო: გერ­მა­ნი­ა­ში რთუ­ლია შეკ­ვე­თა და­იმ­სა­ხუ­რო, მით უმე­ტეს - სტუ­დენ­ტმა კომ­პო­ზი­ტორ­მა.

- თქვენ, ვინ და რა შე­გიკ­ვე­თათ?

- ეს შეკ­ვე­თა გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან - "ცე­დე­ე­ფი" მი­ვი­ღე. ამ არ­ხის დაკ­ვე­თით გა­და­ი­ღეს ფილ­მი - "ნე­მეც". ეს ნა­მუ­შე­ვა­რი ზუს­ტად იმ პრობ­ლე­მა­ტი­კას ეხე­ბა, რაც ჩემ­თვის და ყვე­ლა იმ უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტი­სა თუ ემიგ­რან­ტის­თვის ნაც­ნო­ბია, ვინც თა­ვის სამ­შობ­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა: როცა სხვა ქვე­ყა­ნა­ში ხან­გრძლი­ვი დრო­ით რჩე­ბი და მერე შენს სამ­შობ­ლო­ში ბრუნ­დე­ბი, ხვდე­ბი, რომ აღარ ხარ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ნამ­დვი­ლი შვი­ლი! ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რი რუ­სეთ­ში გერ­მა­ნე­ლად გრძნობს თავს და გერ­მა­ნი­ა­ში - რუ­სად. მარ­თლაც, სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მია და წარ­დგე­ნი­ლია 2013 წლის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ფილ­მის ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე; მას გა­ი­ტა­ნენ სხვა­დას­ხვა სე­რი­ო­ზულ სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე...

- ამ ფილ­მის­თვის თქვენ მიერ შექ­მნილ კომ­პო­ზი­ცი­ას თუ ჰქონ­და რა­ი­მე სა­ხის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა?

- ეს კომ­პო­ზი­ცია არც ერთ ფეს­ტი­ვალ­ზე არ და­მი­რე­გის­ტრი­რე­ბია. ზო­გა­დად, არ მიყ­ვარს კონ­კურ­სე­ბი. თუმ­ცა, სწო­რედ დღეს და­მი­რე­კა რე­ჟი­სორ­მა და მი­თხრა, რომ თა­ვად აპი­რებს კომ­პო­ზი­ცი­ის და­რე­გის­ტრი­რე­ბას რო­მე­ლი­ღაც კონ­კურ­სზე. ვნა­ხოთ, რა გა­მო­ვა...

- მხო­ლოდ კომ­პო­ზი­ცი­ებს ქმნით, თუ სიმ­ღე­რებ­საც წერთ?

- ნინი წიკ­ლა­უ­რი ჩემი მე­გო­ბა­რია. მის­თვის დავ­წე­რე ორი სიმ­ღე­რა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე რა­დი­ო­ტალ­ღამ უარი თქვა მათ გაჟ­ღე­რე­ბა­ზე. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნია. ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­მო­ვი­დო­დი, სიმ­ღე­რებს ვწერ­დი, მაგ­რამ ჩემ მი­მართ და­ინ­ტე­რე­სე­ბა ვერ ვიგ­რძე­ნი. ჩემი სიმ­ღე­რე­ბის ჟან­რი რო­კბა­ლა­და იყო.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, რა აზ­რის ხართ ზო­გა­დად, ქარ­თუ­ლი კი­ნო­მუ­სი­კის შე­სა­ხებ?

- ყო­ველ­თვის ვა­დევ­ნებ თვალ­ყურს, თუ რა ხდე­ბა ქარ­თულ კი­ნო­სივ­რცე­ში. კარ­გია, რომ ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად და­ი­წყო. ალ­ბათ ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი არ ვიქ­ნე­ბი, თუ ვი­ტყვი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, კი­ნო­მუ­სი­კა არ იქ­მნე­ბა...

- მა­შინ რა არის ის, რაც ახალ ფილ­მებ­ში ჟღერს ხოლ­მე?

- ეს უბ­რა­ლოდ, ფილმზე და­დე­ბუ­ლი მუ­სი­კაა და რა თქმა უნდა, არ არის ორ­გა­ნუ­ლი. გარ­და ამი­სა, ახა­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი კი არ იწე­რე­ბა, არა­მედ უკვე არ­სე­ბულ კომ­პო­ზი­ცი­ებს იყე­ნე­ბენ. სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თველ რე­ჟი­სო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მი­წევს. ისი­ნი არც მიც­ნო­ბენ - 23 წლის ვი­ყა­ვი, როცა სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­მო­ვე­დი.

- ამ­ჟა­მად რა­ი­მე პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობთ?

- ნო­ემ­ბრი­დან გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვან მი­უ­ზიკლზე ვი­წყებ მუ­შა­ო­ბას. ჩემი ძა­ლი­ან ბევ­რი სიმ­ღე­რა, იქ­ნე­ბა ეს სა­ესტრა­დო თუ ბა­ლა­და, ამ მი­უ­ზიკლში მო­იყ­რის თავს. ასე­ვე, და­ი­წე­რე­ბა ახა­ლი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბიც.

- "ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ა­ნებ­ზე" - რა შე­გიძ­ლი­ათ თქვათ ამ ფილმში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კომ­პო­ზი­ცი­ის წარ­მა­ტე­ბა­ზე?

- რამ­დე­ნი­მე დღე­ში ფილ­მის პრე­მი­ე­რა მი­უნ­ხენ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ეს იქ­ნე­ბა ფილ­მის ბოლო ჩვე­ნე­ბა მა­ნამ, ვიდ­რე ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე არ გავა. მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, გაჩ­ნდა იდეა, ფილ­მის კომ­პო­ზი­ცი­ის დის­კი გა­მო­ი­ცეს და ვა­პი­რებთ, ეს იდეა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ქართველი კომპოზიტორის გერმანული წარმატება

ქართველი კომპოზიტორის გერმანული წარმატება

ქართველი კომპოზიტორი ლევან ბაშარული გერმანიაში ცხოვრობს. ის კომპოზიციებს, ძირითადად, ფილმებისთვის ქმნის. საქართველოში, როგორც რეჟისორს, ნაკლებად იცნობენ, ამიტომ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ძირითადად, გერმანული პროექტებიდან აქვს... ლევანი გახლავთ გიორგი აბაშიშვილის ფილმის, "ყველაფერი ადამიანებზე" მუსიკის შემქმნელიც, რომელიც სიუჟეტს ორგანულად ერწყმის...

- დიდი ხანია, რაც გერმანიაში ცხოვრობთ?

- საქართველოდან 2008 წელს წამოვედი, 2 კვირის შემდეგ კი ომი დაიწყო. მანამდე მიუნხენში, მასტერკლასზე ვიყავი ჩამოსული და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, სწავლა ბერლინში გამეგრძელებინა. კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, ერთი წელი რუსთავის თეატრში, კომპოზიტორად ვიმუშავე და კომპოზიცია ორი სპექტაკლისთვის შევქმენი. მერე გადავწყვიტე, საკუთარი ძალები კინოშიც მომესინჯა და გერმანიაში სწორედ ამ მიზნით წამოვედი.

- მაშინ ალბათ, საქართველოში ფილმები არც იქმნებოდა...

- მართლაც, იმ პერიოდში იშვიათად იღებდნენ ფილმს. გერმანიაში ჩამოსულს, მაშინვე სწავლა არ დამიწყია; გამოცდები ვერ ჩავაბარე, რადგან აქ სულ სხვა მოთხოვნები წამომიყენეს. გერმანიაში კომპოზიტორს ბევრად ფართო თვალსაწიერსა და ცოდნას სთხოვენ, ვიდრე ეს საქართველოში მოეთხოვებათ. საბედნიეროდ, უკვე სტუდენტი ვარ (სწავლას ერთ წელიწადში დავასრულებ) და პარალელურად, ვმუშაობ კიდეც.

- მუსიკას მხოლოდ კინოფილმებისთვის ქმნით?

- დაიხ, ჩემი სპეციალობა ეს არის - კინოკომპოზიციაზე ვსწავლობ. პირველად კომპოზიცია მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის დავწერე. შემდეგ გიორგი აბაშიშვილი დამიკავშირდა და თავისი ნამუშევრისთვის მუსიკის შექმნა შემომთავაზა. ამ ფილმის გადაღება ცოტა არ იყოს, დროში გაიწელა - სიუჟეტისთვის წელიწადის ოთხივე დრო გახლდათ საჭირო. გადაღებების პროცესში კიდევ ერთი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე, რაც მართლაც მოულოდნელი იყო: გერმანიაში რთულია შეკვეთა დაიმსახურო, მით უმეტეს - სტუდენტმა კომპოზიტორმა.

- თქვენ, ვინ და რა შეგიკვეთათ?

- ეს შეკვეთა გერმანიის ერთ-ერთი მთავარი ტელევიზიიდან - "ცედეეფი" მივიღე. ამ არხის დაკვეთით გადაიღეს ფილმი - "ნემეც". ეს ნამუშევარი ზუსტად იმ პრობლემატიკას ეხება, რაც ჩემთვის და ყველა იმ უცხოელი სტუდენტისა თუ ემიგრანტისთვის ნაცნობია, ვინც თავის სამშობლოში არ იმყოფება: როცა სხვა ქვეყანაში ხანგრძლივი დროით რჩები და მერე შენს სამშობლოში ბრუნდები, ხვდები, რომ აღარ ხარ საკუთარი ქვეყნის ნამდვილი შვილი! ფილმის მთავარი გმირი რუსეთში გერმანელად გრძნობს თავს და გერმანიაში - რუსად. მართლაც, საინტერესო ფილმია და წარდგენილია 2013 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის ნომინაციაზე; მას გაიტანენ სხვადასხვა სერიოზულ საერთაშორისო კინოფესტივალზე...

- ამ ფილმისთვის თქვენ მიერ შექმნილ კომპოზიციას თუ ჰქონდა რაიმე სახის გამოხმაურება?

- ეს კომპოზიცია არც ერთ ფესტივალზე არ დამირეგისტრირებია. ზოგადად, არ მიყვარს კონკურსები. თუმცა, სწორედ დღეს დამირეკა რეჟისორმა და მითხრა, რომ თავად აპირებს კომპოზიციის დარეგისტრირებას რომელიღაც კონკურსზე. ვნახოთ, რა გამოვა...

- მხოლოდ კომპოზიციებს ქმნით, თუ სიმღერებსაც წერთ?

- ნინი წიკლაური ჩემი მეგობარია. მისთვის დავწერე ორი სიმღერა, მაგრამ რამდენიმე რადიოტალღამ უარი თქვა მათ გაჟღერებაზე. ალბათ იმიტომ, რომ ინგლისურენოვანია. ვიდრე საქართველოდან წამოვიდოდი, სიმღერებს ვწერდი, მაგრამ ჩემ მიმართ დაინტერესება ვერ ვიგრძენი. ჩემი სიმღერების ჟანრი როკბალადა იყო.

- საინტერესოა, რა აზრის ხართ ზოგადად, ქართული კინომუსიკის შესახებ?

- ყოველთვის ვადევნებ თვალყურს, თუ რა ხდება ქართულ კინოსივრცეში. კარგია, რომ ფილმების გადაღება ინტენსიურად დაიწყო. ალბათ ძალიან კრიტიკული არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ საქართველოში ფაქტობრივად, კინომუსიკა არ იქმნება...

- მაშინ რა არის ის, რაც ახალ ფილმებში ჟღერს ხოლმე?

- ეს უბრალოდ, ფილმზე დადებული მუსიკაა და რა თქმა უნდა, არ არის ორგანული. გარდა ამისა, ახალი ნაწარმოები კი არ იწერება, არამედ უკვე არსებულ კომპოზიციებს იყენებენ. სამწუხაროდ, ქართველ რეჟისორებთან ურთიერთობა არ მიწევს. ისინი არც მიცნობენ - 23 წლის ვიყავი, როცა საქართველოდან წამოვედი.

- ამჟამად რაიმე პროექტზე მუშაობთ?

- ნოემბრიდან გერმანულენოვან მიუზიკლზე ვიწყებ მუშაობას. ჩემი ძალიან ბევრი სიმღერა, იქნება ეს საესტრადო თუ ბალადა, ამ მიუზიკლში მოიყრის თავს. ასევე, დაიწერება ახალი კომპოზიციებიც.

- "ყველაფერი ადამიანებზე" - რა შეგიძლიათ თქვათ ამ ფილმში გამოყენებული კომპოზიციის წარმატებაზე?

- რამდენიმე დღეში ფილმის პრემიერა მიუნხენში გაიმართება. ეს იქნება ფილმის ბოლო ჩვენება მანამ, ვიდრე ფესტივალებზე არ გავა. მოთხოვნის შესაბამისად, გაჩნდა იდეა, ფილმის კომპოზიციის დისკი გამოიცეს და ვაპირებთ, ეს იდეა განვახორციელოთ.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება