სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ოჯახური საიდუმლო გასცა ნატუკა გულისაშვილმა
რა ოჯახური საიდუმლო გასცა ნატუკა გულისაშვილმა

"იმე­დის დი­ლის" ეთე­რის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ბლო­კის გემ­რი­ე­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ტუ­კა გუ­ლი­საშ­ვი­ლი ამ­ჯე­რად "რე­ი­ტინ­გის" მკი­თხველს გა­ა­ნე­ბივ­რებს გემ­რი­ე­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რი რე­ცეპ­ტე­ბით. მსა­ხი­ობს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვეს­ტუმ­რეთ და ოჯა­ხუ­რი სა­ი­დუმ­ლო რე­ცეპ­ტე­ბიც კი დავ­ტყუ­ეთ.

- გურ­მა­ნი ვარ. მიყ­ვარს გემ­რი­ე­ლი კვე­ბაც და კე­თე­ბაც. თან კერ­ძებს ამინ­დის შე­სა­ფე­რი­სად ვამ­ზა­დებ, რო­გორ ამინდს რო­გო­რი კერ­ძი უხ­დე­ბა.

- ცხელ, მზი­ან დღეს რო­გორ კერძს ამ­ზა­დებ?

- ფე­რად სა­ლა­თებს, ფე­რა­დი ბოსტნე­უ­ლით, რო­მელ­საც ლი­მონს მო­ა­წუ­რავ. ჩემი პრინ­ცი­პია კერ­ძის მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად და ია­ფად მომ­ზა­დე­ბა. ძა­ლი­ან ცო­ტაა დღეს ისე­თი ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ავო­კა­დოს, კი­ვი­სა და ქო­ქო­სის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­ამ­ზა­დებს კერძს, ამი­ტომ ვცდი­ლობ, გა­და­ცე­მა­შიც ისე­თი გემ­რი­ე­ლო­ბა მო­ვამ­ზა­დო, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვად და ია­ფად კეთ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, მზი­ან ამინდს მო­უხ­დე­ბა დაჭ­რი­ლი კიტ­რი, პო­მი­დო­რი, ვაშ­ლი, სა­ლა­თის ფურ­ცლე­ბი, ყვე­ლა­ნა­ი­რი მწვა­ნი­ლი, პუ­რის ორ­ცხო­ბი­ლა ან ზეთ­ში შემ­წვა­რი, სვა­ნურ მა­რილ­მოყ­რი­ლი და­ძიძ­გნი­ლი სომ­ხუ­რი ლა­ვა­ში. ამ ყვე-ლა­ფერს აუ­რევთ ერ­თმა­ნეთ­ში, მო­ას­ხამთ ლი­მონს და მო­აყ­რით მა­რილს. მზად არის. ამ სა­ლ­ა­თას და­ვარ­ქვათ "უც­ბად" . მარ­ტი­ვი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლია და იმი­ტომ.

- ახლა შე­მოდ­გო­მაა, სა­შე­მოდ­გო­მო კერ­ძად რას გვირ­ჩევ?

- შე­მოდ­გო­მა ხარ­ჯი­ა­ნია, ხორცს ითხოვს მა­ინც. ვი­ყი­დოთ ერთი კი­ლოგ­რა­მი ღო­რის ხორ­ცი, დავ­სე­როთ, შევ­დოთ ღუ­მელ­ში, ღუ­მე­ლი თუ არ გვაქვს, სქელ­ძი­რი­ან ტა­ფა­ზეც შეგ­ვიძ­ლია მო­ვა­თავ-სოთ გა­ზ­ქუ­რა­ზე, ოღონდ ძა­ლი­ან და­ბალ ცე­ცხლზე. ცალ­კე დიდი ზო­მის კუ­ბი­კე­ბად დავ­ჭრათ ვაშ­ლი, კომ­ში, ატა­მი. ხორ­ცი რომ ცხიმს გა­მო­უშ­ვებს, ხილს და­ვა­ლა­გებთ. უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ისიც, რომ კომ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­ჩხვლი­ტოს, ეს ხილი ყვე­ლა­ზე გვი­ან იწ­ვე­ბა. თავს და­ვა­ხუ­რავთ და და­ბალ ცე­ცხლზე ვა­თუხ­თუ­ხებთ. დრო­დად­რო ხორ­ცი უნდა დავ­ჩხვლი­ტოთ. მა­რილს და­აყ­რით მხო­ლოდ ხორცს. ხორ­ცი და ხილი კო­ა­ბი­ტა­ცი­ა­ში შევა ერ­თმა­ნეთ­თან და კერ­ძიც მზად არის. ამ კერძს "შე­მოდ­გო­მის კო­ა­ბი­ტა­ცია" და­ვარ­ქვათ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რა ოჯახური საიდუმლო გასცა ნატუკა გულისაშვილმა

რა ოჯახური საიდუმლო გასცა ნატუკა გულისაშვილმა

"იმედის დილის" ეთერის კულინარიული ბლოკის გემრიელი ტელეწამყვანი ნატუკა გულისაშვილი ამჯერად "რეიტინგის" მკითხველს გაანებივრებს გემრიელი და ორიგინალური რეცეპტებით. მსახიობს ტელევიზიაში ვესტუმრეთ და ოჯახური საიდუმლო რეცეპტებიც კი დავტყუეთ.

- გურმანი ვარ. მიყვარს გემრიელი კვებაც და კეთებაც. თან კერძებს ამინდის შესაფერისად ვამზადებ, როგორ ამინდს როგორი კერძი უხდება.

- ცხელ, მზიან დღეს როგორ კერძს ამზადებ?

- ფერად სალათებს, ფერადი ბოსტნეულით, რომელსაც ლიმონს მოაწურავ. ჩემი პრინციპია კერძის მაქსიმალურად სწრაფად და იაფად მომზადება. ძალიან ცოტაა დღეს ისეთი ოჯახი, რომელიც ავოკადოს, კივისა და ქოქოსის გამოყენებით მოამზადებს კერძს, ამიტომ ვცდილობ, გადაცემაშიც ისეთი გემრიელობა მოვამზადო, რომელიც მარტივად და იაფად კეთდება. მაგალითად, მზიან ამინდს მოუხდება დაჭრილი კიტრი, პომიდორი, ვაშლი, სალათის ფურცლები, ყველანაირი მწვანილი, პურის ორცხობილა ან ზეთში შემწვარი, სვანურ მარილმოყრილი დაძიძგნილი სომხური ლავაში. ამ ყვე-ლაფერს აურევთ ერთმანეთში, მოასხამთ ლიმონს და მოაყრით მარილს. მზად არის. ამ სალათას დავარქვათ "უცბად" . მარტივი მოსამზადებელია და იმიტომ.

- ახლა შემოდგომაა, საშემოდგომო კერძად რას გვირჩევ?

- შემოდგომა ხარჯიანია, ხორცს ითხოვს მაინც. ვიყიდოთ ერთი კილოგრამი ღორის ხორცი, დავსეროთ, შევდოთ ღუმელში, ღუმელი თუ არ გვაქვს, სქელძირიან ტაფაზეც შეგვიძლია მოვათავ-სოთ გაზქურაზე, ოღონდ ძალიან დაბალ ცეცხლზე. ცალკე დიდი ზომის კუბიკებად დავჭრათ ვაშლი, კომში, ატამი. ხორცი რომ ცხიმს გამოუშვებს, ხილს დავალაგებთ. უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ კომში აუცილებლად უნდა დაიჩხვლიტოს, ეს ხილი ყველაზე გვიან იწვება. თავს დავახურავთ და დაბალ ცეცხლზე ვათუხთუხებთ. დროდადრო ხორცი უნდა დავჩხვლიტოთ. მარილს დააყრით მხოლოდ ხორცს. ხორცი და ხილი კოაბიტაციაში შევა ერთმანეთთან და კერძიც მზად არის. ამ კერძს "შემოდგომის კოაბიტაცია" დავარქვათ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია