საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის სალომე ჭაჭუას ფავორიტი ვარსკვლავი
ვინ არის სალომე ჭაჭუას ფავორიტი ვარსკვლავი

სა­ლო­მე ჭა­ჭუა რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა, ამის მტკი­ცე­ბა არ სჭირ­დე­ბა. ის უკვე მე­სა­მე სე­ზო­ნია, პრო­ექ­ტში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მო­ნა­წი­ლე­ობს და მა­ყუ­რებ­ლის მო­ხიბ­ვლას ცდი­ლობს. თუმ­ცა, ძლი­ე­რი პარტნი­ო­რი მხო­ლოდ ერთხელ, და ისიც II სე­ზონ­ზე გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძის სა­ხით შეხ­ვდა, რო­მელ­მაც ფი­ნა­ლამ­დე მი­აღ­წია.

სა­ლო­მეს ცოტა ხნის წინ სა­რე­პე­ტი­ციო დარ­ბაზ­ში გა­ვე­სა­უბ­რეთ, რო­დე­საც თა­ვის მე­წყვი­ლეს, ანა­ტო­ლი ბო­ი­სას ელო­დე­ბო­და...

- რას გვე­ტყვი, რო­გორ მი­აღ­წიე წარ­მა­ტე­ბას?

- პირ­ველ რიგ­ში, შრო­მი­თა და ბევ­რი ვარ­ჯი­შით...

- რამ­დე­ნი წლის ხარ?

- ახ­ლა­ხან 23 წლის გავ­ხდი...

- უფრო მე­ტის მე­გო­ნე...

- ჰო, ყვე­ლას ასე ჰგო­ნია... რის­თვი­საც აქამ­დე მი­მიღ­წე­ვია, სულ ჩემი შრო­მით. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ზარ­მა­ცი არ ვარ... ამი­ტომ, მინ­და, რომ კი­დევ ბევ­რი ვი­ცეკ­ვო და წინ წა­ვი­დე... სხვა­თა შო­რის, ცეკ­ვა გვი­ან, 13 წლი­სამ და­ვი­წყე. მშობ­ლებს ვეხ­ვე­წე­ბო­დი, - ცეკ­ვა­ზე მი­მიყ­ვა­ნეთ-მეთ­ქი, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც თავს იკა­ვებ­დნენ. მერე რო­გორ­ღაც გა­და­წყვი­ტეს და შე­მიყ­ვა­ნეს. სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბი ისე მო­მე­წო­ნა, იქი­დან აღარც წა­მოვ­სულ­ვარ... ცეკ­ვა ფა­ნა­ტი­კუ­რად მიყ­ვარს...

- რომ არა ეს პრო­ექ­ტი, ალ­ბათ, ასე მა­სობ­რი­ვად არა­ვინ გა­გიც­ნობ­და...

- ასეა, რად­გან ეს ცეკ­ვე­ბი აქამ­დე ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი არ იყო. რომ არა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი", ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვერ გა­მიც­ნობ­და. მარ­ტო მე კი არა, სხვა მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­საც.

მი­ხა­რია, რომ სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბი ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. უკვე იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ინ­ტე­რეს­დე­ბა ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ით, რომ გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ. ყვე­ლა მე­ო­რეს სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბის შეს­წავ­ლა უნდა.

- მაგ­რამ ისე ხდე­ბა, რომ ცოტა სუს­ტი მე­წყვი­ლე­ე­ბი გხვდე­ბა ხოლ­მე. I სე­ზონ­ზე როს­ტოს­თან ცეკ­ვავ­დი, ახლა - ტოლი ბო­ი­სას­თან. ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე იყო, როცა მას­თან ერ­თად, ფი­ნა­ლამ­დე მი­აღ­წიე...

- კი და სხვა­თა შო­რის, ორი­ვე - როს­ტოც და ბო­ი­საც ცეკ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით სუს­ტე­ბი არი­ან, სა­მა­გი­ე­როდ, ორი­ვე სპორ­ტსმე­ნია (ერთი ყო­ფი­ლი და ერთი მოქ­მე­დი). მეს­მის, რომ სპორ­ტსმე­ნის­თვის, ზო­გა­დად რთუ­ლია სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბის ილე­თე­ბის შეს­წავ­ლა, შე­უჩ­ვევ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ მთა­ვა­რი ის არის, რომ ბო­ი­სა არ არის ზარ­მა­ცი. მონ­დო­მე­ბუ­ლია. ამი­ტომ, შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლოს და ისე­თი უნა­რი გა­მო­ავ­ლი­ნოს, რომ ყვე­ლა გა­ა­ო­ცოს...

- რე­პე­ტი­ცი­ა­ზე პარტნი­ო­რის­გან რას ითხოვ?

- მთა­ვა­რია, რომ მონ­დო­მე­ბუ­ლი იყოს, იმუ­შა­ოს. თუ პრო­ექ­ტში მო­ვი­და, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე უნდა შე­იყ­ვა­როს თი­თო­ე­უ­ლი ეპი­ზო­დი, ილე­თი და ზო­გა­დად ცეკ­ვა. მეს­მის, რომ ძნე­ლია, მაგ­რამ ასეა...

- თა­ვად თუ გყავს III სე­ზონ­ზე შენი ფა­ვო­რი­ტი წყვი­ლი?

- მყავს რამ­დე­ნი­მე ფა­ვო­რი­ტი ვარ­სკვლა­ვი, რომ­ლებ­საც გა­მორ­ჩე­უ­ლად ვგულ­შე­მატ­კივ­რობ, მინ­და, რომ რა­ღა­ცით და­ვეხ­მა­რო კი­დეც, მათ­გან ერთ-ერთი ნო­დარ გურ­გე­ნაშ­ვი­ლია, უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი.

- მე­წყვი­ლე­ებ­თან არ კა­მა­თობ ხოლ­მე?

- რა­ღაც კა­მა­თი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ბმუ­ლი

რუბრიკის სხვა სიახლეები

ვინ არის სალომე ჭაჭუას ფავორიტი ვარსკვლავი

ვინ არის სალომე ჭაჭუას ფავორიტი ვარსკვლავი

სალომე ჭაჭუა რომ პროფესიონალი და წარმატებული მოცეკვავეა, ამის მტკიცება არ სჭირდება. ის უკვე მესამე სეზონია, პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობს და მაყურებლის მოხიბვლას ცდილობს. თუმცა, ძლიერი პარტნიორი მხოლოდ ერთხელ, და ისიც II სეზონზე გიორგი ვარდოსანიძის სახით შეხვდა, რომელმაც ფინალამდე მიაღწია.

სალომეს ცოტა ხნის წინ სარეპეტიციო დარბაზში გავესაუბრეთ, როდესაც თავის მეწყვილეს, ანატოლი ბოისას ელოდებოდა...

- რას გვეტყვი, როგორ მიაღწიე წარმატებას?

- პირველ რიგში, შრომითა და ბევრი ვარჯიშით...

- რამდენი წლის ხარ?

- ახლახან 23 წლის გავხდი...

- უფრო მეტის მეგონე...

- ჰო, ყველას ასე ჰგონია... რისთვისაც აქამდე მიმიღწევია, სულ ჩემი შრომით. მადლობა ღმერთს, რომ ზარმაცი არ ვარ... ამიტომ, მინდა, რომ კიდევ ბევრი ვიცეკვო და წინ წავიდე... სხვათა შორის, ცეკვა გვიან, 13 წლისამ დავიწყე. მშობლებს ვეხვეწებოდი, - ცეკვაზე მიმიყვანეთ-მეთქი, მაგრამ რატომღაც თავს იკავებდნენ. მერე როგორღაც გადაწყვიტეს და შემიყვანეს. სამეჯლისო ცეკვები ისე მომეწონა, იქიდან აღარც წამოვსულვარ... ცეკვა ფანატიკურად მიყვარს...

- რომ არა ეს პროექტი, ალბათ, ასე მასობრივად არავინ გაგიცნობდა...

- ასეა, რადგან ეს ცეკვები აქამდე ასეთი პოპულარული არ იყო. რომ არა "ცეკვავენ ვარსკვლავები", ფართო საზოგადოება ვერ გამიცნობდა. მარტო მე კი არა, სხვა მოცეკვავეებსაც.

მიხარია, რომ სამეჯლისო ცეკვები ასეთი პოპულარული გახდა. უკვე იმდენი ადამიანი ინტერესდება ჩვენი პროფესიით, რომ გაოცებული ვარ. ყველა მეორეს სამეჯლისო ცეკვების შესწავლა უნდა.

- მაგრამ ისე ხდება, რომ ცოტა სუსტი მეწყვილეები გხვდება ხოლმე. I სეზონზე როსტოსთან ცეკვავდი, ახლა - ტოლი ბოისასთან. ერთადერთი გამონაკლისი გიორგი ვარდოსანიძე იყო, როცა მასთან ერთად, ფინალამდე მიაღწიე...

- კი და სხვათა შორის, ორივე - როსტოც და ბოისაც ცეკვის მიმართულებით სუსტები არიან, სამაგიეროდ, ორივე სპორტსმენია (ერთი ყოფილი და ერთი მოქმედი). მესმის, რომ სპორტსმენისთვის, ზოგადად რთულია სამეჯლისო ცეკვების ილეთების შესწავლა, შეუჩვევლები არიან, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ბოისა არ არის ზარმაცი. მონდომებულია. ამიტომ, შეიძლება ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს და ისეთი უნარი გამოავლინოს, რომ ყველა გააოცოს...

- რეპეტიციაზე პარტნიორისგან რას ითხოვ?

- მთავარია, რომ მონდომებული იყოს, იმუშაოს. თუ პროექტში მოვიდა, თავიდან ბოლომდე უნდა შეიყვაროს თითოეული ეპიზოდი, ილეთი და ზოგადად ცეკვა. მესმის, რომ ძნელია, მაგრამ ასეა...

- თავად თუ გყავს III სეზონზე შენი ფავორიტი წყვილი?

- მყავს რამდენიმე ფავორიტი ვარსკვლავი, რომლებსაც გამორჩეულად ვგულშემატკივრობ, მინდა, რომ რაღაცით დავეხმარო კიდეც, მათგან ერთ-ერთი ნოდარ გურგენაშვილია, უსაყვარლესი ადამიანი.

- მეწყვილეებთან არ კამათობ ხოლმე?

- რაღაც კამათი ყოფილა, მაგრამ სერიოზული არაფერი მომხდარა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება