Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
მონიკა ბელუჩიმ სილამაზის საიდუმლო გაამხილა
მონიკა ბელუჩიმ სილამაზის საიდუმლო გაამხილა

მსა­ხი­ობ­მა მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩიმ ჟურ­ნალ Prestige-ის ოქ­ტომ­ბრის ნომ­რის გა­რე­კა­ნი და­ამ­შვე­ნა, Dolce & Gabbana-ს სა­მო­სი მო­ირ­გო და სა­კუ­თა­რი სი­ლა­მა­ზის სა­ი­დუმ­ლო­ზე ისა­უბ­რა.

"ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ქალი, ძი­ლის წინ ყო­ველ­თვის ვი­ბან. ვი­ყე­ნებ კარგ მსუ­ბუქ და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბელ კრემს. კი­დევ, ვცდი­ლობ ბევ­რი წყა­ლი ვსვა, რად­გან შიგ­ნი­დან და­ტე­ნი­ა­ნე­ბას არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ვთვლი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს მა­კი­ა­ჟი. ვფიქ­რობ, ამ ინ­დუსტრი­ა­ში რომ არ მე­მუ­შა­ვა, მას მა­ინც გა­ვი­კე­თებ­დი. მა­კი­აჟს მა­ში­ნაც ვა­ტა­რებ, როცა ჩემს პი­რად საქ­მე­ებ­ზე დავ­დი­ვარ. ჩემს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ქა­ლუ­რო­ბას­თან ძა­ლი­ან გრძე­ლი ის­ტო­რია აქვს - დედა და ორი­ვე ბე­ბია ძა­ლი­ან ქა­ლუ­რე­ბი იყ­ვნენ და თა­ვის მოვ­ლა უყ­ვარ­დათ",- ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

"ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შენს სა­ჯა­რო იმიჯ­სა და შენს ში­ნა­გან სამ­ყა­როს შო­რის სხვა­ო­ბა გა­აც­ნო­ბი­ე­რო. მი­ღე­ბენ ფილ­მებ­ში, გლა­მუ­რუ­ლი ჟურ­ნა­ლე­ბის გა­რე­კა­ნის­თვის და სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ებ­ში, ყვე­ლა­ფე­რი ეს გარ­კვე­ულ იმიჯს აყა­ლი­ბებს, რო­მე­ლიც შენი ნა­წი­ლი ხდე­ბა და სი­ტუ­ა­ცი­ას მთლი­ა­ნო­ბა­ში სუ­ლაც არ ასა­ხავს. რა თქმა უნდა, კომ­პლი­მენ­ტე­ბის მოს­მე­ნა მსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ იმი­ჯის არ მჯე­რა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დის­ტან­ცია და­ი­ჭი­რო შენს თავ­სა და იმიჯს შო­რის. შენ იდე­ა­ლუ­რი იმი­ჯი არ ხარ. შენ რე­ა­ლუ­რი ქალი ხარ",- აღ­ნიშ­ნა მსა­ხი­ობ­მა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მო­ზა­დე­ბუ­ლია Prestige-ის მი­ხედ­ვით.

ასე­ვე იხი­ლეთ: ძა­ლი­ან ქა­ლუ­რი და ძა­ლი­ან იტა­ლი­უ­რი - მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩი Figaro-ს ფო­ტო­სე­სი­ა­ში

მონიკა ბელუჩიმ სილამაზის საიდუმლო გაამხილა

მონიკა ბელუჩიმ სილამაზის საიდუმლო გაამხილა

მსახიობმა მონიკა ბელუჩიმ ჟურნალ Prestige-ის ოქტომბრის ნომრის გარეკანი დაამშვენა, Dolce & Gabbana-ს სამოსი მოირგო და საკუთარი სილამაზის საიდუმლოზე ისაუბრა.

"ისევე როგორც ყველა ქალი, ძილის წინ ყოველთვის ვიბან. ვიყენებ კარგ მსუბუქ დამატენიანებელ კრემს. კიდევ, ვცდილობ ბევრი წყალი ვსვა, რადგან შიგნიდან დატენიანებას არანაკლებ მნიშვნელოვნად ვთვლი. ძალიან მიყვარს მაკიაჟი. ვფიქრობ, ამ ინდუსტრიაში რომ არ მემუშავა, მას მაინც გავიკეთებდი. მაკიაჟს მაშინაც ვატარებ, როცა ჩემს პირად საქმეებზე დავდივარ. ჩემს დამოკიდებულებას ქალურობასთან ძალიან გრძელი ისტორია აქვს - დედა და ორივე ბებია ძალიან ქალურები იყვნენ და თავის მოვლა უყვარდათ",- ამბობს მსახიობი.

"ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია შენს საჯარო იმიჯსა და შენს შინაგან სამყაროს შორის სხვაობა გააცნობიერო. მიღებენ ფილმებში, გლამურული ჟურნალების გარეკანისთვის და სარეკლამო კამპანიებში, ყველაფერი ეს გარკვეულ იმიჯს აყალიბებს, რომელიც შენი ნაწილი ხდება და სიტუაციას მთლიანობაში სულაც არ ასახავს. რა თქმა უნდა, კომპლიმენტების მოსმენა მსიამოვნებს, მაგრამ იმიჯის არ მჯერა. მნიშვნელოვანია დისტანცია დაიჭირო შენს თავსა და იმიჯს შორის. შენ იდეალური იმიჯი არ ხარ. შენ რეალური ქალი ხარ",- აღნიშნა მსახიობმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოზადებულია Prestige-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ: ძალიან ქალური და ძალიან იტალიური - მონიკა ბელუჩი Figaro-ს ფოტოსესიაში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება