პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავით აღმაშენებლის პირველობა არაობიექტურია!"
"დავით აღმაშენებლის პირველობა არაობიექტურია!"

ერთ-ერთ ინ­ტერ­ნეტ სა­იტ­ზე (http://www.thetoptens.com/top-military-generals/) ჩა­ტარ­და გა­მო­კი­თხვა: მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი მხე­დარ­თმთა­ვა­რი. გა­მო­კი­თხვა­ში 20000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სა­ბო­ლო­ოდ, პირ­ველ ად­გილ­ზე და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი გა­ვი­და. რამ­დე­ნად კა­ნონ­ზო­მი­ე­რი და ობი­ექ­ტუ­რია ჩვე­ნი უდი­დე­სი მე­ფის პირ­ვე­ლო­ბა ასეთ გა­მო­კი­თხვა­ში, ამ თე­მა­ზე ინ­ტერ­ვიუ ვთხო­ვეთ - პრო­ფე­სორს, ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, დი­მიტ­რი შვე­ლი­ძეს.

დი­მიტ­რი შვე­ლი­ძე:

- ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­და­ჭარ­ბე­ბა მხო­ლოდ ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია. და­ვითს პი­რა­დად მე უდი­დეს პა­ტივს ვცემ, ის მარ­თლაც არაფ­რით არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა არ­ცერთ უცხო­ელ მხე­დარ­თმთა­ვარს, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამ გა­მო­კი­თხვა­ში მის­თვის პირ­ვე­ლი ად­გი­ლის მი­ნი­ჭე­ბა, მე მა­ინც არა­ო­ბი­ექ­ტუ­რად მი­მაჩ­ნია და ვფიქ­რობ, "მოც­ლილ­მა ხე­ლებ­მა" ითა­მა­შეს თა­ვი­სი როლი. და­ვითს ჩვენ ვიც­ნობთ ორი­ო­დე ბრძო­ლით (ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვგუ­ლის­ხმობ და არა ის­ტო­რი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტებს): ერთი, ესაა ერ­წუ­ხის და მე­ო­რე - დიდ­გო­რის ბრძო­ლა, არა­და, და­ვითს გა­დახ­დი­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ბრო­ლა, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ ქარ­თულ მა­ტი­ა­ნეს არ აღუ­რი­ცხავს, სხვა­თა­შო­რის, დიდ­გო­რის ბრძო­ლის შე­სა­ხე­ბაც ქარ­თულ­მა სა­ის­ტო­რიო წყა­რო­ებ­მა, დიდი-დიდი, ერთი აბ­ზა­ცი შე­მოგ­ვი­ნა­ხეს. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ამ ბრძო­ლის შე­სა­ხებ, ძა­ლი­ან ბევრ ცნო­ბას გვაწ­ვდი­ან: არა­ბი, სპარ­სი, თურ­ქი, ბი­ზან­ტი­ე­ლი, დას. ევ­რო­პე­ლი ის­ტო­რი­კო­სე­ბი და სხვ.

და­ვი­თის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ომე­ბის მას­შტა­ბე­ბი მარ­თლაც სა­ო­ცა­რია. არ შევ­ცდე­ბი, თუ ვი­ტყვი, რომ მას ალექ­სან­დრე მა­კე­დო­ნელ­ზე მეტი ბრძო­ლა აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამ ბრძო­ლე­ბის აბ­სო­ლი­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა არა­თუ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, არა­მედ რიგი ის­ტო­რი­კო­სე­ბის­თვი­საც არაა ცნო­ბი­ლი. არ­სე­ბობს ასე­თი სე­რია -"მსოფ­ლი­ოს 100 უდი­დე­სი მხე­დარ­თმთა­ვა­რი", სა­დაც და­ვი­თი სა­ერ­თოდ არაა შეყ­ვა­ნი­ლი და ეს ისე­ვე არა­ო­ბი­ექ­ტუ­რია, რო­გორც თქვენს მიერ ნახ­სე­ნებ გა­მო­კი­თხვა­ში ხე­ლოვ­ნუ­რად და­ვი­თის გა­მარ­ჯვე­ბა.

- სოც. ქსე­ლებ­ში მოხ­და ამ გა­მო­კი­თხვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, სწო­რედ ამან ხომ არ გა­ნა­პი­რო­ბა და­ვი­თის მიერ პირ­ვე­ლი ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა?

- სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ასე იქ­ნე­ბო­და. ჩვენ, ქარ­თვე­ლებს, გა­და­ჭარ­ბე­ბა გვჩ­ვე­ვია. იცით, რა­ტომ მი­მაჩ­ნია არა­რე­ა­ლუ­რად და­ვი­თის პირ­ვე­ლო­ბა? ნა­პო­ლო­ნის და სხვა მხე­დარ­თმთავ­რე­ბის შე­სა­ხებ უამ­რა­ვი ცნო­ბე­ბია და­ცუ­ლი, არ­სე­ბობს მათი სამ­ხედ­რო ტაქ­ტი­კის და სტრა­ტე­გი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, ხოლო და­ვით­თან მი­მარ­თე­ბა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად არა­ვი­თა­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გაგ­ვაჩ­ნია, თუმ­ცა მისი ბრძო­ლე­ბი იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვია, რომ მას სა­კუ­თა­რი ტაქ­ტი­კა და სტრა­ტე­გია აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბო­და. და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი უდა­ვოდ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ერთ-ერთი ბრწყინ­ვა­ლე მხე­დარ­თმთა­ვა­რია. ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი რომ იყოს, და­ვითს ოცე­ულ­ში ნამ­დვი­ლად შე­ვიყ­ვან­დი, ხოლო თუ ასე­უ­ლი იქ­ნე­ბო­და, მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვიყ­ვან­დი სხვა ქარ­თველ მხე­დარ­თმთავ­რებ­საც, რომ­ლე­ბიც არ იყ­ვნენ და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე ნაკ­ლებ­ნი. მაგ: ერეკ­ლე მე­ო­რეს, სი­მონ პირ­ველს - ესე­ნი ძა­ლი­ან დიდი მხე­დარ­თმთავ­რე­ბი არი­ან.

- ნა­პო­ლე­ო­ნი ახ­სე­ნეთ და ამ გა­მო­კი­თხვა­ში ის მე­სა­მე ად­გილ­ზეა. ეს იმი­ტომ ხომ არ მოხ­და, რომ ფრან­გე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ რო­მელ ად­გილს მი­ა­კუთ­ვნებ­დნენ ნა­პო­ლე­ონს და მათ თავი არ შე­ი­წუ­ხეს გა­მო­კი­თხვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით?

- ვერ და­გე­თან­ხმე­ბით. სუ­ლაც არ არის ფრან­გე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო, რო­მელ ად­გილ­ზე გა­ვი­დო­და ნა­პო­ლე­ო­ნი. ეს ჩვენ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბრძო­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­სავ­ლეთ ევ­რო­პე­ლე­ბი­სათ­ვის, მაგ­რამ ისი­ნი ძა­ლი­ან კარ­გად აფა­სე­ბენ სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას და იცი­ან თი­თო­ე­უ­ლი ბრძო­ლის ფასი. ნა­პო­ლე­ო­ნის მე­სა­მე ად­გი­ლიც არა­რე­ა­ლუ­რად მი­მაჩ­ნია, მე რომ მკი­თხონ, ნა­პო­ლე­ო­ნი პირ­ველ­ზე უნდა იყოს მსოფ­ლი­ოს მხე­დარ­მთავ­რა­თა შო­რის. შე­იძ­ლე­ბა ჩვენ­თვის არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა, მაგ­რამ უდი­დე­სი მხე­დარ­მთვა­რე­ბი იყ­ვნენ ჯა­ლა­ლე­დი­ნი, ჩინ­გიზ-ყა­ე­ნი, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყ­ვნენ ათე­ულ­ში თუ არა ოცე­ულ­ში მა­ინც. რუ­სებ­საც ყავ­დათ საკ­მა­ოდ კარ­გი მხე­დარ­მთავ­რე­ბი მაგ: კუ­ტუ­ზო­ვი და სუ­ვო­რო­ვი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან პირ­ვე­ლი რან­გის, მაგ­რამ მე­ო­რე ოცე­ულ­ში მათი ად­გი­ლი ნამ­დვი­ლა­დაა.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

სიმართლე
0

ჩვენ მთელი 70 წელი რუსებს რაც უნდოდათ და როგორც უნდოდათ იმას გვასწავლიდნენ და შედეგიც გვაქვს ისეთი როგორიც დღეს გვაქვს...

ქართველებს ცოტა ტრაბახიც რომ გვიყვარს ეგეც ცნობილი ფაქტია, გაზვიადებაც გვიყვარს, ვიღაცამ მაგალითად ორი, სამი კაცი თუ მოკლა ვამბობთ 5,6,7 მოკლაო, ამ მხრივ უცნაურები ვართ, სიმართლის თქმას გვირჩევნია ცოტა ან მოვუმატოთ ან დავაკლოთ... (ქართველი ვარ და ვამბობ. სამწუხარო სიმართლეა)

მაგრამ ძველი ქართველები რომ მართლაც ძლიერები გვყავდნენ და ბევრი თავდადებულებიც და ბევრი მოღალატეებიც, ეგეც რეალობაა... ამიტომ ვთქვი უცნაური ხალხი ვართ-მეთქი, ცუდშიც მაგრები ვართ და კარგშიც...

მე ვფიქრობ ეს რელიგიების დამსახურებაა, ჩემი აზრით ქართველების ეს უცნაურობები რელიგიების დამსახურებაა, დღეს მართალი საქართველო ქრისტიან-მართლმადიდებელი ქვეყანაა მაგრამ საქართველოს მოსახლეობის ადამიანების ნახევარი თავს კი თვლის ქრისტიანებად მაგრამ რეალურად ცხოვრებაში ზოგი ქრისტიანობამდელი აზროვნებით ცხოვრობს მაგრამ გონია რომ ქრისტიანულად ცხოვრობს, ზოგიც ძველი აღთქმისესული აზროვნებით და ზოგიც ახალი აღთქმის აზროვნებით... აქედან გამომდინარე ვართ მრავაფეროვანი ერი ქართველები და სწორედ ამიტომაც ვართ „აჭრელებულები“ საქმეების მიხედვით, კარგ საქმეშიც რომ ვიტყვით ხოლმე მაგრები ვართო და ცუდ საქმეშიც ვხედავთ ხოლმე რომ „მაგრები“ ვართ...

მთლიანობაში მართალია ვიცით რომ ცუდი გაგვიკეთები მაგრამ ლაპარაკის დროს მაინც ვამაყობთ ხოლმე ცუდი საქმეების ჩადენით, თან ვამატებთ ხოლმე კარგი არ არისო... :) 

"დავით აღმაშენებლის პირველობა არაობიექტურია!"

"დავით აღმაშენებლის პირველობა არაობიექტურია!"

ერთ-ერთ ინტერნეტ საიტზე (http://www.thetoptens.com/top-military-generals/) ჩატარდა გამოკითხვა: მსოფლიოს უდიდესი მხედართმთავარი. გამოკითხვაში 20000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და საბოლოოდ, პირველ ადგილზე დავით აღმაშენებელი გავიდა. რამდენად კანონზომიერი და ობიექტურია ჩვენი უდიდესი მეფის პირველობა ასეთ გამოკითხვაში, ამ თემაზე ინტერვიუ ვთხოვეთ - პროფესორს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, დიმიტრი შველიძეს.

დიმიტრი შველიძე:

- ყველანაირი გადაჭარბება მხოლოდ ზიანის მომტანია. დავითს პირადად მე უდიდეს პატივს ვცემ, ის მართლაც არაფრით არ ჩამოუვარდება არცერთ უცხოელ მხედართმთავარს, მიუხედავად ამისა, ამ გამოკითხვაში მისთვის პირველი ადგილის მინიჭება, მე მაინც არაობიექტურად მიმაჩნია და ვფიქრობ, "მოცლილმა ხელებმა" ითამაშეს თავისი როლი. დავითს ჩვენ ვიცნობთ ორიოდე ბრძოლით (ფართო საზოგადოებას ვგულისხმობ და არა ისტორიის სპეციალისტებს): ერთი, ესაა ერწუხის და მეორე - დიდგორის ბრძოლა, არადა, დავითს გადახდილი აქვს რამდენიმე ათეული ბროლა, რომელიც სამწუხაროდ ქართულ მატიანეს არ აღურიცხავს, სხვათაშორის, დიდგორის ბრძოლის შესახებაც ქართულმა საისტორიო წყაროებმა, დიდი-დიდი, ერთი აბზაცი შემოგვინახეს. მადლობა ღმერთს, რომ ამ ბრძოლის შესახებ, ძალიან ბევრ ცნობას გვაწვდიან: არაბი, სპარსი, თურქი, ბიზანტიელი, დას. ევროპელი ისტორიკოსები და სხვ.

დავითის მიერ წარმოებული ომების მასშტაბები მართლაც საოცარია. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ მას ალექსანდრე მაკედონელზე მეტი ბრძოლა აქვს ჩატარებული, მაგრამ ამ ბრძოლების აბსოლიტური უმრავლესობა არათუ ფართო საზოგადოებისთვის, არამედ რიგი ისტორიკოსებისთვისაც არაა ცნობილი. არსებობს ასეთი სერია -"მსოფლიოს 100 უდიდესი მხედართმთავარი", სადაც დავითი საერთოდ არაა შეყვანილი და ეს ისევე არაობიექტურია, როგორც თქვენს მიერ ნახსენებ გამოკითხვაში ხელოვნურად დავითის გამარჯვება.

- სოც. ქსელებში მოხდა ამ გამოკითხვის პოპულარიზაცია, სწორედ ამან ხომ არ განაპირობა დავითის მიერ პირველი ადგილის დაკავება?

- სავარაუდოდ, სწორედ ასე იქნებოდა. ჩვენ, ქართველებს, გადაჭარბება გვჩვევია. იცით, რატომ მიმაჩნია არარეალურად დავითის პირველობა? ნაპოლონის და სხვა მხედართმთავრების შესახებ უამრავი ცნობებია დაცული, არსებობს მათი სამხედრო ტაქტიკის და სტრატეგიის შესახებ ინფორმაცია, ხოლო დავითთან მიმართებაში ფაქტობრივად არავითარი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, თუმცა მისი ბრძოლები იმდენად შთამბეჭდავია, რომ მას საკუთარი ტაქტიკა და სტრატეგია აუცილებლად ექნებოდა. დავით აღმაშენებელი უდავოდ მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ბრწყინვალე მხედართმთავარია. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, დავითს ოცეულში ნამდვილად შევიყვანდი, ხოლო თუ ასეული იქნებოდა, მაშინ აუცილებლად შევიყვანდი სხვა ქართველ მხედართმთავრებსაც, რომლებიც არ იყვნენ დავით აღმაშენებელზე ნაკლებნი. მაგ: ერეკლე მეორეს, სიმონ პირველს - ესენი ძალიან დიდი მხედართმთავრები არიან.

- ნაპოლეონი ახსენეთ და ამ გამოკითხვაში ის მესამე ადგილზეა. ეს იმიტომ ხომ არ მოხდა, რომ ფრანგებისთვის ნაკლებად ნიშვნელოვანია, თუ რომელ ადგილს მიაკუთვნებდნენ ნაპოლეონს და მათ თავი არ შეიწუხეს გამოკითხვაში მონაწილეობით?

- ვერ დაგეთანხმებით. სულაც არ არის ფრანგებისთვის უმნიშვნელო, რომელ ადგილზე გავიდოდა ნაპოლეონი. ეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნაციონალური ბრძოლები ნაკლებად მნიშვნელოვანია დასავლეთ ევროპელებისათვის, მაგრამ ისინი ძალიან კარგად აფასებენ საკუთარ ისტორიას და იციან თითოეული ბრძოლის ფასი. ნაპოლეონის მესამე ადგილიც არარეალურად მიმაჩნია, მე რომ მკითხონ, ნაპოლეონი პირველზე უნდა იყოს მსოფლიოს მხედარმთავრათა შორის. შეიძლება ჩვენთვის არასასიამოვნოა, მაგრამ უდიდესი მხედარმთვარები იყვნენ ჯალალედინი, ჩინგიზ-ყაენი, რომლებიც აუცილებლად უნდა იყვნენ ათეულში თუ არა ოცეულში მაინც. რუსებსაც ყავდათ საკმაოდ კარგი მხედარმთავრები მაგ: კუტუზოვი და სუვოროვი, რომლებიც არ არიან პირველი რანგის, მაგრამ მეორე ოცეულში მათი ადგილი ნამდვილადაა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე