15 ოქტომბერს ალბასეტეში საქართველოს ნაკრებმა 2014 წლის მუნდიალის უკანასკნელი მატჩი გამართა - მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთთან 0:2 დამარცხდა.
ანგარიში 26-ე წუთზე ანდრეს ინიესტას პასით ალვარო ნეგრედომ გახსნა. მეორე ტაიმში (61-ე წუთზე) ხუან მატამ დაცვის უხეში შეცდომით ისარგებლა და გაიტანა.
ესპანეთის ნაკრებმა 20 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მუნდიალის საგზური მოიპოვა.
თემურ ქეცბაიას გუნდმა ტურნირი 5 ქულით ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა.
ასევე იხილეთ: თემურ ქეცბაია - ბიჭების თამაშით ამაყი ვარ