კონფლიქტები
პოლიტიკა

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსმა ბაიკერებმა სვეტიცხოველი მოილოცეს
რუსმა ბაიკერებმა სვეტიცხოველი მოილოცეს

გუ­შინ სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბა მცხე­თა­ში ქარ­თველ მარ­თლმა­დი­დებ­ლებ­თან ერ­თად რუს­მა ბა­ი­კე­რებ­მაც აღ­ნიშ­ნეს. კლუბ "ღა­მის მგლე­ბის" წევ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბოდ დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­მო­ვიდ­ნენ.

"ამა­ზე ჯერ კი­დევ ზა­ფხულ­ში, კი­ევ­ში, რუ­სე­თის გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბის 1025-ე წლის­თა­ვის აღ­ნიშ­ვნი­სას შევ­თან­ხმდით. მა­შინ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად კი­ევ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე", - გა­ნუ­ცხა­და სა­ა­გენ­ტო ИТАР-ТАСС-ს ბა­ი­კერ-კლუ­ბის თავ­მჯდო­მა­რე ალექ­სან­დრ ზალ­დოს­ტა­ნოვ­მა.

ზალ­დოს­ტა­ნო­ვი რუ­სეთ­ში ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ბა­ი­კე­რუ­ლი კლუ­ბის "ღა­მის მგლე­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ლი­დე­რია. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი არა­ერ­თხელ შეხ­ვედ­რია ამ კლუ­ბის წევრ ბა­ი­კე­რებს და მათ­თან ერ­თად მო­ტო­ციკ­ლე­ბი­თაც უმგზავ­რია.

მცხე­თა­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო მღდელმსა­ხუ­რე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ ასე­ვე რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­მო­ფე­ნის მო­სა­წყო­ბად, წმინ­და სერ­გის სა­მე­ბის ლავ­რი­დან ღვთის­მშობ­ლის ხა­ტე­ბი ჩა­მო­აბ­რძა­ნეს. ექ­სპო­ზი­ცია 40 სიწ­მინ­დეს აერ­თი­ა­ნებს, რო­მელ­თა შო­რი­საც არის ХIV-ХVIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ხა­ტე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე ნა­მუ­შევ­რე­ბი და წმინ­და­ნე­ბის ნა­წი­ლე­ბით გამ­შვე­ნე­ბუ­ლი ხა­ტე­ბი.

სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მცხე­თა­ში გუ­შინ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა. რო­გორც სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, ღო­ნის­ძი­ე­ბებს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი - ბად­რი ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი და ალექ­სან­დრე მარ­გიშ­ვი­ლი და­ეს­წრნენ, ასე­ვე, მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კულ­ტუ­რი­სა და სას­პორ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წევ­რე­ბი, სა­პატ­რი­არ­ქო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მცხე­თა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე, რო­მელ­მაც სვე­ტი­ცხო­ველ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო საღვთო ლი­ტურ­გია წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­თან ერ­თად ჩა­ა­ტა­რა.

რუსმა ბაიკერებმა სვეტიცხოველი მოილოცეს

რუსმა ბაიკერებმა სვეტიცხოველი მოილოცეს

გუშინ სვეტიცხოვლობა მცხეთაში ქართველ მართლმადიდებლებთან ერთად რუსმა ბაიკერებმაც აღნიშნეს. კლუბ "ღამის მგლების" წევრები საქართველოში საგანგებოდ დღესასწაულთან დაკავშირებით ჩამოვიდნენ.

"ამაზე ჯერ კიდევ ზაფხულში, კიევში, რუსეთის გაქრისტიანების 1025-ე წლისთავის აღნიშვნისას შევთანხმდით. მაშინ მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად კიევში იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე", - განუცხადა სააგენტო ИТАР-ТАСС-ს ბაიკერ-კლუბის თავმჯდომარე ალექსანდრ ზალდოსტანოვმა.

ზალდოსტანოვი რუსეთში ერთ-ერთი უძველესი ბაიკერული კლუბის "ღამის მგლების“ დამფუძნებელი და ლიდერია. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არაერთხელ შეხვედრია ამ კლუბის წევრ ბაიკერებს და მათთან ერთად მოტოციკლებითაც უმგზავრია.

მცხეთაში სადღესასწაულო მღდელმსახურებას ესწრებოდნენ ასევე რუსეთის დელეგაციის წევრები, რომლებმაც საქართველოში, გამოფენის მოსაწყობად, წმინდა სერგის სამების ლავრიდან ღვთისმშობლის ხატები ჩამოაბრძანეს. ექსპოზიცია 40 სიწმინდეს აერთიანებს, რომელთა შორისაც არის ХIV-ХVIII საუკუნეების ხატები, თანამედროვე ნამუშევრები და წმინდანების ნაწილებით გამშვენებული ხატები.

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში გუშინ საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. როგორც სააგენტო "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებებს მინისტრის მოადგილეები - ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი და ალექსანდრე მარგიშვილი დაესწრნენ, ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულების გაერთიანების წევრები, საპატრიარქოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

მცხეთაში იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელმაც სვეტიცხოველში სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ჩაატარა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია