პოლიტიკა
მსოფლიო

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ელჩის ინფორმაციით, კეზერაშვილი დიდი ალბათობით სამხრეთ საფრანგეთში იმყოფება
საქართველოს ელჩის ინფორმაციით, კეზერაშვილი დიდი ალბათობით სამხრეთ საფრანგეთში იმყოფება

სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი საფ­რან­გეთ­ში და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლე­ბის და ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის გარ­კვე­ვას ცდი­ლობს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ეკა­ტე­რი­ნე სი­რა­ძე-დე­ლო­ნემ გა­ნუ­ცხა­და , თავ­და­პირ­ვე­ლად არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი პა­რიზ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი ვრცელ­დე­ბა.

"გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, სამ­ხრეთ საფ­რან­გეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ჩვენ ვცდი­ლობთ, და­ვად­გი­ნოთ მისი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა, რათა მი­ვი­დეთ და გა­ვეც­ნოთ, რა პი­რო­ბებ­შია და რო­გორ არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ასე­ვე მი­ვი­ღოთ ინ­ფორ­მა­ცია, რა პრო­ცე­დუ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. გვაქვს კონ­ტაქ­ტე­ბი ინ­ტერ­პოლ­თან, ვცდი­ლობთ, კავ­შირ­ზე გა­ვი­დეთ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან, რათა მო­ვი­ძი­ოთ მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია", - გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნე სი­რა­ძე-დე­ლო­ნემ.

ელ­ჩის გან­მარ­ტე­ბით, სხვა მხრივ სა­ელ­ჩო ამ ეტაპ­ზე არ ფლობს იმის­გან გან­სხვა­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვრცელ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი საფ­რან­გეთ­ში და­ა­კა­ვეს. კე­ზე­რაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის ფაქტს სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ადას­ტუ­რე­ბენ და გან­მარ­ტა­ვენ, რომ ამ თე­მა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცელ­დე­ბა.

და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, ორი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე­ე­ბი გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია.

და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს პრო­კუ­რა­ტუ­რა ორ ეპი­ზოდ­ში ედა­ვე­ბა - ე.წ. სპირ­ტის კონ­ტრა­ბან­დის და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" გას­ხვი­სე­ბის საქ­მე­ებ­ზე, სა­დაც კე­ზე­რაშ­ვი­ლი დე­და­ქა­ლა­ქის მერ­თან, გიგი უგუ­ლა­ვას­თან ერ­თად არის ბრალ­დე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

საქართველოს ელჩის ინფორმაციით, კეზერაშვილი დიდი ალბათობით სამხრეთ საფრანგეთში იმყოფება

საქართველოს ელჩის ინფორმაციით, კეზერაშვილი დიდი ალბათობით სამხრეთ საფრანგეთში იმყოფება

საქართველოს ელჩი საფრანგეთში დავით კეზერაშვილის დაკავების დეტალების და ადგილსამყოფელის გარკვევას ცდილობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკატერინე სირაძე-დელონემ განუცხადა , თავდაპირველად არსებული ინფორმაციით, დაკავებული პარიზში იმყოფებოდა, თუმცა ამ დროისთვის განსხვავებული ცნობები ვრცელდება.

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული, დიდი ალბათობით, სამხრეთ საფრანგეთში იმყოფება. ჩვენ ვცდილობთ, დავადგინოთ მისი ადგილმდებარეობა, რათა მივიდეთ და გავეცნოთ, რა პირობებშია და როგორ არის დაკავებული, ასევე მივიღოთ ინფორმაცია, რა პროცედურები მიმდინარეობს. გვაქვს კონტაქტები ინტერპოლთან, ვცდილობთ, კავშირზე გავიდეთ პროკურატურასთან, რათა მოვიძიოთ მაქსიმალური ინფორმაცია", - განაცხადა ეკატერინე სირაძე-დელონემ.

ელჩის განმარტებით, სხვა მხრივ საელჩო ამ ეტაპზე არ ფლობს იმისგან განსხვავებულ ინფორმაციას, რაც საქართველოში ვრცელდება.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთში დააკავეს. კეზერაშვილის დაკავების ფაქტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და განმარტავენ, რომ ამ თემაზე ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გავრცელდება.

დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ საქმეები განხილვის პროცესშია.

დავით კეზერაშვილს პროკურატურა ორ ეპიზოდში ედავება - ე.წ. სპირტის კონტრაბანდის და ტელეკომპანია "იმედის" გასხვისების საქმეებზე, სადაც კეზერაშვილი დედაქალაქის მერთან, გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ