პრეზიდენტის რეზიდენცია მესტიაში, ოფიციალურად კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს ბალანსზე რიცხული დასასვენებელი სახლი, 2011 წელს, სამ თვეში აშენდა. შენობა ახლაც სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. ადგილობრივთა თქმით, პრეზიდენტი და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები აქაურობას ხშირად სტუმრობდნენ. შენობის აგებამდე კი პრეზიდენტი 4-ვარსკვლავიან სასტუმრო "თეთნულდში" ჩერდებოდა.
ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, აქ პატრიარქმა ოთხი დღე დაჰყო და შენობაც აკურთხა. მესტიელების თქმით, მისი უწმინდესობა აქაურობით ძალიან კმაყოფილი იყო და გამგზავრების წინ თქვა, რომ მსგავსად, საქართველოს არც ერთ კუთხეში ყოფნისას არ დაუსვენია.
ერთსართულიანი ხის შენობა, დაახლოებით 1000 კვ.მ მიწის ფართობზეა აგებული. შენობაში 7 საძინებელი, ამდენივე მისაღები ოთახი და აბაზანაა განთავსებული, ასევე, სამზარეულო, საკონფერენციო დარბაზი და დაახლოებით 150 კვ მ. მისაღები ოთახი. სიდიდითა და განსხვავებული დიზანით გამოირჩევა პრეზიდენტის დასასვენებელი ოთახები. მის ოთახს აბაზანასთან ერთად, საუნაც ესაზღვრება. შენობის მოპირდაპირედ, ორი დამხმარე ნაგებობა დგას, სადაც დაცვა და ტექპერსონალია განთავსებული.
არაოფიციალური ინფორმაციით, მშენებლობა დაახლოებით 8 მილიონი ლარი დაჯდა და ის ბიზნესმენებმა დააფინანსეს.
წყარო: tspress
იხილეთ ფოტოგალერეაიხილეთ ვრცლად