პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს სვეტიცხოვლობაა
დღეს სვეტიცხოვლობაა

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს -კვარ­თი­სა სა­უფ­ლო­ი­სა და სვე­ტი­სა ღმრთივ­ბრწყინ­ვა­ლი­სა და მი­რონ­მდი­ნა­რი­სას დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა სრულ­დე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­პატ­რი­არ­ქო­დან აც­ნო­ბეს, დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე სა­დღე­სას­წა­უ­ლო საღვთო ლი­ტურ­გი­ას 10:00 სა­ათ­ზე, სვე­ტი­ცხო­ველ­ში წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­თან ერ­თად ჩა­ა­ტა­რებს.

სა­პატ­რი­არ­ქოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, წირ­ვა­ზე სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა წმინ­და მეფე და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის მიერ მო­ძი­ე­ბუ­ლი მსოფ­ლიო წმინ­დან­თა წმი­და ნა­წი­ლე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ამ დღეს წმინ­და მო­ცი­ქულ­თა სწო­რის მეფე მი­რი­ა­ნი­სა და დე­დო­ფალ ნა­ნას, წმინ­და სი­დო­ნი­ა­სა და აბი­ა­თა­რის ხსე­ნე­ბა­საც აღ­ნიშ­ნავს.

გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, უფ­ლის ჯვარ­ცმის შემ­დეგ მისი კვარ­თი წი­ლად მცხე­თა­ში მცხოვ­რებ ებ­რა­ე­ლებს - ელი­ოზ­სა და ლონ­გი­ნოზს ერ­გოთ, რომ­ლებ­მაც სიწ­მინ­დე მცხე­თა­ში ჩა­მო­აბ­რძა­ნეს. ელი­ო­ზის დამ, სი­დო­ნი­ამ კი უფ­ლის კვარ­თი გულ­ში ჩა­იკ­რა და სული გა­ნუ­ტე­ვა. იგი სიწ­მინ­დეს­თან ერ­თად დაკ­რძა­ლეს. სი­დო­ნი­ას საფ­ლავ­ზე კი კვი­პა­რო­სის ხე ამო­ვი­და.

მე-4 სა­უ­კუ­ნე­ში წმინ­და მეფე მი­რი­ა­ნის და დე­დო­ფალ ნა­ნას მე­ფო­ბის ჟამს კვი­პა­რო­სის ად­გილ­ზე ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა გა­და­წყვი­ტეს. კვი­პა­რო­სის ხის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ერთ-ერთი სვე­ტი კი მშე­ნებ­ლებს არ ემორ­ჩი­ლე­ბო­და. წმინ­და მო­ცი­ქულ­თა სწორ ნი­ნოს ლოც­ვე­ბით სვე­ტი ღვთის მიერ გაბრ­წყინ­და და ჰა­ერ­ში 12 წყრთის სი­მაღ­ლე­ზე გა­ჩერ­და. ნათ­ლის სვე­ტის თაყ­ვან­სა­ცე­მად მთე­ლი მცხე­თა შე­იკ­რი­ბა. ნათ­ლის სვე­ტი სას­წა­უ­ლებს ახ­დენ­და.

წმი­და ნი­ნოს რჩე­ვით აშე­ნე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ხის ეკ­ლე­სი­ის დან­გრე­ვის შემ­დეგ, V სა­უ­კუ­ნის მე-2 ნა­ხე­ვარ­ში, წმინ­და მე­ფემ ვახ­ტანგ გორ­გა­სალ­მა ბა­ზი­ლი­კის ტი­პის ტა­ძა­რი აღ­მარ­თა. XI სუ­კუ­ნე­ში კი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ბა­ზი­ლი­კის ად­გილ­ზე ქარ­თლის კა­თო­ლი­კოს­მა მელ­ქი­სე­დეკ­მა ახა­ლი ტა­ძა­რი - სვე­ტი­ცხო­ვე­ლი ააგო, რომ­ლის ხუ­როთ­მო­ძღვა­რიც არ­სუ­კი­ძე იყო.

სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მცხე­თა­ში დღეს სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, ღო­ნის­ძი­ე­ბებს და­ეს­წრე­ბი­ან მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი - ბად­რი ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი და ალექ­სან­დრე მარ­გიშ­ვი­ლი, ასე­ვე, მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კულ­ტუ­რი­სა და სას­პორ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წევ­რე­ბი, სა­პატ­რი­არ­ქო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მო­ი­ცავს სა­ხალ­ხო ზე­იმს - მცხე­თის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე (აღ­მა­შე­ნებ­ლის ქუჩა) - ხალ­ხუ­რი რეწ­ვის, თე­ქის, ფერ­წე­რის, გრა­ფი­კის, მელ­ქი­ო­რის, ვერ­ცხლის, მი­ნან­ქრის, ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვას; სან­დრო კან­დე­ლა­კის ძეგლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თაფ­ლის ფეს­ტი­ვალს; მცხე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კო­ლექ­ტი­ვე­ბის კონ­ცერტს; აღ­მა­შე­ნებ­ლის ქუ­ჩა­ზე პა­რა­ლე­ლუ­რად გა­ი­მარ­თე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი - სა­ცირ­კო სა­ნა­ხა­ო­ბა; სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა - მკლავ­ჭი­დი, ჭად­რა­კი, ნარ­დი, მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თი; სტა­დი­ო­ნებ­ზე - მინი-ფეხ­ბურ­თი, ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბა და ფრენ­ბურ­თი; "თე­ატ­რო­ნის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კი - კუ­თხუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს ფეს­ტი­ვა­ლი.

სა­ზე­ი­მო გა­ლა­კონ­ცერ­ტის პირ­ველ ნა­წილს მცხე­თის ვაჟ­თა ან­სამ­ბლი "მცხე­თა" გახ­სნის. სა­ზე­ი­მო მი­სა­სალ­მე­ბელ სი­ტყვას წარ­მოთ­ქვა­მენ მცხე­თის კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გოჩა ქავ­თა­რა­ძე და მცხე­თის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე.

გა­ლა­კონ­ცერ­ტის მე­ო­რე, ახალ­გაზ­რდულ ნა­წილ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის "ბიგ-ბენ­დი" - გია მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, აკა­კი ვა­შა­ლო­მი­ძე, თემო მა­ი­საშ­ვი­ლი, ნუგ­ზარ ორ­ჯო­ნი­კი­ძე და სხვე­ბი, ასე­ვე, სო­ლის­ტე­ბი ქეთი ორ­ჯო­ნი­კი­ძე, თე­მურ სა­ჯა­ია, გი­ორ­გი ძო­წე­ნი­ძე, გი­ორ­გი ჩი­ქო­ვა­ნი, თეკ­ლა კალ­მა­ხე­ლი­ძე, ნინი წიკ­ლა­უ­რი, ვე­რი­კო მა­ცა­ბე­რი­ძე, ტატო გო­დერ­ძიშ­ვი­ლი.

სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბებს სა­ღა­მოს სა­ზე­ი­მო ფო­ი­ერ­ვერ­კი და გა­ლა­კონ­ცერ­ტი და­ას­რუ­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დღეს სვეტიცხოვლობაა

დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს -კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება სრულდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიას 10:00 საათზე, სვეტიცხოველში წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ჩაატარებს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, წირვაზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაბრძანებული იქნება წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოძიებული მსოფლიო წმინდანთა წმიდა ნაწილები.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებასაც აღნიშნავს.

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

მე-4 საუკუნეში წმინდა მეფე მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით სვეტი ღვთის მიერ გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტის თაყვანსაცემად მთელი მცხეთა შეიკრიბა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა.

წმიდა ნინოს რჩევით აშენებული პირველი ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, V საუკუნის მე-2 ნახევარში, წმინდა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. XI სუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი - სვეტიცხოველი ააგო, რომლის ხუროთმოძღვარიც არსუკიძე იყო.

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში დღეს საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებებს დაესწრებიან მინისტრის მოადგილეები - ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი და ალექსანდრე მარგიშვილი, ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულების გაერთიანების წევრები, საპატრიარქოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

ღონისძიებები მოიცავს სახალხო ზეიმს - მცხეთის ცენტრალურ ქუჩაზე (აღმაშენებლის ქუჩა) - ხალხური რეწვის, თექის, ფერწერის, გრაფიკის, მელქიორის, ვერცხლის, მინანქრის, ნახატების გამოფენა-გაყიდვას; სანდრო კანდელაკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე თაფლის ფესტივალს; მცხეთის რაიონული შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტს; აღმაშენებლის ქუჩაზე პარალელურად გაიმართება ღონისძიებები - საცირკო სანახაობა; სპორტული ღონისძიება - მკლავჭიდი, ჭადრაკი, ნარდი, მაგიდის ჩოგბურთი; სტადიონებზე - მინი-ფეხბურთი, ქართული ჭიდაობა და ფრენბურთი; "თეატრონის" მიმდებარე ტერიტორიაზე კი - კუთხური სამზარეულოს ფესტივალი.

საზეიმო გალაკონცერტის პირველ ნაწილს მცხეთის ვაჟთა ანსამბლი "მცხეთა" გახსნის. საზეიმო მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამენ მცხეთის კულტურისა და სპორტის გაერთიანების გენერალური დირექტორი გოჩა ქავთარაძე და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.

გალაკონცერტის მეორე, ახალგაზრდულ ნაწილში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "ბიგ-ბენდი" - გია მაჭარაშვილი, აკაკი ვაშალომიძე, თემო მაისაშვილი, ნუგზარ ორჯონიკიძე და სხვები, ასევე, სოლისტები ქეთი ორჯონიკიძე, თემურ საჯაია, გიორგი ძოწენიძე, გიორგი ჩიქოვანი, თეკლა კალმახელიძე, ნინი წიკლაური, ვერიკო მაცაბერიძე, ტატო გოდერძიშვილი.

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებს საღამოს საზეიმო ფოიერვერკი და გალაკონცერტი დაასრულებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია