საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - ერი, რომელშიც უფროსი და უმცროსი თაობის მთლიანობა დარღვეულია, სუსტია
ილია მეორე - ერი, რომელშიც უფროსი და უმცროსი თაობის მთლიანობა დარღვეულია, სუსტია

ერი, რო­მელ­შიც უფ­რო­სი და უმ­ცრო­სი თა­ო­ბის მთლი­ა­ნო­ბა დარ­ღვე­უ­ლია, სუს­ტია, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა , უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ დღე­ვან­დე­ლი საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

რო­გორც უწ­მინ­დეს­მა აღ­ნიშ­ნა, მშობ­ლებ­სა და შვი­ლებს შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის პრობ­ლე­მა დღეს მთელ მსოფ­ლი­ოს აწუ­ხებს.

"უფ­რო­სი და უმ­ცრო­სი თა­ო­ბა ერთი მთლი­ა­ნო­ბა უნდა იყოს და ერი, რო­მელ­შიც ეს მთლი­ა­ნო­ბა დარ­ღვე­უ­ლია, სუს­ტია. ძა­ლი­ან ხში­რად ჩვენ გვა­ვი­წყდე­ბა უფ­რო­სი თა­ო­ბა, ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი. ამი­ტომ, მაქვს სურ­ვი­ლი, გა­მოვ­ყოთ დღე­ე­ბი, რო­დე­საც გა­ვიხ­სე­ნებთ ჩვენს წი­ნაპ­რებს, გა­მო­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებს. მინ­და, პირ­ვე­ლი ასე­თი შეხ­ვედ­რა მო­ვა­წყოთ წმინ­და მეფე და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­თან", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქის თქმით, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ცხოვ­რე­ბა სა­ოც­რე­ბაა, რად­გან ეს არის მთლი­ა­ნად მინ­დო­ბა უფ­ლი­სად­მი.

"დიდ­გო­რის ბრძო­ლა­ში მეფე და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა ჩა­ხერ­გა უკან და­სა­ხე­ვი გზე­ბი და მზად იყო, სა­კუ­თარ ჯარ­თან ერ­თად და­ცე­მუ­ლი­ყო, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად, ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და გა­მარ­ჯვე­ბის­თვის. შევ­თხოვ უფალს, გახ­სნას ჩვე­ნი გო­ნე­ბა, გაწ­მინ­დოს ჩვე­ნი გული, რათა იგი იყოს ტა­ძა­რი სუ­ლი­სა წმინ­დი­სა. არ­სე­ბო­ბენ პი­როვ­ნე­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც ვი­თარ­დე­ბა კე­თი­ლი თვი­სე­ბე­ბი, მაგ­რამ არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­საც ბო­რო­ტე­ბის გა­რე­შე არ შე­უძ­ლი­ათ; მუდ­მი­ვად ცდი­ლო­ბენ, და­თე­სონ ღვარ­ძლი, მაგ­რამ ღვარ­ძლი და­იწ­ვე­ბა და ხორ­ბა­ლი დარ­ჩე­ბა", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა, რო­მელ­მაც მო­წყა­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

რო­გორც ილია მე­ო­რემ ბრძა­ნა, ეს არის ის გზა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს სა­სუ­ფე­ველ­ში მი­იყ­ვანს. "ძა­ლი­ან ხში­რად, ჩვენ იმ­დე­ნად ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი სა­კუ­თარ თავ­სა და ინ­ტე­რე­სებ­ზე ზრუნ­ვით, ვერ ვხე­დავთ გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. ამი­ტო­მაც გვე­უბ­ნე­ბა უფა­ლი - იყა­ვით მო­წყა­ლე­ნი, ვი­თარ­ცა მამა თქვე­ნი ზე­ცი­ე­რი მო­წყა­ლე არს. ვინც წყა­ლობს მოყ­ვას­სა თვის­სა, მას წყა­ლობს უფა­ლი", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქმა ადა­მი­ა­ნის, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის როლ­სა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ზეც ისა­უბ­რა. რო­გორც ილია მე­ო­რემ აღ­ნიშ­ნა, ადა­მი­ა­ნი ხში­რად არ ფიქ­რობს, რის­თვის მო­ვი­და ამ­ქვეყ­ნად.

"შემ­თხვე­ვით არა­ფე­რი ხდე­ბა და შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ უფალ­მა ამ სო­ფელს მოგ­ვიყ­ვა­ნა. ჩვე­ნი მი­ზა­ნი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა უნდა იყოს ის, რომ და­ვუ­ახ­ლოვ­დეთ უფალს, მოყ­ვასს, ბუ­ნე­ბას, რათა შე­იკ­რას პი­როვ­ნე­ბის მთლი­ა­ნო­ბა. უფა­ლი ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს მხო­ლო­ბით რი­ცხვში ქმნის. ტყუ­პე­ბი, შე­საძ­ლოა, გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან ჰგავ­დნენ ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყ­ვნენ. უნდა ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, რომ ვი­ყოთ ღვთის შვი­ლე­ბი, შევ­ქმნათ ახა­ლი იდე­ე­ბი", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქის თქმით, ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი, რომ შექ­მნას ახა­ლი იდე­ე­ბი. რო­გორც ილია მე­ო­რემ აღ­ნიშ­ნა, არ­სე­ბო­ბენ სხვა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბუ­ლით არ კმა­ყო­ფილ­დე­ბი­ან და მუდ­მი­ვად ფიქ­რო­ბენ ახალ იდე­ებ­ზე.

უწ­მინ­დე­სი სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­ულ­საც შე­ე­ხო და აღ­ნიშ­ნა, რომ სვე­ტი­ცხო­ველ­ში ლოც­ვა დღეს, 18:00 სა­ათ­ზე, ხოლო წირ­ვა ხვალ, 10:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. პატ­რი­არ­ქის გან­მარ­ტე­ბით, ტა­ძარ­ში დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა წმი­და­თაწ­მი­და ნა­წი­ლე­ბი, რო­მე­ლიც სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის შემ­დეგ ისევ გე­ლათ­ში დაბ­რუნ­დე­ბა.

ასე­ვე, მო­მა­ვა­ლი შა­ბა­თი­დან სა­ღა­მოს ლოც­ვა 18:00 სა­ა­თის ნაც­ვლად, 17:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა, ვი­ნა­ი­დან, რო­გორც უწ­მინ­დეს­მა ბრძა­ნა, უკვე მალე ღამ­დე­ბა.

ქა­და­გე­ბის და­სას­რულს პატ­რი­არ­ქმა ტრა­დი­ცი­უ­ლად რამ­დე­ნი­მე გვა­რი და­ლო­ცა, მათ შო­რის: ადე­იშ­ვი­ლე­ბი, კიწ­მა­რიშ­ვი­ლე­ბი, მო­სი­ძე­ე­ბი, მშვე­ნი­ე­რა­ძე­ე­ბი, ბლი­ა­ძე­ე­ბი, შატ­ბე­რაშ­ვი­ლე­ბი, ფავ­ლე­ნიშ­ვი­ლე­ბი და ღიბ­რა­ძე­ე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ილია მეორე - ერი, რომელშიც უფროსი და უმცროსი თაობის მთლიანობა დარღვეულია, სუსტია

ილია მეორე - ერი, რომელშიც უფროსი და უმცროსი თაობის მთლიანობა დარღვეულია, სუსტია

ერი, რომელშიც უფროსი და უმცროსი თაობის მთლიანობა დარღვეულია, სუსტია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

როგორც უწმინდესმა აღნიშნა, მშობლებსა და შვილებს შორის დამოკიდებულების პრობლემა დღეს მთელ მსოფლიოს აწუხებს.

"უფროსი და უმცროსი თაობა ერთი მთლიანობა უნდა იყოს და ერი, რომელშიც ეს მთლიანობა დარღვეულია, სუსტია. ძალიან ხშირად ჩვენ გვავიწყდება უფროსი თაობა, ჩვენი წინაპრები. ამიტომ, მაქვს სურვილი, გამოვყოთ დღეები, როდესაც გავიხსენებთ ჩვენს წინაპრებს, გამოჩენილ ადამიანებს. მინდა, პირველი ასეთი შეხვედრა მოვაწყოთ წმინდა მეფე დავით აღმაშენებელთან", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, დავით აღმაშენებლის ცხოვრება საოცრებაა, რადგან ეს არის მთლიანად მინდობა უფლისადმი.

"დიდგორის ბრძოლაში მეფე დავით აღმაშენებელმა ჩახერგა უკან დასახევი გზები და მზად იყო, საკუთარ ჯართან ერთად დაცემულიყო, თუმცა ამავდროულად, ყველაფერს აკეთებდა გამარჯვებისთვის. შევთხოვ უფალს, გახსნას ჩვენი გონება, გაწმინდოს ჩვენი გული, რათა იგი იყოს ტაძარი სულისა წმინდისა. არსებობენ პიროვნებები, რომლებშიც ვითარდება კეთილი თვისებები, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც ბოროტების გარეშე არ შეუძლიათ; მუდმივად ცდილობენ, დათესონ ღვარძლი, მაგრამ ღვარძლი დაიწვება და ხორბალი დარჩება", - ბრძანა პატრიარქმა, რომელმაც მოწყალებაზე ისაუბრა.

როგორც ილია მეორემ ბრძანა, ეს არის ის გზა, რომელიც ადამიანს სასუფეველში მიიყვანს. "ძალიან ხშირად, ჩვენ იმდენად ვართ დაკავებული საკუთარ თავსა და ინტერესებზე ზრუნვით, ვერ ვხედავთ გაჭირვებულ ადამიანებს. ამიტომაც გვეუბნება უფალი - იყავით მოწყალენი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი მოწყალე არს. ვინც წყალობს მოყვასსა თვისსა, მას წყალობს უფალი", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ადამიანის, როგორც პიროვნების როლსა და დანიშნულებაზეც ისაუბრა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ადამიანი ხშირად არ ფიქრობს, რისთვის მოვიდა ამქვეყნად.

"შემთხვევით არაფერი ხდება და შემთხვევითი არ არის, რომ უფალმა ამ სოფელს მოგვიყვანა. ჩვენი მიზანი, უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს ის, რომ დავუახლოვდეთ უფალს, მოყვასს, ბუნებას, რათა შეიკრას პიროვნების მთლიანობა. უფალი ყველას და ყველაფერს მხოლობით რიცხვში ქმნის. ტყუპები, შესაძლოა, გარეგნულად ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, მაგრამ შინაგანად სრულიად განსხვავებული იყვნენ. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ვიყოთ ღვთის შვილები, შევქმნათ ახალი იდეები", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი, რომ შექმნას ახალი იდეები. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, არსებობენ სხვაზე დამოკიდებული ადამიანები და ისეთებიც, რომლებიც არსებულით არ კმაყოფილდებიან და მუდმივად ფიქრობენ ახალ იდეებზე.

უწმინდესი სვეტიცხოვლობის დღესასწაულსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სვეტიცხოველში ლოცვა დღეს, 18:00 საათზე, ხოლო წირვა ხვალ, 10:00 საათზე დაიწყება. პატრიარქის განმარტებით, ტაძარში დაბრძანებული იქნება წმიდათაწმიდა ნაწილები, რომელიც სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შემდეგ ისევ გელათში დაბრუნდება.

ასევე, მომავალი შაბათიდან საღამოს ლოცვა 18:00 საათის ნაცვლად, 17:00 საათზე დაიწყება, ვინაიდან, როგორც უწმინდესმა ბრძანა, უკვე მალე ღამდება.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ტრადიციულად რამდენიმე გვარი დალოცა, მათ შორის: ადეიშვილები, კიწმარიშვილები, მოსიძეები, მშვენიერაძეები, ბლიაძეები, შატბერაშვილები, ფავლენიშვილები და ღიბრაძეები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია