პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევარჩიოთ საქორწინო კაბა?
როგორ შევარჩიოთ საქორწინო კაბა?

სა­ქორ­წი­ნო კა­ბის ფერი

პირ­ვე­ლი, რაც უნდა გა­და­წყვი­ტოს პა­ტარ­ძალ­მა, სა­ქორ­წი­ნო კა­ბის ფე­რია. ტრა­დი­ცი­უ­ლად ით­ვლე­ბა, რომ იგი თეთ­რი უნდა იყოს და გო­გო­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სწო­რედ ასეთ ტან­საც­მელს ირ­ჩევს. მაგ­რამ ასე­ვე ით­ვლე­ბა, რომ მე­ო­რედ სა­კურ­თხე­ველ­თან თეთ­რი კა­ბით მის­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა, უკე­თე­სია სხვა ფე­რის კაბა შე­ირ­ჩეს, მა­გა­ლი­თად წი­თე­ლი.

ფე­რის არ­ჩე­ვი­სას ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ თეთ­რი სა­ქორ­წი­ნო კაბა ყვე­ლას არ უხ­დე­ბა. კერ­ძოდ, გა­რუ­ჯულ კან­ზე სპი­ლოს ძვლის­ფე­რი, შამ­პა­ნუ­რის, კრე­მის­ფე­რი ან ნა­თე­ლი ატ­მის­ფე­რი უკეთ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ოქ­როს­ფე­რი გა­რუ­ჯუ­ლი ქერა ქა­ლის სი­ლა­მა­ზეს უს­ვამს ხაზს, ცივი სპი­ლოს ძვა­ლი ან ნა­თე­ლი იის­ფერ-ვარ­დის­ფე­რი ულა­მა­ზე­სი იქ­ნე­ბა შავგვრე­მან, ცის­ფერ­თვა­ლა გო­გო­ნა­ზე. ჟღალ­თმი­ან­მა და ყა­ვის­ფერ­თვა­ლე­ბა გო­გო­ნებ­მა კი ყუ­რა­დღე­ბა თბილ ფე­რებს უნდა მი­აქ­ცი­ონ.

სა­ქორ­წი­ნო კა­ბის ფე­რის შე­სარ­ჩე­ვად, სა­ლო­ნებ­ში გა­მუდ­მე­ბუ­ლი სი­ა­რუ­ლი და სხვა­დას­ხვა კა­ბის მო­სინ­ჯვა უცი­ლე­ბე­ლი არაა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, უახ­ლო­ეს მა­ღა­ზი­ა­ში წას­ვლა, სხვა­დას­ხვა ფე­რის ქსო­ვი­ლის მოხ­ვე­ვა, ასე­ვე ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და შემ­დეგ გან­სა­ზღვრა, რო­მე­ლი ფერი უფრო გიხ­დე­ბათ.

სა­ქორ­წი­ნო კა­ბის სიგ­რძე

ამ­ბო­ბენ, რომ რაც უფრო გრძე­ლია სა­ქორ­წი­ნო კაბა, მით უფრო დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა მე­უღ­ლე­ე­ბის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა. მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, პა­ტარ­ძლე­ბის­თვის, რო­მე­ლე­ბიც მოკ­ლე ტან­საც­მელს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას, პრაქ­ტი­კა­ში ეს ცრურ­წმე­ნა არ დას­ტურ­დე­ბა. თუ ლა­მა­ზი ფე­ხე­ბი გაქვთ, თა­ვი­სუფ­ლად შე­გიძ­ლი­ათ მუხ­ლამ­დე სა­ქორ­წი­ნო კაბა ჩა­იც­ვათ. მათ, ვი­საც ვიწ­რო ტერ­ფე­ბი აქვთ, შე­უძ­ლი­ათ კან­ჭის შუ­ამ­დე კაბა აირ­ჩი­ონ.

მაგ­რამ ჩვე­უ­ლებ­რივ, პა­ტარ­ძლე­ბი გრძელ სა­ქორ­წი­ნო კა­ბებს ირ­ჩე­ვენ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი თუ ქორ­წი­ლი ზამ­თრში ან შე­მოდ­გო­მა­ზეა და­ნიშ­ნუ­ლი.

კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რომ­ლის გა­და­წყვე­ტაც სა­პა­ტარ­ძლოს უწევს, შლე­ი­ფია. სა­ქორ­წი­ნო კა­ბის შლე­ი­ფის ერ­და­დერ­თი ნაკ­ლი არაპ­რაქ­ტი­კუ­ლო­ბაა. მკვეთ­რად ვერ მობ­რუნ­დე­ბით და მოძ­რა­ო­ბა წრი­უ­ლად მო­გიხ­დე­ბათ. მე­ო­რე მხრივ, პა­ტარ­ძლის შლე­ი­ფი­ა­ნი კა­ბის ფო­ტო­ე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე გა­ცი­ლე­ბით ლა­მა­ზია. თა­ვად "კუდი" კი კა­ბის უმე­ტეს მო­დე­ლებს ისე ეკე­ცე­ბათ, რომ ხე­ლის შემ­შლე­ლი არაა და მისი გან­სა­კუთ­რე­ბულ მო­მენ­ტებ­ში ჩა­მოშ­ლაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. თუ შლე­ი­ფი­ან კა­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­დით, უარი არ თქვათ. მარ­თა­ლია, დღის ბო­ლოს იგი გა­ჭუ­ჭყი­ან­დე­ბა, მა­გა­რამ ეს სა­კი­თხი ქიმ­წმენ­დით ად­ვი­ლად გა­მოს­წორ­დე­ბა.

სა­ქორ­წი­ნო კა­ბის სი­ლუ­ე­ტი

სა­ქორ­წი­ნო კა­ბის სი­ლუ­ე­ტი მხო­ლოდ თქვე­ნი სხე­უ­ლის პა­რა­მეტ­რებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლას უხ­დე­ბა А-ს ფორ­მის სა­ქორ­წი­ნო კაბა: არც ისე ფუმ­ფუ­ლა ქვე­და­ბო­ლო­თი და მოტ­კე­ცი­ლი კორ­სე­ტით. მი­ნი­ა­ტუ­რულ პა­ტარ­ძლებს იგი გან­სა­კუთ­რე­ბით უხ­დე­ბათ, რო­მელ­თაც არც ისე მა­ღა­ლი საქმრო ჰყავთ. ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ვა­რი­ან­ტია პუტ­კუ­ნა პა­ტარ­ძლე­ბის­თვის: ასე­თი კაბა სხე­უ­ლის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს და­ფა­რავს.

კლა­სი­კუ­რი "პრინ­ცე­სას" სტი­ლის სა­ქორ­წი­ნო კაბა ფუმ­ფუ­ლა ქვე­და­ბო­ლო­თი ძა­ლი­ან უხ­დე­ბათ მკერ­დი­ან გო­გო­ნებს. ეს მომ­გე­ბი­ა­ნი ვა­რი­ან­ტია, მათ­თვის, ვი­საც წელი მკვეთ­რად გა­მოკ­ვე­თი­ლი არ აქვთ და ასე­ვე გა­ნი­ერ თე­ძო­ი­ა­ნებს, რო­მელ­თაც მათი და­მალ­ვა სურთ.

მოტ­კე­ცი­ლი, სწო­რი სა­ქორ­წი­ნო კაბა სა­შუ­ა­ლო სი­მაღ­ლის ტა­ნად, (მაგ­რამ არა გამ­ხდარ) გო­გო­ნებს და­ამ­შვე­ნებთ. "ქალ­თევ­ზას" სი­ლუ­ე­ტის კა­ბე­ბი სექ­სუ­ა­ლურ, ქვი­შის სა­ა­თის ფორ­მის სხე­უ­ლის მქო­ნე გო­გო­ნებს მო­უხ­დე­ბათ. წვრილ­წე­ლი­ან გო­გო­ნებს ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ თე­ძო­ე­ბამ­დე მოტ­კე­ცი­ლი კაბა შე­არ­ჩი­ონ.

ვი­საც მკერ­დის გა­მოკ­ვე­თა უნდა, მკვეთ­რად გა­მოკ­ვე­თი­ლი წელი არ აქვს და ასე­ვე ორ­სულ პა­ტარ­ძლებს, მა­ღალ­ყე­ლი­ა­ნი წე­ლის მქო­ნე კა­ბის მორ­გე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

სი­ლუ­ეტ­ში გარ­კვე­ვის­თვის, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ქორ­წი­ნო სა­ლონ­ში წას­ვლა და სხვა­დას­ხვა მო­დე­ლის ნახ­ვა.

სა­ქორ­წი­ნო კა­ბის სა­ხე­ლო­ე­ბი

პა­ტარ­ძლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა უსა­ხე­ლო კა­ბას ირ­ჩევს. ასეთ ტან­საც­მელ­ში პა­ტარ­ძა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით უმან­კოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. მაგ­რამ არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც სა­ხე­ლო­ე­ბი­ან მო­დე­ლებ­ზე უა­რის თქმა არ ღირს.

ვიწ­რომ­ხრე­ბი­ან გო­გო­ნებს სა­ხე­ლო-ფა­ნა­რი­ა­ნი ან ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი ბრე­ტე­ლე­ბის ფორ­მის სა­ხე­ლო­ე­ბი­ა­ნი კაბა და­ამ­შვე­ნებთ. ძა­ლი­ან სქე­ლი ხე­ლე­ბი ასე­ვე სა­სურ­ვე­ლია და­ი­მა­ლოს: ასეთ შემ­თხვე­ვა­ში იდაყ­ვამ­დე სა­ხე­ლო­ე­ბი იდე­ა­ლუ­რია.

თუ კა­ბის გა­დატ­ვირ­თვა გინ­დათ, სა­სურ­ვე­ლია სა­ხე­ლო­ე­ბი მაქ­მა­ნე­ბით იყოს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ამას­თან, მაქ­მა­ნე­ბი აგერ უკვე რამ­დე­ნი­მე სე­ზო­ნია სა­ქორ­წი­ნო მო­დის აქ­ტუ­ა­ლურ ელე­მენ­ტად რჩე­ბა.

სა­ქორ­წი­ნო კა­ბის კორ­სე­ტი

პირ­ვე­ლი, რაც უნდა აირ­ჩი­ოთ კორ­სე­ტის ფორ­მაა. კა­ბის სა­ყე­ლოს ფარ­თო მხრე­ბის და­ფარ­ვა შე­უძ­ლია. გუ­ლის ფორ­მის ჭრი­ლი მკერდს უს­ვამს ხაზს. კლა­სი­კაა - სა­ქორ­წი­ნო კაბა სწო­რი ჭრი­ლით.

გან­სა­კუთ­რე­ბით სექ­სუ­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა მკერდს შო­რის გამჭვირ­ვა­ლე ჩა­ნარ­თე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი კორ­სე­ტი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მო­და­ში ასი­მეტ­რი­აა, ასე რომ, გა­დატ­ვირ­თუ­ლი ზედა ნა­წი­ლის­გან ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა მხარ­ზე ერთ ბრე­ტელს შე­უძ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­გო­რი უნდა იყოს ნა­ქარ­გი, აქ ერთი მარ­ტი­ვი წესი მოქ­მე­დებს. თუ კა­ბას ორი­გი­ნა­ლუ­რი ქვე­და­ბო­ლო აქვს, რო­მე­ლიც ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს, მა­შინ კორ­სე­ტი მი­ნი­მუ­მამ­დე უნდა და­ვიყ­ვა­ნოთ. თუ ქვე­და­ბო­ლო კლა­სი­კუ­რია - ნა­ქარ­გის, მარ­გა­ლი­ტე­ბი­სა და ჩა­ნარ­თე­ბის გა­რე­შე - კორ­სე­ტის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

თუ კაბა ძვირ­ფა­სი ქსო­ვი­ლი­თაა შე­კე­რი­ლი (და ეს თვა­ლი­ში­სა­ცე­მია), კორ­სე­ტის ზედ­მე­ტად მო­ქარ­გვა მი­ღე­ბუ­ლი არაა. ჩვე­უ­ლებ­რივ, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი ისე­თი კორ­სე­ტე­ბის მო­ქარ­გვას ცდი­ლო­ბენ, რო­მელ­თა ქვე­და­ბო­ლო ბუმ­ბუ­ლე­ბი­სა და სხვა მსგავ­სი ელე­მენ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა.

სა­ქორ­წი­ნო კა­ბის ქვე­და­ბო­ლო

სა­ქორ­წი­ნო კა­ბე­ბის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­დე­ლე­ბია - კლა­სი­კუ­რი ერ­თფე­ნი­ა­ნი, მრა­ვალ­ფე­ნი­ა­ნი-"ტორ­ტის" სტილ­ში, გოფ­რი­რე­ბუ­ლი, ბუმ­ბუ­ლე­ბი­ა­ნი, კაბა-ბურ­თი,

პერ­ფო­რა­ცი­ით.

კლა­სი­კუ­რი ერ­თფე­ნი­ა­ნი ქვე­და­ბო­ლო დე­კო­რის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით, ნე­ბის­მი­ერ პა­ტარ­ძალს მო­უხ­დე­ბა. ქვე­და­ბო­ლო-ტორ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით მო­უხ­დე­ბა მი­ნი­ა­ტუ­რულ გამ­ხდარ ქა­ლებს. ბუმ­ბუ­ლე­ბი­ა­ნი ქვე­და­ბო­ლო - ტა­ნა­დი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ხვედ­რია.

გოფ­რი­რე­ბუ­ლი კაბა და­ბალ და სა­შუ­ა­ლო სი­მაღ­ლის გო­გო­ნებს უხ­დე­ბათ და კი­დევ, მათ, ვი­საც თე­ძო­ე­ბის და­მალ­ვა სურთ: ასე­თი კა­ბე­ბი სხე­უ­ლის ქვე­და ნა­წი­ლებს უფრო მოხ­დე­ნი­ლად აჩე­ნენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია mozio.ru-ს მი­ხედ­ვით.

როგორ შევარჩიოთ საქორწინო კაბა?

როგორ შევარჩიოთ საქორწინო კაბა?

საქორწინო კაბის ფერი

პირველი, რაც უნდა გადაწყვიტოს პატარძალმა, საქორწინო კაბის ფერია. ტრადიციულად ითვლება, რომ იგი თეთრი უნდა იყოს და გოგონების უმრავლესობა სწორედ ასეთ ტანსაცმელს ირჩევს. მაგრამ ასევე ითვლება, რომ მეორედ საკურთხეველთან თეთრი კაბით მისვლა არ შეიძლება, უკეთესია სხვა ფერის კაბა შეირჩეს, მაგალითად წითელი.

ფერის არჩევისას ასევე გასათვალისწინებელია, რომ თეთრი საქორწინო კაბა ყველას არ უხდება. კერძოდ, გარუჯულ კანზე სპილოს ძვლისფერი, შამპანურის, კრემისფერი ან ნათელი ატმისფერი უკეთ გამოიყურება. ოქროსფერი გარუჯული ქერა ქალის სილამაზეს უსვამს ხაზს, ცივი სპილოს ძვალი ან ნათელი იისფერ-ვარდისფერი ულამაზესი იქნება შავგვრემან, ცისფერთვალა გოგონაზე. ჟღალთმიანმა და ყავისფერთვალება გოგონებმა კი ყურადღება თბილ ფერებს უნდა მიაქციონ.

საქორწინო კაბის ფერის შესარჩევად, სალონებში გამუდმებული სიარული და სხვადასხვა კაბის მოსინჯვა უცილებელი არაა. შესაძლებელია, უახლოეს მაღაზიაში წასვლა, სხვადასხვა ფერის ქსოვილის მოხვევა, ასევე ფოტოების გადაღება და შემდეგ განსაზღვრა, რომელი ფერი უფრო გიხდებათ.

საქორწინო კაბის სიგრძე

ამბობენ, რომ რაც უფრო გრძელია საქორწინო კაბა, მით უფრო დიდხანს გრძელდება მეუღლეების თანაცხოვრება. მაგრამ საბედნიეროდ, პატარძლებისთვის, რომელებიც მოკლე ტანსაცმელს ანიჭებენ უპირატესობას, პრაქტიკაში ეს ცრურწმენა არ დასტურდება. თუ ლამაზი ფეხები გაქვთ, თავისუფლად შეგიძლიათ მუხლამდე საქორწინო კაბა ჩაიცვათ. მათ, ვისაც ვიწრო ტერფები აქვთ, შეუძლიათ კანჭის შუამდე კაბა აირჩიონ.

მაგრამ ჩვეულებრივ, პატარძლები გრძელ საქორწინო კაბებს ირჩევენ, განსაკუთრებით კი თუ ქორწილი ზამთრში ან შემოდგომაზეა დანიშნული.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც საპატარძლოს უწევს, შლეიფია. საქორწინო კაბის შლეიფის ერდადერთი ნაკლი არაპრაქტიკულობაა. მკვეთრად ვერ მობრუნდებით და მოძრაობა წრიულად მოგიხდებათ. მეორე მხრივ, პატარძლის შლეიფიანი კაბის ფოტოები ჩვეულებრივზე გაცილებით ლამაზია. თავად "კუდი" კი კაბის უმეტეს მოდელებს ისე ეკეცებათ, რომ ხელის შემშლელი არაა და მისი განსაკუთრებულ მომენტებში ჩამოშლაა შესაძლებელი. თუ შლეიფიან კაბაზე ოცნებობდით, უარი არ თქვათ. მართალია, დღის ბოლოს იგი გაჭუჭყიანდება, მაგარამ ეს საკითხი ქიმწმენდით ადვილად გამოსწორდება.

საქორწინო კაბის სილუეტი

საქორწინო კაბის სილუეტი მხოლოდ თქვენი სხეულის პარამეტრებზეა დამოკიდებული. ფაქტობრივად, ყველას უხდება А-ს ფორმის საქორწინო კაბა: არც ისე ფუმფულა ქვედაბოლოთი და მოტკეცილი კორსეტით. მინიატურულ პატარძლებს იგი განსაკუთრებით უხდებათ, რომელთაც არც ისე მაღალი საქმრო ჰყავთ. ეს შესანიშნავი ვარიანტია პუტკუნა პატარძლებისთვის: ასეთი კაბა სხეულის ნაკლოვანებებს დაფარავს.

კლასიკური "პრინცესას" სტილის საქორწინო კაბა ფუმფულა ქვედაბოლოთი ძალიან უხდებათ მკერდიან გოგონებს. ეს მომგებიანი ვარიანტია, მათთვის, ვისაც წელი მკვეთრად გამოკვეთილი არ აქვთ და ასევე განიერ თეძოიანებს, რომელთაც მათი დამალვა სურთ.

მოტკეცილი, სწორი საქორწინო კაბა საშუალო სიმაღლის ტანად, (მაგრამ არა გამხდარ) გოგონებს დაამშვენებთ. ”ქალთევზას” სილუეტის კაბები სექსუალურ, ქვიშის საათის ფორმის სხეულის მქონე გოგონებს მოუხდებათ. წვრილწელიან გოგონებს ასევე შეუძლიათ თეძოებამდე მოტკეცილი კაბა შეარჩიონ.

ვისაც მკერდის გამოკვეთა უნდა, მკვეთრად გამოკვეთილი წელი არ აქვს და ასევე ორსულ პატარძლებს, მაღალყელიანი წელის მქონე კაბის მორგება შეუძლიათ.

სილუეტში გარკვევისთვის, შესაძლებელია, საქორწინო სალონში წასვლა და სხვადასხვა მოდელის ნახვა.  

საქორწინო კაბის სახელოები

პატარძლების უმრავლესობა უსახელო კაბას ირჩევს. ასეთ ტანსაცმელში პატარძალი განსაკუთრებით უმანკოდ გამოიყურება. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც სახელოებიან მოდელებზე უარის თქმა არ ღირს.

ვიწრომხრებიან გოგონებს სახელო-ფანარიანი ან ჰორიზონტალური ბრეტელების ფორმის სახელოებიანი კაბა დაამშვენებთ. ძალიან სქელი ხელები ასევე სასურველია დაიმალოს: ასეთ შემთხვევაში იდაყვამდე სახელოები იდეალურია.

თუ კაბის გადატვირთვა გინდათ, სასურველია სახელოები მაქმანებით იყოს შესრულებული. ამასთან, მაქმანები აგერ უკვე რამდენიმე სეზონია საქორწინო მოდის აქტუალურ ელემენტად რჩება.

საქორწინო კაბის კორსეტი

პირველი, რაც უნდა აირჩიოთ კორსეტის ფორმაა. კაბის საყელოს ფართო მხრების დაფარვა შეუძლია. გულის ფორმის ჭრილი მკერდს უსვამს ხაზს. კლასიკაა - საქორწინო კაბა სწორი ჭრილით.

განსაკუთრებით სექსუალურად გამოიყურება მკერდს შორის გამჭვირვალე ჩანართებით გაფორმებული კორსეტი.

აღსანიშნავია, რომ მოდაში ასიმეტრიაა, ასე რომ, გადატვირთული ზედა ნაწილისგან ყურადღების გადატანა მხარზე ერთ ბრეტელს შეუძლია.

რაც შეეხება იმას, თუ როგორი უნდა იყოს ნაქარგი, აქ ერთი მარტივი წესი მოქმედებს. თუ კაბას ორიგინალური ქვედაბოლო აქვს, რომელიც ყურადღებას იპყრობს, მაშინ კორსეტი მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. თუ ქვედაბოლო კლასიკურია - ნაქარგის, მარგალიტებისა და ჩანართების გარეშე - კორსეტის გამრავალფეროვნება შეიძლება.

თუ კაბა ძვირფასი ქსოვილითაა შეკერილი (და ეს თვალიშისაცემია), კორსეტის ზედმეტად მოქარგვა მიღებული არაა. ჩვეულებრივ, დიზაინერები ისეთი კორსეტების მოქარგვას ცდილობენ, რომელთა ქვედაბოლო ბუმბულებისა და სხვა მსგავსი ელემენტებისგან შედგება.

საქორწინო კაბის ქვედაბოლო

საქორწინო კაბების ყველაზე გავრცელებული მოდელებია - კლასიკური ერთფენიანი, მრავალფენიანი-"ტორტის" სტილში, გოფრირებული, ბუმბულებიანი, კაბა-ბურთი,

პერფორაციით.

კლასიკური ერთფენიანი ქვედაბოლო დეკორის მცირე რაოდენობით, ნებისმიერ პატარძალს მოუხდება. ქვედაბოლო-ტორტი განსაკუთრებით მოუხდება მინიატურულ გამხდარ ქალებს. ბუმბულებიანი ქვედაბოლო - ტანადი ქალბატონების ხვედრია.

გოფრირებული კაბა დაბალ და საშუალო სიმაღლის გოგონებს უხდებათ და კიდევ, მათ, ვისაც თეძოების დამალვა სურთ: ასეთი კაბები სხეულის ქვედა ნაწილებს უფრო მოხდენილად აჩენენ.

მომზადებულია mozio.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს