მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის ხდება დაუნდობელი სოფია სებისკვერაძე
როდის ხდება დაუნდობელი სოფია სებისკვერაძე

ფულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად: დრო ფუ­ლია, ფული ხე­ლის ჭუ­ჭყია, ფულს სუნი არ ას­დის, ფული ჯო­ჯო­ხეთს ანა­თებს და ა.შ. ამ გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, შე­იძ­ლე­ბა და­ვას­კვნათ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ფულ­სა და მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს, მაგ­რამ მის სა­ჭი­რო­ე­ბას ნამ­დვი­ლად, ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად გან­ვიც­დით. მსა­ხი­ო­ბი სო­ფია სე­ბის­კვე­რა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ "ფული გემ­რი­ე­ლი რამ არის, მაგ­რამ მისი სურ­ნე­ლი მარ­თლაც, ნაკ­ლე­ბად სა­სი­ა­მოვ­ნოა".

- ფულს შენ­თვის რო­გო­რი გემო აქვს?

- ცუდი გემო ნამ­დვი­ლად არ აქვს, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გემ­რი­ე­ლი ხდე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მას გო­ნივ­რუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნებ.

- ბევრ ფულ­ზე, სიმ­დიდ­რე­ზე ხში­რად ოც­ნე­ბობ?

- მი­ოც­ნე­ბია იმ­დე­ნი თან­ხის ქო­ნა­ზე, რამ­დე­ნიც ჩემი ოც­ნე­ბე­ბის ას­რუ­ლე­ბას სჭირ­დე­ბა. მინ­და მქონ­დეს იმ­დე­ნი ფული, რამ­დენ­საც გემ­რი­ე­ლად, კარ­გად მო­ვიხ­მარ.

- არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ფული ისე უყ­ვართ, რომ მის და­ხარ­ჯვა­ზე უარს ამ­ბო­ბენ, აგ­რო­ვე­ბენ. შენ თუ დაგ­ნა­ნე­ბია სა­კუ­თა­რი ოფ­ლით ნა­შოვ­ნი თან­ხის და­ხარ­ჯვა?

- ყვე­ლა­ზე "და­უნ­დო­ბე­ლი" ფულ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ვხდე­ბი. როცა სა­ფუ­ლე­ში თან­ხა მე­გუ­ლე­ბა, ვერ მო­ვის­ვე­ნებ მა­ნამ, ვიდ­რე ბოლო თეთ­რამ­დე არ დავ­ხარ­ჯავ. იმ დღეს არაფ­რის ყიდ­ვა რომ არ მჭირ­დე­ბო­დეს, რა­ღა­ცას მა­ინც გა­მოვ­ძებ­ნი (იღი­მის).

- ფულს სი­ა­მოვ­ნე­ბით რაში ხარ­ჯავ?

- ფუ­ლის ხარ­ჯვი­სას ყო­ველ­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბას გან­ვიც­დი, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ბედ­ნი­ე­რი მა­შინ ვარ, როცა კოს­მე­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებს ვყი­დუ­ლობ...

- ბავ­შვო­ბა­ში ყუ­ლა­ბა თუ გქონ­და?

- მე და ჩემს ძმას სა­ერ­თო ყუ­ლა­ბა გვქონ­და. ფულს იქ ვყრი­დით, ბო­ლოს კი, თან­ხას თა­ნაბ­რად ვი­ყოფ­დით. ახლა ჩემს შვილ­საც აქვს ყუ­ლა­ბა და გარ­კვე­უ­ლი თან­ხის მოგ­რო­ვე­ბა­ში მეც ვეხ­მა­რე­ბი.

- ბან­კში ან­გა­რი­ში თუ გაქვს გახ­სნი­ლი, რომ და­ნა­ზო­გის გა­კე­თე­ბა ამ გზით მა­ინც მო­ა­ხერ­ხო?

- არც ერთ ბან­კში არ მაქვს ან­გა­რი­ში და შე­სა­ბა­მი­სად, არც და­ნა­ზო­გი. ისე, ადრე მქონ­და სურ­ვი­ლი, თან­ხა ამ გზით მეც შე­მეგ­რო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ სუს­ტი ნე­ბის­ყო­ფა აღ­მო­მაჩ­ნდა (იღი­მის).

- რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შენ­თვის, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა ხში­რად გი­წევს, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ძლი­ე­რი იყოს?

- იცი, ზო­გი­ერ­თი მარ­თლა სიმ­დიდ­რის მი­ხედ­ვით აფა­სებს ადა­მი­ა­ნებს, ვი­ღა­ცე­ბი მე­გობ­რებ­საც მისი ჯი­ბის სის­ქის მი­ხედ­ვით ირ­ჩე­ვენ, ჩემ­თვის კი ასე­თი რამ მი­უ­ღე­ბე­ლია. მერ­წმუ­ნეთ, სხვე­ბის მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და სტა­ტუსს არა­ნა­ირ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ვა­ნი­ჭებ. უფრო მე­ტიც - ჩემ გარ­შე­მო ვერ იპო­ვით ძა­ლი­ან მდი­დარ ადა­მი­ანს, "ფუ­ლი­ა­ნი" მე­გობ­რე­ბი არ მყავს.

- რო­გორ ფიქ­რობ, ფუ­ლით წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა იო­ლია?

- მხო­ლოდ ფუ­ლით წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ოღონდ - დრო­ე­ბით. სიმ­დიდ­რის წყა­ლო­ბით შე­იძ­ლე­ბა უცებ გაბრ­წყინ­დე, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ას­პა­რეზ­ზე გა­მოხ­ვი­დე, მაგ­რამ ბო­ლოს აუ­ცი­ლებ­ლად "ჩა­ვარ­დე­ბი". ნამ­დვი­ლი წარ­მა­ტე­ბა მხო­ლოდ ჭკუა-გო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დიდი შრო­მის შე­დე­გად მი­იღ­წე­ვა. ფუ­ლით ბევ­რი რა­მის შე­ძე­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ არ­სე­ბობს ისე­თი რა­ღა­ცე­ბი, რა­საც ვერ­სად იყი­დი. სა­ცო­და­ვია ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ეს არ ეს­მის. ფუ­ლით მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ოც­ნე­ბე­ბის წარ­მა­ტე­ბით ას­რუ­ლე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი!

- ოდეს­მე ფული გი­სეს­ხე­ბია?

- რო­გორ არა! ბევ­ჯერ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ფუ­ლის სეს­ხე­ბა დამ­ჭირ­ვე­ბია და ზოგ­ჯერ, გარ­კვე­უ­ლი თან­ხა მეც გა­მი­სეს­ხე­ბია. თუ ფული სახ­ლში მი­დევს და ახ­ლო­ბელს სჭირ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად და­ვეხ­მა­რე­ბი, ხელს გა­ვუ­მარ­თავ.

- ვა­ლის კარ­გი გა­დამ­ხდე­ლი ხარ?

- ფულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­მაჩ­ნია: თუ ვიცი, რომ ვა­ლის დაბ­რუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მექ­ნე­ბა, არაფ­რით ვი­სეს­ხებ.

- ფულს სა­ფუ­ლე­ში ხში­რად აკონ­ტრო­ლებ?

- თუ ვიცი, რომ ახლო მო­მა­ვალ­ში შე­მო­სა­ვა­ლი არ მექ­ნე­ბა, თან­ხის და­ზოგ­ვას ვი­წყებ. მაგ­რამ არას­დროს ვიცი, სა­ფუ­ლე­ში რამ­დე­ნი ლარი მაქვს. როცა ფული შე­მო­მე­ლე­ვა, ვი­წყებ პი­ჯა­კე­ბის, ქურ­თუ­კე­ბის ჯი­ბე­ე­ბის ჩხრე­კას და შან­სი არ არის, ხურ­და მა­ინც არ ვი­პო­ვო. ზოგ­ჯერ, ჩემ­და გა­სა­ოც­რად, დიდი თან­ხაც აღ­მო­მი­ჩე­ნია. მა­გა­ლი­თად, 300 დო­ლა­რი, 500 ლარი. თუმ­ცა, ასე­თი რამ ხში­რად არ ხდე­ბა.

- თუ გახ­სოვს, პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი რაში და­ხარ­ჯე?

- ბავ­შვო­ბა­ში ვმღე­რო­დი. ერთხელ კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თეთ ფო­თის სტა­დი­ონ­ზე და თუ სწო­რად მახ­სოვს, მა­შინ 100 დო­ლა­რი გა­და­მი­ხა­დეს. იმ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და აღარც მახ­სოვს, ის ფული რაში დავ­ხარ­ჯე.

- რო­გო­რი მა­მა­კა­ცე­ბი მოგ­წონს - ხელ­გაშ­ლი­ლე­ბი თუ ზო­მი­ე­რად ძუნ­წე­ბი?

- არ მომ­წონს, როცა ჩემ გვერ­დით მყო­ფი ბევრ ფულს ხარ­ჯავს, რად­გან ასეთ დროს უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ თავს. თუ ეს პი­როვ­ნე­ბა ჩემი მე­გო­ბა­რი ან ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია, ვურ­ჩევ, რომ ფული და­ზო­გოს და არ გაფ­ლან­გოს. სა­ერ­თოდ კი, ხელ­მომ­ჭირ­ნე არც მა­მა­კა­ცი მომ­წონს და არც - ქალი; არც "და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი" აზრი მომ­წონს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად, ფული მა­მა­კაც­მა უნდა გა­და­ი­ხა­დოს, როცა ქა­ლის გვერ­დით არის...

- მა­მა­კაც­თან ერ­თად ვთქვათ, კა­ფე­ში ყოფ­ნი­სას, ოდეს­მე თან­ხა თა­ვად თუ გა­და­გიხ­დია?

- კი, გა­და­მიხ­დია და ამა­ში ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავ.

- გქო­ნია თუ არა ისე­თი შემ­თხვე­ვა, როცა მა­ღა­ზი­ი­დან რა­ი­მე ნივ­თის ან სა­მო­სის ნი­სი­ად წა­მო­ღე­ბა დაგ­ჭირ­ვე­ბია?

- კი, მქო­ნია, მაგ­რამ ვალი მა­ლე­ვე გა­მის­ტუმ­რე­ბია. ისე, "პოს­ლე­ზე" რა­ი­მეს ყიდ­ვა არ მიყ­ვარს.

- ახლა ვინ­მეს ვალი თუ გაქვს?

- არც ახ­ლობ­ლის ვალი მაქვს და არც - ბან­კის (იცი­ნის).

- იშ­ვი­ა­თი და ბედ­ნი­ე­რი გა­მო­ნაკ­ლი­სი ყო­ფილ­ხარ, რად­გან ბან­კის ვალი ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს აქვს...

- მე უბ­რა­ლოდ, ამ სა­კი­თხში ძა­ლი­ან მში­შა­რა ვარ: სა­ნამ ფულს ვი­სეს­ხებ, ათას­ჯერ უნდა გავ­თვა­ლო, თუ რო­გორ შევ­ძლებ მო­მა­ვალ­ში მის გა­დახ­დას.

- სა­ჩუქ­რე­ბის შე­სა­ძე­ნად, სხვის­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­სა­ნი­ჭებ­ლად ფული არას­დროს გე­ნა­ნე­ბა?

- სა­ჩუქ­რე­ბის გა­კე­თე­ბა მარ­თლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, შე­იძ­ლე­ბა, გა­სა­ო­ცა­რი და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თი ვერ ვუ­ყი­დო ადა­მი­ანს, მაგ­რამ როცა ამის სა­ჭი­რო­ე­ბაა, სა­მახ­სოვ­როდ რა­ღა­ცას მა­ინც ვჩუქ­ნი.

- როცა სა­მუ­შა­ოს გთა­ვა­ზო­ბენ, წი­ნას­წარ არ­კვევ თუ არა, ამ საქ­მე­ში რამ­დენს გა­და­გიხ­დი­ან?

- სა­ერ­თოდ, ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან მი­ჭირს. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა საქ­მე მი­ზე­რუ­ლი თან­ხის სა­ფა­სუ­რად გა­მი­კე­თე­ბია. ხომ იცით, თუ ადა­მი­ანს რა­ღაც კარ­გის გა­კე­თე­ბა უნდა, მას შე­იძ­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ და­ეხ­მა­რო... ფული ჩემ­თვის ყვე­ლაფ­რის სა­ზო­მი ნამ­დვი­ლად არ არის, მაგ­რამ თუ ვიცი, რომ დიდ­ბი­უ­ჯე­ტი­ან პრო­ექ­ტში მი­წევს მუ­შა­ო­ბა, რა თქმა უნდა, გიჟი არ ვარ და სა­კუ­თა­რი შრო­მის და­ფა­სე­ბაც შე­მიძ­ლია.

- როცა ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გაქვს, დახ­მა­რე­ბას პირ­ველ რიგ­ში, ვის სთხოვ?

- ოჯა­ხის წევ­რებ­თან მსგავს პრობ­ლე­მებ­ზე წუ­წუ­ნი არ მიყ­ვარს, ამი­ტომ, უფრო ხში­რად, ხე­ლის გა­მარ­თვას მე­გობ­რებს ვთხოვ ხოლ­მე. თუმ­ცა, მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იშ­ვი­ა­თად ვვარ­დე­ბი.

- აზარ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ? ფულ­ზე თუ გი­თა­მა­შია?

- ძა­ლი­ან აზარ­ტუ­ლი ვარ, მაგ­რამ ფულ­ზე მარ­თლა არა­სო­დეს მი­თა­მა­შია. და­მერ­წმუ­ნეთ, კა­ზი­ნო­შიც არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ.

- ამ ეტაპ­ზე რას საქ­მი­ა­ნობ?

- ახლა მარ­თლა არა­ფერს ვა­კე­თებ. ცოტა არ იყოს, დიდი პა­უ­ზა გა­მო­მი­ვი­და, მაგ­რამ კარ­გი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მაქვს და ამი­ტო­მაც, მშვი­დად ვარ. ახლო მო­მა­ვალ­ში იმე­დია, მუ­შა­ო­ბას შე­ვუდ­გე­ბი.

- წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებ!

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

როდის ხდება დაუნდობელი სოფია სებისკვერაძე

როდის ხდება დაუნდობელი სოფია სებისკვერაძე

ფულთან დაკავშირებით, უამრავი ცნობილი გამონათქვამი არსებობს. მაგალითად: დრო ფულია, ფული ხელის ჭუჭყია, ფულს სუნი არ ასდის, ფული ჯოჯოხეთს ანათებს და ა.შ. ამ გამონათქვამების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ საზოგადოებაში ფულსა და მის მნიშვნელობაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, მაგრამ მის საჭიროებას ნამდვილად, ყველა ერთნაირად განვიცდით. მსახიობი სოფია სებისკვერაძე მიიჩნევს, რომ "ფული გემრიელი რამ არის, მაგრამ მისი სურნელი მართლაც, ნაკლებად სასიამოვნოა".

- ფულს შენთვის როგორი გემო აქვს?

- ცუდი გემო ნამდვილად არ აქვს, მაგრამ განსაკუთრებულად გემრიელი ხდება იმ შემთხვევაში, თუ მას გონივრულად გამოიყენებ.

- ბევრ ფულზე, სიმდიდრეზე ხშირად ოცნებობ?

- მიოცნებია იმდენი თანხის ქონაზე, რამდენიც ჩემი ოცნებების ასრულებას სჭირდება. მინდა მქონდეს იმდენი ფული, რამდენსაც გემრიელად, კარგად მოვიხმარ.

- არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ფული ისე უყვართ, რომ მის დახარჯვაზე უარს ამბობენ, აგროვებენ. შენ თუ დაგნანებია საკუთარი ოფლით ნაშოვნი თანხის დახარჯვა?

- ყველაზე "დაუნდობელი" ფულთან ურთიერთობაში ვხდები. როცა საფულეში თანხა მეგულება, ვერ მოვისვენებ მანამ, ვიდრე ბოლო თეთრამდე არ დავხარჯავ. იმ დღეს არაფრის ყიდვა რომ არ მჭირდებოდეს, რაღაცას მაინც გამოვძებნი (იღიმის).

- ფულს სიამოვნებით რაში ხარჯავ?

- ფულის ხარჯვისას ყოველთვის სიამოვნებას განვიცდი, მაგრამ განსაკუთრებულად ბედნიერი მაშინ ვარ, როცა კოსმეტიკურ საშუალებებს ვყიდულობ...

- ბავშვობაში ყულაბა თუ გქონდა?

- მე და ჩემს ძმას საერთო ყულაბა გვქონდა. ფულს იქ ვყრიდით, ბოლოს კი, თანხას თანაბრად ვიყოფდით. ახლა ჩემს შვილსაც აქვს ყულაბა და გარკვეული თანხის მოგროვებაში მეც ვეხმარები.

- ბანკში ანგარიში თუ გაქვს გახსნილი, რომ დანაზოგის გაკეთება ამ გზით მაინც მოახერხო?

- არც ერთ ბანკში არ მაქვს ანგარიში და შესაბამისად, არც დანაზოგი. ისე, ადრე მქონდა სურვილი, თანხა ამ გზით მეც შემეგროვებინა, მაგრამ სუსტი ნებისყოფა აღმომაჩნდა (იღიმის).

- რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის, რომ ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა ხშირად გიწევს, მატერიალურად ძლიერი იყოს?

- იცი, ზოგიერთი მართლა სიმდიდრის მიხედვით აფასებს ადამიანებს, ვიღაცები მეგობრებსაც მისი ჯიბის სისქის მიხედვით ირჩევენ, ჩემთვის კი ასეთი რამ მიუღებელია. მერწმუნეთ, სხვების მატერიალურ მდგომარეობასა და სტატუსს არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. უფრო მეტიც - ჩემ გარშემო ვერ იპოვით ძალიან მდიდარ ადამიანს, "ფულიანი" მეგობრები არ მყავს.

- როგორ ფიქრობ, ფულით წარმატების მიღწევა იოლია?

- მხოლოდ ფულით წარმატების მიღწევა შესაძლებელია, ოღონდ - დროებით. სიმდიდრის წყალობით შეიძლება უცებ გაბრწყინდე, საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოხვიდე, მაგრამ ბოლოს აუცილებლად "ჩავარდები". ნამდვილი წარმატება მხოლოდ ჭკუა-გონების გამოყენებით, დიდი შრომის შედეგად მიიღწევა. ფულით ბევრი რამის შეძენაა შესაძლებელი, მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცები, რასაც ვერსად იყიდი. საცოდავია ადამიანი, ვისაც ეს არ ესმის. ფულით მხოლოდ საკუთარი ოცნებების წარმატებით ასრულებაა შესაძლებელი!

- ოდესმე ფული გისესხებია?

- როგორ არა! ბევჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ფულის სესხება დამჭირვებია და ზოგჯერ, გარკვეული თანხა მეც გამისესხებია. თუ ფული სახლში მიდევს და ახლობელს სჭირდება, აუცილებლად დავეხმარები, ხელს გავუმართავ.

- ვალის კარგი გადამხდელი ხარ?

- ფულთან დაკავშირებით, დიდი პასუხისმგებლობა გამაჩნია: თუ ვიცი, რომ ვალის დაბრუნების საშუალება არ მექნება, არაფრით ვისესხებ.

- ფულს საფულეში ხშირად აკონტროლებ?

- თუ ვიცი, რომ ახლო მომავალში შემოსავალი არ მექნება, თანხის დაზოგვას ვიწყებ. მაგრამ არასდროს ვიცი, საფულეში რამდენი ლარი მაქვს. როცა ფული შემომელევა, ვიწყებ პიჯაკების, ქურთუკების ჯიბეების ჩხრეკას და შანსი არ არის, ხურდა მაინც არ ვიპოვო. ზოგჯერ, ჩემდა გასაოცრად, დიდი თანხაც აღმომიჩენია. მაგალითად, 300 დოლარი, 500 ლარი. თუმცა, ასეთი რამ ხშირად არ ხდება.

- თუ გახსოვს, პირველი ხელფასი რაში დახარჯე?

- ბავშვობაში ვმღეროდი. ერთხელ კონცერტი გავმართეთ ფოთის სტადიონზე და თუ სწორად მახსოვს, მაშინ 100 დოლარი გადამიხადეს. იმ პერიოდში ძალიან პატარა ვიყავი და აღარც მახსოვს, ის ფული რაში დავხარჯე.

- როგორი მამაკაცები მოგწონს - ხელგაშლილები თუ ზომიერად ძუნწები?

- არ მომწონს, როცა ჩემ გვერდით მყოფი ბევრ ფულს ხარჯავს, რადგან ასეთ დროს უხერხულად ვგრძნობ თავს. თუ ეს პიროვნება ჩემი მეგობარი ან ახლობელი ადამიანია, ვურჩევ, რომ ფული დაზოგოს და არ გაფლანგოს. საერთოდ კი, ხელმომჭირნე არც მამაკაცი მომწონს და არც - ქალი; არც "დაკანონებული" აზრი მომწონს, რომ აუცილებლად, ფული მამაკაცმა უნდა გადაიხადოს, როცა ქალის გვერდით არის...

- მამაკაცთან ერთად ვთქვათ, კაფეში ყოფნისას, ოდესმე თანხა თავად თუ გადაგიხდია?

- კი, გადამიხდია და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

- გქონია თუ არა ისეთი შემთხვევა, როცა მაღაზიიდან რაიმე ნივთის ან სამოსის ნისიად წამოღება დაგჭირვებია?

- კი, მქონია, მაგრამ ვალი მალევე გამისტუმრებია. ისე, "პოსლეზე" რაიმეს ყიდვა არ მიყვარს.

- ახლა ვინმეს ვალი თუ გაქვს?

- არც ახლობლის ვალი მაქვს და არც - ბანკის (იცინის).

- იშვიათი და ბედნიერი გამონაკლისი ყოფილხარ, რადგან ბანკის ვალი ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს...

- მე უბრალოდ, ამ საკითხში ძალიან მშიშარა ვარ: სანამ ფულს ვისესხებ, ათასჯერ უნდა გავთვალო, თუ როგორ შევძლებ მომავალში მის გადახდას.

- საჩუქრების შესაძენად, სხვისთვის სიამოვნების მისანიჭებლად ფული არასდროს გენანება?

- საჩუქრების გაკეთება მართლა ძალიან მიყვარს, შეიძლება, გასაოცარი და ძვირად ღირებული ნივთი ვერ ვუყიდო ადამიანს, მაგრამ როცა ამის საჭიროებაა, სამახსოვროდ რაღაცას მაინც ვჩუქნი.

- როცა სამუშაოს გთავაზობენ, წინასწარ არკვევ თუ არა, ამ საქმეში რამდენს გადაგიხდიან?

- საერთოდ, ამ თემაზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს. ყოფილა შემთხვევა, როცა საქმე მიზერული თანხის საფასურად გამიკეთებია. ხომ იცით, თუ ადამიანს რაღაც კარგის გაკეთება უნდა, მას შეიძლება, უბრალოდ დაეხმარო... ფული ჩემთვის ყველაფრის საზომი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ ვიცი, რომ დიდბიუჯეტიან პროექტში მიწევს მუშაობა, რა თქმა უნდა, გიჟი არ ვარ და საკუთარი შრომის დაფასებაც შემიძლია.

- როცა ფინანსური პრობლემები გაქვს, დახმარებას პირველ რიგში, ვის სთხოვ?

- ოჯახის წევრებთან მსგავს პრობლემებზე წუწუნი არ მიყვარს, ამიტომ, უფრო ხშირად, ხელის გამართვას მეგობრებს ვთხოვ ხოლმე. თუმცა, მსგავს სიტუაციაში იშვიათად ვვარდები.

- აზარტული ადამიანი ხარ? ფულზე თუ გითამაშია?

- ძალიან აზარტული ვარ, მაგრამ ფულზე მართლა არასოდეს მითამაშია. დამერწმუნეთ, კაზინოშიც არასოდეს ვყოფილვარ.

- ამ ეტაპზე რას საქმიანობ?

- ახლა მართლა არაფერს ვაკეთებ. ცოტა არ იყოს, დიდი პაუზა გამომივიდა, მაგრამ კარგი შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მაქვს და ამიტომაც, მშვიდად ვარ. ახლო მომავალში იმედია, მუშაობას შევუდგები.

- წარმატებებს გისურვებ!

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება