პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე მეტყველებენ "შუშის ხიდი" და "გულივერის ბოტები" რიყეზე?
რაზე მეტყველებენ "შუშის ხიდი" და "გულივერის ბოტები" რიყეზე?

"ის­ტო­რი­უ­ლი სი­ნამ­დვი­ლე არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ძეგ­ლებ­ში იფილტრე­ბა, ამით ვი­გებთ, რა არის ყალ­ბი და რა მარ­თა­ლი", - აცხა­დებს არ­ქი­ტექ­ტო­რი გიგა ბა­თი­აშ­ვი­ლი. რა­ტომ არ აი­ღეს შუ­შის ხიდი? რის­თვის გა­ა­ჩე­რეს "გუ­ლი­ვე­რის ბო­ტე­ბის" მშე­ნებ­ლო­ბა, გა­მარ­თლე­ბუ­ლია თუ არა შე­მოვ­ლი­თი რკი­ნიგ­ზის პრო­ექ­ტის და­კონ­სერ­ვე­ბა? - ამ თე­მებ­ზე გიგა ბა­თი­აშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ:

- ჩვენ ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ნი ვართ. არ­სე­ბობს ხმელ­თა­შუ­ა­ზღვის­პი­რუ­ლი კულ­ტუ­რა, რო­მე­ლიც ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის, კულ­ტუ­რის სა­ფუძ­ვე­ლია, სხვა ყვე­ლა­ფე­რი ეპო­ქე­ბის ზედ­ნა­შე­ნია. ქარ­თვე­ლე­ბი ამ ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ჯერ კი­დევ XII სა­უ­კუ­ნე­ში, რუს­თა­ვე­ლის იდე­ო­ლო­გი­ით გავ­ხდით, რომ­ლის უმ­თავ­რე­სი ას­პექ­ტია ჰუ­მა­ნიზ­მი. გა­დავ­ხე­დოთ კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ას და ხმელ­თა­შუ­ა­ზღვის­პი­რა არე­ალ­ში სხვა ქვეყ­ნე­ბის კულ­ტუ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბიც გან­ვი­ხი­ლოთ. რუს­თა­ვე­ლის იდე­ო­ლო­გი­ამ თით­ქმის ორი სა­უ­კუ­ნით გა­უს­წრო იტა­ლი­ურ რე­ნე­სანსს. "კვატ­რო­ჩენ­ტო" იტა­ლი­ა­ში XIV სა­უ­კუ­ნე­ში და­ი­წყო. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში რე­ნე­სან­სუ­ლი ხედ­ვით გავ­რცელ­და და გაგ­რძელ­და ისე­თი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა ეს­პა­ნე­თი, საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია.…

ეს რე­ნე­სან­სი კი, რო­გორც უკვე მო­გახ­სე­ნეთ, სა­ქარ­თვე­ლო­დან სწო­რედ რუს­თა­ვე­ლის ამ­ღე­რე­ბუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ით აღ­მო­ცენ­და, რომ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო გან­ვი­თარ­და - ეს კარ­გად ჩანს არ­ქი­ტექ­ტუ­რა­შიც. ის­ტო­რი­კო­სებ­მა რაც უნდა და­წე­რონ, ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი შე­დე­გე­ბით იფილტრე­ბა, კარ­გად ჩანს, რა არის ყალ­ბი და რა - მარ­თა­ლი. არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბით ის­ტო­რი­უ­ლი სი­ნამ­დვი­ლის გა­და­მოწ­მე­ბა შე­იძ­ლე­ბა. შე­ხე­დავ ბაგ­რა­ტის ტა­ძარს, ხა­ხულს, სი­ონს, სვე­ტი­ცხო­ველს, ან­ჩის­ხატს და მიხ­ვდე­ბი, რა ეპო­ქე­ბიც გა­მო­ვი­ა­რეთ. თუმ­ცა, როცა ჩვენ­თან მონ­ღო­ლე­ბი გა­ბა­ტონ­დნენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­კონ­სერვდა ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. მა­შინ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მხო­ლოდ იმ ფეს­ვის ხარ­ჯზე გა­დარ­ჩა, რო­მე­ლიც რუს­თა­ვე­ლის ეპო­ქამ­დეც იყო. მონ­ღო­ლე­ბი გა­ბა­ტონ­დნენ რუ­სეთ­შიც, დუ­ნა­იმ­დე, ფი­ნე­თამ­დე მი­ვიდ­ნენ. მა­შინ რუ­სე­თი, ბულ­გა­რე­თი, რუ­მი­ნე­თი და უნ­გრე­თი მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რა­დღა არ­სე­ბობ­დნენ. ჩვენ კი ეროვ­ნუ­ლი და ამა­ვე დროს ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი მა­ინც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ. ეს გე­ნე­ტი­კი­სა და ნი­ჭი­ე­რე­ბის შე­დე­გია. მა­გა­ლი­თად, XIX სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ დას­ჭირ­დათ მათ­რა­ხის ქვეშ კოს­ტი­უ­მის ან ფრა­კის ჩაც­მა...

პეტ­რე I-მა კი რუ­სეთ­ში ძა­ლით გაკ­რი­ჭა მა­მა­კა­ცე­ბი, ბო­ი­ა­რებს და ბო­ი­ა­რი­ნებს და­ბა­ნა აი­ძუ­ლა... ფილმში "ქეთო და კოტე" ძა­ლი­ან კარ­გად არის ილუსტრი­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. ორი კაცი დგას: ერთს სმო­კინ­გი აც­ვია, მე­ო­რეს - ჩოხა, ჩო­ხა­ჩაც­მულ კაცს ბაფ­თა უკე­თია, სმო­კინ­გი­ა­ნი კი ჯიხ­ვის ყან­წით ღვი­ნოს სვამს; თბი­ლი­სუ­რი ჰან­გე­ბი ვერ­დი­სე­უ­ლად არის აჟ­ღე­რე­ბუ­ლი, მუ­ხამ­ბა­ზიც კლა­სი­კის დო­ნე­ზე ის­მის. "სა­ლა­მი მას­პინ­ძლებს" მრა­ვალ­ხმი­ა­ნად ჟღერ­დე­ბა. ნა­ხეთ, რა დი­დე­ბუ­ლი სიმ­ბი­ო­ზია! ის ჩვენს ღი­რე­ბუ­ლე­ბებს წარ­მო­ა­ჩენს და იმას, თუ რანი ვართ. ამი­ტო­მაც ვერ მოვ­წყდე­ბით ევ­რო­პულ არ­ჩე­ვანს. მე­ტიც, დღეს ევ­რო­პა­საც და რუ­სეთ­საც ჩვენ ძა­ლი­ან ვჭირ­დე­ბით და უნ­დათ, იქი­თაც ვაგ­რძნო­ბი­ნოთ, რომ ისი­ნი ჩვენც გვჭირ­დე­ბა. რა თქმა უნდა, რუ­სეთს თა­ვი­სი სა­ზღვრე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის სურ­ვი­ლი მუდ­მი­ვად აქვს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მას არ შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გოთ. გა­მო­სა­ვა­ლი ქვეყ­ნის ჯან­საღ მარ­თვა­სა და ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბა­შია.

- ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე სა­უბ­რობთ, ამა­ვე დროს თქვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია შუ­შის ხიდი და გა­მო­ჩე­ნი­ლი იტა­ლი­ე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რის, ფუქ­სა­სის შე­მოქ­მე­დე­ბა. ეს რო­გორ ავ­ხსნათ?

- მე თავ­ხე­დო­ბა გა­მო­ვი­ჩი­ნე და პრე­სა­ში დავ­წე­რე, აუ­ცი­ლებ­ლად შე­იც­ვლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და თუ ცო­ცხა­ლი ვიქ­ნე­ბი, შუ­შის ხიდს ნამ­დვი­ლად ავა­ღე­ბი­ნებ-მეთ­ქი. ის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია ჩემი ის­ტო­რი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა, მან ძვე­ლი თბი­ლი­სის პა­ნო­რა­მა და­ჩაგ­რა, მისი მხატ­ვრუ­ლო­ბა და მას­შტა­ბი და­ა­ზა­რა­ლა. ასე­ვე, უად­გი­ლოდ მი­ვიჩ­ნიე ამ ხი­დის მახ­ლობ­ლად ფუქ­სა­სის შე­მოქმდე­ბა (სა­კონ­ცერ­ტო და სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზი), რო­მელ­საც '"გუ­ლი­ვე­რის ბო­ტე­ბი" შე­ვარ­ქვი. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ დე­და­ქა­ლა­ქის მერი გიგი უგუ­ლა­ვა სა­დღაც გაქ­რა, თურ­მე იტა­ლი­ა­ში იყო და ფუქ­სასს შეს­ჩივ­ლა, სა­ქარ­თვე­ლო­ში სიბ­ნე­ლეა, თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბის არა­ფე­რი გა­ე­გე­ბათ, იქ­ნებ ჩა­მობ­რძან­დეთ და ქარ­თველ არ­ქი­ტექ­ტო­რებს აუხ­სნათ თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბიო. სა­პა­სუ­ხოდ ფუქ­სასს გა­ზე­თე­ბის მეშ­ვე­ო­ბით შე­ვუთ­ვა­ლე (ვიცი, რომ სა­ელ­ჩო­ებ­მა გა­დას­ცეს ეს ინ­ფორ­მა­ცია): "რა­ნა­ი­რი დაკ­ვე­თაც უნდა მოგ­ცენ, რამ­დე­ნად სარ­ფი­ა­ნიც უნდა იყოს, მის­ცემ­დით თქვენს თავს რომ­ში, კო­ლი­ზე­უმ­თან, ვე­ნე­ცი­ა­ში ან ფლო­რენ­ცი­ა­ში ასე­თი შე­ნო­ბის დად­გმის უფ­ლე­ბას? დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არ მის­ცემ­დით! და რა­ტომ გგო­ნი­ათ, რომ რაც იქ არ შე­იძ­ლე­ბა, ჩვენ­თან და­საშ­ვე­ბია?!" - ამის შემ­დეგ ფუქ­სა­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­მო­ვი­და, ან თუ ჩა­მო­ვი­და, არ გა­მოჩ­ნდა და ჭკუ­ის და­რი­გე­ბა არ დაგ­ვი­წყო. მე­სი­ა­მოვ­ნა, როცა ივა­ნიშ­ვილ­მა ბრძა­ნა, შუ­შის ხიდს ავი­ღებ­თო. მარ­თა­ლია, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ხიდი კო­ა­ბი­ტა­ცი­ის წყა­ლო­ბით დღემ­დე დგას. "გუ­ლი­ვე­რის ბო­ტე­ბის" მშე­ნებ­ლო­ბა კი შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

რაზე მეტყველებენ "შუშის ხიდი" და "გულივერის ბოტები" რიყეზე?

რაზე მეტყველებენ "შუშის ხიდი" და "გულივერის ბოტები" რიყეზე?

"ისტორიული სინამდვილე არქიტექტურულ ძეგლებში იფილტრება, ამით ვიგებთ, რა არის ყალბი და რა მართალი", - აცხადებს არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი. რატომ არ აიღეს შუშის ხიდი? რისთვის გააჩერეს "გულივერის ბოტების" მშენებლობა, გამართლებულია თუ არა შემოვლითი რკინიგზის პროექტის დაკონსერვება? - ამ თემებზე გიგა ბათიაშვილს ვესაუბრეთ:

- ჩვენ ევროპული კულტურის მშენებლობის თანამონაწილენი ვართ. არსებობს ხმელთაშუაზღვისპირული კულტურა, რომელიც ევროპული ცივილიზაციის, კულტურის საფუძველია, სხვა ყველაფერი ეპოქების ზედნაშენია. ქართველები ამ ევროპული კულტურის მშენებლობის თანამონაწილეები ჯერ კიდევ XII საუკუნეში, რუსთაველის იდეოლოგიით გავხდით, რომლის უმთავრესი ასპექტია ჰუმანიზმი. გადავხედოთ კაცობრიობის ისტორიას და ხმელთაშუაზღვისპირა არეალში სხვა ქვეყნების კულტურული ღირებულებებიც განვიხილოთ. რუსთაველის იდეოლოგიამ თითქმის ორი საუკუნით გაუსწრო იტალიურ რენესანსს. "კვატროჩენტო" იტალიაში XIV საუკუნეში დაიწყო. სწორედ ამ პერიოდში რენესანსული ხედვით გავრცელდა და გაგრძელდა ისეთი სახელმწიფოების მშენებლობები, როგორიცაა ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია.…

ეს რენესანსი კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, საქართველოდან სწორედ რუსთაველის ამღერებული იდეოლოგიით აღმოცენდა, რომლის პარალელურად ჩვენი სახელმწიფო განვითარდა - ეს კარგად ჩანს არქიტექტურაშიც. ისტორიკოსებმა რაც უნდა დაწერონ, ყველაფერი მაინც არქიტექტურული შედეგებით იფილტრება, კარგად ჩანს, რა არის ყალბი და რა - მართალი. არქიტექტურული ძეგლებით ისტორიული სინამდვილის გადამოწმება შეიძლება. შეხედავ ბაგრატის ტაძარს, ხახულს, სიონს, სვეტიცხოველს, ანჩისხატს და მიხვდები, რა ეპოქებიც გამოვიარეთ. თუმცა, როცა ჩვენთან მონღოლები გაბატონდნენ, საქართველოში დაკონსერვდა ეროვნული ღირებულებები. მაშინ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ იმ ფესვის ხარჯზე გადარჩა, რომელიც რუსთაველის ეპოქამდეც იყო. მონღოლები გაბატონდნენ რუსეთშიც, დუნაიმდე, ფინეთამდე მივიდნენ. მაშინ რუსეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და უნგრეთი მხოლოდ ფორმალურადღა არსებობდნენ. ჩვენ კი ეროვნული და ამავე დროს ევროპული ღირებულებები მაინც შევინარჩუნეთ. ეს გენეტიკისა და ნიჭიერების შედეგია. მაგალითად, XIX საუკუნის საქართველოში აღარ დასჭირდათ მათრახის ქვეშ კოსტიუმის ან ფრაკის ჩაცმა...

პეტრე I-მა კი რუსეთში ძალით გაკრიჭა მამაკაცები, ბოიარებს და ბოიარინებს დაბანა აიძულა... ფილმში "ქეთო და კოტე" ძალიან კარგად არის ილუსტრირებული ჩვენი ეროვნული ღირებულებები. ორი კაცი დგას: ერთს სმოკინგი აცვია, მეორეს - ჩოხა, ჩოხაჩაცმულ კაცს ბაფთა უკეთია, სმოკინგიანი კი ჯიხვის ყანწით ღვინოს სვამს; თბილისური ჰანგები ვერდისეულად არის აჟღერებული, მუხამბაზიც კლასიკის დონეზე ისმის. "სალამი მასპინძლებს" მრავალხმიანად ჟღერდება. ნახეთ, რა დიდებული სიმბიოზია! ის ჩვენს ღირებულებებს წარმოაჩენს და იმას, თუ რანი ვართ. ამიტომაც ვერ მოვწყდებით ევროპულ არჩევანს. მეტიც, დღეს ევროპასაც და რუსეთსაც ჩვენ ძალიან ვჭირდებით და უნდათ, იქითაც ვაგრძნობინოთ, რომ ისინი ჩვენც გვჭირდება. რა თქმა უნდა, რუსეთს თავისი საზღვრების გაფართოების სურვილი მუდმივად აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ შევეწინააღმდეგოთ. გამოსავალი ქვეყნის ჯანსაღ მართვასა და ეროვნული ღირებულებებით ყველა სიტუაციის შეფასებაშია.

- ევროპულ ღირებულებებზე საუბრობთ, ამავე დროს თქვენთვის მიუღებელია შუშის ხიდი და გამოჩენილი იტალიელი არქიტექტორის, ფუქსასის შემოქმედება. ეს როგორ ავხსნათ?

- მე თავხედობა გამოვიჩინე და პრესაში დავწერე, აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება და თუ ცოცხალი ვიქნები, შუშის ხიდს ნამდვილად ავაღებინებ-მეთქი. ის შეურაცხმყოფელია ჩემი ისტორიული ღირებულებებისა, მან ძველი თბილისის პანორამა დაჩაგრა, მისი მხატვრულობა და მასშტაბი დააზარალა. ასევე, უადგილოდ მივიჩნიე ამ ხიდის მახლობლად ფუქსასის შემოქმდება (საკონცერტო და საგამოფენო დარბაზი), რომელსაც '"გულივერის ბოტები" შევარქვი. საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ დედაქალაქის მერი გიგი უგულავა სადღაც გაქრა, თურმე იტალიაში იყო და ფუქსასს შესჩივლა, საქართველოში სიბნელეა, თქვენი შემოქმედების არაფერი გაეგებათ, იქნებ ჩამობრძანდეთ და ქართველ არქიტექტორებს აუხსნათ თანამედროვე ხელოვნების ფასეულობებიო. საპასუხოდ ფუქსასს გაზეთების მეშვეობით შევუთვალე (ვიცი, რომ საელჩოებმა გადასცეს ეს ინფორმაცია): "რანაირი დაკვეთაც უნდა მოგცენ, რამდენად სარფიანიც უნდა იყოს, მისცემდით თქვენს თავს რომში, კოლიზეუმთან, ვენეციაში ან ფლორენციაში ასეთი შენობის დადგმის უფლებას? დარწმუნებული ვარ, არ მისცემდით! და რატომ გგონიათ, რომ რაც იქ არ შეიძლება, ჩვენთან დასაშვებია?!" - ამის შემდეგ ფუქსასი საქართველოში არ ჩამოვიდა, ან თუ ჩამოვიდა, არ გამოჩნდა და ჭკუის დარიგება არ დაგვიწყო. მესიამოვნა, როცა ივანიშვილმა ბრძანა, შუშის ხიდს ავიღებთო. მართალია, არჩევნების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ ხიდი კოაბიტაციის წყალობით დღემდე დგას. "გულივერის ბოტების" მშენებლობა კი შეჩერებულია.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"