საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპრეზიდენტო კამპანიის ყველაზე სახალისო ამბები
საპრეზიდენტო კამპანიის ყველაზე სახალისო ამბები

პრე­ზი­დენ­ტო­ბის მსურ­ველ­თა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­აქ­ტი­ურ­და. ხმე­ბის­თვის გა­ჩა­ღე­ბულ ბრძო­ლა­ში კან­დი­და­ტე­ბი დროს და ენერ­გი­ას არ იშუ­რე­ბენ, რათა ამომ­რჩე­ველს თავი მო­ა­წო­ნონ. ეს ის პე­რი­ო­დია, როცა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სათ­ვის რე­გი­ო­ნებ­ში სტუმ­რო­ბა ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნას ემ­სგავ­სე­ბა. რაღა თქმა უნდა, ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი არც 2013 წე­ლია და პრე­ზი­დენ­ტო­ბის მსურ­ველ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე გა­მოკ­ვე­თილ ლი­დე­რებს, გას­ვლი­თი შეხ­ვედ­რე­ბი უკვე დიდი ხა­ნია და­წყე­ბუ­ლი აქვთ (აზარ­ტშიც კი არი­ან შე­სუ­ლი).

პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და გლე­ხე­ბის მუ­სა­იფს ხში­რად კუ­რი­ო­ზე­ბიც ახ­ლავს თან, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს და ერთი-ორად ზრდის კი­დეც ლი­დე­რის ცნო­ბა­დო­ბას. ჩვენც გა­დავ­წყვი­ტეთ, ამ პო­ლი­ტი­კუ­რად ცხელ შე­მოდ­გო­მას, 2013 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის "პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სკურ­სი­ე­ბი­დან" "მარ­გა­ლი­ტე­ბი" შე­მოგ­თა­ვა­ზოთ.

ყო­ფილ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­სა და ორგზის პრე­ზი­დენ­ტო­ბის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს პოს­ტის­თვის ბრძო­ლა დიდი ხა­ნია და­წყე­ბუ­ლი აქვს. გა­მოც­დილ პო­ლი­ტი­კოსს არ ეს­წავ­ლე­ბა, რომ ხალ­ხის ნდო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბა, მათ­თან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამი­ტომ, "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა - ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს ყო­ვე­ლი დღე გა­წე­რი­ლი აქვს. მას ზო­გან პრო­რუ­სულ ორი­ენ­ტა­ცი­ას უწუ­ნე­ბენ და აგ­რე­სი­ით ხვდე­ბი­ან, ზო­გან კი პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით იღე­ბენ. ლექ­სებ­საც კი უძღვნი­ან.

"პო­ლი­ტი­კა­ში კა­ცებ­მა ვერ გა­ა­მარ­თლეს, დროა ქა­ლე­ბი მი­ვეხ­მა­როთ", - ასე მი­მარ­თა ბურ­ჯა­ნა­ძემ 21 აგ­ვის­ტოს თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­ფა­რე­უ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას. რო­გორც ჩანს, ამ "დროს" ბევ­რი ელო­და და დიდი ხნის მი­ვი­წყე­ბუ­ლი "ჩაო ბელა" "გა­უ­მარ­ჯოს ნი­ნოს" ყვი­რილ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა. ასე რომ, ბოლო დროს ბურ­ჯა­ნა­ძის ამომ­რჩე­ველ­თან გას­ვლი­თი შეხ­ვედ­რე­ბი ხში­რად იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას.

"ევ­რო­პა­საც ვე­ნაც­ვა­ლე, ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ რუ­სე­თი მა­ინც რუ­სე­თია"," რუ­სე­თი მა­გა­რია, გა­უ­მარ­ჯოს რუ­სეთს", "ქუდ­ზე კაცი მი­ვი­დეთ და გა­ვა­მარ­ჯვე­ბი­ნოთ ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს პრე­ზი­დენ­ტად", - მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბით და­უ­ლო­ცეს გზა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს ახ­მე­ტა­ში.

"წმი­და ნი­ნოს ჯვრით დაგ­ლო­ცავთ

ვი­ნაც ნი­ნოს მის­ცემთ ხმა­სა,

მხო­ლოდ ნი­ნოს, მხო­ლოდ ნი­ნოს

და არა­ვის ვინ­მე სხვა­სა", - ამ ლექ­სით კი პო­ლი­ტი­კოს ქალ­ბა­ტონს ერთ-ერთი ამომ­რჩე­ვე­ლი ყვა­რელ­ში დახ­ვდა.

უფრო მე­ტიც, ლექ­სის ავ­ტორ­მა კან­დი­და­ტის მხარ­და­ჭე­რა შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს და­ა­ფი­ცა კი­დეც: "ჩემო საყ­ვა­რე­ლო ადა­მი­ა­ნე­ბო, გულ­ზე და­ი­დეთ ხელი და და­ი­ფი­ცეთ, რომ ნი­ნოს მის­ცემთ ხმას".

"ქარ­თვე­ლი რკი­ნის ლედი, დედა, მიწა, ცა..." - ამ­გვა­რი მი­მარ­თვე­ბით ბურ­ჯა­ნა­ძეს უკვე კას­პში დახ­ვდნენ...

მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან ერ­თად, 12 აგ­ვის­ტოს ნო­ქა­ლა­ქე­ვი­დან და­ი­წყო და მას შემ­დეგ, მეტ­წი­ლად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ახ­ლავს თან. მათ ხან "კუ­ჩხი ბედ­ნი­ე­რით", ხან ცეკ­ვა თა­მა­შით ხვდე­ბი­ან. თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მე­ტად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გუ­რუ­ლებ­თან სტუმ­რო­ბა და "ოლღა ბე­ბოს­თან" დი­ა­ლო­გი იყო, რო­მე­ლიც 14 ივ­ლისს, ნო­დარ დუმ­ბა­ძის 85 წლის იუ­ბი­ლე­ზე შედ­გა.

ბე­ბომ მარ­გვე­ლაშ­ვილს პრე­ზი­დენ­ტო­ბა უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა და ჩო­ხა­ტა­უ­რის მი­ხედ­ვა და­ა­ვა­ლა. "ეტყო­ბა ამას, ისე­თი კა­ცია პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბა", - ამ­ბობ­და ბებო კან­დი­და­ტის გა­სა­გო­ნად, თუმ­ცა სი­ტყვე­ბის ად­რე­სა­ტი ამ დროს ტე­ლე­ფონ­ში ცქე­რით იყო გარ­თუ­ლი.

არა­ნაკ­ლებ პო­პუ­ლა­რუ­ლია მარ­გვე­ლა­ში­ლის კა­ხეთ­ში ერთ-ერთი სტუმ­რო­ბი­სას ბავ­შვის ეპი­ზო­დი, როცა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს პა­ტა­რა ბავ­შვი მი­ა­ჩე­ჩეს ხელ­ში. "ბავ­შვის სუნი ძაან მიყ­ვარს", - ეს ფრა­ზა და შე­სა­ბა­მი­სი ვი­დე­ორ­გო­ლი 10 სექ­ტემ­ბრს ბევ­რმა აი­ტა­ცა ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში.

ბა­თუმ­ში მყო­ფი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის კონ­ცერტსაც და­ეს­წრო. "პრე­ზი­დენ­ტად გა­სუ­ლი, მე ვიქ­ნე­ბი თა­ვი­დან ფე­ხე­ბამ­დე ქარ­თუ­ლი", - გა­უ­რე­პა ბა­თუ­მე­ლებს მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

ლექ­სე­ბი­სა და და­ფი­ცე­ბე­ბის რა მო­გახ­სე­ნოთ, მაგ­რამ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტის და­ვით ბაქ­რა­ძის რე­გი­ო­ნულ­მა აგი­ტა­ცი­ამ ხე­ლის­შემ­შლე­ლი ბა­რი­ე­რე­ბის გა­და­ლახ­ვის ფონ­ზე ჩა­ი­ა­რა. "ხე­ლის შეშ­ლის მცდე­ლო­ბა ბაქ­რა­ძის­თვის ახ­მე­ტა­ში - და­ქო­ქი­ლი "ტრან­გა­ლეტ­კით" - მსგავ­სი ში­ნა­არ­სის სა­თა­უ­რე­ბით აჭ­რელ­და 25 სექ­ტემ­ბერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი. რო­გორც ვი­დე­ო­ში ჩან­და, ბაქ­რა­ძის ახ­მე­ტელ ამომ­რჩე­ველ­თან შეხ­ვედ­რა პარ­ტი­ის სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რა დრო­საც ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის მხარ­დამ­ჭერ­მა ბექა ონი­ან­მა ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "ტრან­გა­ლეტ­კა" და­ქო­ქა.

ეს ფაქ­ტი ბაქ­რა­ძის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა პრო­ვო­კა­ცი­ად შე­ა­ფა­სეს და საქ­მის გარ­ჩე­ვაც სცა­დეს. ბურ­ჯა­ნა­ძის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის აქ­ტი­ვის­ტი კი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ხე­ლის შეშ­ლას არა­ვის­თვის აპი­რებ­და და მწყობ­რი­დან გა­მო­სუ­ლი ტრან­სპორ­ტის შე­კე­თე­ბას ცდი­ლობ­და. ამ პრო­ვო­კა­ცი­ას "ორი­გი­ნა­ლუ­რი" უწო­და თა­ვად და­ვით ბაქ­რა­ძემ.

"რე­გი­ო­ნებ­ში ჩემი შეხ­ვედ­რე­ბი­სას ასე­თი ხე­ლის­შეშ­ლის მცდელ­ბე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად ხდე­ბა. დღეს ორი­გი­ნა­ლუ­რი ხერ­ხი აირ­ჩი­ეს და­ქოქ­ვის გზით, თუმ­ცა ამ ქვე­ყა­ნა­ში თუ რა­ი­მე და­ი­ქო­ქე­ბა და ამუ­შავ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერს მი­ვე­სალ­მე­ბი. ძა­ლი­ან მშვი­დან ვუ­ყუ­რებ მსგავს პრო­ვო­კა­ცი­ებს", - აღ­ნიშ­ნა ინ­ცი­დენ­ტის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ბაქ­რა­ძემ.

ბევ­რი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ე­ტ­ქის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია იმა­ზე პა­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვიდ­რე მათ­გან ვე­ლო­დით. ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის ენა­მოს­წრე­ბუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი უჩ­ვე­უ­ლოდ მდო­რედ ატა­რებს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას. თქვე­ნი არ ვიცი, მაგ­რამ ბა­ტონ შალ­ვას­თან ერ­თა­დერ­თი კი­თხვა მაქვს - ამ­ჯე­რად, რო­მე­ლი ნომ­რის შე­მომ­ხა­ზავს არ შე­უშ­ვებს ოჯახ­ში, რძლად-ან სი­ძედ?!

პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის რან­გში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ასე­ვე ვერ მი­იქ­ცია, კობა და­ვი­თაშ­ვილ­მაც. ერ­თობ გა­საკ­ვი­რიც კია ზედ­მე­ტად მდო­რე სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი პარ­ლა­მენ­ტა­რი­სა და სკან­და­ლუ­რი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რის­გან.

არ­ჩევ­ნე­ბის გა­დამ­წყვე­ტი ეტაპ­ზე აღარ ჩა­ნან სა­არ­ჩევ­ნო ას­პა­რეზ­ზე გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე პო­პუ­ლა­რო­ბის ზე­ნი­ტში ასუ­ლი კან­დი­და­ტე­ბი - ნი­კო­ლოზ გორ­გი­ჯა­ნი­ძე და გელა სა­ლუ­აშ­ვი­ლი. ამ უკა­ნას­კნე­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბულთ კი გე­ტყვით, რომ კან­დი­და­ტის სა­არ­ჩევ­ნო, უფრო სწო­რად "ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის პროგ­რა­მას" შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ ufali.ge-ზე.

მაშ ასე, წინ კი­დევ უფრო ცხე­ლი 2 კვი­რა გვაქვს. სა­ბო­ლოო ხმე­ბის დათ­ვლამ­დე დარ­ჩე­ნილ დროს პრე­ზი­დენ­ტო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­დევ უფრო პრო­დუქ­ტი­უ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, ფი­ნი­შამ­დე მი­სას­ვლელ გზა­ზე, ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი და შე­საძ­ლოა, უფრო და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მო­მენ­ტე­ბიც არ მოგ­ვაკ­ლდეს. 

ბელა თა­ბუ­აშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

საპრეზიდენტო კამპანიის ყველაზე სახალისო ამბები

საპრეზიდენტო კამპანიის ყველაზე სახალისო ამბები

პრეზიდენტობის მსურველთა წინასაარჩევნო კამპანია მაქსიმალურად გააქტიურდა. ხმებისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში კანდიდატები დროს და ენერგიას არ იშურებენ, რათა ამომრჩეველს თავი მოაწონონ. ეს ის პერიოდია, როცა პოლიტიკოსებისათვის რეგიონებში სტუმრობა ყოველდღიურ რუტინას ემსგავსება. რაღა თქმა უნდა, ამ მხრივ გამონაკლისი არც 2013 წელია და პრეზიდენტობის მსურველთა შორის ყველაზე გამოკვეთილ ლიდერებს, გასვლითი შეხვედრები უკვე დიდი ხანია დაწყებული აქვთ (აზარტშიც კი არიან შესული).

პოლიტიკოსებისა და გლეხების მუსაიფს ხშირად კურიოზებიც ახლავს თან, რაც საზოგადოების ყურადღებას იქცევს და ერთი-ორად ზრდის კიდეც ლიდერის ცნობადობას. ჩვენც გადავწყვიტეთ, ამ პოლიტიკურად ცხელ შემოდგომას, 2013 წლის საპრეზიდენტო კანდიდატების "პოლიტიკური ექსკურსიებიდან" "მარგალიტები" შემოგთავაზოთ.

ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარესა და ორგზის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ, ნინო ბურჯანაძეს პოსტისთვის ბრძოლა დიდი ხანია დაწყებული აქვს. გამოცდილ პოლიტიკოსს არ ესწავლება, რომ ხალხის ნდობისა და მხარდაჭერის მოპოვება, მათთან უშუალო კონტაქტის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატს ყოველი დღე გაწერილი აქვს. მას ზოგან პრორუსულ ორიენტაციას უწუნებენ და აგრესიით ხვდებიან, ზოგან კი პატივისცემითა და სიყვარულით იღებენ. ლექსებსაც კი უძღვნიან.

"პოლიტიკაში კაცებმა ვერ გაამართლეს, დროა ქალები მივეხმაროთ",  - ასე მიმართა ბურჯანაძემ 21 აგვისტოს თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულის მოსახლეობას. როგორც ჩანს, ამ "დროს" ბევრი ელოდა და დიდი ხნის მივიწყებული "ჩაო ბელა" "გაუმარჯოს ნინოს" ყვირილმა ჩაანაცვლა. ასე რომ, ბოლო დროს ბურჯანაძის ამომრჩეველთან გასვლითი შეხვედრები ხშირად იქცევს ყურადღებას.

"ევროპასაც ვენაცვალე, ყველაფერს, მაგრამ რუსეთი მაინც რუსეთია"," რუსეთი მაგარია, გაუმარჯოს რუსეთს", "ქუდზე კაცი მივიდეთ და გავამარჯვებინოთ ქალბატონ ნინოს პრეზიდენტად", - მსგავსი განცხადებებით დაულოცეს გზა პრეზიდენტობის კანდიდატს ახმეტაში.

"წმიდა ნინოს ჯვრით დაგლოცავთ

ვინაც ნინოს მისცემთ ხმასა,

მხოლოდ ნინოს, მხოლოდ ნინოს

და არავის ვინმე სხვასა", - ამ ლექსით კი პოლიტიკოს ქალბატონს ერთ-ერთი ამომრჩეველი ყვარელში დახვდა.

უფრო მეტიც, ლექსის ავტორმა კანდიდატის მხარდაჭერა შეხვედრის მონაწილეებს დააფიცა კიდეც: "ჩემო საყვარელო ადამიანებო, გულზე დაიდეთ ხელი და დაიფიცეთ, რომ ნინოს მისცემთ ხმას".

"ქართველი რკინის ლედი, დედა, მიწა, ცა..." - ამგვარი მიმართვებით ბურჯანაძეს უკვე კასპში დახვდნენ...

მმართველი კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო კამპანია პრემიერ-მინისტრთან ერთად, 12 აგვისტოს ნოქალაქევიდან დაიწყო და მას შემდეგ, მეტწილად ბიძინა ივანიშვილი ახლავს თან. მათ ხან "კუჩხი ბედნიერით", ხან ცეკვა თამაშით ხვდებიან. თუმცა ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი, მარგველაშვილის გურულებთან სტუმრობა და "ოლღა ბებოსთან" დიალოგი იყო, რომელიც 14 ივლისს, ნოდარ დუმბაძის 85 წლის იუბილეზე შედგა.

ბებომ მარგველაშვილს პრეზიდენტობა უწინასწარმეტყველა და ჩოხატაურის მიხედვა დაავალა. "ეტყობა ამას, ისეთი კაცია პრეზიდენტი გახდება", - ამბობდა ბებო კანდიდატის გასაგონად, თუმცა სიტყვების ადრესატი ამ დროს ტელეფონში ცქერით იყო გართული.

არანაკლებ პოპულარულია მარგველაშილის კახეთში ერთ-ერთი სტუმრობისას ბავშვის ეპიზოდი, როცა პრეზიდენტობის კანდიდატს პატარა ბავშვი მიაჩეჩეს ხელში. "ბავშვის სუნი ძაან მიყვარს", - ეს ფრაზა და შესაბამისი ვიდეორგოლი 10 სექტემბრს ბევრმა აიტაცა ინტერნეტ სივრცეში.

ბათუმში მყოფი მარგველაშვილი ბერა ივანიშვილის კონცერტსაც დაესწრო. "პრეზიდენტად გასული, მე ვიქნები თავიდან ფეხებამდე ქართული", - გაურეპა ბათუმელებს მარგველაშვილმა.

ლექსებისა და დაფიცებების რა მოგახსენოთ, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის დავით ბაქრაძის რეგიონულმა აგიტაციამ ხელისშემშლელი ბარიერების გადალახვის ფონზე ჩაიარა. "ხელის შეშლის მცდელობა ბაქრაძისთვის ახმეტაში - დაქოქილი "ტრანგალეტკით" - მსგავსი შინაარსის სათაურებით აჭრელდა 25 სექტემბერს სოციალური ქსელები. როგორც ვიდეოში ჩანდა, ბაქრაძის ახმეტელ ამომრჩეველთან შეხვედრა პარტიის საარჩევნო შტაბთან მიმდინარეობდა, რა დროსაც ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერმა ბექა ონიანმა ეგრეთ წოდებული ”ტრანგალეტკა” დაქოქა.

ეს ფაქტი ბაქრაძის მხარდამჭერებმა პროვოკაციად შეაფასეს და საქმის გარჩევაც სცადეს. ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის აქტივისტი კი ამტკიცებდა, რომ ხელის შეშლას არავისთვის აპირებდა და მწყობრიდან გამოსული ტრანსპორტის შეკეთებას ცდილობდა. ამ პროვოკაციას ”ორიგინალური” უწოდა თავად დავით ბაქრაძემ.

"რეგიონებში ჩემი შეხვედრებისას ასეთი ხელისშეშლის მცდელბები რეგულარულად ხდება. დღეს ორიგინალური ხერხი აირჩიეს დაქოქვის გზით, თუმცა ამ ქვეყანაში თუ რაიმე დაიქოქება და ამუშავდება, ყველაფერს მივესალმები. ძალიან მშვიდან ვუყურებ მსგავს პროვოკაციებს", - აღნიშნა ინციდენტის კომენტირებისას ბაქრაძემ.

ბევრი საარჩევნო სუბიეტქის წინასაარჩევნო კამპანია იმაზე პასიურად მიმდინარეობს, ვიდრე მათგან ველოდით. ლეიბორისტული პარტიის ენამოსწრებული საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი უჩვეულოდ მდორედ ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ბატონ შალვასთან ერთადერთი კითხვა მაქვს - ამჯერად, რომელი ნომრის შემომხაზავს არ შეუშვებს ოჯახში, რძლად-ან სიძედ?!

პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში, საზოგადოების ყურადღება ასევე ვერ მიიქცია, კობა დავითაშვილმაც. ერთობ გასაკვირიც კია ზედმეტად მდორე საარჩევნო კამპანია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარლამენტარისა და სკანდალური კანონპროექტების ინიციატორისგან.

არჩევნების გადამწყვეტი ეტაპზე აღარ ჩანან საარჩევნო ასპარეზზე გამოჩენისთანავე პოპულარობის ზენიტში ასული კანდიდატები - ნიკოლოზ გორგიჯანიძე და გელა სალუაშვილი. ამ უკანასკნელით დაინტერესებულთ კი გეტყვით, რომ კანდიდატის საარჩევნო, უფრო სწორად ”ქვეყნის გადარჩენის პროგრამას” შეგიძლიათ გაეცნოთ ufali.ge-ზე.

მაშ ასე, წინ კიდევ უფრო ცხელი 2 კვირა გვაქვს. საბოლოო ხმების დათვლამდე დარჩენილ დროს პრეზიდენტობის მსურველები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო პროდუქტიულად გამოიყენებენ. შესაბამისად, ფინიშამდე მისასვლელ გზაზე, ზემოაღნიშნული და შესაძლოა, უფრო დასამახსოვრებელი მომენტებიც არ მოგვაკლდეს. 

ბელა თაბუაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია