საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკურორტო რომანის გაგრძელება 68 წლის შემდეგ
საკურორტო რომანის გაგრძელება 68 წლის შემდეგ

1945 წელს ორმა თი­ნე­ი­ჯერ­მა ერ­თმა­ნე­თი ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გებ­ზე გა­იც­ნო. ბიჭს გო­გო­ნა ერთი ნახ­ვით შე­უყ­ვარ­და და მათ შო­რის სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნი გა­ჩაღ­და. არ­და­დე­გე­ბის შემ­დეგ ორი­ვე მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში დაბ­რუნ­და; მან­ძილ­მა და დრომ ერ­თმა­ნეთს და­ა­შო­რა. 68 წლის შემ­დეგ კი უკვე მო­ხუ­ცებ­მა ერ­თმა­ნე­თი შემ­თხვე­ვით იპო­ვეს - ეს ჰო­ლი­ვუ­დის სცე­ნა­რი არ გე­გო­ნოთ. სწო­რედ ასე­თი ის­ტო­რია გა­დახ­დათ თავს ჩაკ ლე­ვის­სა და სენ­დი რი­გინსს.

ჩეკი 17 წლის იყო, ხოლო სენ­დი - 16-ის, რო­დე­საც კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში შეხ­ვდნენ. თუმ­ცა, არ­და­დე­გე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე თვე­ში სრუ­ლი­ად გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზით ერ­თმა­ნეთ­თან კონ­ტაქ­ტი გა­წყვი­ტეს. ორი­ვე და­ქორ­წინ­და - შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი შე­ე­ძი­ნათ.

დღეს ჩეკი 85 წლი­საა, სენ­დი 84-ის. რო­გორც ბედ­ნი­ე­რი მო­ხუ­ცე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბო­ბენ, მო­მა­ვა­ლი აღარ აში­ნებთ, რად­გან ერ­თმა­ნე­თი იპო­ვეს და 68 წლის წი­ნან­დე­ლი ლა­მა­ზი ზა­ფხუ­ლის გახ­სე­ნე­ბა სი­ა­მოვ­ნებთ.

"რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვართ. მას თა­ვი­სი ოჯა­ხი ჰყავს, მე - ჩემი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ხში­რად ვფიქ­რობ­დი, რა მოხ­დე­ბო­და რა­ღაც ბავ­შვურ სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად არ გვე­ფიქ­რა და კონ­ტაქ­ტი არ გაგ­ვე­წყვი­ტა. წარ­სუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა რომ შე­მეძ­ლოს... ბედ­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბა გვექ­ნე­ბო­და", - ამ­ბობს სენ­დი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

საკურორტო რომანის გაგრძელება 68 წლის შემდეგ

საკურორტო რომანის გაგრძელება 68 წლის შემდეგ

1945 წელს ორმა თინეიჯერმა ერთმანეთი ზაფხულის არდადეგებზე გაიცნო. ბიჭს გოგონა ერთი ნახვით შეუყვარდა და მათ შორის საკურორტო რომანი გაჩაღდა. არდადეგების შემდეგ ორივე მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა; მანძილმა და დრომ ერთმანეთს დააშორა. 68 წლის შემდეგ კი უკვე მოხუცებმა ერთმანეთი შემთხვევით იპოვეს - ეს ჰოლივუდის სცენარი არ გეგონოთ. სწორედ ასეთი ისტორია გადახდათ თავს ჩაკ ლევისსა და სენდი რიგინსს.

ჩეკი 17 წლის იყო, ხოლო სენდი - 16-ის, როდესაც კალიფორნიაში შეხვდნენ. თუმცა, არდადეგების შემდეგ რამდენიმე თვეში სრულიად გაურკვეველი მიზეზით ერთმანეთთან კონტაქტი გაწყვიტეს. ორივე დაქორწინდა - შვილები და შვილიშვილები შეეძინათ.

დღეს ჩეკი 85 წლისაა, სენდი 84-ის. როგორც ბედნიერი მოხუცები ჟურნალისტთან საუბარში ამბობენ, მომავალი აღარ აშინებთ, რადგან ერთმანეთი იპოვეს და 68 წლის წინანდელი ლამაზი ზაფხულის გახსენება სიამოვნებთ.

"რასაკვირველია, კარგი მეგობრები ვართ. მას თავისი ოჯახი ჰყავს, მე - ჩემი. სიმართლე გითხრათ, ხშირად ვფიქრობდი, რა მოხდებოდა რაღაც ბავშვურ სისულელეებზე სერიოზულად არ გვეფიქრა და კონტაქტი არ გაგვეწყვიტა. წარსულის დაბრუნება რომ შემეძლოს... ბედნიერი ქორწინება გვექნებოდა", - ამბობს სენდი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს