სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე იაკობი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბრობს
მეუფე იაკობი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბრობს

პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სი ია­კო­ბი ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ კამ­პა­ნი­ა­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც ბოდ­ბელ­მა ეპის­კო­პოს­მა დღე­ვან­დე­ლი საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა, უმ­ჯო­ბე­სია, "ეკ­ლე­სი­ა­ზე გა­და­კი­დე­ბუ­ლებ­მა სა­კუ­თარ თავს მი­ხე­დონ". ეპის­კო­პო­სის თქმით, დღეს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავს თე­ო­ლო­გად, იგი­ვე ღვთის­მე­ტყვე­ლად მო­იხ­სე­ნი­ებს და მუდ­მი­ვად ილაშ­ქრე­ბენ ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ.

"ბოლო დროს ძა­ლი­ან მო­დუ­რი გახ­და ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ლაშ­ქრე­ბა. ტე­ლე­ვი­ზი­ით ხში­რად ვხე­დავთ ადა­მი­ა­ნებს, სტა­ტუ­სით - თე­ო­ლო­გი. ამ სი­ტყვის გა­უბ­რა­ლო­ე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ღვთის­მე­ტყვე­ლი მხო­ლოდ სამი არ­სე­ბობ­და - გრი­გო­ლი, იო­ა­ნე და სვი­მო­ნი. უნდა და­ფიქ­რდეთ, სა­ი­დან მო­ვი­და ამ­დე­ნი ახა­ლი ღვთის­მე­ტყვე­ლი. ჩვენ, ქრის­ტი­ა­ნებს და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს სა­მა­გა­ლი­თო ცხოვ­რე­ბა გვმარ­თებს, რათა ჩა­საფ­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს რამ­დე­ნი­მე კა­ცის მა­გა­ლით­ზე ქრის­ტე­სა და ეკ­ლე­სი­ა­ზე ცუდი ლა­პა­რა­კის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მივ­ცეთ. თუმ­ცა, გარ­კვე­ულ­წი­ლად ეს ჩვე­ნი ბრა­ლიც არის,"რად­გან ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს სი­სუს­ტე­ე­ბი", -"ბრძა­ნა მე­უ­ფე ია­კობ­მა.

ეპის­კო­პო­სის გან­მარ­ტე­ბით, ეკ­ლე­სი­ას არ ეში­ნია იმის", რაც იწე­რე­ბა ან ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­და­ი­ცე­მა, რად­გან ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი მკი­თხვე­ლი და მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს.

"კლე­სი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კამ­პა­ნია დიდი ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბო­რო­ტი მუ­დამ ებ­რძო­და ეკ­ლე­სი­ას. თუმ­ცა, დღეს, ვი­თომ­და იმ სა­ფარ­ვე­ლით, რომ ეკ­ლე­სი­ის სი­სუფ­თა­ვე სურთ, ღმერ­თი­სა და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვი­ან. ჩვენ ყვე­ლა მათ­გა­ნის გვა­რე­ბი ვი­ცით და ასე­ვე გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია მათი და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო­ე­ბის და მათი ქარ­თვე­ლი პატ­რო­ნე­ბის შე­სა­ხებ. დღეს ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან უჭირს, დიდი ტე­რი­ტო­რია და­პყრო­ბი­ლია. და­პყრო­ბილ ტე­რი­ტო­რი­ებ­ში მხო­ლოდ აფხა­ზეთს და სა­მა­ჩაბ­ლოს არ ვგუ­ლის­ხმობ. ჩემ­თვის ტაო-კლარ­ჯე­თიც ისე­თი­ვე და­პყრო­ბი­ლია, რო­გორც ეს რე­გი­ო­ნე­ბი. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ვინ წა­გარ­თმევს, თუმ­ცა ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რომ ადრე თუ გვი­ან, ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად დაბ­რუნ­დე­ბა. მინ­და ვურ­ჩიო ეკ­ლე­სი­ა­ზე გა­და­კი­დე­ბუ­ლებს, თა­ვი­ანთ თავს მი­ხე­დონ და და­ფიქ­რდნენ, რა გა­უ­კე­თე­ბი­ათ. თუ გვინ­და, ქვე­ყა­ნა გა­დარ­ჩეს, ერ­თო­ბა უნდა გვქონ­დეს. კინ­კლა­ო­ბა სა­ჭი­რო არ არის", - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფემ.

ეპის­კო­პოს ია­კო­ბის თქმით, ყვე­ლა­ფერს აქვს და­სა­წყი­სი და და­სას­რუ­ლი, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, ეკ­ლე­სი­ის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­მა სა­კუ­თარ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე იფიქ­რობნ. "პო­ლე­მი­კა­ში არა­ვის­თან შე­ვალთ, თუმ­ცა პა­სუხს ყვე­ლა მი­ი­ღებს. ნე­ბის­მი­ე­რი სარ­წმუ­ნო­ე­ბის ადა­მი­ა­ნის და­ჩაგ­ვრას არ მი­ვე­სალ­მე­ბით და არა­ვის მო­ვუ­წო­ნებთ. ეკ­ლე­სია მუ­დამ იქ­ნე­ბა ხალ­ხი­სა და ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის სა­და­რა­ჯო­ზე. თუ ეკ­ლე­სი­ა­ში რამე ავად­მყო­ფო­ბაა, ამა­საც ვუმ­კურ­ნა­ლებთ. ყვე­ლამ უნდა ვუმ­კურ­ნა­ლოთ ჩვენს ფი­ზი­კურ თუ სუ­ლი­ერ და­ა­ვა­დე­ბებს", - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფემ.

ქა­და­გე­ბის და­სას­რულს ეპის­კო­პოს­მა მრევლს იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის მუც­ლა­დღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი და თბი­ლი­სო­ბა მი­უ­ლო­ცა და სა­ქარ­თვე­ლოს გამ­თლი­ა­ნე­ბა ისურ­ვა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მეუფე იაკობი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბრობს

მეუფე იაკობი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბრობს

პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბრობს. როგორც ბოდბელმა ეპისკოპოსმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, უმჯობესია, "ეკლესიაზე გადაკიდებულებმა საკუთარ თავს მიხედონ". ეპისკოპოსის თქმით, დღეს ბევრი ადამიანი საკუთარ თავს თეოლოგად, იგივე ღვთისმეტყველად მოიხსენიებს და მუდმივად ილაშქრებენ ეკლესიის წინააღმდეგ.

"ბოლო დროს ძალიან მოდური გახდა ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრება. ტელევიზიით ხშირად ვხედავთ ადამიანებს, სტატუსით - თეოლოგი. ამ სიტყვის გაუბრალოება არ შეიძლება. ღვთისმეტყველი მხოლოდ სამი არსებობდა - გრიგოლი, იოანე და სვიმონი. უნდა დაფიქრდეთ, საიდან მოვიდა ამდენი ახალი ღვთისმეტყველი. ჩვენ, ქრისტიანებს და სასულიერო პირებს სამაგალითო ცხოვრება გვმართებს, რათა ჩასაფრებულ ადამიანებს რამდენიმე კაცის მაგალითზე ქრისტესა და ეკლესიაზე ცუდი ლაპარაკის საშუალება არ მივცეთ. თუმცა, გარკვეულწილად ეს ჩვენი ბრალიც არის,"რადგან ყველა ადამიანს აქვს სისუსტეები", -"ბრძანა მეუფე იაკობმა.

ეპისკოპოსის განმარტებით, ეკლესიას არ ეშინია იმის", რაც იწერება ან ტელევიზიით გადაიცემა, რადგან ყველაფერს თავისი მკითხველი და მაყურებელი ჰყავს.

"კლესიის საწინააღმდეგო კამპანია დიდი ხანია მიმდინარეობს. ბოროტი მუდამ ებრძოდა ეკლესიას. თუმცა, დღეს, ვითომდა იმ საფარველით, რომ ეკლესიის სისუფთავე სურთ, ღმერთისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ იბრძვიან. ჩვენ ყველა მათგანის გვარები ვიცით და ასევე გვაქვს ინფორმაცია მათი დაფინანსების წყაროების და მათი ქართველი პატრონების შესახებ. დღეს ქვეყანას ძალიან უჭირს, დიდი ტერიტორია დაპყრობილია. დაპყრობილ ტერიტორიებში მხოლოდ აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ ვგულისხმობ. ჩემთვის ტაო-კლარჯეთიც ისეთივე დაპყრობილია, როგორც ეს რეგიონები. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ წაგართმევს, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ადრე თუ გვიან, ისინი აუცილებლად დაბრუნდება. მინდა ვურჩიო ეკლესიაზე გადაკიდებულებს, თავიანთ თავს მიხედონ და დაფიქრდნენ, რა გაუკეთებიათ. თუ გვინდა, ქვეყანა გადარჩეს, ერთობა უნდა გვქონდეს. კინკლაობა საჭირო არ არის", - აღნიშნა მეუფემ.

ეპისკოპოს იაკობის თქმით, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, ამიტომ უმჯობესია, ეკლესიის მოწინააღმდეგეებმა საკუთარ კეთილდღეობაზე იფიქრობნ. "პოლემიკაში არავისთან შევალთ, თუმცა პასუხს ყველა მიიღებს. ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანის დაჩაგვრას არ მივესალმებით და არავის მოვუწონებთ. ეკლესია მუდამ იქნება ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობის სადარაჯოზე. თუ ეკლესიაში რამე ავადმყოფობაა, ამასაც ვუმკურნალებთ. ყველამ უნდა ვუმკურნალოთ ჩვენს ფიზიკურ თუ სულიერ დაავადებებს", - აღნიშნა მეუფემ.

ქადაგების დასასრულს ეპისკოპოსმა მრევლს იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების დღესასწაული და თბილისობა მიულოცა და საქართველოს გამთლიანება ისურვა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია