საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რით შეაშინა მანიკა ასათიანმა თანაწამყვანი
რით შეაშინა მანიკა ასათიანმა თანაწამყვანი

ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნი­დან, "მა­ესტროს" დი­ლის ეთე­რი მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნი­სა და ლე­ვან ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შეხ­მატ­კბი­ლე­ბულ­მა ტან­დემ­მა და­ი­კა­ვა. თა­ნა­წამ­ყვა­ნე­ბი ეკ­რანს მიღ­მაც მე­გობ­რო­ბენ, მაგ­რამ გა­ირ­კვა, რომ რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ლე­ვანს მა­ნი­კა­სი "ეში­ნო­და", "და­უნ­დო­ბე­ლი" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი კი მის და­ბე­ზღე­ბას არ ერი­დე­ბოდ­ნენ...

ლე­ვა­ნი:

- მა­ნი­კა "მა­ესტრო­ში" გა­ვი­ცა­ნი და ერ­თმა­ნეთს თან­და­თან და­ვუ­ახ­ლოვ­დით.

- მა­ნამ­დე მა­ნი­კას შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­დი?

- რო­გორ არა! "რუს­თა­ვი 2"-ის დი­ლის ეთე­რი­დან მახ­სოვ­და. მერე გო­ნე­ბა­ში აღ­ვიდ­გი­ნე, რომ "ჯე­ოს­ტარ­შიც" მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

მა­ნი­კა:

- ერ­თმა­ნეთს ად­ვი­ლად გა­ვუ­გეთ, რად­გან კონ­ფლიქ­ტუ­რი და რთუ­ლი ხა­სი­ა­თის მქო­ნე არც მე ვარ და არც - ლე­ვა­ნი. თავ­და­პირ­ვე­ლად, 4 წამ­ყვა­ნი ვი­ყა­ვით. 4 ადა­მი­ა­ნის ერ­თმა­ნეთ­თან შე­გუ­ე­ბა უფრო რთუ­ლია, მაგ­რამ ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, სხვაგ­ვა­რად იყო - ერ­თად ყვე­ლა­ნი კარ­გად ვგრძნობ­დით თავს. ახა­ლი სე­ზო­ნის გა­და­ცე­მის და­წყე­ბამ­დე არ ვი­ცო­დით, რომ წამ­ყვა­ნე­ბი მხო­ლოდ ჩვენ ვიქ­ნე­ბო­დით... ზა­ფხულ­ში მე და ლე­ვან­მა ტრე­ნა­ჟო­რებ­ზე სი­ა­რუ­ლიც ერ­თად მო­ვინ­დო­მეთ.

- შენც წო­ნის პრობ­ლე­მა გქონ­და?

- არა. უბ­რა­ლოდ, სხე­უ­ლის გა­სამ­კვრი­ვებ­ლად, ენერ­გი­ის მო­სა­მა­ტებ­ლად ვვარ­ჯი­შობ­დი. ლე­ვან, ახლა თქვი, რომ ვარ­ჯი­ში მე გა­ი­ძუ­ლე!

ლე­ვა­ნი:

- კი, მარ­თლა მა­ნი­კამ მა­ი­ძუ­ლა. მი­თხრა, - ახალ­გაზ­რდა ბიჭი რას ჰგავ­ხა­რო (იცი­ნის)?! გა­სუ­ლი სე­ზო­ნის ბოლო გა­და­ცე­მის ფოტო რომ ვნა­ხე, ლა­მის გული გა­მის­კდა: მა­შინ 90 კილო ვი­ყა­ვი, ახლა 74-ზე "ჩა­მო­ვე­დი".

მა­ნი­კა:

- ვა­კონ­ტრო­ლებ­დი, ლუკ­მებს ვუთ­ვლი­დი. ერთი პე­რი­ო­დი, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჩემ­თან აბე­ზღებ­დნენ, - ლე­ვა­ნი ქვე­მოთ ხა­ჭა­პურს ჭამს და გვე­უბ­ნე­ბა, - მა­ნი­კას არ უთხრა­თო. ჩემი ეში­ნო­და (იცი­ნის).

ლე­ვა­ნი:

- ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ კვე­ბის რე­ჟი­მი თვი­თონ­ვე და­მარ­ღვე­ვი­ნა: "ჟე­ლი­ბო­ნი" იყი­და, მე კი ცდუ­ნე­ბას ვერ გა­ვუ­ძე­ლი.

მა­ნი­კა:

- ჰო, მაგ­რამ ეგ ამ­ბა­ვი გუ­შინ მოხ­და, როცა უკვე 15 კილო გქონ­და დაკ­ლე­ბუ­ლი. ახლა წონა უნდა ვუ­კონ­ტრო­ლო, რომ არ მო­ი­მა­ტოს.

- ახა­ლი რუბ­რი­კა და­გე­მა­ტათ - პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე გა­მამ­ხნე­ვე­ბელ ვარ­ჯიშს გვთა­ვა­ზობს. მისი რჩე­ვე­ბით სარ­გებ­ლობთ?

- სტუ­დი­ის პი­რო­ბებ­ში ვარ­ჯი­შის სა­შუ­ა­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არ გვაქვს. ზო­გა­დად, მი­მაჩ­ნია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის თა­თია დო­ნა­ძის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ვარ­ჯი­შე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია - თუნ­დაც იმი­ტომ, რომ დილა ენერ­გი­უ­ლად და­ი­წყოს, გა­მო­ფხიზ­ლდეს...

ლე­ვა­ნი:

- ტრე­ნა­ჟო­რებ­ზე სი­ა­რუ­ლი დროს­თან და ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ იყოს. ჩვე­ნი ეთე­რის მეშ­ვე­ო­ბით კი შე­გიძ­ლი­ათ, 5 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ივარ­ჯი­შოთ.

მა­ნი­კა:

- ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ, მოძ­რა­ო­ბე­ბი და­ი­მახ­სოვ­როთ და დღის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში გა­ი­მე­ო­როთ. ახლა მე და ლე­ვა­ნი იო­გა­ზე სი­ა­რულს ვა­პი­რებთ.

- მა­ნი­კა, ლე­ვა­ნი რო­გო­რი ბი­ჭია?

- ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი, მე­გობ­რუ­ლი და რაც მთა­ვა­რია, ჭკვი­ა­ნი. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლია - ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხში "აგ­ყვე­ბა" და და­გეხ­მა­რე­ბა, ყვე­ლა­ფერ­ში ხელს შე­გი­წყობს. ძა­ლი­ან კარ­გი პარტნი­ო­რია.

- ლე­ვან, მა­ნი­კას რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ?

- გარ­და იმი­სა, რომ ულა­მა­ზე­სია, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი, და­დე­ბი­თი პი­როვ­ნე­ბაა. როცა სამ­სა­ხურ­ში გა­ცი­ლე­ბით მეტ დროს ატა­რებ, ვიდ­რე - სახ­ლში, სამ­სა­ხუ­რი შენი მე­ო­რე ოჯა­ხი ხდე­ბა. გვერ­დით ისე­თი ადა­მი­ა­ნი გჭირ­დე­ბა, ვინც შენს ჭირ­სა თუ ლხინს გა­ი­ზი­ა­რებს. მი­ხა­რია, რომ მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნის სა­ხით, იდე­ა­ლუ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი და კარ­გი მე­გო­ბა­რი მყავს.

- ალ­ბათ გა­გი­ხარ­დათ, როცა შე­ი­ტყვეთ, რომ მე­გობ­რებს, გა­და­ცე­მის ერ­თად წაყ­ვა­ნა მო­გი­წევ­დათ...

მა­ნი­კა:

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ერ­თმა­ნეთს ლე­ვა­ნი და ნი­ნუ­ცაც კარ­გად შე­ე­წყო­ბოდ­ნენ, ასე­ვე - მე და კა­ხაც. ამის პრობ­ლე­მა არ იყო. უბ­რა­ლოდ, გა­და­ცე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ ნი­ნუ­ცა და კახა სა­კუ­თარ რუბ­რი­კებს უფრო მო­უხ­დე­ბოდ­ნენ. გუ­ლიც დაგ­ვწყდა, რომ ორნი დავ­რჩით, მაგ­რამ მუ­შა­ო­ბა ნამ­დვი­ლად არ გაგ­ვჭირ­ვე­ბია.

ლე­ვა­ნი:

- ჩვენ­თვის ერ­თგვა­რი რი­ტუ­ა­ლი იყო, როცა გა­და­ცე­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ოთხი­ვე კა­ფე­ში ჩავ­დი­ო­დით, ვსა­უბ­რობ­დით, სხვა­დას­ხვა სა­კითხს გან­ვი­ხი­ლავ­დით...

- სი­უ­ჟე­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა აღარ გი­წევთ. ამის გამო, საქ­მე ხომ არ გა­გი­ი­ოლ­დათ?

- როცა ეთერ­ში 4 თა­ნა­წამ­ყვა­ნია, შე­იძ­ლე­ბა, გარ­კვე­ულ მო­მენ­ტში მო­დუნ­დე. ახლა მხო­ლოდ ორნი ვართ და აქ­ტი­უ­რე­ბი უნდა ვი­ყოთ: მა­ნი­კას მიერ მო­თხრო­ბილ კულ­ტუ­რის ამ­ბებს ვის­მენ, რომ შემ­დეგ რეპ­ლი­კა "გა­ვა­კე­თო"... პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მოგ­ვე­მა­ტა.

მა­ნი­კა:

- სი­უ­ჟე­ტებს რაც შე­ე­ხე­ბა, უბ­რა­ლოდ, ის დრო დაგ­ვე­ზო­გა, რა­საც მათ მომ­ზა­დე­ბას ვან­დო­მებ­დით, თო­რემ ვერ ვი­ტყვით, რომ საქ­მე გაგ­ვი­ი­ოლ­და.

ლე­ვა­ნი:

- გა­და­ცე­მის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე, მე­ო­რე სა­ე­თე­რო დღის­თვის ვემ­ზა­დე­ბით: ტექ­სტებს თა­ვად ვად­გენთ, რეს­პონ­დენ­ტებს ვარ­ჩევთ...

- თქვე­ნი აზ­რით, დი­ლის გა­და­ცე­მა­ში თქვე­ნი ტან­დე­მი რა­ტომ აირ­ჩი­ეს?

მა­ნი­კა:

- წინა ფორ­მატ­ში ყვე­ლას ჩვენ-ჩვე­ნი საქ­მე გვქონ­და გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი: მე სი­უ­ჟე­ტებს კულ­ტუ­რის, მო­დის სფე­როს, ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ ვამ­ზა­დებ­დი, ლე­ვა­ნი პრე­სას და ინ­ტერ­ნე­ტის ამ­ბებს მი­მო­ი­ხი­ლავ­და, სა­მუ­შა­ოდ უფრო სე­რი­ო­ზულ თე­მებს იღებ­და; ნი­ნუ­ცას და კა­ხას "კვი­რე­უ­ლე­ბი" ჰქონ­დათ... ახლა ერთი მთა­ვა­რი თემა გვაქვს, რო­მელ­ზეც ვსა­უბ­რობთ. მე კვლავ კულ­ტუ­რის ამ­ბებს ვუ­ძღვე­ბი, ლე­ვანს კი თა­ვის სფე­რო­ში შემ­ცვლე­ლი არ ჰყავს: ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ კახა გა­ზე­თებ­თან იჯ­დეს და პრე­სას მი­მო­ი­ხი­ლავ­დეს. ნი­ნუ­ცაც და კა­ხაც მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან და სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ულ ნიჭს სი­უ­ჟე­ტებ­ში კარ­გად ამ­ჟღავ­ნე­ბენ.

ლე­ვა­ნი:

- მათი გარ­და­სახ­ვა ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, მა­გა­ლი­თად - კახა პი­ცის მცხობ­ლის ამ­პლუ­ა­ში (იცი­ნის).

- შენ და ლე­ვა­ნი საკ­ვებ­ზე სა­უბ­რის გარ­და, კი­დევ რაზე კა­მა­თობთ?

მა­ნი­კა:

- წე­ღან ვი­კა­მა­თეთ: ლე­ვანს პიცა უნდა და პი­ცე­რი­ა­ში მე­პა­ტი­ჟე­ბა, მე კი ჩიზ­ბურ­გე­რი მინ­და (იცი­ნი­ან)...

- სა­მუ­შაო დღეს რო­დის ამ­თავ­რებთ?

- ისეთ სფე­რო­ში ვმუ­შა­ობთ, სა­მუ­შაო სა­ა­თებს ზუს­ტად ვერ გათ­ვლი: შე­იძ­ლე­ბა, გა­და­ცე­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ 1 სა­ათ­ში გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ (ეს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა), მაგ­რამ უკან მობ­რუ­ნე­ბა გვი­წევს; შე­იძ­ლე­ბა, მთე­ლი დღე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვი­ყოთ, მაგ­რამ საქ­მე კი­დევ ვერ და­ვას­რუ­ლოთ... სა­შუ­ა­ლოდ, დღის 4 სა­ა­თამ­დე ვმუ­შა­ობთ.

- თა­ვი­სუ­ფალ დროს რო­გორ ატა­რებთ?

ლე­ვა­ნი:

- მალე მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში (მე­დი­ის კვლე­ვე­ბის გან­ხრით) სწავ­ლა მე­წყე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ღა­მოს ლექ­ცი­ებ­ზე მო­მი­წევს სი­ა­რუ­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით, თა­ვი­სუ­ფალ დროს მე­გო­ბარს ვუთ­მობ ან შინ მივ­დი­ვარ, ვსა­დი­ლობ...

მა­ნი­კა:

- სახ­ლში ას­ვლის წინ საკ­ვებ პრო­დუქ­ტებს ყი­დუ­ლობს. ოჯა­ხის ბი­ჭია (იცი­ნის).

ლე­ვა­ნი:

- ეს იმი­ტომ, რომ ძი­რი­თა­დად, მარ­ტო ვცხოვ­რობ.

მა­ნი­კა:

- ჩემი აზ­რით, სა­კუ­თა­რი საქ­მე ნე­ბის­მი­ე­რი ქა­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ სამ­სა­ხუ­რის მერე დროს აუ­ცი­ლებ­ლად, შვილ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

რით შეაშინა მანიკა ასათიანმა თანაწამყვანი

რით შეაშინა მანიკა ასათიანმა თანაწამყვანი

ახალი სატელევიზიო სეზონიდან, "მაესტროს" დილის ეთერი მანიკა ასათიანისა და ლევან ჟორჟოლიანის შეხმატკბილებულმა ტანდემმა დაიკავა. თანაწამყვანები ეკრანს მიღმაც მეგობრობენ, მაგრამ გაირკვა, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში, ლევანს მანიკასი "ეშინოდა", "დაუნდობელი" თანამშრომლები კი მის დაბეზღებას არ ერიდებოდნენ...

ლევანი:

- მანიკა "მაესტროში" გავიცანი და ერთმანეთს თანდათან დავუახლოვდით.

- მანამდე მანიკას შესახებ არაფერი იცოდი?

- როგორ არა! "რუსთავი 2"-ის დილის ეთერიდან მახსოვდა. მერე გონებაში აღვიდგინე, რომ "ჯეოსტარშიც" მონაწილეობდა.

მანიკა:

- ერთმანეთს ადვილად გავუგეთ, რადგან კონფლიქტური და რთული ხასიათის მქონე არც მე ვარ და არც - ლევანი. თავდაპირველად, 4 წამყვანი ვიყავით. 4 ადამიანის ერთმანეთთან შეგუება უფრო რთულია, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, სხვაგვარად იყო - ერთად ყველანი კარგად ვგრძნობდით თავს. ახალი სეზონის გადაცემის დაწყებამდე არ ვიცოდით, რომ წამყვანები მხოლოდ ჩვენ ვიქნებოდით... ზაფხულში მე და ლევანმა ტრენაჟორებზე სიარულიც ერთად მოვინდომეთ.

- შენც წონის პრობლემა გქონდა?

- არა. უბრალოდ, სხეულის გასამკვრივებლად, ენერგიის მოსამატებლად ვვარჯიშობდი. ლევან, ახლა თქვი, რომ ვარჯიში მე გაიძულე!

ლევანი:

- კი, მართლა მანიკამ მაიძულა. მითხრა, - ახალგაზრდა ბიჭი რას ჰგავხარო (იცინის)?! გასული სეზონის ბოლო გადაცემის ფოტო რომ ვნახე, ლამის გული გამისკდა: მაშინ 90 კილო ვიყავი, ახლა 74-ზე "ჩამოვედი".

მანიკა:

- ვაკონტროლებდი, ლუკმებს ვუთვლიდი. ერთი პერიოდი, თანამშრომლები ჩემთან აბეზღებდნენ, - ლევანი ქვემოთ ხაჭაპურს ჭამს და გვეუბნება, - მანიკას არ უთხრათო. ჩემი ეშინოდა (იცინის).

ლევანი:

- ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კვების რეჟიმი თვითონვე დამარღვევინა: "ჟელიბონი" იყიდა, მე კი ცდუნებას ვერ გავუძელი.

მანიკა:

- ჰო, მაგრამ ეგ ამბავი გუშინ მოხდა, როცა უკვე 15 კილო გქონდა დაკლებული. ახლა წონა უნდა ვუკონტროლო, რომ არ მოიმატოს.

- ახალი რუბრიკა დაგემატათ - პროფესიონალი ტანმოვარჯიშე გამამხნევებელ ვარჯიშს გვთავაზობს. მისი რჩევებით სარგებლობთ?

- სტუდიის პირობებში ვარჯიშის საშუალება ნამდვილად არ გვაქვს. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის თათია დონაძის მიერ შემოთავაზებული ვარჯიშები აუცილებელია - თუნდაც იმიტომ, რომ დილა ენერგიულად დაიწყოს, გამოფხიზლდეს...

ლევანი:

- ტრენაჟორებზე სიარული დროსთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული და შეიძლება, ბევრისთვის ხელმისაწვდომი არ იყოს. ჩვენი ეთერის მეშვეობით კი შეგიძლიათ, 5 წუთის განმავლობაში ივარჯიშოთ.

მანიკა:

- ასევე შეგიძლიათ, მოძრაობები დაიმახსოვროთ და დღის ნებისმიერ მონაკვეთში გაიმეოროთ. ახლა მე და ლევანი იოგაზე სიარულს ვაპირებთ.

- მანიკა, ლევანი როგორი ბიჭია?

- ძალიან აქტიური, მეგობრული და რაც მთავარია, ჭკვიანი. ურთიერთობაში თავისუფალია - ნებისმიერ საკითხში "აგყვება" და დაგეხმარება, ყველაფერში ხელს შეგიწყობს. ძალიან კარგი პარტნიორია.

- ლევან, მანიკას როგორ დაახასიათებ?

- გარდა იმისა, რომ ულამაზესია, ძალიან მეგობრული, დადებითი პიროვნებაა. როცა სამსახურში გაცილებით მეტ დროს ატარებ, ვიდრე - სახლში, სამსახური შენი მეორე ოჯახი ხდება. გვერდით ისეთი ადამიანი გჭირდება, ვინც შენს ჭირსა თუ ლხინს გაიზიარებს. მიხარია, რომ მანიკა ასათიანის სახით, იდეალური თანამშრომელი და კარგი მეგობარი მყავს.

- ალბათ გაგიხარდათ, როცა შეიტყვეთ, რომ მეგობრებს, გადაცემის ერთად წაყვანა მოგიწევდათ...

მანიკა:

- დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს ლევანი და ნინუცაც კარგად შეეწყობოდნენ, ასევე - მე და კახაც. ამის პრობლემა არ იყო. უბრალოდ, გადაცემის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ ნინუცა და კახა საკუთარ რუბრიკებს უფრო მოუხდებოდნენ. გულიც დაგვწყდა, რომ ორნი დავრჩით, მაგრამ მუშაობა ნამდვილად არ გაგვჭირვებია.

ლევანი:

- ჩვენთვის ერთგვარი რიტუალი იყო, როცა გადაცემის დასრულების შემდეგ, ოთხივე კაფეში ჩავდიოდით, ვსაუბრობდით, სხვადასხვა საკითხს განვიხილავდით...

- სიუჟეტების მომზადება აღარ გიწევთ. ამის გამო, საქმე ხომ არ გაგიიოლდათ?

- როცა ეთერში 4 თანაწამყვანია, შეიძლება, გარკვეულ მომენტში მოდუნდე. ახლა მხოლოდ ორნი ვართ და აქტიურები უნდა ვიყოთ: მანიკას მიერ მოთხრობილ კულტურის ამბებს ვისმენ, რომ შემდეგ რეპლიკა "გავაკეთო"... პასუხისმგებლობა მოგვემატა.

მანიკა:

- სიუჟეტებს რაც შეეხება, უბრალოდ, ის დრო დაგვეზოგა, რასაც მათ მომზადებას ვანდომებდით, თორემ ვერ ვიტყვით, რომ საქმე გაგვიიოლდა.

ლევანი:

- გადაცემის დამთავრებისთანავე, მეორე საეთერო დღისთვის ვემზადებით: ტექსტებს თავად ვადგენთ, რესპონდენტებს ვარჩევთ...

- თქვენი აზრით, დილის გადაცემაში თქვენი ტანდემი რატომ აირჩიეს?

მანიკა:

- წინა ფორმატში ყველას ჩვენ-ჩვენი საქმე გვქონდა გადანაწილებული: მე სიუჟეტებს კულტურის, მოდის სფეროს, ხელოვნების შესახებ ვამზადებდი, ლევანი პრესას და ინტერნეტის ამბებს მიმოიხილავდა, სამუშაოდ უფრო სერიოზულ თემებს იღებდა; ნინუცას და კახას "კვირეულები" ჰქონდათ... ახლა ერთი მთავარი თემა გვაქვს, რომელზეც ვსაუბრობთ. მე კვლავ კულტურის ამბებს ვუძღვები, ლევანს კი თავის სფეროში შემცვლელი არ ჰყავს: ვერ წარმომიდგენია, რომ კახა გაზეთებთან იჯდეს და პრესას მიმოიხილავდეს. ნინუცაც და კახაც მსახიობები არიან და საკუთარ პროფესიულ ნიჭს სიუჟეტებში კარგად ამჟღავნებენ.

ლევანი:

- მათი გარდასახვა ძალიან მომეწონა, მაგალითად - კახა პიცის მცხობლის ამპლუაში (იცინის).

- შენ და ლევანი საკვებზე საუბრის გარდა, კიდევ რაზე კამათობთ?

მანიკა:

- წეღან ვიკამათეთ: ლევანს პიცა უნდა და პიცერიაში მეპატიჟება, მე კი ჩიზბურგერი მინდა (იცინიან)...

- სამუშაო დღეს როდის ამთავრებთ?

- ისეთ სფეროში ვმუშაობთ, სამუშაო საათებს ზუსტად ვერ გათვლი: შეიძლება, გადაცემის დასრულების შემდეგ 1 საათში გავთავისუფლდეთ (ეს ძალიან იშვიათად ხდება), მაგრამ უკან მობრუნება გვიწევს; შეიძლება, მთელი დღე ტელევიზიაში ვიყოთ, მაგრამ საქმე კიდევ ვერ დავასრულოთ... საშუალოდ, დღის 4 საათამდე ვმუშაობთ.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

ლევანი:

- მალე მაგისტრატურაში (მედიის კვლევების განხრით) სწავლა მეწყება. სავარაუდოდ, საღამოს ლექციებზე მომიწევს სიარული. ჯერჯერობით, თავისუფალ დროს მეგობარს ვუთმობ ან შინ მივდივარ, ვსადილობ...

მანიკა:

- სახლში ასვლის წინ საკვებ პროდუქტებს ყიდულობს. ოჯახის ბიჭია (იცინის).

ლევანი:

- ეს იმიტომ, რომ ძირითადად, მარტო ვცხოვრობ.

მანიკა:

- ჩემი აზრით, საკუთარი საქმე ნებისმიერი ქალისთვის აუცილებელია, მაგრამ სამსახურის მერე დროს აუცილებლად, შვილთან ერთად ვატარებ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები