მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცხ­ო­უ­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ომი სა­ქარ­თვე­ლო­ში
უცხ­ო­უ­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ომი სა­ქარ­თვე­ლო­ში

"გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდე­ბა­რე­ო­ბის გა­მო სა­ქარ­თვე­ლო მოქ­ცე­უ­ლია მე­ზო­ბე­ლი (და არა მარ­ტო მა­თი) ქვეყ­ნე­ბის ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ში. რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მწი­ფოს დაზ­ვერ­ვა მუ­შა­ობს, ისი­ნი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით, უახ­ლო­ე­სი და შო­რე­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პერ­სპექ­ტი­ვით, მა­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მე­ბით, ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ, კულ­ტუ­რულ და, გან­სა­კუთ­რე­ბით, პო­ლი­ტი­კურ სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბით. მათ აინ­ტე­რე­სებთ, რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა მო­ვა სა­თა­ვე­ში და ექ­ნე­ბა თუ არა მას ლო­ი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამა თუ იმ ქვეყ­ნი­სად­მი", - ამ­ბობს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, უშიშ­რო­ე­ბის გე­ნე­რალ­-მა­ი­ო­რი, იუ­რი­დი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ჯე­მალ ჯა­ნა­ში­ა.

- მოს­კო­ვის­თვის, კრემ­ლის­თვის, პირ­და­პირ დგას სა­კითხ­ი: არ და­უშ­ვას ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბა მი­სი საზღ­ვრე­ბი­სა­კენ. უდა­ვო­ა, რომ ეს არის სამ­კვდრო-­სა­სი­ცოცხ­ლო ბრძო­ლა, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლო არის ბრძო­ლის ვე­ლი, რო­გორც პირ­და­პი­რი (90-ი­ა­ნი წლე­ბი, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი), ასე­ვე გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ანუ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ბრძო­ლის ვე­ლი (რო­გორ გა­ა­ფარ­თო­ე­ბენ თა­ვი­ანთ გავ­ლე­ნებს და გა­და­ი­ტა­ნენ ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რა­საც ისი­ნი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ახერ­ხე­ბენ. ეს თა­მა­ში ხი­ლუ­ლი­ა, რო­ცა მას­ში სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლი და უხი­ლა­ვი­ა, რო­ცა სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ.) ასე­თი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხვა სის­ტე­მა­ში.

- კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ სის­ტე­მა­ში?

- რო­მელ­შიც ყა­ლიბ­დე­ბა სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა, თა­ვის­თა­ვად, სამ­ხედ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მე­დია და ინ­ტერ­ნეტ­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რად­გან თუ იგებ ომს მე­დი­ა­ზე, იგებ ბრძო­ლას იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­საც ჰქვია გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბი. მა­გა­ლი­თად, სომ­ხე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­ლავთ გა­სას­ვლე­ლი ზღვა­ზე, ტვირ­თე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის დე­რეფ­ნის მო­ძებ­ნა. ეს ქვე­ყა­ნა ესა­ზღ­ვრე­ბა ირანს და სომ­ხე­თის ეკო­ნო­მი­კა მის პარ­ტნი­ორ რუ­სეთ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. იქ რუ­სეთს აქვს სამ­ხედ­რო ბა­ზა გი­უმ­რი, სა­დაც რუ­სე­თის მძლავ­რი და­ნა­ყო­ფე­ბი­ა, ამი­ტომ მას უნ­და ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­ა­წო­დოს ტვირ­თი, ია­რა­ღი და სხვ. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ინ­ტე­რე­სიც უდი­დე­სი­ა, რად­გან ის ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის გავ­ლით და­უბ­რკო­ლებ­ლად და კომ­ფორ­ტუ­ლად აწ­ვდის ნავ­თობ­სა და გაზს ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტს. აქ პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა მის­თვის გარ­კვე­ულ­წი­ლად ეკო­ნო­მი­კუ­რი ბერ­კე­ტე­ბის და­კარ­გვას ნიშ­ნავს. თურ­ქე­თი ნა­ტოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წევ­რია და თუ ნა­ტო სამ­ხრე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ფარ­თოვ­დე­ბა, მი­სი სივ­რცე ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ამ­დე მი­დის. ამი­ტო­მაც არის რუ­სე­თი ასე გამ­წა­რე­ბუ­ლი. უკა­ნას­კნელ წლებ­ში კავ­კა­სი­ა­ში გა­და­იკ­ვე­თა ამ ორი მძლავ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი.

რუ­სე­თი და თურ­ქე­თი გა­ნუწყ­ვეტ­ლივ იბ­რძვი­ან რე­გი­ონ­ში გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად. გარ­და ამი­სა, მსოფ­ლი­ოს ამ მო­ნაკ­ვეთ­ში ნავ­თო­ბის, გა­ზი­სა და სხვა ძვირ­ფა­სი ნედ­ლე­უ­ლის კო­ლო­სა­ლუ­რი მა­რა­გი­ა. რუ­სე­თი თა­ვი­სი გე­ოს­ტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნებ­ში გეგ­მავს ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებს, აღ­ვი­ვებს ეთ­ნო­კონ­ფლიქ­ტებს, მხარს უჭერს სე­პა­რა­ტიზმს და ცდი­ლობს მუდ­მი­ვი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ჰყავ­დეს სა­ქარ­თვე­ლო და ნა­წი­ლობ­რივ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ან გა­ი­ხა­დოს ისი­ნი სამ­ხედ­რო მო­კავ­ში­რე­ე­ბად, რო­გორც სომ­ხე­თი. ასე­ვე, ამ ქვეყ­ნებ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვან­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ გა­ა­აქ­ტი­უ­რა ნარ­კო­ტი­კი­სა და ია­რა­ღის ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა, კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ომე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა. ასეთ უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში მზად­დე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რი იმის შე­სა­ხებ, რომ აფ­ხა­ზე­თი არ არის ის­ტო­რი­უ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, რა­საც 1993 წელს მოჰ­ყვა აფ­ხა­ზე­ბის, რუ­სე­ბის, კა­ზა­კე­ბის, ჩეჩ­ნე­ბი­სა და სხვა­თა დახ­მა­რე­ბით ე.წ. ფორ­მა­ლუ­რი საზღ­ვრით მდი­ნა­რე ენ­გურ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს იუ­რის­დიქ­ცი­ი­დან გა­მო­ყო­ფა. სო­ხუ­მი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პორ­ტი გახ­და და იქი­დან სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ე­დი­ნე­ბა ნარ­კო­ტი­კი, ია­რა­ღი, ნავ­თო­ბი და სხვ. თურ­ქეთს თა­ვი­სი გე­ოს­ტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი აქვს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს მისი ეროვ­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვა, რი­სი შე­დე­გე­ბიც აშ­კა­რად ჩანს აჭა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

- იქ­ნებ ჩა­მოთ­ვა­ლოთ ის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ო­ბენ?

- არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, რა ჰქვია ამ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს, რად­გან ბევ­რი ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს აქვს მრა­ვა­ლი "შვი­ლო­ბი­ლი" და­ნა­ყო­ფი, რომ­ლე­ბიც მა­თი­ვე პო­ლი­ტი­კას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი фсб, гру, СВР და ზო­გა­დად, რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად მუ­შა­ო­ბენ ჯერ კი­დევ 90-ი­ა­ნი წლე­ბი­დან. ასე­ვე, ცნო­ბი­ლია ამე­რი­კუ­ლი FBI და CIA, ის­რა­ე­ლის MOSAD (დაზ­ვერ­ვა) და SHABAK (კონ­ტრდაზ­ვერ­ვა), გერ­მა­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვა END და ბრი­ტა­ნუ­ლი MI-6. დღე­საც მუ­შა­ო­ბენ გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბი, მარ­თა­ლი­ა, ამ­ჯე­რად შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი აქვთ, ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი და შსს საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ო­ბენ და აკონ­ტრო­ლე­ბენ მდგო­მა­რე­ო­ბას, მაგ­რამ მათ ყო­ველ­თვის მო­ე­ძებ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, ისეთ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მოგ­ვა­გონ, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დეს. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ცხინ­ვალ­ში კონ­ფლიქ­ტის დაწყ­ე­ბა პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი იყო და იო­ლად გა­ვე­ბით ხა­ფან­გში, ასე­თი­ვე ხა­ფან­გი დაგ­ვი­გეს გალ­ში, შემ­დგომ სო­ხუმ­შიც. 2008 წლის ცხინ­ვა­ლის მოვ­ლე­ნე­ბი თით­ქოს 90-ი­ა­ნი წლე­ბის მოვ­ლე­ნე­ბის გა­მე­ო­რე­ბა იყო. დღე­საც ხდე­ბა პრო­ვო­ცი­რე­ბა მავ­თულ­ხლარ­თე­ბის გავ­ლე­ბით. კმა­ყო­ფი­ლი ვარ იმ სი­დინ­ჯითა და მოთ­მი­ნე­ბით, რა­საც ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და, გან­სა­კუთ­რე­ბით, შსს იჩენს რუ­სე­თის გა­მოხ­დო­მებ­ზე, მგო­ნი­ა, რომ მა­თი მოქ­მე­დე­ბა სწო­რი­ა.

- თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის არა­პო­პუ­ლა­რუ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "სი­დინ­ჯე"...

- სა­ჭი­როა მოთ­მი­ნე­ბა. უნ­და და­ვე­ლო­დოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის რე­აქ­ცი­ას, რო­მე­ლიც ასე აშ­კა­რად არ და­უშ­ვებს რუ­სე­თის მი­ერ ჩვენს და­ჩაგ­ვრას. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ ამის პრე­ცე­დენ­ტე­ბი უკვე იყო. ვფიქ­რობ, ახ­ლა იწყ­ე­ბა მწვა­ვე და გა­დამ­წყვე­ტი ეტა­პი - რუ­სეთ­მა უნ­და მი­ი­ღოს სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა: ან უნ­და და­ა­კა­ნო­ნოს ოკუ­პა­ცი­ა, ან უკან და­ი­ხი­ოს. ოკუ­პა­ცი­ის და­კა­ნო­ნე­ბა მას არ გა­მო­უ­ვა, ეს იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვა, ამი­ტომ სხვა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა უნ­და მი­ი­ღოს. მგო­ნი­ა, რომ დრო ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ მუ­შა­ობს, რად­გან აშ­კა­რა­ა, რომ ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვით ხდე­ბა. ჩვენ ახ­ლა გვჭირ­დე­ბა მშვი­დო­ბა და არა სამ­ხედ­რო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა. ისიც არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ რუ­სე­თი ჯი­უ­ტად მი­ი­წევს ბა­ქო-­თბი­ლი­სი-­ჯე­ი­ჰა­ნის მილ­სა­დე­ნის­კენ, რაც ძალ­ზე გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია და­სავ­ლე­თის­თვის, კერ­ძოდ, აშ­შ-თვის - ეს "წი­თე­ლი ხა­ზი­ა", რო­მელ­საც ისი­ნი ვერ გა­დავ­ლენ.

- ბა­ტო­ნო ჯე­მალ, თქვე­ნი აზ­რით, არი­ან თუ არა ქარ­თუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე?

- ვი­ნა­ი­დან დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში კრი­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ამ ეტაპ­ზე სწო­რად მი­მაჩ­ნია შს და უშიშ­რო­ე­ბის სის­ტე­მე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ჯერ იმის დრო არ არის, რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე ვი­ფიქ­როთ. დღე­ვან­დე­ლო­ბა მა­გო­ნებს 90-ი­ა­ნი წლე­ბის მე­ო­რე ნა­ხე­ვარს, რო­დე­საც შე­ვარ­დნა­ძემ აშ­კა­რა ვექ­ტო­რი გა­მოკ­ვე­თა და­სავ­ლე­თი­სა­კენ. იმ­ხა­ნად სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლდით და ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრი იყო ჩე­მი ერ­თ-ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა, ვი­ძი­ებ­დით ტე­რაქ­ტე­ბის საქ­მეს და გა­ვარ­კვი­ეთ, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი და­გეგ­მი­ლი იყო რუ­სეთ­ში, და­ვად­გი­ნეთ ყვე­ლა ის პი­რი, ვინც ამას ახორ­ცი­ე­ლებ­და, ასე­ვე, გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბიც. ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რებს და­სავ­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის დო­ნის, სა­უცხოო მა­ტე­რი­ა­ლურ­-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა აქვთ, მათ­თან შე­და­რე­ბით, ჩვენ, ასე ვთქვათ, ურ­მით დავ­დი­ო­დით.

- რას მი­იჩ­ნევთ ქარ­თუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ხარ­ვე­ზად?

- ერ­თი რამ აშ­კა­რა­ა - არ უნ­და მოხ­დეს კად­რე­ბის ხში­რი ცვლა. ჩე­მი მომ­ზა­დე­ბა ევ­რო­პისა და აშ­შ-ის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს, თა­ვის დრო­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 700.000 დო­ლა­რი და­უჯ­დათ. არ არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ცენ­ტრი (FBI, DEA - ნარ­კო­ტი­კებ­თან ბრძო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა, ცენ­ტრი ქა­ი­რო­ში, ვე­ნა­ში, პა­რიზ­სა და სხვ), სა­დაც მომ­ზა­დე­ბა არ გა­მივ­ლი­ა. წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მოს­ვლის­თა­ნა­ვე ჩვე­ნი თა­ო­ბა გვერ­დზე გას­წი­ა, რაც არა­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ხედ­ვა გახ­ლავთ. დღეს გა­მო­აშ­კა­რავ­და ერ­თი რამ - ახა­ლი კად­რის მომ­ზა­დე­ბას, იმას, რომ სა­შუ­ა­ლო დო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი გახ­დე, სულ ცო­ტა, 7-8 წე­ლი სჭირ­დე­ბა. სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ში დამ­ნა­შა­ვის ე.წ. აგენ­ტის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბას თვე­ე­ბი და წლე­ბიც კი სჭირ­დე­ბა. აგენ­ტე­ბი ისე არი­ან მომ­ზა­დე­ბულ­ნი და თავს ისე იცა­ვენ, კონ­სპი­რა­ცია იმ დო­ნე­ზე­ა, რომ მა­თი გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა საკ­მა­ოდ ძნე­ლი­ა. ამი­ტო­მაც, თით­ქმის ყვე­ლა საქ­მე, რო­მე­ლიც ვი­თომ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, და­ირ­ღვა. სა­სა­ცი­ლოა თუნ­დაც "ენ­ვე­რის" საქ­მე, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იუ­მო­რის დო­ნე­ზეა აყ­ვა­ნი­ლი, რად­გან ნაჩ­ქა­რე­ვად იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ასე ერ­თი ხე­ლის დაკ­ვრით სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ აგენ­ტე­ბის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა არ ხდე­ბა.

- ბა­ტო­ნო ჯე­მალ, პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან ხში­რად გვსმე­ნია ისე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც, სპე­ცი­ა­ლის­ტთა აზ­რით, ქვეყ­ნის უსაფ­რთხო­ე­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო­ა.

- ხში­რად ხდე­ბა, რომ ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც, თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად, უცო­დინ­რო­ბით ან მი­ა­მი­ტო­ბით (სხვა რა­მე­ზე არ მინ­და ფიქ­რი), ისეთ ინი­ცი­ა­ტი­ვებს აყე­ნე­ბენ, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის ში­და და სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კითხ­ებს უკავ­შირ­დე­ბა. ზე­და­პი­რუ­ლი ცოდ­ნა ისე­თი სა­კითხ­ი­სა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის უსაფ­რთხო­ე­ბას ეხე­ბა, ძალ­ზე სა­ხი­ფა­თო­ა. მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში არას­წო­რი, სა­ში­ში და მო­უ­ზო­მა­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი ამ სფე­რო­ში კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბად ით­ვლე­ბა. ასე­თი აზ­რი და­მე­ბა­და, მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტში ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვას ვუს­მენ­დი - ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ქვე­ყა­ნა­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ა­ზე ლა­პა­რა­კი ნა­ად­რე­ვია.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

უცხ­ო­უ­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ომი სა­ქარ­თვე­ლო­ში

უცხ­ო­უ­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ომი სა­ქარ­თვე­ლო­ში

"გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდე­ბა­რე­ო­ბის გა­მო სა­ქარ­თვე­ლო მოქ­ცე­უ­ლია მე­ზო­ბე­ლი (და არა მარ­ტო მა­თი) ქვეყ­ნე­ბის ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ში. რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მწი­ფოს დაზ­ვერ­ვა მუ­შა­ობს, ისი­ნი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით, უახ­ლო­ე­სი და შო­რე­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პერ­სპექ­ტი­ვით, მა­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მე­ბით, ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ, კულ­ტუ­რულ და, გან­სა­კუთ­რე­ბით, პო­ლი­ტი­კურ სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბით. მათ აინ­ტე­რე­სებთ, რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა მო­ვა სა­თა­ვე­ში და ექ­ნე­ბა თუ არა მას ლო­ი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამა თუ იმ ქვეყ­ნი­სად­მი", - ამ­ბობს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, უშიშ­რო­ე­ბის გე­ნე­რალ­-მა­ი­ო­რი, იუ­რი­დი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ჯე­მალ ჯა­ნა­ში­ა.

- მოს­კო­ვის­თვის, კრემ­ლის­თვის, პირ­და­პირ დგას სა­კითხ­ი: არ და­უშ­ვას ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბა მი­სი საზღ­ვრე­ბი­სა­კენ. უდა­ვო­ა, რომ ეს არის სამ­კვდრო-­სა­სი­ცოცხ­ლო ბრძო­ლა, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლო არის ბრძო­ლის ვე­ლი, რო­გორც პირ­და­პი­რი (90-ი­ა­ნი წლე­ბი, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი), ასე­ვე გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ანუ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ბრძო­ლის ვე­ლი (რო­გორ გა­ა­ფარ­თო­ე­ბენ თა­ვი­ანთ გავ­ლე­ნებს და გა­და­ი­ტა­ნენ ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რა­საც ისი­ნი გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ახერ­ხე­ბენ. ეს თა­მა­ში ხი­ლუ­ლი­ა, რო­ცა მას­ში სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლი და უხი­ლა­ვი­ა, რო­ცა სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ.) ასე­თი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხვა სის­ტე­მა­ში.

- კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ სის­ტე­მა­ში?

- რო­მელ­შიც ყა­ლიბ­დე­ბა სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა, თა­ვის­თა­ვად, სამ­ხედ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მე­დია და ინ­ტერ­ნეტ­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რად­გან თუ იგებ ომს მე­დი­ა­ზე, იგებ ბრძო­ლას იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­საც ჰქვია გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბი. მა­გა­ლი­თად, სომ­ხე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­ლავთ გა­სას­ვლე­ლი ზღვა­ზე, ტვირ­თე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის დე­რეფ­ნის მო­ძებ­ნა. ეს ქვე­ყა­ნა ესაზღ­ვრე­ბა ირანს და სომ­ხე­თის ეკო­ნო­მი­კა მის პარ­ტნი­ორ რუ­სეთ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. იქ რუ­სეთს აქვს სამ­ხედ­რო ბა­ზა გი­უმ­რი, სა­დაც რუ­სე­თის მძლავ­რი და­ნა­ყო­ფე­ბი­ა, ამი­ტომ მას უნ­და ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­ა­წო­დოს ტვირ­თი, ია­რა­ღი და სხვ. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ინ­ტე­რე­სიც უდი­დე­სი­ა, რად­გან ის ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის გავლით და­უბ­რკო­ლებ­ლად და კომ­ფორ­ტუ­ლად აწ­ვდის ნავ­თობ­სა და გაზს ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტს. აქ პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა მის­თვის გარ­კვე­ულ­წი­ლად ეკო­ნო­მი­კუ­რი ბერ­კე­ტე­ბის და­კარ­გვას ნიშ­ნავს. თურ­ქე­თი ნა­ტოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წევ­რია და თუ ნა­ტო სამ­ხრე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ფარ­თოვ­დე­ბა, მი­სი სივ­რცე ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ამ­დე მი­დის. ამი­ტო­მაც არის რუ­სე­თი ასე გამ­წა­რე­ბუ­ლი. უკა­ნას­კნელ წლებ­ში კავ­კა­სი­ა­ში გა­და­იკ­ვე­თა ამ ორი მძლავ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი.

რუ­სე­თი და თურ­ქე­თი გა­ნუწყ­ვეტ­ლივ იბ­რძვი­ან რე­გი­ონ­ში გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად. გარ­და ამი­სა, მსოფ­ლი­ოს ამ მო­ნაკ­ვეთ­ში ნავ­თო­ბის, გა­ზი­სა და სხვა ძვირ­ფა­სი ნედ­ლე­უ­ლის კო­ლო­სა­ლუ­რი მა­რა­გი­ა. რუ­სე­თი თა­ვი­სი გე­ოს­ტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნებ­ში გეგ­მავს ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებს, აღ­ვი­ვებს ეთ­ნო­კონ­ფლიქ­ტებს, მხარს უჭერს სე­პა­რა­ტიზმს და ცდი­ლობს მუდ­მი­ვი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ჰყავ­დეს სა­ქარ­თვე­ლო და ნა­წი­ლობ­რივ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ან გა­ი­ხა­დოს ისი­ნი სამ­ხედ­რო მო­კავ­ში­რე­ე­ბად, რო­გორც სომ­ხე­თი. ასე­ვე, ამ ქვეყ­ნებ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვან­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ გა­ა­აქ­ტი­უ­რა ნარ­კო­ტი­კი­სა და ია­რა­ღის ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა, კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ომე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა. ასეთ უმ­ძი­მეს პი­რო­ბებ­ში მზად­დე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რი იმის შე­სა­ხებ, რომ აფ­ხა­ზე­თი არ არის ის­ტო­რი­უ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, რა­საც 1993 წელს მოჰ­ყვა აფ­ხა­ზე­ბის, რუ­სე­ბის, კა­ზა­კე­ბის, ჩეჩ­ნე­ბი­სა და სხვა­თა დახ­მა­რე­ბით ე.წ. ფორ­მა­ლუ­რი საზღ­ვრით მდი­ნა­რე ენ­გურ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს იუ­რის­დიქ­ცი­ი­დან გა­მო­ყო­ფა. სო­ხუ­მი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პორ­ტი გახ­და და იქი­დან სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ე­დი­ნე­ბა ნარ­კო­ტი­კი, ია­რა­ღი, ნავ­თო­ბი და სხვ. თურ­ქეთს თა­ვი­სი გე­ოს­ტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი აქვს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად მუშაობს მისი ეროვ­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვა, რი­სი შე­დე­გე­ბიც აშ­კა­რად ჩანს აჭა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

- იქ­ნებ ჩა­მოთ­ვა­ლოთ ის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ო­ბენ?

- არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, რა ჰქვია ამ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს, რად­გან ბევ­რი ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს აქვს მრა­ვა­ლი "შვი­ლო­ბი­ლი" და­ნა­ყო­ფი, რომ­ლე­ბიც მა­თი­ვე პო­ლი­ტი­კას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი фсб, гру, СВР და ზო­გა­დად, რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად მუ­შა­ო­ბენ ჯერ კი­დევ 90-ი­ა­ნი წლე­ბი­დან. ასე­ვე, ცნო­ბი­ლია ამე­რი­კუ­ლი FBI და CIA, ის­რა­ე­ლის MOSAD (დაზ­ვერ­ვა) და SHABAK (კონ­ტრდაზ­ვერ­ვა), გერ­მა­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვა END და ბრი­ტა­ნუ­ლი MI-6. დღე­საც მუ­შა­ო­ბენ გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბი, მარ­თა­ლი­ა, ამ­ჯე­რად შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი აქვთ, ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი და შსს საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ო­ბენ და აკონ­ტრო­ლე­ბენ მდგომარეობას, მაგ­რამ მათ ყო­ველ­თვის მო­ე­ძებ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, ისეთ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მოგ­ვა­გონ, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დეს. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ცხინ­ვალ­ში კონ­ფლიქ­ტის დაწყ­ე­ბა პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი იყო და იოლად გა­ვე­ბით ხა­ფან­გში, ასე­თი­ვე ხა­ფან­გი დაგ­ვი­გეს გალ­ში, შემ­დგომ სო­ხუმ­შიც. 2008 წლის ცხინ­ვა­ლის მოვ­ლე­ნე­ბი თით­ქოს 90-ი­ა­ნი წლე­ბის მოვ­ლე­ნე­ბის გა­მე­ო­რე­ბა იყო. დღე­საც ხდე­ბა პრო­ვო­ცი­რე­ბა მავ­თულ­ხლარ­თე­ბის გავ­ლე­ბით. კმა­ყო­ფი­ლი ვარ იმ სი­დინ­ჯითა და მოთ­მი­ნე­ბით, რა­საც ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და, გან­სა­კუთ­რე­ბით, შსს იჩენს რუ­სე­თის გა­მოხ­დო­მებ­ზე, მგო­ნი­ა, რომ მა­თი მოქ­მე­დე­ბა სწო­რი­ა.

- თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის არა­პო­პუ­ლა­რუ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "სი­დინ­ჯე"...

- სა­ჭი­როა მოთ­მი­ნე­ბა. უნ­და და­ვე­ლო­დოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის რე­აქ­ცი­ას, რო­მე­ლიც ასე აშ­კა­რად არ და­უშ­ვებს რუ­სე­თის მი­ერ ჩვენს და­ჩაგ­ვრას. თუმცა, სამწუხაროდ ამის პრეცედენტები უკვე იყო. ვფიქ­რობ, ახ­ლა იწყ­ე­ბა მწვა­ვე და გა­დამ­წყვე­ტი ეტა­პი - რუ­სეთ­მა უნ­და მი­ი­ღოს სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა: ან უნ­და და­ა­კა­ნო­ნოს ოკუ­პა­ცი­ა, ან უკან და­ი­ხი­ოს. ოკუ­პა­ცი­ის და­კა­ნო­ნე­ბა მას არ გა­მო­უ­ვა, ეს იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის და ჰუმანიტარული ნორ­მე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვა, ამი­ტომ სხვა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა უნ­და მი­ი­ღოს. მგო­ნი­ა, რომ დრო ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ მუ­შა­ობს, რად­გან აშ­კა­რა­ა, რომ ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვით ხდე­ბა. ჩვენ ახ­ლა გვჭირ­დე­ბა მშვი­დო­ბა და არა სამ­ხედ­რო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა. ისიც არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ რუ­სე­თი ჯი­უ­ტად მი­ი­წევს ბა­ქო-­თბი­ლი­სი-­ჯე­ი­ჰა­ნის მილ­სა­დე­ნის­კენ, რაც ძალზე გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია და­სავ­ლე­თის­თვის, კერ­ძოდ, აშ­შ-თვის - ეს "წი­თე­ლი ხა­ზი­ა", რო­მელ­საც ისი­ნი ვერ გა­დავ­ლენ.

- ბა­ტო­ნო ჯე­მალ, თქვე­ნი აზ­რით, არი­ან თუ არა ქარ­თუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე?

- ვი­ნა­ი­დან დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში კრი­ტი­კუ­ლი მდგომარეობაა, ამ ეტაპ­ზე სწო­რად მი­მაჩ­ნია შს და უშიშ­რო­ე­ბის სის­ტე­მე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ჯერ იმის დრო არ არის, რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე ვი­ფიქ­როთ. დღე­ვან­დე­ლო­ბა მა­გო­ნებს 90-ი­ა­ნი წლე­ბის მე­ო­რე ნა­ხე­ვარს, რო­დე­საც შე­ვარ­დნა­ძემ აშ­კა­რა ვექ­ტო­რი გა­მოკ­ვე­თა და­სავ­ლე­თი­სა­კენ. იმ­ხა­ნად სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლდით და ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრი იყო ჩე­მი ერ­თ-ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა, ვი­ძი­ებ­დით ტე­რაქ­ტე­ბის საქ­მეს და გა­ვარ­კვი­ეთ, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი და­გეგ­მი­ლი იყო რუ­სეთ­ში, და­ვად­გი­ნეთ ყვე­ლა ის პი­რი, ვინც ამას ახორ­ცი­ე­ლებ­და, ასე­ვე, გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბიც. ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რებს და­სავ­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის დო­ნის, სა­უცხოო მა­ტე­რი­ა­ლურ­-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა აქვთ, მათ­თან შე­და­რე­ბით, ჩვენ, ასე ვთქვათ, ურ­მით დავ­დი­ო­დით.

- რას მი­იჩ­ნევთ ქარ­თუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ხარ­ვე­ზად?

- ერ­თი რამ აშ­კა­რა­ა - არ უნ­და მოხ­დეს კად­რე­ბის ხში­რი ცვლა. ჩე­მი მომ­ზა­დე­ბა ევ­რო­პისა და აშ­შ-ის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს, თა­ვის დრო­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 700.000 დო­ლა­რი და­უჯ­დათ. არ არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ცენ­ტრი (FBI, DEA - ნარ­კო­ტი­კებ­თან ბრძო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა, ცენ­ტრი ქა­ი­რო­ში, ვე­ნა­ში, პა­რიზ­სა და სხვ), სა­დაც მომ­ზა­დე­ბა არ გა­მივ­ლი­ა. წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მოს­ვლის­თა­ნა­ვე ჩვე­ნი თა­ო­ბა გვერ­დზე გას­წი­ა, რაც არა­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ხედ­ვა გახ­ლავთ. დღეს გა­მო­აშ­კა­რავ­და ერ­თი რამ - ახა­ლი კად­რის მომ­ზა­დე­ბას, იმას, რომ სა­შუ­ა­ლო დო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი გახ­დე, სულ ცო­ტა, 7-8 წე­ლი სჭირ­დე­ბა. სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ში დამ­ნა­შა­ვის ე.წ. აგენტის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბას თვე­ე­ბი და წლე­ბიც კი სჭირ­დე­ბა. აგენ­ტე­ბი ისე არი­ან მომ­ზა­დე­ბულ­ნი და თავს ისე იცა­ვენ, კონ­სპი­რა­ცია იმ დო­ნე­ზე­ა, რომ მა­თი გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა საკ­მა­ოდ ძნე­ლი­ა. ამი­ტო­მაც, თით­ქმის ყვე­ლა საქ­მე, რო­მე­ლიც ვი­თომ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, და­ირ­ღვა. სა­სა­ცი­ლოა თუნ­დაც "ენ­ვე­რის" საქ­მე, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იუ­მო­რის დო­ნე­ზეა აყ­ვა­ნი­ლი, რად­გან ნაჩ­ქა­რე­ვად იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ასე ერ­თი ხე­ლის დაკ­ვრით სპეც­სამ­სა­ხუ­რების მიერ აგენ­ტე­ბის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა არ ხდე­ბა.

- ბა­ტო­ნო ჯე­მალ, პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან ხში­რად გვსმე­ნია ისე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც, სპე­ცი­ა­ლის­ტთა აზ­რით, ქვეყ­ნის უსაფ­რთხო­ე­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო­ა.

- ხში­რად ხდე­ბა, რომ ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც, თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად, უცო­დინ­რო­ბით ან მი­ა­მი­ტო­ბით (სხვა რა­მე­ზე არ მინ­და ფიქ­რი), ისეთ ინი­ცი­ა­ტი­ვებს აყე­ნე­ბენ, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის ში­და და სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კითხ­ებს უკავ­შირ­დე­ბა. ზე­და­პი­რუ­ლი ცოდ­ნა ისე­თი სა­კითხ­ი­სა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის უსაფ­რთხო­ე­ბას ეხე­ბა, ძალ­ზე სა­ხი­ფა­თო­ა. მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში არას­წო­რი, სა­ში­ში და მო­უ­ზო­მა­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი ამ სფე­რო­ში კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბად ით­ვლე­ბა. ასე­თი აზ­რი და­მე­ბა­და, მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტში ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვას ვუს­მენ­დი - ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ქვე­ყა­ნა­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ა­ზე ლა­პა­რა­კი ნაადრევია.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა