პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხოვრება ხელების გარეშე
ცხოვრება ხელების გარეშე

სო­ფელ არ­ბო­ში­კის მკვიდრ გი­ორ­გი ხი­ზა­ნიშ­ვილს ცხოვ­რე­ბა ხე­ლე­ბის გა­რე­შე უწევს. მან ორი­ვე კი­დუ­რი 9 წლის ასაკ­ში, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­კარ­გა. ამ­ბობს, რომ ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ადაპ­ტა­ცია რთუ­ლი იყო, თუმ­ცა კომ­პლექ­სე­ბის დაძ­ლე­ვა ახ­ლობ­ლე­ბის თა­ნად­გო­მით მა­ინც შეძ­ლო. ხე­ლის ნაც­ვლად ფე­ხით წერს და კომ­პი­უ­ტერ­ზეც ფე­ხის თი­თე­ბით მუ­შა­ობს. მდგო­მა­რე­ო­ბას, რომ სხვე­ბის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­უძ­ლია, შე­გუ­ე­ბუ­ლია.

"ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე იყო, გა­უ­ცხო­ე­ბა მქონ­და. რო­დე­საც ყვე­ლა მე მი­ყუ­რებ­და და ჩურ­ჩუ­ლებ­დნენ, ვღი­ზი­ან­დე­ბო­დი. ამი­ტომ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გას­ვლას ვე­რი­დე­ბო­დი, თა­ნა­ტო­ლი ბავ­შვე­ბის მი­მართ ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი ვი­ყა­ვი. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ ასე გაგ­რძე­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. ამის დაძ­ლე­ვა­ში, მშობ­ლე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი და რაც მთა­ვა­რია, მე­გობ­რე­ბი და­მეხ­მარ­ნენ. ასე­ვე დიდი როლი ითა­მა­შა ეკ­ლე­სი­ამ და ჩემ­მა სუ­ლი­ერ­მა მო­ძღვარ­მა. ყვე­ლას­თან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ე­რო­ბე­ბი და­ვი­წყე და რაც მთა­ვა­რია, კომ­პლექ­სი დავძლიე. ჩემ­თან ერ­თად ამ ფაქტს ყვე­ლა შე­ე­გუა და მეც ისე­თი სრულ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნი გავ­ხდი, რო­გორც მა­ნამ­დე", - ამ­ბობს გი­ორ­გი ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი.

ბევ­რი ბა­რი­ე­რის მი­უ­ხე­და­ვად, გი­ორ­გი სა­კუ­თარ მიზ­ნებ­ზე უარს არ ამ­ბობს. წელს უკვე სტუ­დენ­ტიც გახ­და და სწავ­ლა თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე და­ი­წყო. "ამ­ჯე­რად, დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ვი­წყებ სწავ­ლას, ვიცი, რომ სწავ­ლის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე სე­მი­ნა­რის ახა­ლი სტუ­დენ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქს შევ­ხვდე­ბით. ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვად ვუ­ყუ­რებ იმ ფაქტს, რაც შე­მემ­თხვა. ვთვლი, რომ ეს ასე უნდა ყო­ფი­ლი­ყო", - ამ­ბობს გი­ორ­გი ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

ქი­ზი­ყი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ცხოვრება ხელების გარეშე

ცხოვრება ხელების გარეშე

სოფელ არბოშიკის მკვიდრ გიორგი ხიზანიშვილს ცხოვრება ხელების გარეშე უწევს. მან ორივე კიდური 9 წლის ასაკში, უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა. ამბობს, რომ ახალი ცხოვრების დაწყება და საზოგადოებაში ადაპტაცია რთული იყო, თუმცა კომპლექსების დაძლევა ახლობლების თანადგომით მაინც შეძლო. ხელის ნაცვლად ფეხით წერს და კომპიუტერზეც ფეხის თითებით მუშაობს. მდგომარეობას, რომ სხვების დახმარების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, შეგუებულია.

"ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, გაუცხოება მქონდა. როდესაც ყველა მე მიყურებდა და ჩურჩულებდნენ, ვღიზიანდებოდი. ამიტომ, საზოგადოებაში გასვლას ვერიდებოდი, თანატოლი ბავშვების მიმართ ძალიან აგრესიული ვიყავი. რაღაც პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ამის დაძლევაში, მშობლები, ახლობლები და რაც მთავარია, მეგობრები დამეხმარნენ. ასევე დიდი როლი ითამაშა ეკლესიამ და ჩემმა სულიერმა მოძღვარმა. ყველასთან ჩვეულებრივი ურთიერობები დავიწყე და რაც მთავარია, კომპლექსი დავძლიე. ჩემთან ერთად ამ ფაქტს ყველა შეეგუა და მეც ისეთი სრულყოფილი ადამიანი გავხდი, როგორც მანამდე", - ამბობს გიორგი ხიზანიშვილი.

ბევრი ბარიერის მიუხედავად, გიორგი საკუთარ მიზნებზე უარს არ ამბობს. წელს უკვე სტუდენტიც გახდა და სწავლა თბილისის სასულიერო აკადემიაში, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე დაიწყო. "ამჯერად, დიდი ენთუზიაზმით ვიწყებ სწავლას, ვიცი, რომ სწავლის დაწყებისთანავე სემინარის ახალი სტუდენტები საქართველოს პატრიარქს შევხვდებით. ძალიან ბუნებრივად ვუყურებ იმ ფაქტს, რაც შემემთხვა. ვთვლი, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო", - ამბობს გიორგი ხიზანიშვილი.

იხილეთ ვრცლად

ქიზიყი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა