ტექნიკის ჰიპერმარკეტი "მეტრო მარტი" გაფართოვდა. ახალი ჰიპერმარკეტი ამჯერად ქუთაისში გაიხსნა. მენეჯმენტის ცნობით, "მეტრო მარტი" ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის სრულ ასორტიმენტს სთვაზობს. ასევე ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით "მეტრო მარტის" ქუთაისის ფილიალში დიდი ფასდაკლების აქცია მიმდინარეობს.
"მეტრო მარტი" 2012 წლიდან ოპერირებს. პირველი ტექნიკის ჰიპერმარკეტი სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალში" გაიხსნა და როგორც კომპანიაში ამბობენ, მომხარებელს მრავალფეროვან არჩევანთან ერთად დაბალი ფასები შესთავაზა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9