პოლიტიკა
მსოფლიო

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - რუსეთი მავთულხლართებში ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მოქცევასაც აპირებს
მიხეილ სააკაშვილი - რუსეთი მავთულხლართებში ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მოქცევასაც აპირებს

რუ­სე­თი მავ­თულხლარ­თებ­ში ბაქო-სუფ­სის ნავ­თობ­სა­დე­ნის, გან­მუ­ხუ­რი­სა და სა­მეგ­რე­ლოს სხვა ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მოქ­ცე­ვა­საც აპი­რებს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

"მავ­თულხლარ­თე­ბის გად­მო­წე­ვა, რო­მე­ლიც არის რუ­სუ­ლი გეგ­მა, კი­დევ მო­ი­ცავს რამ­დე­ნი­მე ასე­ულ და შე­იძ­ლე­ბა ათა­სო­ბით ჰექ­ტარს. უკვე მეტი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წაა წა­ღე­ბუ­ლი, ვიდ­რე იყო თა­მა­რა­შენ­სა და ქურ­თა­ში ჩვენს კონ­ტროლს ქვეშ და ასე­ვე მათ აქვთ გეგ­მა, მავ­თულხლარ­თებ­ში მო­აქ­ცი­ონ სტრა­ტე­გი­უ­ლი ბაქო-სუფ­სის ნავ­თობ­სა­დე­ნი. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­წუ­ხა­როდ, ამ გეგ­მებ­ში­ვეა გან­მუ­ხუ­რი­სა და სა­მეგ­რე­ლოს სხვა ად­გი­ლე­ბის მოქ­ცე­ვა, რო­მე­ლიც არის ენ­გურს იქით", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე აზ­რით, ახლა ქიშ­პო­ბის დრო არ არის და მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა უნდა გა­ერ­თი­ან­დეს. "ჩვენ ყვე­ლამ უნდა ჩავ­კი­დოთ ერ­თმა­ნეთს ხე­ლე­ბი. ახლა ქიშ­პო­ბის, ღვარ­ძლი­სა და ნიშ­ნის მო­გე­ბის დრო არ არის. სა­ქარ­თვე­ლოს ამო­ცა­ნაა, რომ ჩვე­ნი მი­წე­ბის ეს მცო­ცა­ვი, ძა­ლი­ან სა­ში­ში ანექ­სია, რო­მელ­მაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ტო­ვა ხე­ლახ­ლა უსახ­ლკა­როდ, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ყვე­ლამ ერ­თად შე­ვა­ჩე­როთ", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მიხეილ სააკაშვილი - რუსეთი მავთულხლართებში ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მოქცევასაც აპირებს

მიხეილ სააკაშვილი - რუსეთი მავთულხლართებში ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მოქცევასაც აპირებს

რუსეთი მავთულხლართებში ბაქო-სუფსის ნავთობსადენის, განმუხურისა და სამეგრელოს სხვა ტერიტორიების მოქცევასაც აპირებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

"მავთულხლართების გადმოწევა, რომელიც არის რუსული გეგმა, კიდევ მოიცავს რამდენიმე ასეულ და შეიძლება ათასობით ჰექტარს. უკვე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწაა წაღებული, ვიდრე იყო თამარაშენსა და ქურთაში ჩვენს კონტროლს ქვეშ და ასევე მათ აქვთ გეგმა, მავთულხლართებში მოაქციონ სტრატეგიული ბაქო-სუფსის ნავთობსადენი. ბოლო ინფორმაციით, სამწუხაროდ, ამ გეგმებშივეა განმუხურისა და სამეგრელოს სხვა ადგილების მოქცევა, რომელიც არის ენგურს იქით", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე აზრით, ახლა ქიშპობის დრო არ არის და მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს. "ჩვენ ყველამ უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები. ახლა ქიშპობის, ღვარძლისა და ნიშნის მოგების დრო არ არის. საქართველოს ამოცანაა, რომ ჩვენი მიწების ეს მცოცავი, ძალიან საშიში ანექსია, რომელმაც უამრავი ადამიანი დატოვა ხელახლა უსახლკაროდ, ერთხელ და სამუდამოდ ყველამ ერთად შევაჩეროთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა