მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთელ რეგიონში ყველაზე ძვირი პური საქართველოშია!
მთელ რეგიონში ყველაზე ძვირი პური საქართველოშია!

თბი­ლის­ში ერთი კი­ლოგ­რა­მი პური და­ახ­ლო­ე­ბით 1,5 ლარი ღირს, ერე­ვან­ში - 0,93 ლარი, ბა­ქო­ში 1 კგ პუ­რის ფასი, სა­შუ­ა­ლოდ, 0,86 ლა­რია, მინ­სკში - 1,1 ლარი, კი­ევ­ში კი 1 კი­ლოგ­რა­მი პური 0,9 ლარი ღირს. პური ყვე­ლა­ზე ძვი­რი მოს­კოვ­შია, იქ მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 33,12 რუბლს, და­ახ­ლო­ე­ბით 1,67 ლარს შე­ად­გენს, თუმ­ცა მოს­კოვ­ში პურ­ზე მოქ­მე­დებს ე.წ. სო­ცი­ა­ლუ­რი ტა­რი­ფი, რო­მე­ლიც ფიქ­სი­რე­ბუ­ლია და სა­ბაზ­რო ფას­ზე ბევ­რად ნაკ­ლე­ბია.

რო­გორც ამ ციფ­რე­ბი­დან ჩანს, თბი­ლის­ში პუ­რის ფასი, გარ­და რუ­სე­თის დე­და­ქა­ლა­ქი­სა, რო­მე­ლიც ამას­თა­ნა­ვე მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძვირ ქა­ლა­ქად ით­ვლე­ბა, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია. არა­და, უკ­რა­ი­ნი­სა და რუ­სე­თის გარ­და, ხორ­ბალს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა ყი­დუ­ლობს და, შე­სა­ბა­მი­სად, პურპრო­დუქ­ტე­ბის თვი­თუზ­რუნ­ველ­ყო­ფის მაჩ­ვე­ნე­ბელ­საც იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ით ივ­სებს.

სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში პუ­რის ფასი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე ხორ­ბლის ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იზ­რდე­ბა, თუმ­ცა თუ იგი­ვე ბა­ზარ­ზე ხორ­ბა­ლი გა­ი­აფ­და და თა­ნაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად, ჩვენ­თან პუ­რის ფასი ან არ იკ­ლებს, ან თუ მცირ­დე­ბა, მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით. ახ­ლაც, შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, ერთი ტო­მა­რა ფქვი­ლი თით­ქმის 10 ლა­რი­თაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა პუ­რის გა­სა­ყი­დი ფასი იგი­ვე ნიშ­ნულ­ზე დარ­ჩა.

თბი­ლი­სის ანა­ლო­გი­უ­რად პუ­რის ფასი ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა არც მოს­კოვ­ში. უფრო მე­ტიც, რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, 1 კი­ლოგ­რა­მი პუ­რის ფას­მა 5 წლის მაქ­სი­მუმს მი­აღ­წია და დღეს ის სა­შუ­ა­ლოდ 33,12 რუ­სუ­ლი რუბ­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 1,67 ლარი ღირს.

პუ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა წე­ლი­წად­ზე მე­ტია სტა­ბი­ლუ­რია ერე­ვან­ში, ბა­ქო­ში, მოს­კოვ­სა და კი­ევ­ში. ერე­ვან­ში 1 კგ პური, სა­შუ­ა­ლოდ 93-95 თეთ­რად იყი­დე­ბა (0,56 დო­ლა­რი), ბა­ქო­ში - 86 თეთ­რად (0,52 დო­ლა­რი), მინ­სკში - 1,10 ლა­რად (0,66 დო­ლა­რი), ხოლო კი­ევ­ში - 90 თეთ­რად (0,54 დო­ლა­რი).

მე­პუ­რე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი მალ­ხაზ დო­ლი­ძე ამ­ბობს, თბი­ლის­ში პურს, გარ­და ძვი­რი ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლე­ბი­სა, შუ­ა­ლე­დუ­რი რგო­ლი (დის­ტრი­ბუ­ცია და მა­ღა­ზი­ე­ბი) აძ­ვი­რებს.

"დღეს ერთი კი­ლოგ­რა­მის პუ­რის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა არის 1,1 ლარი, რა ფა­სად ყი­დი­ან მა­ღა­ზი­ებ­ში, ამის თქმა ზუს­ტად არ შე­მიძ­ლია. იმას, რომ პური ჩვენ­თან უფრო ძვი­რია, ვიდ­რე ერე­ვან­სა და ბა­ქო­ში, თა­ვი­სი მი­ზე­ზი აქვს. კერ­ძოდ, ერე­ვან­ში მა­ღა­ზი­ის მფლო­ბელს არ შე­უძ­ლია პურ­ზე 5%-ზე მეტი და­ა­მა­ტოს, ჩვენ­თან კი ზო­გი­ერ­თი მა­ღა­ზია 10%-ს, ზოგი - 15%-ს, ზოგი სუ­ლაც 20%-ს უმა­ტებს. მე­ო­რე - ჩვენ­თან სა­დის­ტრი­ბუ­ციო სის­ტე­მა არის ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი, ისი­ნი ფასს ცალ­კე ამა­ტე­ბენ, შე­სა­ბა­მი­სად, მწარ­მო­ებ­ლი­დან მომ­ხმა­რებ­ლამ­დე პური გა­დის ორ შუ­ა­ლე­დურ რგოლს და ისიც ძვირ­დე­ბა.

გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძვი­რია ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლე­ბი, ხორ­ბა­ლი, თა­ნაც ვართ იმ­პორტზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი. ამ ყვე­ლა­ფერს ემა­ტე­ბა დღგ-ს გა­და­სა­ხა­დი, რო­მე­ლიც გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში საკ­ვებ პრო­დუქტზე მხო­ლოდ 10%-ს შე­ად­გენს, ჩვენ­თან კი - 18%-ია. ეს ყვე­ლა­ფე­რი, ზრდის რო­გორც თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბას, ასე­ვე პრო­დუქ­ცი­ის სა­ბო­ლოო გა­სა­ყიდ ფასს. და­მერ­წმუ­ნეთ, მე­პუ­რე­ე­ბი საკ­მა­ოდ და­ბალ, უფრო ზუს­ტად, მი­ნი­მა­ლურ მო­გე­ბა­ზე ვმუ­შა­ობთ", - გა­ნუ­ცხა­და "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნანსს" მალ­ხაზ დო­ლი­ძემ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სხვა­ვე­ბით ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი სხვა ქვეყ­ნე­ბი­სა, პურ­ზე არ მოქ­მე­დებს ე.წ. სო­ცი­ა­ლუ­რი ფასი. რო­გორც მე­ხორ­ბლე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ლე­ვან სი­ლა­გა­ვა აცხა­დებს, უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბობს აგ­რა­რუ­ლი ფონ­დი, რო­მე­ლიც ხორ­ბალს მა­შინ ყი­დუ­ლობს, როცა ის ია­ფია, ფიქ­სი­რე­ბულ ფა­სად აფ­ქვე­ვი­ნებს წის­ქვილ­კომ­ბი­ნა­ტებს და შემ­დგომ ამ ფქვილს, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, რამ­დე­ნი­მე ასე­ულ სა­ცხობ­ში ანა­წი­ლებს.

"ეს ქარ­ხნე­ბი აცხო­ბენ ე.წ. სო­ცი­ა­ლურ პურს, რო­მე­ლიც ბა­ზარ­ზე გა­მო­ტა­ნილ სხვა პრო­დუქტთან შე­და­რე­ბით, საკ­მა­ოდ ია­ფია. თუ უკ­რა­ი­ნა­ში პუ­რის სა­შუ­ა­ლო ფასი არის და­ახ­ლო­ე­ბით 90 თეთ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი პური კი­დევ უფრო ია­ფია. და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი­ვე სის­ტე­მა მოქ­მე­დებს რუ­სეთ­ში და კი­დევ ბევრ ქვე­ყა­ნა­ში. კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში ასეთ­მა სის­ტე­მამ შე­იძ­ლე­ბა იმუ­შა­ოს სა­ქარ­თვე­ლო­შიც, მაგ­რამ ჩვენ­თან ამა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ ზრუ­ნავს", - გა­ნა­ცხა­და სი­ლა­გა­ვამ.

მსოფ­ლი­ო­ში, მათ შო­რის, პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში, ყვე­ლა მთავ­რო­ბა ცდი­ლობს კონ­ტროლ­ქვეშ ჰქონ­დეს ეს ბაზა, ანუ კრი­ზი­სულ მო­მენ­ტებ­ში გარ­კვე­უ­ლი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, რათა პუ­რის კრი­ზი­სი თა­ვი­დან აი­ცი­ლოს.

"მა­გა­ლი­თად, უკ­რა­ი­ნა­ში მოქ­მე­დებს აგ­რა­რუ­ლი ფონ­დი, რო­მე­ლიც ყი­დუ­ლობს გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ხორ­ბალს და ავ­სებს მა­რა­გებს, რათა კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ხორ­ბლის გა­რე­შე არ დარ­ჩეს ქვე­ყა­ნა. რუ­სეთ­ში ამ საქ­მი­ა­ნო­ბით სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დია და­კა­ვე­ბუ­ლი, ასე­თი­ვე ტი­პის ფონ­დე­ბი მოქ­მე­დებს სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში. 2008 წლის კრი­ზი­სის დროს გა­ე­რომ მი­ი­ღო გა­და­წყვტე­ი­ლე­ბა, რომ ყვე­ლა ქვე­ყა­ნას ჰქო­ნო­და რე­ზერ­ვად თა­ვი­სი წლი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 12% სა­სურ­სა­თო ხორ­ბა­ლი. გარ­და სა­ქარ­თვე­ლო­სი, ეს რე­ზერ­ვი თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნას აქვს.

სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ ბოლო წლებ­ში სომ­ხეთ­მა და აზერ­ბა­ი­ჯან­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­დეს ხორ­ბლის ნა­თე­სე­ბი. მა­გა­ლი­თად, სომ­ხეთს წლი­უ­რად სჭირ­დე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 650 ათა­სი ტონა ხორ­ბა­ლი, წელს კი აღე­ბუ­ლი მო­სავ­ლის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბამ, და­ახ­ლო­ე­ბით, 500 ათა­სი ტონა შე­ად­გი­ნა, რაც მთლი­ა­ნი მოხ­მა­რე­ბის 70%-ია. აზერ­ბა­ი­ჯანს წლი­უ­რად სჭი­დე­ბა 3 მლნ ტონა, წლე­ვან­დელ­მა მო­სა­ვალ­მა კი 2,5 მლნ ტო­ნას გა­და­ა­ჭარ­ბა, ანუ აქაც თვი­თუზ­რუნ­ველ­ყო­ფის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და.

ჩვენ­თან კი ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 10-15%-ს არ აჭარ­ბებს. 50%-მდე მა­ინც რომ ავი­დეთ, მა­შინ სე­რი­ო­ზუ­ლი შე­დე­გი იქ­ნე­ბა, ანუ მთლი­ა­ნად იმ­პორტზე აღარ ვიქ­ნე­ბით და­მო­კი­დე­ბულ­ნი. სტრა­ტე­გი­უ­ლი მა­რა­გე­ბის შექ­მნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია და კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ამ სა­კი­თხზე სე­რი­ო­ზუ­ლად და­ი­წყე­ბენ ფიქ­რს.

მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს თვე­ში 40-50 ათა­სი ტონა ფქვი­ლი სჭირ­დე­ბა და მისი შე­ძე­ნა პრობ­ლე­მა არ არის, მაგ­რამ აქ შე­იძ­ლე­ბა სხვა სა­კი­თხებ­მა იჩი­ნოს თავი, ისეთ­მა რო­გო­რი­ცაა ომი, სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბა და ა.შ. კრი­ზი­სი მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი არ არის და ჩვენ, სხვა ქვეყ­ნე­ბის ანა­ლო­გი­უ­რად, მა­რა­გე­ბის შექ­მნა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვი­ფიქ­როთ.

სა­ქარ­თვლე­ო­ში არის ოთხი დიდი შემ­ნახ­ვე­ლი ელე­ვა­ტო­რი, მაგ­რამ ოთხი­ვე ერთი კერ­ძო კომ­პა­ნი­ი­საა, ანუ მო­ნო­პო­ლი­ზე­ბუ­ლია. მფლო­ბე­ლი არა­რე­ზი­დენ­ტი მო­ქა­ლა­ქეა და გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ კრი­ზი­სის პე­რი­ოდ­ში მან ხორ­ბა­ლი ჩვენ კი არა, სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში გა­უშ­ვას", - დას­ძი­ნა სი­ლა­გა­ვამ.

ელზა წიკ­ლა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

მთელ რეგიონში ყველაზე ძვირი პური საქართველოშია!

მთელ რეგიონში ყველაზე ძვირი პური საქართველოშია!

თბილისში ერთი კილოგრამი პური დაახლოებით 1,5 ლარი ღირს, ერევანში - 0,93 ლარი, ბაქოში 1 კგ პურის ფასი, საშუალოდ, 0,86 ლარია, მინსკში - 1,1 ლარი, კიევში კი 1 კილოგრამი პური 0,9 ლარი ღირს. პური ყველაზე ძვირი მოსკოვშია, იქ მისი ღირებულება 33,12 რუბლს, დაახლოებით 1,67 ლარს შეადგენს, თუმცა მოსკოვში პურზე მოქმედებს ე.წ. სოციალური ტარიფი, რომელიც ფიქსირებულია და საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებია.

როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, თბილისში პურის ფასი, გარდა რუსეთის დედაქალაქისა, რომელიც ამასთანავე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირ ქალაქად ითვლება, ყველაზე მაღალია. არადა, უკრაინისა და რუსეთის გარდა, ხორბალს ყველა ქვეყანა ყიდულობს და, შესაბამისად, პურპროდუქტების თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელსაც იმპორტირებული პროდუქციით ივსებს.

საერთოდ, საქართველოში პურის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის ღირებულების შესაბამისად იზრდება, თუმცა თუ იგივე ბაზარზე ხორბალი გაიაფდა და თანაც მნიშვნელოვნად, ჩვენთან პურის ფასი ან არ იკლებს, ან თუ მცირდება, მინიმალური რაოდენობით. ახლაც, შარშანდელთან შედარებით, ერთი ტომარა ფქვილი თითქმის 10 ლარითაა შემცირებული, თუმცა პურის გასაყიდი ფასი იგივე ნიშნულზე დარჩა.

თბილისის ანალოგიურად პურის ფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ შემცირებულა არც მოსკოვში. უფრო მეტიც, როგორც რუსული მედია წერს, 1 კილოგრამი პურის ფასმა 5 წლის მაქსიმუმს მიაღწია და დღეს ის საშუალოდ 33,12 რუსული რუბლი, დაახლოებით 1,67 ლარი ღირს.

პურის ღირებულება წელიწადზე მეტია სტაბილურია ერევანში, ბაქოში, მოსკოვსა და კიევში. ერევანში 1 კგ პური, საშუალოდ 93-95 თეთრად იყიდება (0,56 დოლარი), ბაქოში - 86 თეთრად (0,52 დოლარი), მინსკში - 1,10 ლარად (0,66 დოლარი), ხოლო კიევში - 90 თეთრად (0,54 დოლარი).

მეპურეთა ასოციაციის პრეზიდენტი მალხაზ დოლიძე ამბობს, თბილისში პურს, გარდა ძვირი ენერგომატარებლებისა, შუალედური რგოლი (დისტრიბუცია და მაღაზიები) აძვირებს.

"დღეს ერთი კილოგრამის პურის თვითღირებულება არის 1,1 ლარი, რა ფასად ყიდიან მაღაზიებში, ამის თქმა ზუსტად არ შემიძლია. იმას, რომ პური ჩვენთან უფრო ძვირია, ვიდრე ერევანსა და ბაქოში, თავისი მიზეზი აქვს. კერძოდ, ერევანში მაღაზიის მფლობელს არ შეუძლია პურზე 5%-ზე მეტი დაამატოს, ჩვენთან კი ზოგიერთი მაღაზია 10%-ს, ზოგი - 15%-ს, ზოგი სულაც 20%-ს უმატებს. მეორე - ჩვენთან სადისტრიბუციო სისტემა არის ძალიან უცნაური, ისინი ფასს ცალკე ამატებენ, შესაბამისად, მწარმოებლიდან მომხმარებლამდე პური გადის ორ შუალედურ რგოლს და ისიც ძვირდება.

გარდა ამისა, საქართველოში ძვირია ენერგომატარებლები, ხორბალი, თანაც ვართ იმპორტზე დამოკიდებულები. ამ ყველაფერს ემატება დღგ-ს გადასახადი, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში საკვებ პროდუქტზე მხოლოდ 10%-ს შეადგენს, ჩვენთან კი - 18%-ია. ეს ყველაფერი, ზრდის როგორც თვითღირებულებას, ასევე პროდუქციის საბოლოო გასაყიდ ფასს. დამერწმუნეთ, მეპურეები საკმაოდ დაბალ, უფრო ზუსტად, მინიმალურ მოგებაზე ვმუშაობთ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მალხაზ დოლიძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში, განსხვავებით ზემოთ ჩამოთვლილი სხვა ქვეყნებისა, პურზე არ მოქმედებს ე.წ. სოციალური ფასი. როგორც მეხორბლეთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან სილაგავა აცხადებს, უკრაინაში არსებობს აგრარული ფონდი, რომელიც ხორბალს მაშინ ყიდულობს, როცა ის იაფია, ფიქსირებულ ფასად აფქვევინებს წისქვილკომბინატებს და შემდგომ ამ ფქვილს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ასეულ საცხობში ანაწილებს.

"ეს ქარხნები აცხობენ ე.წ. სოციალურ პურს, რომელიც ბაზარზე გამოტანილ სხვა პროდუქტთან შედარებით, საკმაოდ იაფია. თუ უკრაინაში პურის საშუალო ფასი არის დაახლოებით 90 თეთრი, სოციალური პური კიდევ უფრო იაფია. დაახლოებით ასეთივე სისტემა მოქმედებს რუსეთში და კიდევ ბევრ ქვეყანაში. კრიტიკულ მომენტში ასეთმა სისტემამ შეიძლება იმუშაოს საქართველოშიც, მაგრამ ჩვენთან ამაზე ჯერჯერობით არავინ ზრუნავს", - განაცხადა სილაგავამ.

მსოფლიოში, მათ შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ყველა მთავრობა ცდილობს კონტროლქვეშ ჰქონდეს ეს ბაზა, ანუ კრიზისულ მომენტებში გარკვეული ტიპის ღონისძიებები განახორციელოს, რათა პურის კრიზისი თავიდან აიცილოს.

"მაგალითად, უკრაინაში მოქმედებს აგრარული ფონდი, რომელიც ყიდულობს გარკვეული რაოდენობით ხორბალს და ავსებს მარაგებს, რათა კრიზისულ სიტუაციაში ხორბლის გარეშე არ დარჩეს ქვეყანა. რუსეთში ამ საქმიანობით საინვესტიციო ფონდია დაკავებული, ასეთივე ტიპის ფონდები მოქმედებს სომხეთსა და აზერბაიჯანში. 2008 წლის კრიზისის დროს გაერომ მიიღო გადაწყვტეილება, რომ ყველა ქვეყანას ჰქონოდა რეზერვად თავისი წლიური მოხმარების დაახლოებით 12% სასურსათო ხორბალი. გარდა საქართველოსი, ეს რეზერვი თითქმის ყველა ქვეყანას აქვს.

საინტერესოა ისიც, რომ ბოლო წლებში სომხეთმა და აზერბაიჯანმა მნიშვნელოვნად გაზარდეს ხორბლის ნათესები. მაგალითად, სომხეთს წლიურად სჭირდება დაახლოებით 650 ათასი ტონა ხორბალი, წელს კი აღებული მოსავლის საერთო რაოდენობამ, დაახლოებით, 500 ათასი ტონა შეადგინა, რაც მთლიანი მოხმარების 70%-ია. აზერბაიჯანს წლიურად სჭიდება 3 მლნ ტონა, წლევანდელმა მოსავალმა კი 2,5 მლნ ტონას გადააჭარბა, ანუ აქაც თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ჩვენთან კი ეს მაჩვენებელი 10-15%-ს არ აჭარბებს. 50%-მდე მაინც რომ ავიდეთ, მაშინ სერიოზული შედეგი იქნება, ანუ მთლიანად იმპორტზე აღარ ვიქნებით დამოკიდებულნი. სტრატეგიული მარაგების შექმნა აუცილებელია და კარგი იქნება თუ ამ საკითხზე სერიოზულად დაიწყებენ ფიქრს.

მართალია, საქართველოს თვეში 40-50 ათასი ტონა ფქვილი სჭირდება და მისი შეძენა პრობლემა არ არის, მაგრამ აქ შეიძლება სხვა საკითხებმა იჩინოს თავი, ისეთმა როგორიცაა ომი, სტიქიური უბედურება და ა.შ. კრიზისი მხოლოდ ეკონომიკური არ არის და ჩვენ, სხვა ქვეყნების ანალოგიურად, მარაგების შექმნაზე აუცილებლად უნდა ვიფიქროთ.

საქართვლეოში არის ოთხი დიდი შემნახველი ელევატორი, მაგრამ ოთხივე ერთი კერძო კომპანიისაა, ანუ მონოპოლიზებულია. მფლობელი არარეზიდენტი მოქალაქეა და გამორიცხული არ არის, რომ კრიზისის პერიოდში მან ხორბალი ჩვენ კი არა, საკუთარ სამშობლოში გაუშვას", - დასძინა სილაგავამ.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"