წითელი ვარდები, შოკოლადები, ბრილიანტის ყელსაბამი, ძვირფასი ავტომობილი - მამაკაცები საყვარელი ქალის გულის მოგებას რომანტიკული საჩუქრებით ცდილობენ, მაგრამ ივან ლევისი უფრო თანამედროვე ხერხს იყენებს.
მან მეუღლეს, სონია გოარს უღალატა და ახლა მარტოა. თუმცა ფარ-ხმალს არ ყრის და ცოლის დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს. ფურცელზე დაწერა, რომ ცოლს უღალატა, მაგრამ ქალი, რომელთანაც მას უღალატა, შეუხედავი იყო. მან ფოტოსურათი "ფეისბუქში" განათავსა და მეგობრებს დახმარება სთხოვა - ივანი ფიქრობს, რომ ფოტოზე დაგროვილი "ლაიქებით" ცოლს დაიბრუნებს. მისი აზრით, რომ 10 000 "ლაიქი" ცოლის გულის მოგების საუკეთესო ხერხია. ის სოციალურ ქსელში ცოლთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.
მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.