პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდა სინამდვილეში "ქართულ ოცნებისა" და პრემიერის შეხვედრაზე
რა მოხდა სინამდვილეში "ქართულ ოცნებისა" და პრემიერის შეხვედრაზე

პრე­მი­ე­რი­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ფრაქ­ცი­ის წევ­რე­ბის ემო­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რამ­დე სხვა­დას­ხვა ხმა მი­ვი­და. ით­ქვა, რომ ფრაქ­ცი­ის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რამ­დე პრე­მი­ე­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­სა და მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ხელ­მძღვა­ნელს, და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძეს, თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში მწვა­ვედ ესა­უბ­რა. ისე გა­მოჩ­ნდა, რომ სა­გა­ნე­ლი­ძით უკ­მა­ყო­ფი­ლო რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტატ­მა მო­ა­ხერ­ხა პრე­მი­ე­რის­თვის უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­მა კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­ბა­და გან­ცდა, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ისე­თი და­პი­რის­პი­რე­ბაა, მის გან­სა­მუხ­ტად საქ­მე­ში ჩა­რე­ვამ პრე­მი­ერს მო­უ­წი­აო. რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ფრაქ­ცი­ის წევ­რე­ბი­სა და პრე­მი­ე­რის შეხ­ვედ­რა­ზე, ამის შე­სა­ხებ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ეკა ბე­სე­ლი­ას ვე­სა­უბ­რეთ:

- ვერ და­ვა­დას­ტუ­რებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ შეხ­ვედ­რა­ზე და­ძა­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი იყო, ან პრე­მი­ერ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი­სად­მი გუ­ლის­წყრო­მა გა­მო­ხა­ტა. ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­გა­ნე­ლი­ძე­ზე ბევ­რი უსა­მარ­თლო ბრალ­დე­ბა მეს­მის, ამან, სამ­წუ­ხა­როდ, კამ­პა­ნი­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. დათო ბევ­რს მუ­შა­ობს, რო­გორც შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ძალ­ზე დატ­ვირ­თუ­ლია და მას გულს სტკენს უსა­მარ­თლო ბრალ­დე­ბე­ბი... პრე­მი­ერ­მა ისა­უბ­რა სა­არ­ჩევ­ნო თე­მებ­ზე, იმა­ზე, თუ რა სა­კი­თხე­ბია წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ წა­მო­სა­წე­ვი და დიდი ხანი და­უთ­მო თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ახ­სნას, რა­ტომ აპი­რებს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლას, რა გეგ­მე­ბი აქვს.

- რამ­დე­ნი­მე მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი იმას ჩი­ვის, რომ სა­გა­ნე­ლი­ძემ მათი ჩა­ჩო­ჩე­ბა სცა­და.

- არ მინ­და ამის გან­ხილ­ვა. სა­გა­ნე­ლი­ძე არ არის ისე­თი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ვინ­მეს სივ­რცეს უზღუ­დავს ან პრობ­ლე­მას უქ­მნის.

სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლას ერ­თნა­ი­რად ვერ მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა და ასეთ დროს ჩვენ უნდა მი­ვეხ­მა­როთ.

- რაკი ზო­გი­ერ­თი დე­პუ­ტა­ტი სა­გა­ნე­ლი­ძეს პრე­მი­ერ­თან "უჩი­ვის", ჩანს, ფრაქ­ცი­ა­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მწიფ­დე­ბა?

- ეს უფრო გა­უ­გებ­რო­ბაა, ვიდ­რე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. ასეთ დროს მეტი კო­მუ­ნი­კა­ცი­აა სა­ჭი­რო. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას სურს, მე­ტად იყოს ჩარ­თუ­ლი პრო­ცე­სებ­ში და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ. ბა­ტონ ომარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე­სა და დათო ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს ამას არა­ვინ უკ­რძა­ლავს, მათ ად­გი­ლებ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

- მახ­სოვს, ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე პრე­მი­ერ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აკ­რი­ტი­კა მა­ჟო­რი­ტა­რე­ბი და ისი­ნი ფე­ო­და­ლებ­საც კი შე­ა­და­რა.

- ეს წინა შეხ­ვედ­რის მერე და­ი­წე­რა... ბოლო შეხ­ვედ­რა­ზე კი პრე­მი­ერ­მა ყვე­ლას ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გი­ით მოქ­მე­დე­ბი­სა და აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ მო­უ­წო­და. მა­ჟო­რი­ტა­რებს კონ­კრე­ტუ­ლი ოლ­ქის ამომ­რჩევ­ლებ­მა 4-წლი­ა­ნი მან­და­ტი მის­ცეს და ისი­ნი უფრო აქ­ტი­უ­რე­ბი უნდა იყ­ვნენ.

- რო­გორც ვიცი, პრე­მი­ერ­თან დე­პუ­ტა­ტებს გქონ­დათ სა­უ­ბა­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის დაჩ­ქა­რე­ბა­სა და წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე.

- ჩვენს კო­მი­ტეტ­ში უამ­რა­ვი სა­ჩი­ვა­რი შე­მო­ვი­და ამ სა­კი­თხზე. მთავ­რო­ბა­ში ბევ­რს ფიქ­რო­ბენ ისე­თი მე­ქა­ნიზ­მის გა­მო­ნახ­ვა­ზე, რომ ეს ქო­ნე­ბა მფლო­ბე­ლებს და­უბ­რუნ­დეს. პირ­ველ ეტაპ­ზე უნდა გა­მო­იკ­ვე­თოს, რა ტი­პის და­ნა­შა­უ­ლე­ბი ხდე­ბო­და, რა ქო­ნე­ბაა გა­დარ­ჩე­ნი­ლი, რო­მე­ლია სამ-ოთხჯერ გას­ხვი­სე­ბუ­ლი, რისი დაბ­რუ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა და რა პრო­ცე­დუ­რე­ბით. გა­მო­ძი­ე­ბის გა­რე­შე ვე­რა­ფე­რი მოხ­დე­ბა. და­ი­წყე­ბა გა­მო­ძი­ე­ბე­ბი, მერე სა­სა­მარ­თლო ჩა­ერ­თვე­ბა პრო­ცეს­ში და გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, რას­თან გვაქვს საქ­მე. ამ სა­კი­თხზე ერ­თნა­ი­რი ხედ­ვა აქვთ უმ­რავ­ლე­სო­ბა­სა და პრე­მი­ერს.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტეტ­ში რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის - 10 200 გან­ცხა­დე­ბაა შე­მო­სუ­ლი. ამ გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან 90%-ზე მეტი ეხე­ბა ბოლო წლებ­ში მომ­ხდარ სხვა­დას­ხვა ტი­პის ძა­ლა­დო­ბი­სა და უსა­მარ­თლო­ბის ფაქ­ტებს. შემ­დეგ მო­დის უკა­ნო­ნო გა­ნა­ჩე­ნე­ბი, შემ­დეგ წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი და მერე ქო­ნე­ბის და კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის უკა­ნო­ნო ხელ­ყო­ფის ფაქ­ტე­ბი.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

რა მოხდა სინამდვილეში "ქართულ ოცნებისა" და პრემიერის შეხვედრაზე

რა მოხდა სინამდვილეში "ქართულ ოცნებისა" და პრემიერის შეხვედრაზე

პრემიერისა და "ქართული ოცნების" ფრაქციის წევრების ემოციური შეხვედრის შესახებ საზოგადოების ყურამდე სხვადასხვა ხმა მივიდა. ითქვა, რომ ფრაქციის წევრებთან შეხვედრამდე პრემიერი უმრავლესობის ლიდერსა და მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, დავით საგანელიძეს, თავის კაბინეტში მწვავედ ესაუბრა. ისე გამოჩნდა, რომ საგანელიძით უკმაყოფილო რამდენიმე დეპუტატმა მოახერხა პრემიერისთვის უმრავლესობის ლიდერის საწინააღმდეგო ინფორმაციის მიწოდება. ამ ყველაფერმა კი საზოგადოებაში დაბადა განცდა, "ქართულ ოცნებაში" ისეთი დაპირისპირებაა, მის განსამუხტად საქმეში ჩარევამ პრემიერს მოუწიაო. რა მოხდა სინამდვილეში "ქართული ოცნების" ფრაქციის წევრებისა და პრემიერის შეხვედრაზე, ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას ვესაუბრეთ:

- ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, რომ შეხვედრაზე დაძაბული საუბარი იყო, ან პრემიერმა უმრავლესობის ლიდერისადმი გულისწყრომა გამოხატა. ბოლო პერიოდში საგანელიძეზე ბევრი უსამართლო ბრალდება მესმის, ამან, სამწუხაროდ, კამპანიური ხასიათი მიიღო. დათო ბევრს მუშაობს, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, ძალზე დატვირთულია და მას გულს სტკენს უსამართლო ბრალდებები... პრემიერმა ისაუბრა საარჩევნო თემებზე, იმაზე, თუ რა საკითხებია წინასაარჩევნოდ წამოსაწევი და დიდი ხანი დაუთმო თავისი გადაწყვეტილების ახსნას, რატომ აპირებს თანამდებობიდან წასვლას, რა გეგმები აქვს.

- რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი იმას ჩივის, რომ საგანელიძემ მათი ჩაჩოჩება სცადა.

- არ მინდა ამის განხილვა. საგანელიძე არ არის ისეთი პიროვნება, რომელიც ვინმეს სივრცეს უზღუდავს ან პრობლემას უქმნის.

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა შეიძლება ყველას ერთნაირად ვერ მიაქციოს ყურადღება და ასეთ დროს ჩვენ უნდა მივეხმაროთ.

- რაკი ზოგიერთი დეპუტატი საგანელიძეს პრემიერთან "უჩივის", ჩანს, ფრაქციაში უკმაყოფილება მწიფდება?

- ეს უფრო გაუგებრობაა, ვიდრე უკმაყოფილება. ასეთ დროს მეტი კომუნიკაციაა საჭირო. შეიძლება ვიღაცას სურს, მეტად იყოს ჩართული პროცესებში და ამის საშუალება მიეცემათ. ბატონ ომარ ნიშნიანიძესა და დათო ლორთქიფანიძეს ამას არავინ უკრძალავს, მათ ადგილებზე ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლიათ.

- მახსოვს, ერთ-ერთ შეხვედრაზე პრემიერმა განსაკუთრებით გააკრიტიკა მაჟორიტარები და ისინი ფეოდალებსაც კი შეადარა.

- ეს წინა შეხვედრის მერე დაიწერა... ბოლო შეხვედრაზე კი პრემიერმა ყველას ერთიანი სტრატეგიით მოქმედებისა და აქტიურობისკენ მოუწოდა. მაჟორიტარებს კონკრეტული ოლქის ამომრჩევლებმა 4-წლიანი მანდატი მისცეს და ისინი უფრო აქტიურები უნდა იყვნენ.

- როგორც ვიცი, პრემიერთან დეპუტატებს გქონდათ საუბარი სამართლიანობის აღდგენის დაჩქარებასა და წართმეული ქონების დაბრუნებაზე.

- ჩვენს კომიტეტში უამრავი საჩივარი შემოვიდა ამ საკითხზე. მთავრობაში ბევრს ფიქრობენ ისეთი მექანიზმის გამონახვაზე, რომ ეს ქონება მფლობელებს დაუბრუნდეს. პირველ ეტაპზე უნდა გამოიკვეთოს, რა ტიპის დანაშაულები ხდებოდა, რა ქონებაა გადარჩენილი, რომელია სამ-ოთხჯერ გასხვისებული, რისი დაბრუნება შეიძლება და რა პროცედურებით. გამოძიების გარეშე ვერაფერი მოხდება. დაიწყება გამოძიებები, მერე სასამართლო ჩაერთვება პროცესში და გამოიკვეთება, რასთან გვაქვს საქმე. ამ საკითხზე ერთნაირი ხედვა აქვთ უმრავლესობასა და პრემიერს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში რეკორდული რაოდენობის - 10 200 განცხადებაა შემოსული. ამ განცხადებებიდან 90%-ზე მეტი ეხება ბოლო წლებში მომხდარ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და უსამართლობის ფაქტებს. შემდეგ მოდის უკანონო განაჩენები, შემდეგ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები და მერე ქონების და კერძო საკუთრების უკანონო ხელყოფის ფაქტები.

იხილეთ სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა