საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამსახურში დაწყებული რომანების 22% ქორწინებით გვირგვინდება
სამსახურში დაწყებული რომანების 22% ქორწინებით გვირგვინდება

ბრი­ტა­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა და ფსი­ქო­ლო­გებ­მა გა­მო­იკ­ვლი­ეს, რა ვი­თა­რე­ბა­ში და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვირ­გვინ­დე­ბა ქორ­წი­ნე­ბით. გა­მო­კი­თხვა­ში 2 000 ბრი­ტა­ნე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

აღ­მოჩ­ნდა, რომ ოფის­ში და­წყე­ბუ­ლი რო­მა­ნე­ბის 22% და­ო­ჯა­ხე­ბით გვირ­გვინ­დე­ბა. კვლე­ვის თა­ნახ­მად, მსგავ­სი ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო მყა­რია, ვიდ­რე მე­გობ­რო­ბით და­წყე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც თა­ნამ­შრო­მელ მე­უღ­ლე­ებს სა­ერ­თო საქ­მე აერ­თი­ა­ნებთ - ერ­თნა­ი­რი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ოჯახ­ში არას­დროს სვა­მენ კონ­ფლიქ­ტურ შე­კი­თხვებს - "რა­ტომ და­იგ­ვი­ა­ნე", "დღეს ხომ უქ­მეა, რა­ტომ მუ­შა­ობ კომ­პი­უ­ტერ­თან" და სხვა.

ყვე­ლა­ზე იშ­ვი­ა­თად ღა­მის კლუბ­ში და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვირ­გვინ­დე­ბა ქორ­წი­ლით. გა­მო­კი­თხულ­თა თქმით, დის­კო­თე­კებ­სა, თუ ბა­რებ­ში და­წყე­ბუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა მხო­ლოდ 1 ღა­მის ურ­თი­ერ­თო­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა.

შე­გახ­სე­ნებთ, მსგავ­სი გა­მო­კი­თხვა თე­ბერ­ვალ­ში კომ­პა­ნია CareerBuilder-მაც ჩა­ა­ტა­რა. მა­ში­ნაც ანა­ლო­გი­უ­რი შე­დე­გი და­ფიქ­სირ­და. ყვე­ლა­ზე ხში­რად სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი რო­მა­ნი ვი­თარ­დე­ბა ისე­თი პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის, რო­გო­რი­ცაა სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ფი­ნან­სუ­რი სერ­ვი­სე­ბი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

სამსახურში დაწყებული რომანების 22% ქორწინებით გვირგვინდება

სამსახურში დაწყებული რომანების 22% ქორწინებით გვირგვინდება

ბრიტანელმა მეცნიერებმა და ფსიქოლოგებმა გამოიკვლიეს, რა ვითარებაში დაწყებული ურთიერთობა გვირგვინდება ქორწინებით. გამოკითხვაში 2 000 ბრიტანელი მონაწილეობდა.

აღმოჩნდა, რომ ოფისში დაწყებული რომანების 22% დაოჯახებით გვირგვინდება. კვლევის თანახმად, მსგავსი ურთიერთობა უფრო მყარია, ვიდრე მეგობრობით დაწყებული, რადგანაც თანამშრომელ მეუღლეებს საერთო საქმე აერთიანებთ - ერთნაირი სამუშაო გრაფიკი და პასუხისმგებლობა, შესაბამისად, ოჯახში არასდროს სვამენ კონფლიქტურ შეკითხვებს - "რატომ დაიგვიანე", "დღეს ხომ უქმეა, რატომ მუშაობ კომპიუტერთან" და სხვა.

ყველაზე იშვიათად ღამის კლუბში დაწყებული ურთიერთობა გვირგვინდება ქორწილით. გამოკითხულთა თქმით, დისკოთეკებსა, თუ ბარებში დაწყებული ნაცნობობა მხოლოდ 1 ღამის ურთიერთობით შემოიფარგლა.

შეგახსენებთ, მსგავსი გამოკითხვა თებერვალში კომპანია CareerBuilder-მაც ჩაატარა. მაშინაც ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა. ყველაზე ხშირად სამსახურებრივი რომანი ვითარდება ისეთი პროფესიის წარმომადგენლებს შორის, როგორიცაა სამედიცინო სფერო, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ფინანსური სერვისები.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს