საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო ჯაჭვლიანი ვაჟა-ფშაველას წერილის სასკოლო სახელმძღვანელოში შეტანას მოითხოვს
სოსო ჯაჭვლიანი ვაჟა-ფშაველას წერილის სასკოლო სახელმძღვანელოში შეტანას მოითხოვს

დე­პუ­ტატ­მა სოსო ჯაჭვლი­ან­მა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს ინი­ცი­ა­ტი­ვით მი­მარ­თა, რომ ვაჟა-ფშა­ვე­ლას წე­რი­ლი -"კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მი და პატ­რი­ო­ტიზ­მი", სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის პირ­ველ გვერ­დზე, სხვა­დას­ხვა ენა­ზე ნა­თარ­გმნი და­ი­ბეჭ­დოს.

"ვაჟა-ფშა­ვე­ლამ 100 წლის წინ ორ გვერ­დზე და­წე­რა წე­რი­ლი - "კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მი და პატ­რი­ო­ტიზ­მი". ადა­მი­ა­ნი ვე­რა­სო­დეს ვერ გახ­დე­ბა კოს­მო­პო­ლი­ტი, თუ არ არის პატ­რი­ო­ტი, სხვას ვე­რა­სო­დეს ვერ გა­უ­გებ, როცა არ გეს­მის შენი. მე მინ­და მივ­მარ­თო გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს, რომ ეს წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ორი გვერ­დიც კი არ არის, სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პირ­ველ გვერ­დზე და­ი­ბეჭ­დოს,"- გა­ნა­ცხა­და სოსო ჯაჭვლი­ან­მა.

დღეს­ვე პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ჯაჭვლი­ა­ნის ინი­ცი­ტი­ვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, ვა­ჟას წე­რი­ლი მარ­თლც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წე­რი­ლია.

"ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წე­რი­ლია. ეს წე­რი­ლი შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა შე­ვი­დეს რო­გორც კონ­ფლიქ­ტო­ლო­გი­ის, ისე­ვე ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში ერ­თი­ა­ნი ეთ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოდ. სოსო ამ წე­რილ­ზე სა­უბ­რობ­და, მე მარ­თლა ვი­ზი­ა­რებ მის აღ­ტა­ცე­ბას, იმი­ტომ რომ ვაჟა-ფშა­ვე­ლამ ეს მე-18 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს და­წე­რა, ათას რვა­ას რო­მე­ლი­ღა­ცა წელ­ში, არ მახ­სოვს კარ­გად. მე ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, ეს წე­რი­ლი გა­და­ი­კი­თხოს. პა­ტა­რა წე­რი­ლია და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოა ისე­თი ქვეყ­ნე­ბის­თვის, რო­გო­რი­ცაა სა­ქარ­თვე­ლო, სა­დაც მრა­ვა­ლი ეთ­ნო­სი ერ­თად ვა­შე­ნებთ ქვე­ყა­ნას. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ წე­რილს უნდა გა­ეც­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე. რო­გორც გა­კეთ­დე­ბა ეს, უკვე სხვა თე­მაა," – გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სოსო ჯაჭვლიანი ვაჟა-ფშაველას წერილის სასკოლო სახელმძღვანელოში შეტანას მოითხოვს

სოსო ჯაჭვლიანი ვაჟა-ფშაველას წერილის სასკოლო სახელმძღვანელოში შეტანას მოითხოვს

დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს ინიციატივით მიმართა, რომ ვაჟა-ფშაველას წერილი - "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი", სასკოლო სახელმძღვანელოების პირველ გვერდზე, სხვადასხვა ენაზე ნათარგმნი დაიბეჭდოს.

"ვაჟა-ფშაველამ 100 წლის წინ ორ გვერდზე დაწერა წერილი - "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი". ადამიანი ვერასოდეს ვერ გახდება კოსმოპოლიტი, თუ არ არის პატრიოტი, სხვას ვერასოდეს ვერ გაუგებ, როცა არ გესმის შენი. მე მინდა მივმართო გიორგი მარგველაშვილს, რომ ეს წერილი, რომელიც ორი გვერდიც კი არ არის, სასკოლო სახელმძღვანელობის პირველ გვერდზე დაიბეჭდოს,"- განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

დღესვე პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ჯაჭვლიანის ინიციტივას გამოეხმაურა. მისი თქმით, ვაჟას წერილი მართლც განსაკუთრებული წერილია.

"ეს განსაკუთრებული წერილია. ეს წერილი შეიძლება მართლა შევიდეს როგორც კონფლიქტოლოგიის, ისევე ნებისმიერ ქვეყანაში ერთიანი ეთნიკური პრობლემების გადაჭრის სახელმძღვანელოდ. სოსო ამ წერილზე საუბრობდა, მე მართლა ვიზიარებ მის აღტაცებას, იმიტომ რომ ვაჟა-ფშაველამ ეს მე-18 საუკუნის ბოლოს დაწერა, ათას რვაას რომელიღაცა წელში, არ მახსოვს კარგად. მე ყველას მოვუწოდებ, ეს წერილი გადაიკითხოს. პატარა წერილია და სახელმძღვანელოა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, სადაც მრავალი ეთნოსი ერთად ვაშენებთ ქვეყანას. ბუნებრივია, ამ წერილს უნდა გაეცნოს საქართველოს ყველა მოქალაქე. როგორც გაკეთდება ეს, უკვე სხვა თემაა," – განაცხადა მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია