სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცისანა ტატიშვილის წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება
ცისანა ტატიშვილის წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება

"ჩვე­ნი სა­უ­კუ­ნე მდი­და­რია სა­შემ­სრუ­ლებ­ლო ტა­ლან­ტე­ბით, მაგ­რამ ის, რისი მოწ­მეც აქ გავ­ხდით, მარ­თლაც გა­სა­ო­ცა­რია. უმაღ­ლე­სი, მსოფ­ლიო კლა­სის ხე­ლოვ­ნე­ბა გა­მო­ამ­ჟღავ­ნა სოპ­რა­ნო ცი­სა­ნა ტა­ტიშ­ვილ­მა", - წერ­და 1970 წელს ბერ­ლი­ნის პრე­სა... ქალ­ბა­ტონ ცი­სა­ნას არ დაჰკლე­ბია ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა, ამა­ვე დროს, არც ერთი ჯილ­დო, რო­მელ­საც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ღვაწლ­მო­სილ ადა­მი­ა­ნებს გა­დას­ცემ­და. 2010 წელს მისი ვარ­სკვლა­ვიც გა­იხ­სნა... დღეს ის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პრო­ფე­სო­რი გახ­ლავთ და სტუ­დენ­ტებს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს. კმა­ყო­ფი­ლია იმით, რომ ბევ­რი კარ­გი, პერ­სპექ­ტი­უ­ლი ახალ­გაზ­რდა გვყავს, რომ­ლე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა, ვი­ა­მა­ყოთ... ქარ­თუ­ლი ოპე­რის ვარ­სკვლავს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით სავ­სე ცხოვ­რე­ბა აქვს გავ­ლი­ლი...

- ვე­რა­ზე, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე ვცხოვ­რობ­დი. კარ­გი სახ­ლი გვქონ­და, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მის ად­გი­ლას სას­ტუმ­რო "სა­ქარ­თვე­ლო" აა­შე­ნეს... მე და ჩემს ძმას მძი­მე ბავ­შვო­ბა გვქონ­და. როცა და­ვი­ბა­დე, ანუ 1939 წელს მამა - ბეჟან ტა­ტიშ­ვი­ლი და­ა­პა­ტიმ­რეს. რო­გორც დედა (ქე­თე­ვან ზან­დუ­კე­ლი) ამ­ბობ­და, მამა სამ­შო­ბი­ა­რო­ში ჩემს სა­ნა­ხა­ვად მო­სუ­ლა, უკან გაბ­რუ­ნე­ბუ­ლი კი აუყ­ვა­ნი­ათ. მას მერე უკ­ვა­ლოდ გაქ­რა, აღა­რა­ვის უნა­ხავს... მამა ულა­მა­ზე­სი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რეგ­ნო­ბის კაცი ყო­ფი­ლა და თურ­მე, მთე­ლი თბი­ლი­სის ქა­ლე­ბი ეტ­რფოდ­ნენ... ზო­გი­ერ­თი თავ­საც იკ­ლავ­და მის გამო... პრო­ფე­სი­ით სამ­ხედ­რო იყო, ირ­კუტსკის სამ­ხედ­რო სას­წავ­ლე­ბე­ლი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი და კა­ვა­ლე­რის­ტი გახ­ლდათ... გე­ნე­რალ თუ­ხა­რელ­თან მე­გობ­რობ­და, მი­ნის­ტრ ორა­ხე­ლაშ­ვილ­თა­ნაც ახ­ლოს იყო, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი ჰქო­ნია... მა­შინ ადა­მი­ა­ნი ხალ­ხის მტრად რომ გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნათ, ამის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზი არც იყო სა­ჭი­რო... დედა მა­მა­ზე 20 წლით უმ­ცრო­სი გახ­ლდათ, მაგ­რამ რო­გორც ამ­ბობ­დნენ, ეს გა­რეგ­ნუ­ლად არ ეტყო­ბო­დათ...

- მძი­მე ბავ­შვო­ბა გვქონ­დაო, - აღ­ნიშ­ნეთ...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) უმა­მოდ ვიზ­რდე­ბო­დით, სახ­ლშიც არა­ფე­რი გვქონ­და. ხალ­ხი, რო­გორც რეპ­რე­სი­რე­ბულ ოჯახს, თავს გვა­რი­დებ­და; დე­დამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა მე­სა­მე კურ­სის და­ხურ­ვის შემ­დეგ შე­წყვი­ტა და მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. ჩემს მშობ­ლებს პირ­ვე­ლი შვი­ლი მო­უკ­ვდათ. ჩვი­ლი ორი კვი­რის ყო­ფი­ლა, როცა გარ­და­იც­ვა­ლა... მეც ხში­რად ვხდე­ბო­დი ავად და თუ გა­დავ­რჩე­ბო­დი, არა­ვის ეგო­ნა. მერე ბე­ბი­ის ძმამ, რო­მე­ლიც ექი­მი გახ­ლდათ, სე­რი­ო­ზუ­ლად მომ­ხე­და და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მან გა­და­მარ­ჩი­ნა.

- რო­გორ სწავ­ლობ­დით?

- ცუ­დად და ეს ჩემ­მა ავად­მყო­ფო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, სკო­ლა­ში 1 წელი გა­მიც­და და მე­სა­მე კლას­ში ჩავ­რჩი. მახ­სოვს, ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ სკო­ლა­ში მი­სულს დამ­ცი­ნეს: - ჩარ­ჩე­ნი­ლოო, რაც ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე და დე­დას ვუ­თხა­რი, - მაგ სკო­ლა­ში აღარ წა­ვალ-მეთ­ქი! რუ­სულ სკო­ლა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც 4 წელი ვსწავ­ლობ­დი, შემ­დეგ კი 56-ე ქარ­თულ სკო­ლა­ში ექ­სტერ­ნად ჩა­ვა­ბა­რე...

- თქვე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი რო­დის ან ვინ აღ­მო­ა­ჩი­ნა?

- ყვე­ლა ამ­ბობ­და, რომ კარ­გი ხმა მქონ­და. მახ­სოვს, 4-5 წლის ასაკ­ში მე და ჩემი ძმა სა­წოლ­ზე ვხტუ­ნა­ობ­დით და თან, ვმღე­რო­დი ხოლ­მე. იქვე, მე­ზობ­ლად გი­ორ­გი ხა­ხა­ნაშ­ვი­ლი ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც კა­პე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდათ. მას ერთხელ რუ­სე­თი­დან პრო­ფე­სო­რი, კა­თედ­რის გამ­გე ეწ­ვია, რო­მელ­მაც ჩემი სიმ­ღე­რა მო­ის­მი­ნა და დე­დას უთხრა: - მო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი გეზ­რდე­ბა­თო... მერე სიმ­ღე­რა უფრო მე­ტად მო­ვინ­დო­მე. საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, როცა მი­ლი­ცა კო­რი­უ­სის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ფილ­მი - "დიდი ვალ­სი" ვნა­ხე და მას მერე გა­მო­ჩე­ნილ სოპ­რა­ნოს სა­ოც­რად ვბა­ძავ­დი. მორ­ცხვი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, მხო­ლოდ სახ­ლში ვმღე­რო­დი... 16 წლი­სა კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პე­და­გოგ­თან მი­მიყ­ვა­ნეს (გვა­რად ბო­კუ­ჩა­ვა იყო), რო­მელ­მაც მი­თხრა: - წადი, სხვა საქ­მეს ეწი­ეო... იქი­დან გულ­და­წყვე­ტი­ლი წა­მო­ვე­დი, არა­და, დე­და­ჩე­მის მე­გობ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი არ მეშ­ვე­ბოდ­ნენ, - ხელი არ ჩა­იქ­ნი­ოო. ჰო, ერ­თმა გა­მო­ჩე­ნილ­მა პი­ა­ნის­ტმაც თქვა ჩემ­ზე, - სა­ესტრა­დო ხმა აქვს, მაგ­რამ არა - სა­ო­პე­როო...

- კარ­გია, რომ ამის შემ­დეგ იმე­დი სა­ბო­ლო­ოდ არ გა­გიც­რუვ­დათ და ბრძო­ლა მა­ინც გა­ნაგ­რძეთ...

- მერე შე­სა­ნიშ­ნავ მომ­ღე­რალ­თან და პი­როვ­ნე­ბას­თან, სა­ხალ­ხო არ­ტის­ტთან, სან­დრო ინაშ­ვილ­თან მი­მიყ­ვა­ნეს. რომ მო­მის­მი­ნა, თა­ვის ასის­ტენტს - გულ­ნა­რა ქარ­თვე­ლიშ­ვილს (თენ­გიზ მუშ­კუ­დი­ა­ნის მე­უღ­ლე) და­უ­ძა­ხა და უთხრა, - ეს გოგო აიყ­ვა­ნე, მას­თან იმუ­შა­ვე და გა­სა­ხე­ლებ­სო. მა­შინ ბა­ტო­ნი სან­დრო კი­ბო­თი იყო ავად, მისი მუ­შა­ო­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. მოკ­ლედ, გუ­ლი­კო ქარ­თვე­ლიშ­ვილ­თან და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი, მაგ­რამ სი­მორ­ცხვე ვერ დავძლიე და ქალ­ბა­ტო­ნი გუ­ლი­კოს გარ­და, ვე­რა­ვის­თან ვმღე­რო­დი. მერე დე­დამ ჯანო ბაგ­რა­ტი­ო­ნის სი­დედრს, რო­მე­ლიც გვე­ნა­თე­სა­ვე­ბო­და, უთხრა, - ცი­სა­ნა ცო­ტა­თი რომ გა­თა­მამ­დეს, იქ­ნებ ჯა­ნოს­თან სტუ­დი­ა­ში ია­რო­სო. ჯა­ნომ და­მი­ბა­რა და რომ და­მი­ნა­ხა, თქვა: ამას ცეკ­ვა უნდა ვას­წავ­ლოო. მა­ღა­ლი, გამ­ხდა­რი გოგო ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც ცეკ­ვით არ გახ­ლდათ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჯა­ნომ იმ­დე­ნი მას­წავ­ლა, რომ ლე­კუ­რი ომარ მხე­ი­ძეს­თა­ნაც კი მაქვს ნა­ცეკ­ვი...

- ცეკ­ვა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი წინსვლა გქო­ნი­ათ...

- კი, მაგ­რამ ჯა­ნოს­თან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვე ვი­ყა­ვი და ისიც იმის­თვის, რომ სცე­ნა­ზე სიმ­ღე­რის დროს გავ­ხსნი­ლი­ყა­ვი. ჯა­ნოც ძა­ლი­ან მმ­ფარ­ვე­ლობ­და. ბო­ლოს, როცა ვუ­თხა­რი, - კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მინ­და სწავ­ლა და შენ­გან უნდა წა­ვი­დე-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხა: სად უნდა წახ­ვი­დე, შენც ნა­დეჟ­და ხა­რა­ძე არ გა­მოხ­ვი­დეო. - აი, ნახე, გავა დრო და ლო­ჟა­ში მყო­ფი, ტაშს და­მიკ­რავ-მეთ­ქი...

მოკ­ლედ, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მი­მი­ღეს. მე­სა­მე კურ­სზე ვი­ყა­ვი, როცა კომ­პო­ზი­ტორ­მა გრი­გოლ კი­ლა­ძემ, რო­მე­ლიც ვო­კა­ლის კა­თედ­რის გამ­გე იყო, მი­თხრა, - მინ­და, "აბე­სა­ლომ და ეთე­რი­ში" ეთე­რის პარ­ტია იმ­ღე­როო. არა­და, ამ პარ­ტი­ის შეს­რუ­ლე­ბა 30 მომ­ღე­რალს მა­ინც სურ­და. მოკ­ლედ, ყვე­ლას ვა­ჯო­ბე, რე­პე­ტი­ცი­ე­ბიც გა­ვი­ა­რეთ, მაგ­რამ მერე გრი­გო­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­დგომ ჩემი თავი ახალ­ბე­და დი­რი­ჟორს, ჯან­სუღ კა­ხი­ძეს ჩა­ა­ბა­რეს, რო­მე­ლიც "აბე­სა­ლომ და ეთე­რი­ზე" მუ­შა­ობ­და. ამ ოპე­რა­ში ვიმ­ღე­რე და სწო­რედ ამის შემ­დეგ გავ­თა­მამ­დი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გავ­ხდი. მე­ო­თხე­კურ­სელ­მა მა­როს ("და­ი­სი") პარ­ტი­აც ვიმ­ღე­რე... კონ­სერ­ვა­ტო­რია რომ და­ვამ­თავ­რე, მუ­შა­ო­ბა ოპე­რის თე­ატ­რში და­ვი­წყე: კონ­კურ­სი გა­ვი­ა­რე, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან სო­ლის­ტის ად­გი­ლი არ ჰქონ­დათ, მე­ხან­ძრედ გა­მა­ფორ­მეს...

- წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით სავ­სე ცხოვ­რე­ბა გაქვთ გავ­ლი­ლი...

- საკ­მა­ოდ... ოპე­რა­ში ახა­ლი მი­სუ­ლი ვი­ყა­ვი, როცა ძა­ლი­ან პა­ტა­რა პარ­ტია ვიმ­ღე­რე და არ მო­ე­წო­ნათ. სა­ჩე­მოც არ იყო, მას "მა­ღა­ლი ხმე­ბი" მღე­როდ­ნენ. მერე დი­რი­ჟო­რებ­მა და­მი­ბა­რეს და მი­თხრეს, - თე­ატ­რი­დან უნდა წახ­ვი­დეთ. პე­და­გოგ­თან ერთი წელი კი­დევ იმუ­შა­ვეთ და მერე მო­დი­თო. თავი დავ­ღუ­ნე და წა­მო­ვე­დი, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში თე­ატ­რში ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი - კომ­პო­ზი­ტო­რი არ­ჩილ ჩი­მა­კა­ძე მი­ვი­და. ჩემი ამ­ბა­ვი ბრწყინ­ვა­ლე ხმის პატ­რონ­მა, თენ­გიზ მუშ­კუ­დი­ან­მა რომ გა­ი­გო, რო­მე­ლიც გარ­და იმი­სა, რომ ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი გახ­ლდათ, თა­მა­შობ­და კი­ნო­ში ("აბე­ზა­რა"), იყო დე­პუ­ტა­ტი და თე­ატ­რის პარტბი­უ­როს მდი­ვა­ნიც, ლა­მის გა­გიჟ­და; ის ჩი­მა­კა­ძეს­თან შე­ვი­და და უთხრა, - ცი­სა­ნას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბას ხელი არ მო­ა­წე­რო მა­ნამ, ვიდ­რე არ მო­უს­მე­ნო და რო­გორც პარტბი­უ­როს მდი­ვან­მა, ერთ-ერთ დე­პო­ში სა­შე­ფო კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა, რო­მელ­შიც უამ­რა­ვი კარ­გი მომ­ღე­რა­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამ კონ­ცერ­ტზე მეც მი­მიწ­ვი­ეს. როცა ვმღე­რო­დი, ჩი­მა­კა­ძე ფეხ­ზე წა­მოდ­გა და შუბ­ლზე ხელი იტ­კი­ცა. შე­ვა­ტყვე, აღელ­და. როცა სიმ­ღე­რა და­ვას­რუ­ლე, და­მი­ძა­ხა და მი­თხრა: - ეს რა უვი­ცე­ბი ყო­ფი­ლან, ოპე­რი­დან რო­გორ გიშ­ვებ­დნე­ნო? მერე თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, ორა­ტო­რი­ე­ბი მამ­ღე­რა. აღარ იცო­და, რა ექნა... ამის შემ­დგომ ჩამ­სვეს "აბე­სა­ლომ და ეთე­რი­ში" და მას მერე არა­ერთ ოპე­რა­ში ვიმ­ღე­რე...

- მა­შინ რამ­დე­ნი წლის იყა­ვით?

- 25 წლის გახ­ლდით... დავ­დი­ო­დი გას­ტრო­ლებ­ზე და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მსოფ­ლიო მო­ვი­ა­რე, მაგ­რამ ჩემი ნატ­ვრა "ლა სკა­ლა­სა" და "მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის" ოპე­რე­ბი იყო და მხო­ლოდ ამ თე­ატ­რებ­ში არ მიმ­ღე­რია... ხომ იცით, ადრე ყვე­ლა­ფე­რი "გოს­კონ­ცერ­ტზე" იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. არ და­მა­ვი­წყდე­ბა, მათი წყა­ლო­ბით გერ­მა­ნი­ა­ში მყოფ­მა, "ტოს­კა­ში" მში­ერ­მა რომ ვიმ­ღე­რე...

- რო­გორ თუ მში­ერ­მა იმ­ღე­რეთ?

- როცა სა­ზღვარ­გა­რეთ მივ­დი­ო­დით, იქ სა­არ­სე­ბოდ წი­ნას­წარ, 300 ფრანკს გვიხ­დიდ­ნენ, ხოლო სპექ­ტაკ­ლის გა­მარ­თვის შემ­დეგ ჰო­ნო­რარ­საც გვაძ­ლევ­დნენ... ერთხელ მა­ი­ნის ფრან­კფურ­ტში რომ ჩა­ვე­დი, წი­ნას­წარ ის სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მიც არ მო­უ­ცი­ათ (ჩე­მამ­დე იქ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლე­ბი­დან არა­ვინ ჩა­სუ­ლა), ამი­ტომ, მში­ერს მო­მიხ­და სცე­ნა­ზე გას­ვლა. "ტოს­კა­ში" რომ ემ­ღე­რათ, სხვე­ბი სა­გან­გე­ბოდ ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ. ძალა რომ ჰქო­ნო­დათ, ხორცს ჭამ­დნენ, მე კი წარ­მოდ­გე­ნის წინ მხო­ლოდ "პე­ჩე­ნია" მი­ვირ­თვი, რო­მე­ლიც მე­გო­ბარ­მა თბი­ლი­სი­დან გა­მა­ტა­ნა (იღი­მის). იმ სპექ­ტაკლში კარ­გი პარტნი­ო­რე­ბი მყავ­და და მა­ყუ­რებ­ლებ­მაც კარ­გად მი­მი­ღეს. სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ საგ­რი­მი­ო­რო­ში 5 ადა­მი­ა­ნი დამ­ხვდა, მათ შო­რის: დი­რექ­ტო­რი, მე­ნე­ჯე­რი, იმპრე­სა­რიო და სხვე­ბი. მი­თხრეს, - ასე­თი ხმა ჯერ არ მოგ­ვის­მე­ნი­აო (დრა­მა­ტუ­ლი სოპ­რა­ნო გახ­ლდით) და შე­მომ­თა­ვა­ზეს: ჩვენ­თან წა­მო­დი და მსოფ­ლიო მომ­ღე­რალს გაგხდი­თო. გოს­კონ­ცერტს მათი ამ წი­ნა­და­დე­ბის შე­სა­ხებ რომ ვაც­ნო­ბე, მი­პა­სუ­ხეს: - ახ­ლა­ვე ჩა­მო­დით, თო­რემ ქვე­ყა­ნას ვე­რას­დროს და­ტო­ვებთ და ვე­რა­ნა­ირ გას­ტროლს ვე­ღარ ეღირ­სე­ბი­თო. რო­გორც ჩანს, იღ­ბა­ლი არ მქონ­და: როცა ყვე­ლა­ზე კარ­გი გას­ტრო­ლე­ბი იყო და­გეგ­მი­ლი - ლონ­დო­ნის "კო­ვენტ გარ­დენ­ში", "ტოს­კა­ში" უნდა მემ­ღე­რა და შემ­დეგ პა­რიზ­შიც უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, თბი­ლის­ში ომი და­ი­წყო...

- რო­გორც ვიცი, ნამ­ღე­რი გაქვთ ოპე­რა­ში "სა­ლო­მეა" და მსოფ­ლი­ოს სა­მე­ულ­ში ხართ შე­სუ­ლი, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი...

- ასეა! სხვა­თა შო­რის, ეს ოპე­რა საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში არ დად­გმუ­ლა, რად­გან ამ ოპე­რის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი აქ არ ჰყავ­დათ. უფრო მე­ტიც - ერთი ნილ­სო­ნი გახ­ლდათ, ვინც ამას მღე­რო­და, მე­ო­რე - მონ­სე­რატ კა­ბა­ლიე და მე­სა­მე - მე.

- ოპე­რის თე­ატ­რში კო­ლე­გებ­თან, პარტნი­ო­რებ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ?

- ჩემი პარტნი­ო­რე­ბი იყ­ვნენ სა­უ­კე­თე­სო სა­ო­პე­რო შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი: ნო­დარ ან­დღუ­ლა­ძე, ზუ­რაბ ან­ჯა­ფა­რი­ძე, თე­მურ გუ­გუშ­ვი­ლი, ალე­კო ხო­მე­რი­კი, ზუ­რაბ სოტ­კი­ლა­ვა... ამ მხრივ უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი ვარ. ყვე­ლას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, მაგ­რამ სა­მე­გობ­რო წრე ყო­ველ­თვის თე­ატ­რის მიღ­მა მყავ­და...

- და­ბო­ლოს, სა­კუ­თარ ოჯახ­ზე რას გვე­ტყვით?

- ჩემი მე­უღ­ლე მხატ­ვა­რი გოგი თო­თი­ბა­ძე, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლდათ. ის აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რი იყო.

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ცისანა ტატიშვილის წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება

ცისანა ტატიშვილის წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება

"ჩვენი საუკუნე მდიდარია საშემსრულებლო ტალანტებით, მაგრამ ის, რისი მოწმეც აქ გავხდით, მართლაც გასაოცარია. უმაღლესი, მსოფლიო კლასის ხელოვნება გამოამჟღავნა სოპრანო ცისანა ტატიშვილმა", - წერდა 1970 წელს ბერლინის პრესა... ქალბატონ ცისანას არ დაჰკლებია ხალხის სიყვარული და პატივისცემა, ამავე დროს, არც ერთი ჯილდო, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ღვაწლმოსილ ადამიანებს გადასცემდა. 2010 წელს მისი ვარსკვლავიც გაიხსნა... დღეს ის კონსერვატორიის პროფესორი გახლავთ და სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. კმაყოფილია იმით, რომ ბევრი კარგი, პერსპექტიული ახალგაზრდა გვყავს, რომლებითაც შეიძლება, ვიამაყოთ... ქართული ოპერის ვარსკვლავს წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება აქვს გავლილი...

-  ვერაზე, მელიქიშვილის გამზირზე ვცხოვრობდი. კარგი სახლი გვქონდა, მაგრამ მოგვიანებით, მის ადგილას სასტუმრო "საქართველო" ააშენეს... მე და ჩემს ძმას მძიმე ბავშვობა გვქონდა. როცა დავიბადე, ანუ 1939 წელს მამა - ბეჟან ტატიშვილი დააპატიმრეს. როგორც დედა (ქეთევან ზანდუკელი) ამბობდა, მამა სამშობიაროში ჩემს სანახავად მოსულა, უკან გაბრუნებული კი აუყვანიათ. მას მერე უკვალოდ გაქრა, აღარავის უნახავს... მამა ულამაზესი, არაჩვეულებრივი გარეგნობის კაცი ყოფილა და თურმე, მთელი თბილისის ქალები ეტრფოდნენ... ზოგიერთი თავსაც იკლავდა მის გამო... პროფესიით სამხედრო იყო, ირკუტსკის სამხედრო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და კავალერისტი გახლდათ... გენერალ თუხარელთან მეგობრობდა, მინისტრ ორახელაშვილთანაც ახლოს იყო, მაგრამ პოლიტიკასთან საერთო არაფერი ჰქონია... მაშინ ადამიანი ხალხის მტრად რომ გამოეცხადებინათ, ამისთვის სერიოზული მიზეზი არც იყო საჭირო... დედა მამაზე 20 წლით უმცროსი გახლდათ, მაგრამ როგორც ამბობდნენ, ეს გარეგნულად არ ეტყობოდათ...

-  მძიმე ბავშვობა გვქონდაო, - აღნიშნეთ...

-  (მაწყვეტინებს) უმამოდ ვიზრდებოდით, სახლშიც არაფერი გვქონდა. ხალხი, როგორც რეპრესირებულ ოჯახს, თავს გვარიდებდა; დედამ უნივერსიტეტში სწავლა მესამე კურსის დახურვის შემდეგ შეწყვიტა და მუშაობა დაიწყო. ჩემს მშობლებს პირველი შვილი მოუკვდათ. ჩვილი ორი კვირის ყოფილა, როცა გარდაიცვალა... მეც ხშირად ვხდებოდი ავად და თუ გადავრჩებოდი, არავის ეგონა. მერე ბებიის ძმამ, რომელიც ექიმი გახლდათ, სერიოზულად მომხედა და შეიძლება ითქვას, მან გადამარჩინა.

-  როგორ სწავლობდით?

-  ცუდად და ეს ჩემმა ავადმყოფობამ განაპირობა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სკოლაში 1 წელი გამიცდა და მესამე კლასში ჩავრჩი. მახსოვს, ავადმყოფობის შემდეგ სკოლაში მისულს დამცინეს: - ჩარჩენილოო, რაც ძალიან განვიცადე და დედას ვუთხარი, - მაგ სკოლაში აღარ წავალ-მეთქი! რუსულ სკოლაში გადამიყვანეს, სადაც 4 წელი ვსწავლობდი, შემდეგ კი 56-ე ქართულ სკოლაში ექსტერნად ჩავაბარე...

-  თქვენი მუსიკალური ნიჭი როდის ან ვინ აღმოაჩინა?

-  ყველა ამბობდა, რომ კარგი ხმა მქონდა. მახსოვს, 4-5 წლის ასაკში მე და ჩემი ძმა საწოლზე ვხტუნაობდით და თან, ვმღეროდი ხოლმე. იქვე, მეზობლად გიორგი ხახანაშვილი ცხოვრობდა, რომელიც კაპელის ხელმძღვანელი გახლდათ. მას ერთხელ რუსეთიდან პროფესორი, კათედრის გამგე ეწვია, რომელმაც ჩემი სიმღერა მოისმინა და დედას უთხრა: - მომავალი ვარსკვლავი გეზრდებათო... მერე სიმღერა უფრო მეტად მოვინდომე. საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა მილიცა კორიუსის მონაწილეობით ფილმი - "დიდი ვალსი" ვნახე და მას მერე გამოჩენილ სოპრანოს საოცრად ვბაძავდი. მორცხვი ბავშვი ვიყავი, მხოლოდ სახლში ვმღეროდი... 16 წლისა კონსერვატორიის პედაგოგთან მიმიყვანეს (გვარად ბოკუჩავა იყო), რომელმაც მითხრა: - წადი, სხვა საქმეს ეწიეო... იქიდან გულდაწყვეტილი წამოვედი, არადა, დედაჩემის მეგობრები, ნათესავები, ახლობლები არ მეშვებოდნენ, - ხელი არ ჩაიქნიოო. ჰო, ერთმა გამოჩენილმა პიანისტმაც თქვა ჩემზე, - საესტრადო ხმა აქვს, მაგრამ არა - საოპეროო...

-  კარგია, რომ ამის შემდეგ იმედი საბოლოოდ არ გაგიცრუვდათ და ბრძოლა მაინც განაგრძეთ...

-  მერე შესანიშნავ მომღერალთან და პიროვნებასთან, სახალხო არტისტთან, სანდრო ინაშვილთან მიმიყვანეს. რომ მომისმინა, თავის ასისტენტს - გულნარა ქართველიშვილს (თენგიზ მუშკუდიანის მეუღლე) დაუძახა და უთხრა, - ეს გოგო აიყვანე, მასთან იმუშავე და გასახელებსო. მაშინ ბატონი სანდრო კიბოთი იყო ავად, მისი მუშაობა არ შეიძლებოდა. მოკლედ, გულიკო ქართველიშვილთან დავიწყე სიარული, მაგრამ სიმორცხვე ვერ დავძლიე და ქალბატონი გულიკოს გარდა, ვერავისთან ვმღეროდი. მერე დედამ ჯანო ბაგრატიონის სიდედრს, რომელიც გვენათესავებოდა, უთხრა, - ცისანა ცოტათი რომ გათამამდეს, იქნებ ჯანოსთან სტუდიაში იაროსო. ჯანომ დამიბარა და რომ დამინახა, თქვა: ამას ცეკვა უნდა ვასწავლოო. მაღალი, გამხდარი გოგო ვიყავი, რომელიც ცეკვით არ გახლდათ დაინტერესებული. მიუხედავად ამისა, ჯანომ იმდენი მასწავლა, რომ ლეკური ომარ მხეიძესთანაც კი მაქვს ნაცეკვი...

-  ცეკვაში სერიოზული წინსვლა გქონიათ...

-  კი, მაგრამ ჯანოსთან მხოლოდ რამდენიმე თვე ვიყავი და ისიც იმისთვის, რომ სცენაზე სიმღერის დროს გავხსნილიყავი. ჯანოც ძალიან მმფარველობდა. ბოლოს, როცა ვუთხარი, - კონსერვატორიაში მინდა სწავლა და შენგან უნდა წავიდე-მეთქი, მიპასუხა: სად უნდა წახვიდე, შენც ნადეჟდა ხარაძე არ გამოხვიდეო. - აი, ნახე, გავა დრო და ლოჟაში მყოფი, ტაშს დამიკრავ-მეთქი...

მოკლედ, კონსერვატორიაში მიმიღეს. მესამე კურსზე ვიყავი, როცა კომპოზიტორმა გრიგოლ კილაძემ, რომელიც ვოკალის კათედრის გამგე იყო, მითხრა, - მინდა, "აბესალომ და ეთერიში" ეთერის პარტია იმღეროო. არადა, ამ პარტიის შესრულება 30 მომღერალს მაინც სურდა. მოკლედ, ყველას ვაჯობე, რეპეტიციებიც გავიარეთ, მაგრამ მერე გრიგოლი გარდაიცვალა. შემდგომ ჩემი თავი ახალბედა დირიჟორს, ჯანსუღ კახიძეს ჩააბარეს, რომელიც "აბესალომ და ეთერიზე" მუშაობდა. ამ ოპერაში ვიმღერე და სწორედ ამის შემდეგ გავთამამდი, თავდაჯერებული გავხდი. მეოთხეკურსელმა მაროს ("დაისი") პარტიაც ვიმღერე... კონსერვატორია რომ დავამთავრე, მუშაობა ოპერის თეატრში დავიწყე: კონკურსი გავიარე, მაგრამ ვინაიდან სოლისტის ადგილი არ ჰქონდათ, მეხანძრედ გამაფორმეს...

-  წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება გაქვთ გავლილი...

-  საკმაოდ... ოპერაში ახალი მისული ვიყავი, როცა ძალიან პატარა პარტია ვიმღერე და არ მოეწონათ. საჩემოც არ იყო, მას "მაღალი ხმები" მღეროდნენ. მერე დირიჟორებმა დამიბარეს და მითხრეს, - თეატრიდან უნდა წახვიდეთ. პედაგოგთან ერთი წელი კიდევ იმუშავეთ და მერე მოდითო. თავი დავღუნე და წამოვედი, მაგრამ იმ პერიოდში თეატრში ახალი ხელმძღვანელი - კომპოზიტორი არჩილ ჩიმაკაძე მივიდა. ჩემი ამბავი ბრწყინვალე ხმის პატრონმა, თენგიზ მუშკუდიანმა რომ გაიგო, რომელიც გარდა იმისა, რომ ოპერის მომღერალი გახლდათ, თამაშობდა კინოში ("აბეზარა"), იყო დეპუტატი და თეატრის პარტბიუროს მდივანიც, ლამის გაგიჟდა; ის ჩიმაკაძესთან შევიდა და უთხრა, - ცისანას გათავისუფლების ბრძანებას ხელი არ მოაწერო მანამ, ვიდრე არ მოუსმენო და როგორც პარტბიუროს მდივანმა, ერთ-ერთ დეპოში საშეფო კონცერტი გამართა, რომელშიც უამრავი კარგი მომღერალი მონაწილეობდა. ამ კონცერტზე მეც მიმიწვიეს. როცა ვმღეროდი, ჩიმაკაძე ფეხზე წამოდგა და შუბლზე ხელი იტკიცა. შევატყვე, აღელდა. როცა სიმღერა დავასრულე, დამიძახა და მითხრა: - ეს რა უვიცები ყოფილან, ოპერიდან როგორ გიშვებდნენო? მერე თავისი ნაწარმოებები, ორატორიები მამღერა. აღარ იცოდა, რა ექნა... ამის შემდგომ ჩამსვეს "აბესალომ და ეთერიში" და მას მერე არაერთ ოპერაში ვიმღერე...

-  მაშინ რამდენი წლის იყავით?

-  25 წლის გახლდით... დავდიოდი გასტროლებზე და შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო მოვიარე, მაგრამ ჩემი ნატვრა "ლა სკალასა" და "მეტროპოლიტენის" ოპერები იყო და მხოლოდ ამ თეატრებში არ მიმღერია... ხომ იცით, ადრე ყველაფერი "გოსკონცერტზე" იყო დამოკიდებული. არ დამავიწყდება, მათი წყალობით გერმანიაში მყოფმა, "ტოსკაში" მშიერმა რომ ვიმღერე...

-  როგორ თუ მშიერმა იმღერეთ?

-  როცა საზღვარგარეთ მივდიოდით, იქ საარსებოდ წინასწარ, 300 ფრანკს გვიხდიდნენ, ხოლო სპექტაკლის გამართვის შემდეგ ჰონორარსაც გვაძლევდნენ... ერთხელ მაინის ფრანკფურტში რომ ჩავედი, წინასწარ ის საარსებო მინიმუმიც არ მოუციათ (ჩემამდე იქ საბჭოთა კავშირის საოპერო მომღერლებიდან არავინ ჩასულა), ამიტომ, მშიერს მომიხდა სცენაზე გასვლა. "ტოსკაში" რომ ემღერათ, სხვები საგანგებოდ ემზადებოდნენ. ძალა რომ ჰქონოდათ, ხორცს ჭამდნენ, მე კი წარმოდგენის წინ მხოლოდ "პეჩენია" მივირთვი, რომელიც მეგობარმა თბილისიდან გამატანა (იღიმის). იმ სპექტაკლში კარგი პარტნიორები მყავდა და მაყურებლებმაც კარგად მიმიღეს. სპექტაკლის შემდეგ საგრიმიოროში 5 ადამიანი დამხვდა, მათ შორის: დირექტორი, მენეჯერი, იმპრესარიო და სხვები. მითხრეს, - ასეთი ხმა ჯერ არ მოგვისმენიაო (დრამატული სოპრანო გახლდით) და შემომთავაზეს: ჩვენთან წამოდი და მსოფლიო მომღერალს გაგხდითო. გოსკონცერტს მათი ამ წინადადების შესახებ რომ ვაცნობე, მიპასუხეს: - ახლავე ჩამოდით, თორემ ქვეყანას ვერასდროს დატოვებთ და ვერანაირ გასტროლს ვეღარ ეღირსებითო. როგორც ჩანს, იღბალი არ მქონდა: როცა ყველაზე კარგი გასტროლები იყო დაგეგმილი - ლონდონის "კოვენტ გარდენში", "ტოსკაში" უნდა მემღერა და შემდეგ პარიზშიც უნდა წავსულიყავი, თბილისში ომი დაიწყო...

-  როგორც ვიცი, ნამღერი გაქვთ ოპერაში "სალომეა" და მსოფლიოს სამეულში ხართ შესული, როგორც საუკეთესო შემსრულებელი...

-  ასეა! სხვათა შორის, ეს ოპერა საბჭოთა კავშირში არ დადგმულა, რადგან ამ ოპერის შემსრულებლები აქ არ ჰყავდათ. უფრო მეტიც - ერთი ნილსონი გახლდათ, ვინც ამას მღეროდა, მეორე - მონსერატ კაბალიე და მესამე - მე.

-  ოპერის თეატრში კოლეგებთან, პარტნიორებთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

-  ჩემი პარტნიორები იყვნენ საუკეთესო საოპერო შემსრულებლები: ნოდარ ანდღულაძე, ზურაბ ანჯაფარიძე, თემურ გუგუშვილი, ალეკო ხომერიკი, ზურაბ სოტკილავა... ამ მხრივ უბედნიერესი ადამიანი ვარ. ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ სამეგობრო წრე ყოველთვის თეატრის მიღმა მყავდა...

-  დაბოლოს, საკუთარ ოჯახზე რას გვეტყვით?

-  ჩემი მეუღლე მხატვარი გოგი თოთიბაძე, არაჩვეულებრივი პიროვნება გახლდათ. ის აკადემიის რექტორი იყო.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება