სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი 23 მაისს "აფხაზეთობის" აღნიშვნის ინიციატივით გამოვიდა
პატრიარქი 23 მაისს "აფხაზეთობის" აღნიშვნის ინიციატივით გამოვიდა

აფხა­ზე­თის ომში ყვე­ლა მხა­რე და­მარ­ცხე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის ტა­ძარ­ში საღ­მრთო ლი­ტურ­გი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

"ვინ არის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი? არც არა­ვინ არ არის. ყვე­ლა წა­გე­ბუ­ლია- ქარ­თვე­ლე­ბიც, აფხა­ზე­ბიც, რუ­სე­ბიც და ყვე­ლა, ვინც მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ სა­ში­ნელ ტრა­გე­დი­ა­ში", - აღ­ნიშ­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქის თქმით, იგი 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აფხა­ზეთ­ში მიტ­რო­პო­ლი­ტად იყო და არ ახ­სოვს არც ერთი შემ­თხვე­ვა რა­ი­მე გა­უ­გებ­რო­ბის აფხა­ზებ­სა და ქარ­თვე­ლებს შო­რის. უწ­მინ­დე­სის თქმით, სრუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იყო, აფხა­ზე­ბი მი­დი­ოდ­ნენ ქარ­თვე­ლებ­თან და ქარ­თვე­ლე­ბი - აფხა­ზებ­თან.

"ეს იყო ნამ­დვი­ლი ერთი ოჯა­ხი, ერთი სული და ერთი ხორ­ცი, მაგ­რამ ეშ­მაკს ეს შე­შურ­და და და­ა­პი­რა ამ ერ­თო­ბის გა­ყო­ფა. მინ­და ვთქვა, რომ დღე­საც ზო­გი­ერ­თი ცდი­ლობს ეკ­ლის ხლარ­თე­ბი და ბე­ტო­ნის ღო­ბე­ე­ბი აა­შე­ნოს აფხა­ზებ­სა და ქარ­თვე­ლებს შო­რის, ოსებ­სა და ქარ­თვე­ლებს შო­რის, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ამა­ოა. ში­ნა­გა­ნი გა­ა­ნა­ლი­ზე­ბით ვგრძნობთ, რომ ამას აკე­თებს მტე­რი. შე­დე­გე­ბი ის იქ­ნე­ბა, რომ მტე­რი წა­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა.

უწ­მინ­დეს­მა ასე­ვე გა­იხ­სე­ნა აფხა­ზეთ­ში მისი მიტ­რო­პო­ლი­ტო­ბის პე­რი­ო­დი. მი­სი­ვე თქმით, აფხა­ზე­თი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი იყო ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კებს შო­რის. პატ­რი­არ­ქის თქმით, ქარ­თვე­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად მი­დი­ოდ­ნენ ეკ­ლე­სი­ა­ში, მაგ­რამ ნათ­ლო­ბა, ჯვრის­წე­რა, ლოც­ვა აუ­ცი­ლებ­ლად სრულ­დე­ბო­და ტაძ­რებ­ში.

"როცა ვე­კი­თხე­ბო­დი, რა­ტომ არ მო­დი­ოდ­ნენ ეკ­ლე­სი­ა­ში, მან­და­რი­ნის ბა­ღე­ბი გვაქ­ვსო მო­სავ­ლე­ლი. ყვე­ლა­ფე­რი იქ დარ­ჩათ. გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და გა­ვიხ­სე­ნო ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი - ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა, ის იყო და არის გმი­რი. ის იყო უში­შა­რი. რო­დე­საც ქუ­თა­თელ-გა­ე­ნა­თე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი აფხა­ზეთ­ში ომის დროს ჩა­ვი­და, მას აღუ­პყრია ხე­ლე­ბი ცის­კენ და უთ­ქვამს - ღმერ­თმა მე დამ­სა­ჯოს, თუ სა­ქარ­თვე­ლო გა­დარ­ჩე­ბა. იმ დღე­ებ­ში ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვა და სხვე­ბი დახ­ვრი­ტეს. ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი პი­რის­გან მი­ვი­ღე წე­რი­ლი. ჟი­უ­ლი შარ­ტა­ვას დახ­ვრე­ტის დროს, ამ უც­ნობს უკი­თხავს, თუ ვინ იყო ეს პი­როვ­ნე­ბა. იგი წერ­და, რომ სა­ხე­ლი და გვა­რი რომ არ და­ვი­წყნო­და ასან­თის კო­ლოფ­ზე ჩა­ი­წე­რა. თქვენ უნდა ია­მა­ყოთ, რომ ასე­თი თავ­და­დე­ბუ­ლი შვი­ლე­ბი ყავს სა­ქარ­თვე­ლოს, - წერ­და უც­ნო­ბი. ჩვენ მარ­თლაც ვა­მა­ყობთ და ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს მისი სული", - აღ­ნიშ­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქმა ასე­ვე მო­იხ­სე­ნია ლო­რიკ მარ­შა­ნია, იური ანუა, მღვდე­ლი ან­დრია, გა­ბის­კი­რია და სხვე­ბი. პატ­რი­არ­ქმა ბრძა­ნა, რომ ისი­ნი არი­ან უფ­ლის წი­ნა­შე ან­თე­ბუ­ლი სან­თლე­ბი, რომ­ლე­ბიც არას­დროს არ ჩა­იწ­ვე­ბა.

"სან­თე­ლი ილე­ვა, ესე­ნი კი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სან­თლე­ბია", - აღ­ნიშ­ნა უწ­მინ­დეს­მა.

ამას­თან, ქა­და­გე­ბის ბო­ლოს, პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, რომ მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და დიდი თავ­და­დე­ბი­სა და ღვაწ­ლი­სათ­ვის ჯი­უ­ლი შარ­ტა­ვას მი­ე­ნი­ჭა ჯილ­დო წმინ­და გი­ორ­გის ოქ­როს ორ­დე­ნი. "ეს ჯილ­დო მის ოჯახს გა­და­ე­ცე­მა. ღმერ­თმა და­ლო­ცოს მისი უკ­ვდა­ვი სული", - აღ­ნიშ­ნა უწ­მინ­დეს­მა.

კი­დევ ერთი ეკ­ლე­სი­ის უმაღ­ლე­სი ჯილ­დო, წმინ­და ნი­ნოს ოქ­როს ორ­დე­ნი პატ­რი­არ­ქმა აფხა­ზე­თის უმაღ­ლეს საბ­ჭოს მი­ა­ნი­ჭა, რო­მე­ლიც იბ­რძვის სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბი­სათ­ვის. პატ­რი­არ­ქის თქმით, ამ ჯილ­დოს ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს თავ­მჯრო­მა­რეს, შე­სა­ბა­მი­სად, ეს ჯილ­დო პატ­რი­არ­ქმა დღეს გია გვა­ზა­ვას გა­დას­ცა.

ქა­და­გე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, უწ­მინ­დეს­მა ტა­ძარ­ში პა­ნაშ­ვი­დი გა­და­ი­ხა­და. პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, რომ აფხა­ზე­თის ომი ხე­ლოვ­ნუ­რად და­წყე­ბუ­ლი ომი იყო და ქარ­თვე­ლე­ბი და აფხა­ზე­ბი გრძნო­ბენ ამას. მან პა­ნაშ­ვი­დის დროს, აფხა­ზე­თის ომში და­ცე­მულ­თა სუ­ლე­ბი მო­იხ­სე­ნია.

"ჩვენ დღეს ვლო­ცავთ არა მარ­ტო ქარ­თვე­ლებს, არა­მედ აფხა­ზებ­საც, სხვა ერის წარ­მო­მად­გენ­ლებს. მე კი­დევ მინ­და ვთქვა, რომ ეს ხე­ლოვ­ნუ­რად და­წყე­ბუ­ლი ომი იყო და ქარ­თვე­ლე­ბი და აფხა­ზე­ბი გრძნო­ბენ ამას", -აღ­ნიშ­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პა­რაკ­ლი­სის ბო­ლოს, უწ­მინ­დეს­მა ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­სა­ხებ ბრძა­ნა. მი­სი­ვე თქმით, 23 მა­ისს, წმინ­და მო­ცი­ქულ სვი­მონ კა­ნა­ნე­ლის ხსე­ნე­ბის დღეს, "აფხა­ზე­თო­ბას" აღ­ნიშ­ნა­ვენ.

სვი­მონ კა­ნა­ნე­ლი აფხა­ზეთ­შია და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

პატრიარქი 23 მაისს "აფხაზეთობის" აღნიშვნის ინიციატივით გამოვიდა

პატრიარქი 23 მაისს "აფხაზეთობის" აღნიშვნის ინიციატივით გამოვიდა

აფხაზეთის ომში ყველა მხარე დამარცხებულია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

"ვინ არის გამარჯვებული? არც არავინ არ არის. ყველა წაგებულია- ქართველებიც, აფხაზებიც, რუსებიც და ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ საშინელ ტრაგედიაში", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, იგი 11 წლის განმავლობაში აფხაზეთში მიტროპოლიტად იყო და არ ახსოვს არც ერთი შემთხვევა რაიმე გაუგებრობის აფხაზებსა და ქართველებს შორის. უწმინდესის თქმით, სრული სიყვარული იყო, აფხაზები მიდიოდნენ ქართველებთან და ქართველები - აფხაზებთან.

"ეს იყო ნამდვილი ერთი ოჯახი, ერთი სული და ერთი ხორცი, მაგრამ ეშმაკს ეს შეშურდა და დააპირა ამ ერთობის გაყოფა. მინდა ვთქვა, რომ დღესაც ზოგიერთი ცდილობს ეკლის ხლართები და ბეტონის ღობეები ააშენოს აფხაზებსა და ქართველებს შორის, ოსებსა და ქართველებს შორის, მაგრამ ეს ყველაფერი ამაოა. შინაგანი გაანალიზებით ვგრძნობთ, რომ ამას აკეთებს მტერი. შედეგები ის იქნება, რომ მტერი წაგებული იქნება", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა ასევე გაიხსენა აფხაზეთში მისი მიტროპოლიტობის პერიოდი. მისივე თქმით, აფხაზეთი ყველაზე მდიდარი იყო ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის. პატრიარქის თქმით, ქართველები ნაკლებად მიდიოდნენ ეკლესიაში, მაგრამ ნათლობა, ჯვრისწერა, ლოცვა აუცილებლად სრულდებოდა ტაძრებში.

"როცა ვეკითხებოდი, რატომ არ მოდიოდნენ ეკლესიაში, მანდარინის ბაღები გვაქვსო მოსავლელი. ყველაფერი იქ დარჩათ. განსაკუთრებით მინდა გავიხსენო ზოგიერთი ადამიანი - ჟიული შარტავა, ის იყო და არის გმირი. ის იყო უშიშარი. როდესაც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი აფხაზეთში ომის დროს ჩავიდა, მას აღუპყრია ხელები ცისკენ და უთქვამს - ღმერთმა მე დამსაჯოს, თუ საქართველო გადარჩება. იმ დღეებში ჟიული შარტავა და სხვები დახვრიტეს. ტრაგედიის შემდეგ სრულიად უცნობი პირისგან მივიღე წერილი. ჟიული შარტავას დახვრეტის დროს, ამ უცნობს უკითხავს, თუ ვინ იყო ეს პიროვნება. იგი წერდა, რომ სახელი და გვარი რომ არ დავიწყნოდა ასანთის კოლოფზე ჩაიწერა. თქვენ უნდა იამაყოთ, რომ ასეთი თავდადებული შვილები ყავს საქართველოს, - წერდა უცნობი. ჩვენ მართლაც ვამაყობთ და ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა ასევე მოიხსენია ლორიკ მარშანია, იური ანუა, მღვდელი ანდრია, გაბისკირია და სხვები. პატრიარქმა ბრძანა, რომ ისინი არიან უფლის წინაშე ანთებული სანთლები, რომლებიც არასდროს არ ჩაიწვება.

"სანთელი ილევა, ესენი კი დაუსრულებელი სანთლებია", - აღნიშნა უწმინდესმა.

ამასთან, ქადაგების ბოლოს, პატრიარქმა აღნიშნა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება და დიდი თავდადებისა და ღვაწლისათვის ჯიული შარტავას მიენიჭა ჯილდო წმინდა გიორგის ოქროს ორდენი. "ეს ჯილდო მის ოჯახს გადაეცემა. ღმერთმა დალოცოს მისი უკვდავი სული", - აღნიშნა უწმინდესმა.

კიდევ ერთი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმინდა ნინოს ოქროს ორდენი პატრიარქმა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიანიჭა, რომელიც იბრძვის საქართველოს ერთიანობისათვის. პატრიარქის თქმით, ამ ჯილდოს ტარების უფლება ექნება უზენაესი საბჭოს თავმჯრომარეს, შესაბამისად, ეს ჯილდო პატრიარქმა დღეს გია გვაზავას გადასცა.

ქადაგების დასრულების შემდეგ, უწმინდესმა ტაძარში პანაშვიდი გადაიხადა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის ომი ხელოვნურად დაწყებული ომი იყო და ქართველები და აფხაზები გრძნობენ ამას. მან პანაშვიდის დროს, აფხაზეთის ომში დაცემულთა სულები მოიხსენია.

"ჩვენ დღეს ვლოცავთ არა მარტო ქართველებს, არამედ აფხაზებსაც, სხვა ერის წარმომადგენლებს. მე კიდევ მინდა ვთქვა, რომ ეს ხელოვნურად დაწყებული ომი იყო და ქართველები და აფხაზები გრძნობენ ამას", -აღნიშნა უწმინდესმა.

პარაკლისის ბოლოს, უწმინდესმა ახალი ინიციატივის შესახებ ბრძანა. მისივე თქმით, 23 მაისს, წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, "აფხაზეთობას" აღნიშნავენ.

სვიმონ კანანელი აფხაზეთშია დასაფლავებული.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია