საფრანგეთის სამგზავრო თვითმფინავიდან, რომელიც პარიზიდან ციურიხში მიფრინავდა, 1,6 მლნ ევროს ღირებულების 44 კილოგრამი ოქროს ზოდები მოიპარეს.
ოქრო კომპანია Air France-ის თვითმფრინავის ბარგის განყოფილებით გადაჰქონდათ. სულ თვითმფრინავში 300 კილოგრამი ძვირფასი ქვა ჩატვირთეს. დანაკარგი მხოლოდ შვეიცარიაში ჩამოტვირთვისას აღმოაჩინეს.
გაზეთ Le Monde -ს ინფორმაციით, პოლიცია შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტის თანამშრომლებს ადანაშაულებს, სადაც ჩატვირთვა მოხდა. გამოცემა წერს, რომ ოქრო პრესტიჟული აეროპორტის სამგზავრო თვითმფრინავით რეგულარულად გადააქვთ, ამიტომ მტვირთავებს ძარცვის დაგეგმვა შეეძლოთ.
ვის ეკუთვნოდა ზოდები და ვის უნდა მიეღო ისინი შვეიცარიაში, მედიისთვის უცნობია.
მომზადებულია Le Monde -ის მიხედვით.