მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უშეცდომო რადარები" ურჩი მძღოლების წინააღმდეგ
"უშეცდომო რადარები" ურჩი მძღოლების წინააღმდეგ

თუკი ავ­ტო­მან­ქა­ნის მფლო­ბე­ლი ბრძან­დე­ბით, არ უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ, ერთ დღეს ესე­მე­სით თუ შე­გა­ტყო­ბი­ნეს, კა­ნო­ნი და­არ­ღვი­ე­თო. იც­ვლე­ბა მსოფ­ლიო, იც­ვლე­ბა კა­ნო­ნე­ბი. სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან დღი­თი დღე ნაკ­ლე­ბად შევ­ლენ აქ­ტი­ურ კონ­ტაქ­ტში, ადა­მი­ა­ნის მო­ვა­ლე­ო­ბას ციფ­რუ­ლი ტექ­ნი­კა შე­ას­რუ­ლებს. ქუ­ჩებ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­რა­და­რო სის­ტე­მე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას გა­ა­კონ­ტრო­ლებს, თა­ვად ადა­მი­ა­ნი გარ­კვე­ულ ჩარ­ჩო­ში მო­ექ­ცე­ვა. ამ­გვა­რი სა­რა­და­რო სის­ტე­მე­ბის გან­ლა­გე­ბა იგეგ­მე­ბა თბი­ლი­სის 27 ქუ­ჩა­ზე.

ახალ ჯა­რი­მებ­ზე, აკ­რძალ­ვებ­სა და ქუ­ჩა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბულ რა­და­რებ­ზე შსს-ს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ლე­ვან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას" ესა­უბ­რა.

"რა­და­რე­ბის წყა­ლო­ბით, სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა­ზე მძღო­ლი 100 ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბა.

ასე­თი ჯა­რი­მა დის­კომ­ფორ­ტს მხო­ლოდ ურჩ მძღო­ლებს უქ­მნის. როცა ერთხელ გა­და­იხ­დი 100 ლარს, და­ი­მახ­სოვ­რებ, რომ თუ ისევ არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბი კა­ნონს, კი­დევ მო­გი­წევს ჯა­რი­მის გა­დახ­და და ეს გაგ­რძელ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ არ მი­ეჩ­ვე­ვი წე­სე­ბის დაც­ვით სი­ა­რულს. რა­და­რის შე­სა­ხებ მძღოლს აფრ­თხი­ლებს საგ­ზაო ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც რა­და­რამ­დე იმ­ხე­ლა მან­ძი­ლით არის და­შო­რე­ბუ­ლი, რომ მძღოლს შე­უძ­ლია სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს და კა­ნო­ნი არ და­არ­ღვი­ოს", - აცხა­დებს ლე­ვან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

მისი თქმით, აკ­რძალ­ვე­ბი­სა და კონ­ტრო­ლის გამ­კაც­რე­ბის ად­გი­ლე­ბი გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად გა­ნი­სა­ზღვრა და შე­ირ­ჩა ის ტე­რო­ტო­რი­ე­ბი, სა­დაც ყვე­ლა­ზე ხში­რი იყო ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი.

"წი­ნას­წარ შე­ვის­წავ­ლეთ ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ში და კრი­ტი­კუ­ლი წერ­ტი­ლე­ბი. თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში ავირ­ჩი­ეთ 27 ად­გი­ლი, 12 ად­გილ­ზე უკვე გან­თავ­სე­ბუ­ლია რა­და­რე­ბი. შარ­შან თბი­ლის­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის 65% ზუს­ტად ამ წერ­ტი­ლებ­ზე მოხ­და. რა­და­რე­ბის ამუ­შა­ვე­ბი­დან მა­ლე­ვე სხვა სტა­ტის­ტი­კა მი­ვი­ღეთ. შარ­შან, როცა რა­და­რე­ბი არ იყო, 2 თვე­ში 22 ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა ამ ად­გი­ლებ­ში სიკ­ვდი­ლით დას­რულ­და. დღეს იმა­ვე მო­ნაკ­ვე­თებ­ში მხო­ლოდ 2 ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა დას­რულ­და სიკ­ვდი­ლით", - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

მისი თქმით, რა­და­რის მიერ შეც­დო­მის დაშ­ვე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია და ნამ­დვი­ლად და­არ­ღვია თუ არა კა­ნო­ნი მო­ქა­ლა­ქემ, ამის გა­და­მოწ­მე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

"ჯა­რი­მა იწე­რე­ბა მხო­ლოდ ერთ მან­ქა­ნა­ზე, რო­დე­საც კვეთს რა­და­რის მოქ­მე­დე­ბის არე­ალს და მას­ზე ფიქ­სირ­დე­ბა სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა. რო­დე­საც ორი ავ­ტო­მან­ქა­ნა გვერ­დიგ­ვერდ მოძ­რა­ობს, ჯა­რი­მა არ იწე­რე­ბა - ამ დროს არ გაქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­მა მან­ქა­ნამ გა­და­ა­ჭარ­ბა სიჩ­ქა­რეს. რა­და­რი არის მკაც­რი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ისეა დაპ­როგ­რა­მე­ბუ­ლი, რომ შე­უც­დომ­ლად ას­რუ­ლებს მო­ვა­ლე­ო­ბას. მას არ აქვს დაღ­ლი­ლო­ბის გრძნო­ბა და არ აწუ­ხებს ემო­ცი­ე­ბი(?!)

ხში­რად მო­ქა­ლა­ქე იფი­ცე­ბა, - ესა თუ ის წესი არ და­მირ­ღვე­ვი­აო. ასეთ დროს უკ­მა­ყო­ფი­ლო მძღოლს ვიწ­ვევთ და ვაჩ­ვე­ნებთ ჩა­ნა­წერს, რის შემ­დე­გაც რწმუნ­დე­ბა, რომ ნამ­დვი­ლად და­არ­ღვია წესი", - აცხა­დებს მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

ცოტა ხნის წინ მძო­ლე­ბის­თვის ჯა­რი­მე­ბის შე­სა­ხებ ესე­მეს-შე­ტყო­ბი­ნე­ბის სერ­ვი­სი და­ი­ნერ­გა. ახა­ლი სერ­ვი­სი შექ­მნი­ლია მძღო­ლის უკე­თე­სი ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით, ჯა­რი­მის გა­დახ­დის ვა­დის ათ­ვლა კი იწყე­ბა მხო­ლოდ სა­ჯა­რი­მო ქვით­რის ხელ­ზე ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ. მძღო­ლე­ბის მეტი კომ­ფორ­ტი­სათ­ვის კი შექ­მნი­ლია მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია "მია გე­ორ­გია", ჯა­რი­მის შე­მოწ­მე­ბა და მისი გა­დახ­და უკვე მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­თაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

იხი­ლეთ ბმუ­ლი

"უშეცდომო რადარები" ურჩი მძღოლების წინააღმდეგ

"უშეცდომო რადარები" ურჩი მძღოლების წინააღმდეგ

თუკი ავტომანქანის მფლობელი ბრძანდებით, არ უნდა გაგიკვირდეთ, ერთ დღეს ესემესით თუ შეგატყობინეს, კანონი დაარღვიეთო. იცვლება მსოფლიო, იცვლება კანონები. სახელმწიფო ორგანოები მოქალაქეებთან დღითი დღე ნაკლებად შევლენ აქტიურ კონტაქტში, ადამიანის მოვალეობას ციფრული ტექნიკა შეასრულებს. ქუჩებში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები და სპეციალური სარადარო სისტემები მოქალაქეების ყოველდღიურობას გააკონტროლებს, თავად ადამიანი გარკვეულ ჩარჩოში მოექცევა. ამგვარი სარადარო სისტემების განლაგება იგეგმება თბილისის 27 ქუჩაზე.

ახალ ჯარიმებზე, აკრძალვებსა და ქუჩაში დამონტაჟებულ რადარებზე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გაზეთ "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

"რადარების წყალობით, სიჩქარის გადაჭარბებაზე მძღოლი 100 ლარით ჯარიმდება.

ასეთი ჯარიმა დისკომფორტს მხოლოდ ურჩ მძღოლებს უქმნის. როცა ერთხელ გადაიხდი 100 ლარს, დაიმახსოვრებ, რომ თუ ისევ არ დაემორჩილები კანონს, კიდევ მოგიწევს ჯარიმის გადახდა და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ მიეჩვევი წესების დაცვით სიარულს. რადარის შესახებ მძღოლს აფრთხილებს საგზაო ნიშანი, რომელიც რადარამდე იმხელა მანძილით არის დაშორებული, რომ მძღოლს შეუძლია სათანადო რეაგირება მოახდინოს და კანონი არ დაარღვიოს", - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

მისი თქმით, აკრძალვებისა და კონტროლის გამკაცრების ადგილები გამოკვლევის შედეგად განისაზღვრა და შეირჩა ის ტეროტორიები, სადაც ყველაზე ხშირი იყო ავტოსაგზაო შემთხვევები.

"წინასწარ შევისწავლეთ ქალაქში ყველაზე საშიში და კრიტიკული წერტილები. თბილისის შემოგარენში ავირჩიეთ 27 ადგილი, 12 ადგილზე უკვე განთავსებულია რადარები. შარშან თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევების 65% ზუსტად ამ წერტილებზე მოხდა. რადარების ამუშავებიდან მალევე სხვა სტატისტიკა მივიღეთ. შარშან, როცა რადარები არ იყო, 2 თვეში 22 ავტოსაგზაო შემთხვევა ამ ადგილებში სიკვდილით დასრულდა. დღეს იმავე მონაკვეთებში მხოლოდ 2 ავტოსაგზაო შემთხვევა დასრულდა სიკვდილით", - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, რადარის მიერ შეცდომის დაშვება გამორიცხულია და ნამდვილად დაარღვია თუ არა კანონი მოქალაქემ, ამის გადამოწმება შესაძლებელია.

"ჯარიმა იწერება მხოლოდ ერთ მანქანაზე, როდესაც კვეთს რადარის მოქმედების არეალს და მასზე ფიქსირდება სიჩქარის გადაჭარბება. როდესაც ორი ავტომანქანა გვერდიგვერდ მოძრაობს, ჯარიმა არ იწერება - ამ დროს არ გაქვს მტკიცებულება, რომელმა მანქანამ გადააჭარბა სიჩქარეს. რადარი არის მკაცრი ტექნიკური საშუალება, რომელიც ისეა დაპროგრამებული, რომ შეუცდომლად ასრულებს მოვალეობას. მას არ აქვს დაღლილობის გრძნობა და არ აწუხებს ემოციები(?!)

ხშირად მოქალაქე იფიცება, - ესა თუ ის წესი არ დამირღვევიაო. ასეთ დროს უკმაყოფილო მძღოლს ვიწვევთ და ვაჩვენებთ ჩანაწერს, რის შემდეგაც რწმუნდება, რომ ნამდვილად დაარღვია წესი", - აცხადებს მაჭავარიანი.

ცოტა ხნის წინ მძოლებისთვის ჯარიმების შესახებ ესემეს-შეტყობინების სერვისი დაინერგა. ახალი სერვისი შექმნილია მძღოლის უკეთესი ინფორმირების მიზნით, ჯარიმის გადახდის ვადის ათვლა კი იწყება მხოლოდ საჯარიმო ქვითრის ხელზე ჩაბარების შემდეგ. მძღოლების მეტი კომფორტისათვის კი შექმნილია მობილური აპლიკაცია "მია გეორგია", ჯარიმის შემოწმება და მისი გადახდა უკვე მობილური ტელეფონითაც არის შესაძლებელი.

იხილეთ ბმული

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია