პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძვირფასი კოქტეილები სიურპრიზებით
ძვირფასი კოქტეილები სიურპრიზებით

"ტრი­უ­ფელ მარ­ტი­ნის" და­გე­მოვ­ნე­ბას მხო­ლოდ ლონ­დო­ნის სას­ტუმ­როს - Rocco Forte's Browns Hotel ბარ­ში შეძ­ლებთ. სას­მე­ლი 100 დო­ლა­რი ღირს. რე­ცეპ­ტი მარ­ტი­ვია: მარ­ტი­ნი, შო­კო­ლა­დის ლი­ქი­ო­რი და გა­ხე­ხი­ლი ტრი­უ­ფე­ლი.

"agie ior"-საც ლონ­დონ­ში და­ა­გე­მოვ­ნებთ. მას მხო­ლოდ ლონ­დო­ნის კლუბ "უმ­ბა­ბა­ში" ამ­ზა­დე­ბენ. სას­მე­ლი ად­გი­ლობ­რივ­მა ბარ­მენ­მა ჯაილ ან­დრემ ერთ-ერთი მი­ლი­ო­ნე­რის შეკ­ვე­თით და­ამ­ზა­და. სას­მის­ში მაყ­ვლის კრემ-ლი­ქი­ორს, "ჰე­ნე­სის" კო­ნი­აკ­სა და "პე­რი­ნი­ო­ნის" შამ­პა­ნურს ურე­ვენ. კოქ­ტე­ილს ბრო­ლის ბო­კალ­ში ას­ხა­მენ. მას 24-კა­რა­ტი­ა­ნი თეთ­რი ოქ­როს საწ­რუ­პი ჩხი­რი მოჰ­ყვე­ბა. სამ­შვე­ნი­სი ბრი­ტა­ნელ­მა იუ­ვე­ლირ­მა ტომ ბინსმა და­ამ­ზა­და. კოქ­ტე­ი­ლი 550 დო­ლა­რი ღირს.

4.350 დო­ლა­რად და­ა­გე­მოვ­ნებთ ბრი­ლი­ან­ტის კოქ­ტე­ილს, რო­მელ­საც ლონ­დო­ნის "პანო ბა­რის" ბარ­მე­ნი მო­გიმ­ზა­დებთ. კოქ­ტე­ი­ლი "მარ­ტი­ნით" (ერთი ბოთ­ლი 2.000 დო­ლა­რი ღირს), შამ­პა­ნუ­რით, შაქ­რი­თა და ბრი­ლი­ან­ტით მზად­დე­ბა. კოქ­ტე­ი­ლის ფასს ბრი­ლი­ან­ტის ზომა გან­სა­ზღვრავს. რამ­დე­ნი­მე წლის წინ კოქ­ტე­ი­ლი 9.000 დო­ლა­რად გა­ი­ყი­და. "ბრი­ლი­ან­ტის მარ­ტი­ნის" ნიუ-იორ­კის ბარ­შიც მო­გიმ­ზა­დე­ბენ. ჩა­ცი­ვე­ბულ "მარ­ტი­ნი­ში" ბრი­ლი­ან­ტის თვალს აგ­დე­ბენ. სი­ურპრი­ზი­ან სას­მელს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი საყ­ვა­რე­ლი მან­დი­ლოს­ნე­ბის­თვის უკ­ვე­თენ, მაგ­რამ ბარ­მე­ნის ვა­ლია, კლი­ენ­ტი წი­ნას­წარ გა­აფრ­თხი­ლოს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, კლი­ენ­ტე­ბი ბრი­ლი­ან­ტის თვალს უბ­რა­ლოდ... ყლა­პა­ვენ. სი­ურპრი­ზი­ა­ნი სას­მე­ლი 10.000 დო­ლა­რი ღირს.

High Roller Martini-ს ლას-ვე­გა­სის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში და­ა­გე­მოვ­ნებთ. კოქ­ტე­ილს ცირ­კო­ნე­ბით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი ბე­ჭე­დი მოჰ­ყვე­ბა. სას­მე­ლი 1.000 დო­ლა­რი ღირს და თან­ხის ნა­წი­ლი ქველ­მოქ­მე­დე­ბას ხმარ­დე­ბა.

ბარ "ჰე­მინ­გუ­ე­ში" (პა­რი­ზის სას­ტუმ­რო "რიცი") სა­ფირ­მო კოქ­ტე­ი­ლი 515 დო­ლა­რი და­გიჯ­დე­ბათ. ლი­მო­ნის წვე­ნი­სა და კუ­ანტროს ლი­ქი­ო­რის გარ­და სას­მელ­ში უიშ­ვი­ა­თეს კო­ნი­აკს - 1830 Ritz Reserve-ს ურე­ვენ, რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე ბოთ­ლი­ღა დარ­ჩა.

აშშ-ში ყო­ველ­წლი­ურ დერ­ბი­ზე ბარ­მე­ნე­ბი Kentucky Derby's Special Mint Julep-ის ამ­ზა­დე­ბენ. ერთი შე­ხედ­ვით, სას­მე­ლი მარ­ტი­ვი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის­გან მზად­დე­ბა, მაგ­რამ გან­სხვა­ვე­ბა მა­ინც არ­სე­ბობს. სპე­ცი­ა­ლუ­რად დერ­ბის­თვის პიტ­ნა ირ­ლან­დი­ი­დან ჩა­მო­აქვთ, შა­ქა­რი - ავ­სტრა­ლი­ი­დან, ყი­ნუ­ლი - ბა­ვა­რი­ის ალ­პე­ბი­დან და ამ ყვე­ლა­ფერს სა­კო­ლექ­ციო ვის­კის უმა­ტე­ბენ. კოქ­ტე­ი­ლი მო­ოქ­რულ ჭი­ქა­ში, ვერ­ცხლის ჩხი­რით, 1.000 დო­ლა­რად იყი­დე­ბა.

ია­მა­ი­კუ­რი რო­მით მზად­დე­ბა კოქ­ტე­ი­ლი Mai Taim, რო­მე­ლიც 1.400 დო­ლა­რი ღირს. იგი ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­როს - Merchant Hotel ბარ­ში მზად­დე­ბა და ბარ­მე­ნის თქმით, რო­მის მხო­ლოდ 6 ბოთ­ლია დარ­ჩე­ნი­ლი.

ნიუ-იორ­კის ერთ-ერთ ბარ­ში Platinum Passion-ს მო­გარ­თმე­ვენ, რო­მე­ლიც 1.500 დო­ლა­რი ღირს. კოქ­ტე­ილს ფრან­გუ­ლი შამ­პა­ნუ­რის, სა­კო­ლექ­ციო კო­ნი­ა­კის, ხი­ლის წვე­ნის, შაქ­რი­სა და ყი­ნუ­ლის­გან ამ­ზა­დე­ბენ. კოქ­ტე­ი­ლის ჭი­ქებს ორ­ქი­დე­ით აფორ­მე­ბენ.

"სა­ფი­რო­ნის მარ­ტი­ნი" 3.000 დო­ლა­რი ღირს. ეს კოქ­ტე­ი­ლი ნამ­დვი­ლი გან­ძი გახ­ლავთ - მას კო­ნექ­ტი­კუ­ტის ერთ-ერთ კა­ზი­ნო­ში ამ­ზა­დე­ბენ. ჭი­ქის ზე­და­პი­რი ცის­ფე­რი შაქ­რი­თაა და­ფა­რუ­ლი. ზე­თის­ხი­ლის ნაც­ვლად ჭი­ქა­ში ვერ­ცხლის ქინ­ძის­თა­ვია მო­თავ­სე­ბუ­ლი, მას­ზე კი სა­ფი­რო­ნის­თვლი­ა­ნი სა­ყუ­რე­ე­ბია და­მაგ­რე­ბუ­ლი. ამ კოქ­ტე­ი­ლით შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი საყ­ვა­რელ მან­დი­ლოს­ნებს უმას­პინ­ძლდე­ბი­ან.

და­ბო­ლოს, კოქ­ტე­ი­ლის მომ­ზა­დე­ბა ბარ­მე­ნის მო­ვა­ლე­ო­ბაა, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად და ლა­მა­ზად მო­ამ­ზა­დებს იგი სას­მელს, ეს მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ფლე­ი­რინ­გი ბარ­მე­ნის ოს­ტა­ტო­ბაა. მან კოქ­ტე­ი­ლის მომ­ზა­დე­ბას­თან ერ­თად შოუც უნდა მო­ა­წყოს.

ფლე­ი­რინ­გი 150 წლის წინ ამე­რი­კელ­მა ჯერი ტო­მა­სმა (მეტ­სა­ხე­ლად "პრო­ფე­სო­რი", ახლა კი ყვე­ლა ბარ­მე­ნი "მა­მას" ეძა­ხის) მო­ი­გო­ნა.

1997 წელს ფლე­ი­რინგ-ბარ­მე­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცია ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ყო­ველ­წლი­უ­რად კი ბარ­მე­ნე­ბის შე­ჯიბ­რე­ბა ეწყო­ბა. საპ­რი­ზო ფონ­დი 50 ათა­სი დო­ლა­რია. დღეს­დღე­ო­ბით ფლე­ი­რინ­გი ორ ძი­რი­თად ნა­წი­ლად იყო­ფა: სა­მუ­შაო ფლე­ი­რინ­გი და შო­უფ­ლე­ი­რინ­გი. ხოლო ინ­გლი­სელ­მა ბარ­მენ­მა ნი­კო­ლას ჯა­ნიმ ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა - სტრიტ-ფლე­ი­რინ­გი - ბარ­მე­ნის ოს­ტა­ტო­ბა და ბრე­იკ-დან­სი შე­უ­ხა­მა ერ­თმა­ნეთს.

ფლე­ი­რინ­გის მი­ზა­ნია, კოქ­ტე­ი­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად, ეფექ­ტუ­რად და ზუს­ტად მო­ამ­ზა­დოს. ფლე­ი­რინ­გის პრო­ფე­სია ფილმ "კოქ­ტე­ი­ლის" (1988 წელი) გა­მოს­ვლის შემ­დეგ გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს, ტომ კრუზს ფლე­ი­რინ­გის დი­დოს­ტა­ტი - ჯონ ბენ­დი ავარ­ჯი­შებ­და.

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ძვირფასი კოქტეილები სიურპრიზებით

ძვირფასი კოქტეილები სიურპრიზებით

"ტრიუფელ მარტინის" დაგემოვნებას მხოლოდ ლონდონის სასტუმროს - Rocco Forte's Browns Hotel ბარში შეძლებთ. სასმელი 100 დოლარი ღირს. რეცეპტი მარტივია: მარტინი, შოკოლადის ლიქიორი და გახეხილი ტრიუფელი.

"agie ior"-საც ლონდონში დააგემოვნებთ. მას მხოლოდ ლონდონის კლუბ "უმბაბაში" ამზადებენ. სასმელი ადგილობრივმა ბარმენმა ჯაილ ანდრემ ერთ-ერთი მილიონერის შეკვეთით დაამზადა. სასმისში მაყვლის კრემ-ლიქიორს, "ჰენესის" კონიაკსა და "პერინიონის" შამპანურს ურევენ. კოქტეილს ბროლის ბოკალში ასხამენ. მას 24-კარატიანი თეთრი ოქროს საწრუპი ჩხირი მოჰყვება. სამშვენისი ბრიტანელმა იუველირმა ტომ ბინსმა დაამზადა. კოქტეილი 550 დოლარი ღირს.

4.350 დოლარად დააგემოვნებთ ბრილიანტის კოქტეილს, რომელსაც ლონდონის "პანო ბარის" ბარმენი მოგიმზადებთ. კოქტეილი "მარტინით" (ერთი ბოთლი 2.000 დოლარი ღირს), შამპანურით, შაქრითა და ბრილიანტით მზადდება. კოქტეილის ფასს ბრილიანტის ზომა განსაზღვრავს. რამდენიმე წლის წინ კოქტეილი 9.000 დოლარად გაიყიდა. "ბრილიანტის მარტინის" ნიუ-იორკის ბარშიც მოგიმზადებენ. ჩაცივებულ "მარტინიში" ბრილიანტის თვალს აგდებენ. სიურპრიზიან სასმელს შეყვარებული მამაკაცები საყვარელი მანდილოსნებისთვის უკვეთენ, მაგრამ ბარმენის ვალია, კლიენტი წინასწარ გააფრთხილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კლიენტები ბრილიანტის თვალს უბრალოდ... ყლაპავენ. სიურპრიზიანი სასმელი 10.000 დოლარი ღირს.

High Roller Martini-ს ლას-ვეგასის ერთ-ერთ რესტორანში დააგემოვნებთ. კოქტეილს ცირკონებით დამშვენებული ბეჭედი მოჰყვება. სასმელი 1.000 დოლარი ღირს და თანხის ნაწილი ქველმოქმედებას ხმარდება.

ბარ "ჰემინგუეში" (პარიზის სასტუმრო "რიცი") საფირმო კოქტეილი 515 დოლარი დაგიჯდებათ. ლიმონის წვენისა და კუანტროს ლიქიორის გარდა სასმელში უიშვიათეს კონიაკს - 1830 Ritz Reserve-ს ურევენ, რომელიც სულ რამდენიმე ბოთლიღა დარჩა.

აშშ-ში ყოველწლიურ დერბიზე ბარმენები Kentucky Derby's Special Mint Julep-ის ამზადებენ. ერთი შეხედვით, სასმელი მარტივი ინგრედიენტებისგან მზადდება, მაგრამ განსხვავება მაინც არსებობს. სპეციალურად დერბისთვის პიტნა ირლანდიიდან ჩამოაქვთ, შაქარი - ავსტრალიიდან, ყინული - ბავარიის ალპებიდან და ამ ყველაფერს საკოლექციო ვისკის უმატებენ. კოქტეილი მოოქრულ ჭიქაში, ვერცხლის ჩხირით, 1.000 დოლარად იყიდება.

იამაიკური რომით მზადდება კოქტეილი Mai Taim, რომელიც 1.400 დოლარი ღირს. იგი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს - Merchant Hotel ბარში მზადდება და ბარმენის თქმით, რომის მხოლოდ 6 ბოთლია დარჩენილი.

ნიუ-იორკის ერთ-ერთ ბარში Platinum Passion-ს მოგართმევენ, რომელიც 1.500 დოლარი ღირს. კოქტეილს ფრანგული შამპანურის, საკოლექციო კონიაკის, ხილის წვენის, შაქრისა და ყინულისგან ამზადებენ. კოქტეილის ჭიქებს ორქიდეით აფორმებენ.

"საფირონის მარტინი" 3.000 დოლარი ღირს. ეს კოქტეილი ნამდვილი განძი გახლავთ - მას კონექტიკუტის ერთ-ერთ კაზინოში ამზადებენ. ჭიქის ზედაპირი ცისფერი შაქრითაა დაფარული. ზეთისხილის ნაცვლად ჭიქაში ვერცხლის ქინძისთავია მოთავსებული, მასზე კი საფირონისთვლიანი საყურეებია დამაგრებული. ამ კოქტეილით შეყვარებული მამაკაცები საყვარელ მანდილოსნებს უმასპინძლდებიან.

დაბოლოს, კოქტეილის მომზადება ბარმენის მოვალეობაა, რამდენად ეფექტურად და ლამაზად მოამზადებს იგი სასმელს, ეს მასზეა დამოკიდებული. ფლეირინგი ბარმენის ოსტატობაა. მან კოქტეილის მომზადებასთან ერთად შოუც უნდა მოაწყოს.

ფლეირინგი 150 წლის წინ ამერიკელმა ჯერი ტომასმა (მეტსახელად "პროფესორი", ახლა კი ყველა ბარმენი "მამას" ეძახის) მოიგონა.

1997 წელს ფლეირინგ-ბარმენების საერთაშორისო ასოციაცია ჩამოყალიბდა. ყოველწლიურად კი ბარმენების შეჯიბრება ეწყობა. საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარია. დღესდღეობით ფლეირინგი ორ ძირითად ნაწილად იყოფა: სამუშაო ფლეირინგი და შოუფლეირინგი. ხოლო ინგლისელმა ბარმენმა ნიკოლას ჯანიმ ახალი მიმართულება - სტრიტ-ფლეირინგი - ბარმენის ოსტატობა და ბრეიკ-დანსი შეუხამა ერთმანეთს.

ფლეირინგის მიზანია, კოქტეილი მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტურად და ზუსტად მოამზადოს. ფლეირინგის პროფესია ფილმ "კოქტეილის" (1988 წელი) გამოსვლის შემდეგ გახდა პოპულარული. მთავარი როლის შემსრულებელს, ტომ კრუზს ფლეირინგის დიდოსტატი - ჯონ ბენდი ავარჯიშებდა.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს