პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარიტა ჯანაშიას გენეტიკური ჭაღარა, "ნადირი" კატა და რჩევები გოგონებს
"მარიტა ჯანაშიას გენეტიკური ჭაღარა, "ნადირი" კატა და რჩევები გოგონებს

მა­რი­ტა ჯა­ნა­შია 16 წლის იყო, როცა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "იმიჯ ცენ­ტრში" მი­ვი­და. გა­რეგ­ნო­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზრუნ­ვაც მა­შინ და­ი­წყო. მა­ნამ­დე მოკ­ლე ვარ­ცხნი­ლო­ბას ატა­რებ­და. გვი­თხრა: "ბი­ჭუ­რი" ბავ­შვი ვი­ყა­ვი, ხეზე ას­ვლა მიყ­ვარ­და; დედა სულ მეხ­ვე­წე­ბო­და, გე­ყო­ფა, ხი­დან ჩა­მო­დიო... მა­კი­ა­ჟი დი­დად არ მოს­წონს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად, შავი ფე­რის სა­მო­სი უყ­ვარს, წელს სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მიც კი შავი ეცვა...

მა­კი­ა­ჟი და სა­ხის კა­ნის მოვ­ლა

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვუვ­ლი სა­ხის კანს. ღა­მით, ზოგ­ჯერ, გა­და­ღე­ბი­დან თუ ჩვე­ნე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს, მა­კი­ა­ჟის მო­შო­რე­ბაც კი დამ­ზა­რე­ბია. ეს კა­ნის­თვის ცუ­დია, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, პრობ­ლე­მუ­რი სა­ხის კანი არ მაქვს. კოს­მე­ტო­ლოგ­თან არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ. თუ კარგ ხა­სი­ათ­ზე ვარ, შე­იძ­ლე­ბა, ტო­ნა­ლუ­რი კრე­მი და "რუ­მი­ა­ნა" წა­ვის­ვა. მა­კი­აჟს წვე­უ­ლე­ბის­თვის ვი­კე­თებ, რად­გან იქ ყვე­ლა მა­კი­ა­ჟი­თაა და უმა­კი­ა­ჟოდ ცოტა "ამო­ვარ­დნი­ლი" ვიქ­ნე­ბი. ეს საქ­მე კარ­გად გა­მომ­დის თუ არა, არ ვიცი, მაგ­რამ მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად ვა­ხერ­ხებ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად, თვა­ლე­ბის ჩა­შა­ვე­ბა ე.წ. Smokey Eye მიყ­ვარს. როცა თვალს "ვკვეთ", ტუჩს "ვაქ­რობ" ან - პი­რი­ქით... ძი­რი­თა­დად, კომ­პლი­მენტს ჩემი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან და მე­კი­თხე­ბი­ან, - მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა სად ის­წავ­ლეო? ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბი არ მი­ნა­ხავს. უბ­რა­ლოდ, ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, გა­და­ღე­ბის თუ ჩვე­ნე­ბის­თვის რო­გორ მამ­ზა­დებ­დნენ და ყვე­ლა­ფე­რი ეს "გა­მიჯ­და".

თმის ფერი და ვარ­ცხნი­ლო­ბა

- ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან კარ­გი, მო­ყა­ვის­ფრო თმა მქონ­და. გე­ნე­ტი­კუ­რად, ჩემს მშობ­ლებს ჭა­ღა­რა თმა აქვთ. ბე­ბია 17-18 წლის იყო, როცა კი­ნო­ფილმში - "ნუცა" მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ფილმში "ჩოლ­კა­ზე" თმა თეთრ ზო­ლად აქვს. მისი ჭა­ღა­რის შე­სა­ხებ რომ შე­ვი­ტყვე, არ და­ვი­ჯე­რე, ვი­ფიქ­რე, - შე­ღე­ბი­ლი აქვს-მეთ­ქი. ჭა­ღა­რა მეც და­ახ­ლო­ე­ბით ამ ასაკ­ში ამო­მი­ვი­და, რის გა­მოც თმა შე­ვი­ღე­ბე. მერე ჩვე­ნე­ბის­თვის სას­წა­ულ ფრად შე­მი­ღე­ბეს, მერე - სა­ერ­თოდ გა­ვი­შა­ვე... მოკ­ლედ, თმას ისე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა დავ­მარ­თე, რომ ბო­ლოს შე­ვი­ჭე­რი. ახლა სის­ტე­მა­ტუ­რად ვი­ღე­ბავ, რა­მაც ჭა­ღა­რა უფრო "გა­მიღ­ვი­ვა". გა­უ­გე­ბა­რი ფე­რის თმა მაქვს. სა­ლო­ნებ­ში არ მივ­დი­ვარ, რად­გან იქ თმა ძა­ლი­ან მეწ­ვე­ბა. რამ­დე­ნი­მე ფე­რის სა­ღე­ბავს ერ­თმა­ნეთ­ში ურე­ვენ; თუ არ ჩა­ი­წე­რეს, ავი­წყდე­ბათ... მოკ­ლედ, დიდი პა­ნი­კაა ხოლ­მე... გა­სა­ჯან­სა­ღებ­ლად თმა­ში კვერ­ცხი არა­სო­დეს შე­მი­ზე­ლავს. სა­მა­გი­ე­როდ, თალ­გა­მის ზეთს ვი­ყე­ნებ: ძი­ლის წინ თმა­ში უნდა შე­ი­ზი­ლო და დი­ლით ჩა­მო­ი­ბა­ნო. ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია. გა­ფუ­ჭე­ბულ ბო­ლო­ებს აჯან­სა­ღებს. თან, ია­ფიც ღირს. ეს მე­თო­დი ჩვე­ნი სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა - ია კიწ­მა­რიშ­ვილ­მა მას­წავ­ლა. თალ­გა­მის ზეთი თვე­ში ერთხელ უნდა შე­ი­ზი­ლო თმა­ში. მე ასე წე­ლი­წად­ში ერთხელ ვიქ­ცე­ვი, მაგ­რამ მა­ინც კარ­გი ეფექ­ტი აქვს.

ვარ­ჯი­ში და დი­ე­ტა

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, დი­ე­ტა არა­სო­დეს და­მი­ცავს - არ დამ­ჭირ­ვე­ბია. ყვე­ლას ვურ­ჩევ, რომ დი­ე­ტის ნაც­ვლად, ან საკ­ვე­ბის ულუ­ფა შე­ამ­ცი­რონ, ან - სა­ღა­მოს 6 სა­ა­თის შემ­დეგ არა­ფე­რი მი­ირ­თვან. ღა­მით ჭამა მეც მიყ­ვარს, მაგ­რამ ეს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვი­საც მავ­ნეა. შარ­შან­წინ წო­ნა­ში მო­ვი­მა­ტე, რად­გან ყო­ველ­დღე ცნო­ბილ სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტში დავ­დი­ო­დი. გა­რეგ­ნუ­ლად არ მე­ტყო­ბო­და და როცა ვამ­ბობ­დი, - წო­ნა­ში მო­ვი­მა­ტე-მეთ­ქი, - დამ­ცი­ნოდ­ნენ, - ავად ხარო! არა­და, მარ­თლა მო­ვი­მა­ტე. ჩემი ტან­საც­მე­ლი უკვე დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნი­და. სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტში სი­ა­რულს თავი და­ვა­ნე­ბე. ვცდი­ლობ­დი, ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი მი­მე­ღო. მა­ი­ო­ნე­ზის ჭა­მას ვე­რი­დე­ბო­დი - ეს პრო­დუქ­ტი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის კარ­გი არ არის და თან, ცე­ლუ­ლიტს აჩენს. მა­გან დამ­ღუ­პა (იცი­ნის)!.. იპოდ­რომ­ზე ვირ­ბი­ნე, მაგ­რამ ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე და თავი და­ვა­ნე­ბე. უბ­რა­ლოდ, სა­ღა­მოს 6 სა­ა­თის შემ­დეგ საკ­ვებს აღარ ვე­ძა­ლე­ბო­დი. ვარ­ჯიშს რაც შე­ე­ხე­ბა, ბავ­შვო­ბი­დან სპორ­ტს მივ­დევ­დი: ჯერ ფი­გუ­რულ სრი­ალ­ზე დავ­დი­ო­დი, მერე - ბა­ლეტ­ზე... ახლა თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ისე­თი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა მაქვს, რომ და­მა­ტე­ბი­თი ვარ­ჯი­ში არ მჭირ­დე­ბა. ამის­თვის დროც აღარ მრჩე­ბა.

საქ­მე

- თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ბა­ტო­ნი გიზო ჟორ­და­ნი­ა­სა და ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძის ჯგუფ­ში ვარ. ამ მხრივ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა. არც ერთი მე­გო­ბა­რი აღარ მე­ლა­პა­რა­კე­ბა, რად­გან დი­ლი­დან და­ღა­მე­ბამ­დე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვარ: პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი გვაქვს, რომ­ლებ­საც ვერ გა­ვაც­დენ. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს მი­წყო­ბენ - გა­და­ღე­ბებ­ზე, ჩვე­ნე­ბებ­ზე მიშ­ვე­ბენ. ასე რომ, ერთი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე - მო­დე­ლო­ბა უკვე მაქვს, მე­ო­რეს - მსა­ხი­ო­ბო­ბას კი ახლა ვე­უფ­ლე­ბი. მო­მა­ვა­ლი 3 წელი თე­ატ­რა­ლურ­ში სწავ­ლას ვა­პი­რებ.

- მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვამ­დე ბევ­რი იფიქ­რე?

- არა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სპონ­ტა­ნუ­რად მი­ვი­ღე და გა­მოც­დე­ბიც ჩა­ვა­ბა­რე. მერე აკა­დე­მი­უ­რი წელი ავი­ღე, რად­გან უცხო­ეთ­ში სა­მუ­შა­ოდ წას­ვლა მო­მიხ­და. თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­დას­ვლა­საც ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ ეტყო­ბა, ბედი იყო (იცი­ნის)... კინო ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­ნო­ინ­დუსტრია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არ არის.

- აბა, რას აპი­რებ?

- ტე­ლე­ვი­ზი­აც მა­ინ­ტე­რე­სებს. ერთ-ერთი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნიც გახ­ლდით, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ახლა ამ საქ­მის­თვის დრო აღარ მრჩე­ბა... 13-17 ნო­ემ­ბერს "თბი­ლი­სი ფე­შენ ვიკი" ჩა­ტარ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ის მა­ხა­რებს, რომ ამ დროს ჩემს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს ვნა­ხუ­ლობ და საყ­ვა­რელ საქ­მეს ვა­კე­თებ.

- რო­მე­ლი­მე უცხო­ელ­მა სტუ­მარ­მა საქ­მი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბა რომ შე­მოგ­თა­ვა­ზოს, და­თან­ხმდე­ბი?

- გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რი თუ მექ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა დავ­ფიქ­რდე. პა­ტარ-პა­ტა­რა კონ­ტრაქ­ტე­ბით ბევ­რი ვი­მოგ­ზა­უ­რე. ცნო­ბილ დი­ზა­ი­ნე­რებ­თან ვი­თა­ნამ­შრომ­ლე... ამის გამო, უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც გვი­ან ჩა­ვა­ბა­რე. სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­დე­ლო­ბა გარ­თო­ბად მი­აჩ­ნი­ათ, უცხო­ეთ­ში კი ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რა­დაა. მო­დე­ლო­ბა მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ არის. "ფე­შენ ვი­კის" შემ­დეგ 2 დღე მძი­ნავს ხოლ­მე.

სა­მო­სი

- ტან­საც­მელს იქ ვი­ძენ, სა­დაც მო­მინ­დე­ბა. ამა­ში სა­მარ­ცხვი­ნო არა­ფე­რია. რამ­დენ­ჯერ­მე "მე­ო­რად­შიც" მი­ყი­დია - არ ვუ­კად­რი­სობ. ყო­ველ­დღი­უ­რად სპორ­ტუ­ლი სტი­ლის სა­მო­სი მაც­ვია. ერთი ახ­ლო­ბე­ლი ძა­ლი­ან მე­ჩხუ­ბე­ბა - სულ შა­ვე­ბი რა­ტომ გაც­ვი­აო?! ერთხელ ჩემს ძველ სამ­სა­ხურ­ში - ბან­კში მი­ვე­დი. ღმერ­თმა ყვე­ლა კარ­გად ამ­ყო­ფოს და, ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შეშ­ფოთ­დნენ, - ვა­ი­მე, შა­ვე­ბი რა­ტომ გაც­ვია, ცუდი ხომ არა­ფე­რი მოხ­დაო (იცი­ნის)?!. ამას წი­ნათ, ერთ-ერთი ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ცი­ა­ში და­მი­ბა­რეს. გა­მაფრ­თხი­ლეს, - მხი­ა­რუ­ლი ფე­რე­ბის ტან­საც­მე­ლი ჩა­იც­ვიო. გარ­დე­რო­ბი გა­მო­ვა­ღე, მაგ­რამ ფე­რა­დი არა­ფე­რი მქონ­და. შავი კაბა ჩა­ვიც­ვი და "მა­ლი­ნის­ფე­რი" შარ­ფი მო­ვიხ­ვიე (იცი­ნის). შავი ფერი ძა­ლი­ან მომ­წონს...

ფეხ­საც­მე­ლი

- უამ­რა­ვი ფეხ­საც­მე­ლი მაქვს. დე­და­ჩემს ვთხოვ, - ყიდ­ვის უფ­ლე­ბა აღარ მომ­ცე-მეთ­ქი. მა­ვი­წყდე­ბა ხოლ­მე, რომ ესა თუ ის ფეხ­საც­მე­ლი მაქვს, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ თა­ვი­დან "აღ­მო­ვა­ჩენ" ხოლ­მე და მი­ხა­რია, - ვა­ი­მე, რა მა­გა­რია-მეთ­ქი! რა­ტომ­ღაც, ფეხ­საც­მე­ლებ­ში თან­ხის გა­დახ­და არ მე­ნა­ნე­ბა. ახლა ინ­ტერ­ნე­ტით კი­დევ გა­მო­ვი­წე­რე. ძი­რი­თა­დად, "ბა­თინ­კე­ბი" და კე­დე­ბი მაქვს. ჩემი მე­გობ­რის ქორ­წილ­ში სა­ღა­მოს კაბა და "კონ­ვერ­სის" შავი კე­დე­ბი მეც­ვა. ამის გამო, დე­და­ჩემ­მა და­მი­რე­კა და გამ­ლან­ძღა (იცი­ნის). რა ვქნა? კე­დებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი თავს უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ.

სამ­კა­უ­ლი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი

- მხო­ლოდ სა­მა­ჯუ­რი და ბე­ჭე­დი მი­კე­თია, ოღონდ - რე­ლი­გი­უ­რი. ზო­გა­დად, სამ­კა­უ­ლი მომ­წონს, ვყი­დუ­ლობ, მაგ­რამ არა­სო­დეს ვი­კე­თებ, რად­გან ან მა­ვი­წყდე­ბა, ან - როცა მი­კე­თია, "მამ­წა­რებს": თმა­სა და სა­მოსს გა­მო­ე­დე­ბა ხოლ­მე... მე­გო­ბარ­მა უცხო­ე­თი­დან ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სა­მა­ჯუ­რი ჩა­მო­მი­ტა­ნა. გა­ვი­კე­თე, მაგ­რამ ხელს რომ ვა­მოძ­რა­ვებ­დი, იმ­დე­ნი იჟღა­რუ­ნა, რომ მე­გო­ბარ­მა მო­მახ­სნე­ვი­ნა და ჩან­თა­ში ჩა­მა­დე­ბი­ნა (იცი­ნის). ეს ბოლო შემ­თხვე­ვა იყო, როცა სამ­კა­უ­ლი მე­კე­თა.

ჩან­თე­ბი

- თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დიდი, ტე­ვა­დი ჩან­თე­ბი მჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ჩემ­თვის პა­ტა­რა, მხარ­ზე გა­და­სა­კი­დე­ბე­ლი ჩან­თა უფრო პრაქ­ტი­კუ­ლია. მას­ში გა­სა­ღებ­სა და სა­ფუ­ლეს ვი­ნა­ხავ. ტე­ლე­ფო­ნის­თვის ჩან­თა არ მჭირ­დე­ბა, რად­გან სულ ხელ­ში მი­ჭი­რავს და "გამ­წა­რე­ბუ­ლი" მე­სიჯს ვწერ.

- ვის სწერ?

- ერთ ბიჭს, ოღონდ - ვის, არ გე­ტყვით (იცი­ნის)...

ოჯა­ხი

- მა­მა­ჩე­მი მხატ­ვა­რი და მო­ქან­და­კე გახ­ლავთ. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ას­წავ­ლი­და. უკვე 5 წე­ლია, საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს. დედა არ მუ­შა­ობს. მას ბევ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რი პრო­ფე­სი­აც აქვს (იცი­ნის). ბე­ბია - მა­რი­ნა ჯა­ნა­შია მსა­ხი­ო­ბია, ბა­ბუა, თემო გო­ცა­ძე - მხატ­ვა­რი. ასე­ვე, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან 3 კატა და 1 ძაღ­ლი. 1 კატი ისე­თი "ნა­დი­რია", რომ მსგავ­სი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს: მა­მა­ჩე­მის ნა­ხა­ტებს ახ­ტე­ბა, ყვე­ლა­ფერს ან­გრევს და ეჯაჯ­გუ­რე­ბა, ღა­მით არ გვა­ძი­ნებს. მგო­ნი, სხე­ულ­ში რა­ღაც ჩა­უ­სახ­ლდა (იცი­ნის)... ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ცოტა დრო მრჩე­ბა. მა­მას­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. ახლა ნერ­ვი­უ­ლობს და მე­კი­თხე­ბა, - ხომ არა­ვინ გა­წყე­ნი­ნაო?.. ის ყო­ველ­თვის სა­ჭი­რო რჩე­ვებს მაძ­ლევ­და. მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, მაგ­რამ - ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში: ბიჭი მო­მე­წო­ნა-მეთ­ქი, - ვე­რა­სო­დეს ვე­ტყო­დი. დე­და­სა და ბე­ბი­ას­თან არაფ­რის მო­ყო­ლა არ მჭირ­დე­ბა - ისი­ნი ყვე­ლა­ფერს უთ­ქმე­ლად ხვდე­ბი­ან. ოჯა­ხის წევ­რებ­თან და­სა­მა­ლი რა მაქვს?!. შეყ­ვა­რე­ბულს იან­ვრის და­სა­წყის­ში დავ­შორ­დი. რა­ტომ­ღაც, ერთ-ერ­თმა ჟურ­ნალ­მა ამის შე­სა­ხებ ახლა და­წე­რა. პრინ­ციპ­ში, "ფე­ის­ბუკ­ზე" სტა­ტუ­სად - სინ­გლე არ და­მიდ­ვია. მი­მაჩ­ნია, რომ ასე­თი რა­მის აფი­ში­რე­ბა სა­ჭი­რო არ არის. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე კო­მენ­ტარს აღარ ვა­კე­თებ (იცი­ნის).

- შეყ­ვა­რე­ბულს რა­ტომ და­შორ­დი?

- აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბის გამო... ნორ­მა­ლუ­რად დავ­შორ­დით, ერ­თმა­ნეთს არ "გა­დავ­კი­დე­ბი­ვართ". ის ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. ყვე­ლა­ფერს კარ­გს ვუ­სურ­ვებ.

დას­ვე­ნე­ბა და გარ­თო­ბა

- ყვე­ლა­ზე მო­სა­წყე­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ: კლუ­ბე­ბი და ხმა­უ­რი­ა­ნი ად­გი­ლე­ბი არ მიყ­ვარს. ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად ჩაის სმა, სა­უ­ბა­რი, კარ­ტის თა­მა­ში... - ეს ჩემ­თვის გარ­თო­ბის ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ერ­თა­დერ­თი, შე­იძ­ლე­ბა, "ფე­შენ ვი­კის" შემ­დეგ "ფარ­თი­ზე" წა­ვი­დე ხოლ­მე. მა­ში­ნაც მე­გობ­რე­ბი "მი­მათ­რე­ვენ". ერთი სა­ა­თი მო­წყე­ნი­ლი სა­ხით ვზი­ვარ, მერე კი შინ მივ­დი­ვარ. და­ლე­ვაც არ მიყ­ვარს. პენ­სი­ო­ნე­რუ­ლი დას­ვე­ნე­ბა მომ­წონს. წელს ზუს­ტად ასე და­ვის­ვე­ნე: ძი­რი­თა­დად, მე­ძი­ნა ან ვჭამ­დი. მე­გო­ნა, წო­ნა­ში მო­ვი­მა­ტებ­დი და ამის­თვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მო­ვემ­ზა­დე, მაგ­რამ ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა, - გამ­ხდარ­ხა­რო. რო­გორ მოხ­და ეს, არ ვიცი (იცი­ნის).

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

"მარიტა ჯანაშიას გენეტიკური ჭაღარა, "ნადირი" კატა და რჩევები გოგონებს

"მარიტა ჯანაშიას გენეტიკური ჭაღარა, "ნადირი" კატა და რჩევები გოგონებს

მარიტა ჯანაშია 16 წლის იყო, როცა სამოდელო სააგენტო "იმიჯ ცენტრში" მივიდა. გარეგნობაზე განსაკუთრებული ზრუნვაც მაშინ დაიწყო. მანამდე მოკლე ვარცხნილობას ატარებდა. გვითხრა: "ბიჭური" ბავშვი ვიყავი, ხეზე ასვლა მიყვარდა; დედა სულ მეხვეწებოდა, გეყოფა, ხიდან ჩამოდიო... მაკიაჟი დიდად არ მოსწონს. განსაკუთრებულად, შავი ფერის სამოსი უყვარს, წელს საცურაო კოსტიუმიც კი შავი ეცვა...

მაკიაჟი და სახის კანის მოვლა

- განსაკუთრებულად ჯერჯერობით არ ვუვლი სახის კანს. ღამით, ზოგჯერ, გადაღებიდან თუ ჩვენებიდან დაბრუნებულს, მაკიაჟის მოშორებაც კი დამზარებია. ეს კანისთვის ცუდია, მაგრამ საბედნიეროდ, პრობლემური სახის კანი არ მაქვს. კოსმეტოლოგთან არასოდეს ვყოფილვარ. თუ კარგ ხასიათზე ვარ, შეიძლება, ტონალური კრემი და "რუმიანა" წავისვა. მაკიაჟს წვეულებისთვის ვიკეთებ, რადგან იქ ყველა მაკიაჟითაა და უმაკიაჟოდ ცოტა "ამოვარდნილი" ვიქნები. ეს საქმე კარგად გამომდის თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მაკიაჟის გაკეთებას დამოუკიდებლად ვახერხებ. განსაკუთრებულად, თვალების ჩაშავება ე.წ. Smokey Eye მიყვარს. როცა თვალს "ვკვეთ", ტუჩს "ვაქრობ" ან - პირიქით... ძირითადად, კომპლიმენტს ჩემი მეგობარი გოგონები მეუბნებიან და მეკითხებიან, - მაკიაჟის გაკეთება სად ისწავლეო? ვიდეოგაკვეთილები არ მინახავს. უბრალოდ, ვაკვირდებოდი, გადაღების თუ ჩვენებისთვის როგორ მამზადებდნენ და ყველაფერი ეს "გამიჯდა".

თმის ფერი და ვარცხნილობა

- ბავშვობაში ძალიან კარგი, მოყავისფრო თმა მქონდა. გენეტიკურად, ჩემს მშობლებს ჭაღარა თმა აქვთ. ბებია 17-18 წლის იყო, როცა კინოფილმში - "ნუცა" მონაწილეობდა. ფილმში "ჩოლკაზე" თმა თეთრ ზოლად აქვს. მისი ჭაღარის შესახებ რომ შევიტყვე, არ დავიჯერე, ვიფიქრე, - შეღებილი აქვს-მეთქი. ჭაღარა მეც დაახლოებით ამ ასაკში ამომივიდა, რის გამოც თმა შევიღებე. მერე ჩვენებისთვის სასწაულ ფრად შემიღებეს, მერე - საერთოდ გავიშავე... მოკლედ, თმას ისეთი საშინელება დავმართე, რომ ბოლოს შევიჭერი. ახლა სისტემატურად ვიღებავ, რამაც ჭაღარა უფრო "გამიღვივა". გაუგებარი ფერის თმა მაქვს. სალონებში არ მივდივარ, რადგან იქ თმა ძალიან მეწვება. რამდენიმე ფერის საღებავს ერთმანეთში ურევენ; თუ არ ჩაიწერეს, ავიწყდებათ... მოკლედ, დიდი პანიკაა ხოლმე... გასაჯანსაღებლად თმაში კვერცხი არასოდეს შემიზელავს. სამაგიეროდ, თალგამის ზეთს ვიყენებ: ძილის წინ თმაში უნდა შეიზილო და დილით ჩამოიბანო. ძალიან ეფექტურია. გაფუჭებულ ბოლოებს აჯანსაღებს. თან, იაფიც ღირს. ეს მეთოდი ჩვენი სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელმა - ია კიწმარიშვილმა მასწავლა. თალგამის ზეთი თვეში ერთხელ უნდა შეიზილო თმაში. მე ასე წელიწადში ერთხელ ვიქცევი, მაგრამ მაინც კარგი ეფექტი აქვს.

ვარჯიში და დიეტა

- საბედნიეროდ, დიეტა არასოდეს დამიცავს - არ დამჭირვებია. ყველას ვურჩევ, რომ დიეტის ნაცვლად, ან საკვების ულუფა შეამცირონ, ან - საღამოს 6 საათის შემდეგ არაფერი მიირთვან. ღამით ჭამა მეც მიყვარს, მაგრამ ეს ჯანმრთელობისთვისაც მავნეა. შარშანწინ წონაში მოვიმატე, რადგან ყოველდღე ცნობილ სწრაფი კვების ობიექტში დავდიოდი. გარეგნულად არ მეტყობოდა და როცა ვამბობდი, - წონაში მოვიმატე-მეთქი, - დამცინოდნენ, - ავად ხარო! არადა, მართლა მოვიმატე. ჩემი ტანსაცმელი უკვე დისკომფორტს მიქმნიდა. სწრაფი კვების ობიექტში სიარულს თავი დავანებე. ვცდილობდი, ჯანსაღი საკვები მიმეღო. მაიონეზის ჭამას ვერიდებოდი - ეს პროდუქტი ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის და თან, ცელულიტს აჩენს. მაგან დამღუპა (იცინის)!.. იპოდრომზე ვირბინე, მაგრამ ძალიან დავიღალე და თავი დავანებე. უბრალოდ, საღამოს 6 საათის შემდეგ საკვებს აღარ ვეძალებოდი. ვარჯიშს რაც შეეხება, ბავშვობიდან სპორტს მივდევდი: ჯერ ფიგურულ სრიალზე დავდიოდი, მერე - ბალეტზე... ახლა თეატრალურ უნივერსიტეტში ისეთი ფიზიკური დატვირთვა მაქვს, რომ დამატებითი ვარჯიში არ მჭირდება. ამისთვის დროც აღარ მრჩება.

საქმე

- თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობ. ბედნიერი ვარ, რომ ბატონი გიზო ჟორდანიასა და ქალბატონი ნანუკა ხუსკივაძის ჯგუფში ვარ. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. არც ერთი მეგობარი აღარ მელაპარაკება, რადგან დილიდან დაღამებამდე უნივერსიტეტში ვარ: პრაქტიკული მეცადინეობები გვაქვს, რომლებსაც ვერ გავაცდენ. უნივერსიტეტში ყველანაირად ხელს მიწყობენ - გადაღებებზე, ჩვენებებზე მიშვებენ. ასე რომ, ერთი საყვარელი საქმე - მოდელობა უკვე მაქვს, მეორეს - მსახიობობას კი ახლა ვეუფლები. მომავალი 3 წელი თეატრალურში სწავლას ვაპირებ.

- მსახიობის პროფესიის არჩევამდე ბევრი იფიქრე?

- არა, გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღე და გამოცდებიც ჩავაბარე. მერე აკადემიური წელი ავიღე, რადგან უცხოეთში სამუშაოდ წასვლა მომიხდა. თეატრალური უნივერსიტეტიდან გადასვლასაც ვაპირებდი, მაგრამ ეტყობა, ბედი იყო (იცინის)... კინო ძალიან მაინტერესებს, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში კინოინდუსტრია განვითარებული არ არის.

- აბა, რას აპირებ?

- ტელევიზიაც მაინტერესებს. ერთ-ერთი გადაცემის წამყვანიც გახლდით, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა ამ საქმისთვის დრო აღარ მრჩება... 13-17 ნოემბერს "თბილისი ფეშენ ვიკი" ჩატარდება. განსაკუთრებულად ის მახარებს, რომ ამ დროს ჩემს საყვარელ ადამიანებს ვნახულობ და საყვარელ საქმეს ვაკეთებ.

- რომელიმე უცხოელმა სტუმარმა საქმიანი წინადადება რომ შემოგთავაზოს, დათანხმდები?

- გარანტირებული სამსახური თუ მექნება, შეიძლება დავფიქრდე. პატარ-პატარა კონტრაქტებით ბევრი ვიმოგზაურე. ცნობილ დიზაინერებთან ვითანამშრომლე... ამის გამო, უნივერსიტეტშიც გვიან ჩავაბარე. საქართველოში მოდელობა გართობად მიაჩნიათ, უცხოეთში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. მოდელობა მარტივი ნამდვილად არ არის. "ფეშენ ვიკის" შემდეგ 2 დღე მძინავს ხოლმე.

სამოსი

- ტანსაცმელს იქ ვიძენ, სადაც მომინდება. ამაში სამარცხვინო არაფერია. რამდენჯერმე "მეორადშიც" მიყიდია - არ ვუკადრისობ. ყოველდღიურად სპორტული სტილის სამოსი მაცვია. ერთი ახლობელი ძალიან მეჩხუბება - სულ შავები რატომ გაცვიაო?! ერთხელ ჩემს ძველ სამსახურში - ბანკში მივედი. ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს და, ყოფილი თანამშრომლები შეშფოთდნენ, - ვაიმე, შავები რატომ გაცვია, ცუდი ხომ არაფერი მოხდაო (იცინის)?!. ამას წინათ, ერთ-ერთი ჟურნალის რედაქციაში დამიბარეს. გამაფრთხილეს, - მხიარული ფერების ტანსაცმელი ჩაიცვიო. გარდერობი გამოვაღე, მაგრამ ფერადი არაფერი მქონდა. შავი კაბა ჩავიცვი და "მალინისფერი" შარფი მოვიხვიე (იცინის). შავი ფერი ძალიან მომწონს...

ფეხსაცმელი

- უამრავი ფეხსაცმელი მაქვს. დედაჩემს ვთხოვ, - ყიდვის უფლება აღარ მომცე-მეთქი. მავიწყდება ხოლმე, რომ ესა თუ ის ფეხსაცმელი მაქვს, გარკვეული პერიოდის შემდეგ თავიდან "აღმოვაჩენ" ხოლმე და მიხარია, - ვაიმე, რა მაგარია-მეთქი! რატომღაც, ფეხსაცმელებში თანხის გადახდა არ მენანება. ახლა ინტერნეტით კიდევ გამოვიწერე. ძირითადად, "ბათინკები" და კედები მაქვს. ჩემი მეგობრის ქორწილში საღამოს კაბა და "კონვერსის" შავი კედები მეცვა. ამის გამო, დედაჩემმა დამირეკა და გამლანძღა (იცინის). რა ვქნა? კედებში გამოწყობილი თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ.

სამკაული და აქსესუარები

- მხოლოდ სამაჯური და ბეჭედი მიკეთია, ოღონდ - რელიგიური. ზოგადად, სამკაული მომწონს, ვყიდულობ, მაგრამ არასოდეს ვიკეთებ, რადგან ან მავიწყდება, ან - როცა მიკეთია, "მამწარებს": თმასა და სამოსს გამოედება ხოლმე... მეგობარმა უცხოეთიდან ძალიან ლამაზი სამაჯური ჩამომიტანა. გავიკეთე, მაგრამ ხელს რომ ვამოძრავებდი, იმდენი იჟღარუნა, რომ მეგობარმა მომახსნევინა და ჩანთაში ჩამადებინა (იცინის). ეს ბოლო შემთხვევა იყო, როცა სამკაული მეკეთა.

ჩანთები

- თეატრალურ უნივერსიტეტში დიდი, ტევადი ჩანთები მჭირდება, მაგრამ ჩემთვის პატარა, მხარზე გადასაკიდებელი ჩანთა უფრო პრაქტიკულია. მასში გასაღებსა და საფულეს ვინახავ. ტელეფონისთვის ჩანთა არ მჭირდება, რადგან სულ ხელში მიჭირავს და "გამწარებული" მესიჯს ვწერ.

- ვის სწერ?

- ერთ ბიჭს, ოღონდ - ვის, არ გეტყვით (იცინის)...

ოჯახი

- მამაჩემი მხატვარი და მოქანდაკე გახლავთ. დიდი ხნის განმავლობაში სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა. უკვე 5 წელია, საფრანგეთში ცხოვრობს. დედა არ მუშაობს. მას ბევრი უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და შესაბამისად, ბევრი პროფესიაც აქვს (იცინის). ბებია - მარინა ჯანაშია მსახიობია, ბაბუა, თემო გოცაძე - მხატვარი. ასევე, ჩემი ოჯახის წევრები არიან 3 კატა და 1 ძაღლი. 1 კატი ისეთი "ნადირია", რომ მსგავსი არაფერი მინახავს: მამაჩემის ნახატებს ახტება, ყველაფერს ანგრევს და ეჯაჯგურება, ღამით არ გვაძინებს. მგონი, სხეულში რაღაც ჩაუსახლდა (იცინის)... ოჯახის წევრებისთვის ცოტა დრო მრჩება. მამასთან ახლო ურთიერთობა მქონდა. ახლა ნერვიულობს და მეკითხება, - ხომ არავინ გაწყენინაო?.. ის ყოველთვის საჭირო რჩევებს მაძლევდა. მართალია, ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ - ზომიერების ფარგლებში: ბიჭი მომეწონა-მეთქი, - ვერასოდეს ვეტყოდი. დედასა და ბებიასთან არაფრის მოყოლა არ მჭირდება - ისინი ყველაფერს უთქმელად ხვდებიან. ოჯახის წევრებთან დასამალი რა მაქვს?!. შეყვარებულს იანვრის დასაწყისში დავშორდი. რატომღაც, ერთ-ერთმა ჟურნალმა ამის შესახებ ახლა დაწერა. პრინციპში, "ფეისბუკზე" სტატუსად - სინგლე არ დამიდვია. მიმაჩნია, რომ ასეთი რამის აფიშირება საჭირო არ არის. პირად ცხოვრებაზე კომენტარს აღარ ვაკეთებ (იცინის).

- შეყვარებულს რატომ დაშორდი?

- აზრთა სხვადასხვაობის გამო... ნორმალურად დავშორდით, ერთმანეთს არ "გადავკიდებივართ". ის ძალიან კარგი ადამიანია. ყველაფერს კარგს ვუსურვებ.

დასვენება და გართობა

- ყველაზე მოსაწყენი ადამიანი ვარ: კლუბები და ხმაურიანი ადგილები არ მიყვარს. ახლობლებთან ერთად ჩაის სმა, საუბარი, კარტის თამაში... - ეს ჩემთვის გართობის ყველაზე კარგი საშუალებაა. ერთადერთი, შეიძლება, "ფეშენ ვიკის" შემდეგ "ფართიზე" წავიდე ხოლმე. მაშინაც მეგობრები "მიმათრევენ". ერთი საათი მოწყენილი სახით ვზივარ, მერე კი შინ მივდივარ. დალევაც არ მიყვარს. პენსიონერული დასვენება მომწონს. წელს ზუსტად ასე დავისვენე: ძირითადად, მეძინა ან ვჭამდი. მეგონა, წონაში მოვიმატებდი და ამისთვის ფსიქოლოგიურად მოვემზადე, მაგრამ ყველა მეუბნება, - გამხდარხარო. როგორ მოხდა ეს, არ ვიცი (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება