მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ამერიკელი
საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ამერიკელი

ალ­ბერტ ქვრე­ი­ფაუ ამე­რი­კა­ში, კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში ცხოვ­რობს. მარ­თა­ლია, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ფა­კულ­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მისი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, სახ­ლე­ბის შე­ღებ­ვა გახ­ლავთ. გარ­და ამი­სა, ე.წ. "ფლექ­სის" პროგ­რა­მით, ამე­რი­კა­ში ჩა­სუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რია. სა­ქარ­თვე­ლოს დიდი გულ­შე­მატ­კივ­რის "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დზე უამ­რავ ქარ­თველს აღ­მო­ა­ჩენთ; ასე­ვე, იქა­უ­რო­ბა აჭ­რე­ლე­ბუ­ლია ფო­ტო­ე­ბით, რომ­ლებ­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბია აღ­ბეჭ­დი­ლი. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ამე­რი­კე­ლი ცოტა ხნის წინ, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ეწ­ვია სა­ქარ­თვე­ლოს.

- პირ­ვე­ლად რო­დის შე­ი­ტყვეთ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ?

- 2010-2011 წლებ­ში, ჩემ­მა ოჯახ­მა ერთი წლით უმას­პინ­ძლა მა­რი­კა ღვა­მი­ჩა­ვას. ის ფო­თი­დან გახ­ლავთ. მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, სა­ქარ­თვე­ლო რომ გა­ვი­ცა­ნი და ასე შე­ვიყ­ვა­რე.

- ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი სხვა ქვეყ­ნის მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან რით გან­სხვავ­დე­ბოდ­ნენ?

- მე ვი­ყა­ვი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის - "ფლექ­სის" კო­ორ­დი­ნა­ტო­რი და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თველ სტუ­დენ­ტებს ვმას­პინ­ძლობ­დი. მა­რი­კა ღვა­მი­ჩა­ვა, რო­მე­ლიც წე­ღან ვახ­სე­ნე, ამე­რი­კის უმაღ­ლე­სი სკო­ლის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მოს­წავ­ლე გახ­ლდათ. მან წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­პა­ტიო ჯილ­დო მი­ი­ღო. მე­ტყვე­ლე­ბა­ში გა­მარ­თულ შე­ჯიბ­რე­ბა­შიც გა­ი­მარ­ჯვა. აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ჩვენს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და მუ­შა­ობ­და ად­გი­ლობ­რივ ეკ­ლე­სი­ა­ში, სა­დაც პერ­სო­ნალს სა­დი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და, უსახ­ლკა­რო­ე­ბი რომ და­ე­პუ­რე­ბი­ნათ. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ყვე­ლა ქარ­თვე­ლი მოს­წავ­ლე მის­ნა­ი­რი ქველ­მოქ­მე­დია. სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი თქვენს ახალ­გაზ­რდებს ძა­ლი­ან აქებ­დნენ. ისი­ნი ყო­ველ­თვის სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი და წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან თა­ნა­ტო­ლებს შო­რის. ქარ­თვე­ლებ­მა ბევ­რი ამე­რი­კე­ლი მე­გო­ბა­რი შე­ი­ძი­ნეს, რომ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­საც დღემ­დე აგ­რძე­ლე­ბენ.

- "ფე­ის­ბუკ­ზე" შევ­ნიშ­ნე, ძა­ლი­ან ბევ­რი ქარ­თვე­ლი გყავთ და­მე­გობ­რე­ბუ­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს მი­სა­მარ­თით თბილ სი­ტყვებ­საც არ იშუ­რებთ. რით და­იმ­სა­ხუ­რა ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ თქვე­ნი ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი?

- მარ­თლაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს და ამის­თვის "ფლექ­სის" გაც­ვლით პროგ­რა­მას უნდა ვუ­მად­ლო­დე. მა­რი­კას მას­პინ­ძლო­ბის შემ­დეგ, ხში­რად მი­კავ­შირ­დე­ბოდ­ნენ ქარ­თვე­ლე­ბი. თქვენ ყვე­ლა­ზე თბი­ლი, კე­თი­ლი და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხი ხართ. ბევრ ქარ­თველს უყ­ვარს ამე­რი­კა და ჩვენ­თან ჩა­მოს­ვლის სურ­ვი­ლიც აქვთ. ქარ­თვე­ლებს უხა­რი­ათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო უზო­მოდ შე­მიყ­ვარ­და; ისიც უხა­რი­ათ, რომ ქარ­თულ ენას ვსწავ­ლობ. არც ერთ სხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ასე­თი თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია. ქარ­თვე­ლე­ბი ყო­ველ­თვის მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან თა­ვი­ანთ ქა­ლა­ქებ­ში, უნ­დათ, რომ გა­მი­მას­პინ­ძლდნენ...

- ცოტა ხნის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვი­ეთ. ყვე­ლა­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა თქვენ­ზე რამ მო­ახ­დი­ნა?

- მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ სა­ქარ­თვე­ლო­ში 3 კვი­რა გა­ვა­ტა­რეთ და შევ­ხვდით გაც­ვლით პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ებს. სა­ოც­რად ემო­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რა გვქონ­და. მათ­თან ერ­თად და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე. თქვენს ქვე­ყა­ნა­ში ჩას­ვლის­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლე­ბით გვი­მას­პინ­ძლდე­ბოდ­ნენ და თა­ვი­ანთ სახ­ლებ­ში ოთახ­საც გვთა­ვა­ზობ­დნენ. გა­მა­ო­ცა ქარ­თვე­ლე­ბის სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბამ. არ იშუ­რებ­დნენ სა­ქე­ბარ სი­ტყვებს და გვი­თხრეს: იმე­დია, სა­ქარ­თვე­ლოს კვლავ ეწ­ვე­ვი­თო.

- მოგ­ვი­ყე­ვით თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და ოჯა­ხის შე­სა­ხებ.

- ამე­რი­კა­ში ჩემი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა სახ­ლე­ბის შე­ღებ­ვაა. მე­უღ­ლე - კეტ­რი­ნი ამე­რი­კის გე­ო­ლო­გი­ურ გა­მოკ­ვლე­ვებ­ში, ქი­მი­კო­სად მუ­შა­ობს. დე­ი­ვი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრია, გა­რე­მოს ტოქ­სი­კო­ლო­გი­ა­ში. მე კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ფა­კულ­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და უკვე იცით, რომ გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ვარ. საკ­რა­მენ­ტო­ში, კა­ლი­ფორ­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობთ. ჩვენს ქა­ლაქ­ში პო­მიდვ­რის ქარ­ხნე­ბია და დიდი მო­სა­ვა­ლი მო­დის. მე და ჩემი მე­უღ­ლე აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლი მე­თო­დის­ტუ­რი (ინ­გლი­სე­ლი პრო­ტეს­ტან­ტე­ბის ერთ-ერთი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა) ეკ­ლე­სი­ის ცხოვ­რე­ბა­ში და ვგა­ლობ კი­დეც. კეტ­რი­ნი მკე­რა­ვე­ბის კლუბ­ში­ცაა გა­წევ­რე­ბუ­ლი. მე და ჩემს მე­უღ­ლეს ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ვარ­დე­ბი და ეზო­ში უამ­რა­ვი ჯი­შის ვარ­დი გვაქვს. ყვა­ვი­ლე­ბის კონ­კურ­სებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობთ და ხში­რად ვი­მარ­ჯვებთ კი­დეც.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ამერიკელი

საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ამერიკელი

ალბერტ ქვრეიფაუ ამერიკაში, კალიფორნიის შტატში ცხოვრობს. მართალია, კომუნიკაციების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, მაგრამ მისი ძირითადი საქმიანობა, როგორც თავად ამბობს, სახლების შეღებვა გახლავთ. გარდა ამისა, ე.წ. "ფლექსის" პროგრამით, ამერიკაში ჩასული მოსწავლეების კოორდინატორია. საქართველოს დიდი გულშემატკივრის "ფეისბუკის" გვერდზე უამრავ ქართველს აღმოაჩენთ; ასევე, იქაურობა აჭრელებულია ფოტოებით, რომლებზეც საქართველოს ღირსშესანიშნაობებია აღბეჭდილი. ჩვენს ქვეყანაზე შეყვარებული ამერიკელი ცოტა ხნის წინ, მეუღლესთან ერთად ეწვია საქართველოს.

- პირველად როდის შეიტყვეთ საქართველოს შესახებ?

- 2010-2011 წლებში, ჩემმა ოჯახმა ერთი წლით უმასპინძლა მარიკა ღვამიჩავას. ის ფოთიდან გახლავთ. მისი დამსახურებაა, საქართველო რომ გავიცანი და ასე შევიყვარე.

- ქართველი სტუდენტები სხვა ქვეყნის მოსწავლეებისგან რით განსხვავდებოდნენ?

- მე ვიყავი გაცვლითი პროგრამის - "ფლექსის" კოორდინატორი და წლების განმავლობაში ქართველ სტუდენტებს ვმასპინძლობდი. მარიკა ღვამიჩავა, რომელიც წეღან ვახსენე, ამერიკის უმაღლესი სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე გახლდათ. მან წლის განმავლობაში უმაღლესი შეფასებების საფუძველზე საპატიო ჯილდო მიიღო. მეტყველებაში გამართულ შეჯიბრებაშიც გაიმარჯვა. აქტიურად იყო ჩართული ჩვენს საზოგადოებრივ საქმიანობაში და მუშაობდა ადგილობრივ ეკლესიაში, სადაც პერსონალს სადილების მომზადებაში ეხმარებოდა, უსახლკაროები რომ დაეპურებინათ. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ქართველი მოსწავლე მისნაირი ქველმოქმედია. სკოლის დირექტორები თქვენს ახალგაზრდებს ძალიან აქებდნენ. ისინი ყოველთვის საუკეთესოები და წარმატებულები არიან თანატოლებს შორის. ქართველებმა ბევრი ამერიკელი მეგობარი შეიძინეს, რომლებთან ურთიერთობასაც დღემდე აგრძელებენ.

- "ფეისბუკზე" შევნიშნე, ძალიან ბევრი ქართველი გყავთ დამეგობრებული და საქართველოს მისამართით თბილ სიტყვებსაც არ იშურებთ. რით დაიმსახურა ჩვენმა ქვეყანამ თქვენი ასეთი სიყვარული?

- მართლაც, საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს და ამისთვის "ფლექსის" გაცვლით პროგრამას უნდა ვუმადლოდე. მარიკას მასპინძლობის შემდეგ, ხშირად მიკავშირდებოდნენ ქართველები. თქვენ ყველაზე თბილი, კეთილი და სტუმართმოყვარე ხალხი ხართ. ბევრ ქართველს უყვარს ამერიკა და ჩვენთან ჩამოსვლის სურვილიც აქვთ. ქართველებს უხარიათ, რომ საქართველო უზომოდ შემიყვარდა; ისიც უხარიათ, რომ ქართულ ენას ვსწავლობ. არც ერთ სხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ასეთი თბილი ურთიერთობა არ მქონია. ქართველები ყოველთვის მეპატიჟებიან თავიანთ ქალაქებში, უნდათ, რომ გამიმასპინძლდნენ...

- ცოტა ხნის წინ, საქართველოს ეწვიეთ. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება თქვენზე რამ მოახდინა?

- მე და ჩემმა მეუღლემ საქართველოში 3 კვირა გავატარეთ და შევხვდით გაცვლით პროგრამაში მონაწილე მოსწავლეებს. საოცრად ემოციური შეხვედრა გვქონდა. მათთან ერთად დავათვალიერეთ საქართველოს ყველა კუთხე. თქვენს ქვეყანაში ჩასვლისთანავე, ძალიან გემრიელი საჭმელებით გვიმასპინძლდებოდნენ და თავიანთ სახლებში ოთახსაც გვთავაზობდნენ. გამაოცა ქართველების სტუმართმოყვარეობამ. არ იშურებდნენ საქებარ სიტყვებს და გვითხრეს: იმედია, საქართველოს კვლავ ეწვევითო.

- მოგვიყევით თქვენი საქმიანობისა და ოჯახის შესახებ.

- ამერიკაში ჩემი ძირითადი საქმიანობა სახლების შეღებვაა. მეუღლე - კეტრინი ამერიკის გეოლოგიურ გამოკვლევებში, ქიმიკოსად მუშაობს. დეივისის უნივერსიტეტის მაგისტრია, გარემოს ტოქსიკოლოგიაში. მე კალიფორნიის უნივერსიტეტში, კომუნიკაციების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და უკვე იცით, რომ გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი ვარ. საკრამენტოში, კალიფორნიის დედაქალაქში ვცხოვრობთ. ჩვენს ქალაქში პომიდვრის ქარხნებია და დიდი მოსავალი მოდის. მე და ჩემი მეუღლე აქტიურად ვართ ჩართული მეთოდისტური (ინგლისელი პროტესტანტების ერთ-ერთი მიმდინარეობა) ეკლესიის ცხოვრებაში და ვგალობ კიდეც. კეტრინი მკერავების კლუბშიცაა გაწევრებული. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვიყვარს ვარდები და ეზოში უამრავი ჯიშის ვარდი გვაქვს. ყვავილების კონკურსებშიც ვმონაწილეობთ და ხშირად ვიმარჯვებთ კიდეც.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია