საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეურჩია შვილებს სახელი ნინო ორდენიძემ
როგორ შეურჩია შვილებს სახელი ნინო ორდენიძემ

ერთ დროს ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი და აქ­ტი­უ­რი მო­დე­ლი - ნინო ორ­დე­ნი­ძე უკვე ორი გო­გო­ნას: დო­დოშ­კას და მა­შოს დე­დაა. ნინო მუ­შა­ო­ბა­სა და შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვას ერ­თმა­ნეთს მშვე­ნივ­რად უთავ­სებს. ამ­ბობს, რომ ბავ­შვებს მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­ფი­ცი­ტი არ აქვთ...

- დე­დაშ­ვი­ლო­ბა და დე­დობ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი ენით აღუ­წე­რე­ლი გრძნო­ბაა და ამას­თა­ნა­ვე, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ყო­ვე­ლი წამი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბაა, როცა შვი­ლი "დე­დას" პირ­ვე­ლად და­გი­ძა­ხებს. როცა მშო­ბე­ლი ხდე­ბი, სა­კუ­თარ თავს აღარ ეკუთ­ვნი: ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­გაჩ­ნია, უკვე შვი­ლის­თვის გინ­და. მსურს ჩემი გო­გო­ნე­ბი ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ. მე თუ რა­ი­მე ცუდი გა­მო­ვი­ა­რე, არ მინ­და, მა­თაც იგი­ვე გა­მო­ცა­დონ. ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნის­თვის ყვე­ლა­ზე ახლო და კარ­გი მე­გო­ბა­რი დე­დაა. რა­შიც მშო­ბელს და­ვუ­ჯე­რე, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მო­ვი­და... პი­რა­დად მე, ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ო­დი­დან­ვე გა­აზ­რე­ბუ­ლი მქონ­და, რომ დედა უნდა გავმხდა­რი­ყა­ვი. 26 წლის ვი­ყა­ვი და ალ­ბათ, მზად გახ­ლდით ამ ყვე­ლაფ­რის­თვის. დო­დოშ­კა პირ­ვე­ლად რომ და­ვი­ნა­ხე, იმ წა­მებს ვე­რას­დროს და­ვი­ვი­წყებ. მე­ო­რე შვი­ლის და­ნახ­ვის შემ­დე­გაც იგი­ვე და­მე­მარ­თა, მაგ­რამ გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და და ვი­ცო­დი, რა რო­გორ უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. გიჟი დედა ვარ. ერთხელ ბავ­შვე­ბი ასაც­რე­ლად მი­ვიყ­ვა­ნე. მი­თხრეს: ნემსს გა­ვუ­კე­თებთ და ცოტა ხანს უნდა მო­ი­ცა­დოთ, რა­ი­მე გარ­თუ­ლე­ბა არ მოჰ­ყვე­სო. ისე შევ­შინ­დი, გო­გო­ნე­ბი შინ წა­მო­ვიყ­ვა­ნე.

- ნინო, რამ­დე­ნი­მე წლის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ძმის­შვილს - ნი­კო­ლოზ­საც შენ ზრდი...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) ჩემი ძმის­შვი­ლი პრობ­ლე­მე­ბით, კლა­სი­კუ­რი და­უ­ნის სინ­დრო­მით და­ი­ბა­და. ივ­ლი­სის თვე­ში გაჩ­ნდა. მა­შინ თბი­ლის­ში ძა­ლი­ან ცხე­ლო­და, მე კი წყნეთ­ში აგა­რა­კი მაქვს და ბავ­შვი ცოტა ხნით იქ წა­ვიყ­ვა­ნე. შვი­ლებს ძმას­თან მეც ვტო­ვებ ხოლ­მე, ამა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რია. რაც მთა­ვა­რია, ნი­კო­ლო­ზი დღეს კარ­გად არის და ძა­ლი­ან მა­გა­რი ბი­ჭია.

- გო­გო­ნე­ბის გაზ­რდა­ში მე­უღ­ლის გარ­და, ვინ გეხ­მა­რე­ბო­და?

- მე და ჩემი მე­უღ­ლე თა­ვი­დან­ვე ცალ­კე ვცხოვ­რობ­დით. ჩემ­თან არც დედა იყო და არც - დე­დამ­თი­ლი. მყავ­და ძიძა, რო­მელ­მაც თავი ძა­ლი­ან შე­მაყ­ვა­რა, ის ჩემი ოჯა­ხის წევ­რად იქცა. მე არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი დე­დე­ბის ისეთ კა­ტე­გო­რი­ას, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ, შვი­ლე­ბი მი­ა­ტო­ვონ და გა­სარ­თო­ბად წა­ვიდ­ნენ. თა­ვი­სუ­ფალ დროს ყო­ველ­თვის შვი­ლებ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ. სხვა­თა შო­რის, მკაც­რი ვარ და უფ­რო­სი შვი­ლის­გან - დო­დოშ­კას­გან ბევ­რს ვი­თხოვ. არ მიყ­ვარს გა­უზ­რდე­ლი ბავ­შვე­ბი და ვცდი­ლობ, ჩემი შვი­ლი ასე­თი არ იყოს. რო­გორც ყვე­ლა დე­დას, მინ­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ.

- გო­გო­ნებს მა­მას­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ?

- გა­და­სა­რე­ვი. როცა ბავ­შვებს შე­ნიშ­ვნას ვაძ­ლევ ან ვტუქ­სავ, მე­უღ­ლე ყო­ველ­თვის მე­ჩხუ­ბე­ბა. მას გო­გო­ნებ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და ისი­ნიც გიჟ­დე­ბი­ან მა­მა­ზე. ორი­ვეს ყვე­ლა­ფერს უს­რუ­ლებს, ანე­ბივ­რებს, მე კი ვე­უბ­ნე­ბი: - ასე არ შე­იძ­ლე­ბა-მეთ­ქი (იღი­მის).

- ბავ­შვებს სა­ხე­ლე­ბი რო­გორ შე­ურ­ჩიე?

- ლე­ვა­ნის დე­დას დოდო ერ­ქვა. ის ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, ვიდ­რე ლე­ვანს ცო­ლად გავ­ყვე­ბო­დი. მინ­დო­და, მე­უღ­ლის­თვის მე­სი­ა­მოვ­ნე­ბი­ნა და შევ­თა­ვა­ზე, პირ­ვე­ლი შვი­ლის­თვის დე­და­მი­სის სა­ხე­ლი დაგ­ვერ­ქმია. ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და. მად­ლი­ე­რე­ბით აღ­სავ­სე მისი მზე­რა არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა... მე­ო­რე გო­გო­ნას მა­რი­ა­მი, დე­და­ჩე­მის სა­ხე­ლი და­ვარ­ქვით, მაგ­რამ მო­ფე­რე­ბით მა­შოს ვე­ძა­ხით.

- მგო­ნი, ყვე­ლა კაცს აქვს ვა­ჟის ყო­ლის სურ­ვი­ლი...

- ვნა­ხოთ, თუ ღმერ­თის ნება იქ­ნე­ბა, ბი­ჭიც გვე­ყო­ლე­ბა. ისე კი, სად მაქვს რძლის ნერ­ვე­ბი (იცი­ნის)?!.

- რო­გორც ვიცი, ამ­ჟა­მად არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მუ­შა­ობ. ბავ­შვე­ბი შენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­ფი­ციტს ხომ არ გა­ნიც­დი­ან?

- არა, ჩემს შვი­ლებს ასე­თი პრობ­ლე­მა არ აქვთ.

- ახალ­ბე­და დე­დებს რას ურ­ჩევ?

- მათ ვურ­ჩევ, შვი­ლებ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დეთ, მაგ­რამ უნდა შე­ე­ცა­დონ, "ოქ­როს შუ­ა­ლე­დი" ამ შემ­თხვე­ვა­შიც იპო­ვონ. ჩემი აზ­რით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მშო­ბელ­მა შვი­ლი წიგ­ნის კი­თხვას ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე შე­აჩ­ვი­ოს. და რაც მთა­ვა­რია, ბავ­შვი თბილ გა­რე­მოც­ვა­ში უნდა გა­ი­ზარ­დოს!

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

როგორ შეურჩია შვილებს სახელი ნინო ორდენიძემ

როგორ შეურჩია შვილებს სახელი ნინო ორდენიძემ

ერთ დროს ძალიან ცნობილი და აქტიური მოდელი - ნინო ორდენიძე უკვე ორი გოგონას: დოდოშკას და მაშოს დედაა. ნინო მუშაობასა და შვილებზე ზრუნვას ერთმანეთს მშვენივრად უთავსებს. ამბობს, რომ ბავშვებს მასთან ურთიერთობის დეფიციტი არ აქვთ...

- დედაშვილობა და დედობრივი სიყვარული ენით აღუწერელი გრძნობაა და ამასთანავე, დიდი პასუხისმგებლობა. შვილთან ურთიერთობის ყოველი წამი ბედნიერებაა. საოცარი შეგრძნებაა, როცა შვილი "დედას" პირველად დაგიძახებს. როცა მშობელი ხდები, საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი: ყველაფერი, რაც გაგაჩნია, უკვე შვილისთვის გინდა. მსურს ჩემი გოგონები ბედნიერები იყვნენ. მე თუ რაიმე ცუდი გამოვიარე, არ მინდა, მათაც იგივე გამოცადონ. ვფიქრობ, ადამიანისთვის ყველაზე ახლო და კარგი მეგობარი დედაა. რაშიც მშობელს დავუჯერე, ყველაფერი კარგად გამოვიდა... პირადად მე, ორსულობის პერიოდიდანვე გააზრებული მქონდა, რომ დედა უნდა გავმხდარიყავი. 26 წლის ვიყავი და ალბათ, მზად გახლდით ამ ყველაფრისთვის. დოდოშკა პირველად რომ დავინახე, იმ წამებს ვერასდროს დავივიწყებ. მეორე შვილის დანახვის შემდეგაც იგივე დამემართა, მაგრამ გამოცდილება მქონდა და ვიცოდი, რა როგორ უნდა გამეკეთებინა. გიჟი დედა ვარ. ერთხელ ბავშვები ასაცრელად მივიყვანე. მითხრეს: ნემსს გავუკეთებთ და ცოტა ხანს უნდა მოიცადოთ, რაიმე გართულება არ მოჰყვესო. ისე შევშინდი, გოგონები შინ წამოვიყვანე.

- ნინო, რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძმისშვილს - ნიკოლოზსაც შენ ზრდი...

- (მაწყვეტინებს) ჩემი ძმისშვილი პრობლემებით, კლასიკური დაუნის სინდრომით დაიბადა. ივლისის თვეში გაჩნდა. მაშინ თბილისში ძალიან ცხელოდა, მე კი წყნეთში აგარაკი მაქვს და ბავშვი ცოტა ხნით იქ წავიყვანე. შვილებს ძმასთან მეც ვტოვებ ხოლმე, ამაში განსაკუთრებული არაფერია. რაც მთავარია, ნიკოლოზი დღეს კარგად არის და ძალიან მაგარი ბიჭია.

- გოგონების გაზრდაში მეუღლის გარდა, ვინ გეხმარებოდა?

- მე და ჩემი მეუღლე თავიდანვე ცალკე ვცხოვრობდით. ჩემთან არც დედა იყო და არც - დედამთილი. მყავდა ძიძა, რომელმაც თავი ძალიან შემაყვარა, ის ჩემი ოჯახის წევრად იქცა. მე არ მივეკუთვნები დედების ისეთ კატეგორიას, რომლებსაც შეუძლიათ, შვილები მიატოვონ და გასართობად წავიდნენ. თავისუფალ დროს ყოველთვის შვილებთან ერთად ვატარებ. სხვათა შორის, მკაცრი ვარ და უფროსი შვილისგან - დოდოშკასგან ბევრს ვითხოვ. არ მიყვარს გაუზრდელი ბავშვები და ვცდილობ, ჩემი შვილი ასეთი არ იყოს. როგორც ყველა დედას, მინდა, წარმატებულები იყვნენ.

- გოგონებს მამასთან როგორი ურთიერთობა აქვთ?

- გადასარევი. როცა ბავშვებს შენიშვნას ვაძლევ ან ვტუქსავ, მეუღლე ყოველთვის მეჩხუბება. მას გოგონებთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და ისინიც გიჟდებიან მამაზე. ორივეს ყველაფერს უსრულებს, ანებივრებს, მე კი ვეუბნები: - ასე არ შეიძლება-მეთქი (იღიმის).

- ბავშვებს სახელები როგორ შეურჩიე?

- ლევანის დედას დოდო ერქვა. ის ქალბატონი მანამდე გარდაიცვალა, ვიდრე ლევანს ცოლად გავყვებოდი. მინდოდა, მეუღლისთვის მესიამოვნებინა და შევთავაზე, პირველი შვილისთვის დედამისის სახელი დაგვერქმია. ძალიან გაუხარდა. მადლიერებით აღსავსე მისი მზერა არასდროს დამავიწყდება... მეორე გოგონას მარიამი, დედაჩემის სახელი დავარქვით, მაგრამ მოფერებით მაშოს ვეძახით.

- მგონი, ყველა კაცს აქვს ვაჟის ყოლის სურვილი...

- ვნახოთ, თუ ღმერთის ნება იქნება, ბიჭიც გვეყოლება. ისე კი, სად მაქვს რძლის ნერვები (იცინის)?!.

- როგორც ვიცი, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობ. ბავშვები შენთან ურთიერთობის დეფიციტს ხომ არ განიცდიან?

- არა, ჩემს შვილებს ასეთი პრობლემა არ აქვთ.

- ახალბედა დედებს რას ურჩევ?

- მათ ვურჩევ, შვილებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ, მაგრამ უნდა შეეცადონ, "ოქროს შუალედი" ამ შემთხვევაშიც იპოვონ. ჩემი აზრით, აუცილებელია, მშობელმა შვილი წიგნის კითხვას ადრეული ასაკიდანვე შეაჩვიოს. და რაც მთავარია, ბავშვი თბილ გარემოცვაში უნდა გაიზარდოს!

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"