პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო სურგულაძე: "იმედი მაქვს, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ჟიურის ობიექტური წევრი ვიქნები"
ნინო სურგულაძე: "იმედი მაქვს, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ჟიურის ობიექტური წევრი ვიქნები"

"წელს შე­მოქ­მე­დე­ბი­თად დატ­ვირ­თუ­ლი წელი მქონ­და, გა­მოს­ვლე­ბი მქონ­და "ლა სკა­ლა­ში". შემ­დგომ რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტას ქა­ლაქ ვე­რო­ნა­ში, "არე­ნა დი­ვე­რო­ნა­ზე", ღია ცის ქვეშ ოპე­რა "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა­ში", რაც ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლი იყო. მად­ლო­ბა ღმერ­თს, სპექ­ტაკ­ლებ­მა წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა". - ამ­ბობს სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი, მეცო-სოპ­რა­ნო ნინო სურ­გუ­ლა­ძე, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე­ობს მსოფ­ლიო სა­ო­პე­რო სცე­ნა­ზე. ნი­ნოს კი­დევ ერთი სა­პა­ტიო მი­სი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად ემ­ზა­დე­ბა, ის მე­გა­შო­უ­ში - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვალ­ვე­ბი" მა­ყუ­რე­ბელს ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მო­ევ­ლი­ნე­ბა. "ამ­ბე­ბი.გე" ნინო სურ­გუ­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- სა­ერ­თოდ, ხში­რად არ ვჩნდე­ბი ხოლ­მე ტე­ლეკ­რა­ნებ­ზე, რად­გა­ნაც ამის დრო არ მაქვს, მაგ­რამ ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზი იყო, რო­დე­საც ამ შო­უ­ში მი­მიწ­ვი­ეს. ეს პრო­ექ­ტი ყო­ველ­თვის მომ­წონ­და, რა­ღაც თა­ვი­სე­ბუ­რი ხიბ­ლი აქვს. ვარ­სკვლა­ვე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე გა­მო­დი­ან და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბას ახ­დე­ნენ. ამი­ტომ, იქ ჟი­უ­რის როლი იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის, თუმ­ცა გა­და­ცე­მის სე­რი­ო­ზუ­ლი კომ­პო­ნენ­ტია. შო­უ­ში მა­ყუ­რებ­ლის აზრს აქვს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა, ამას­თან, ყვე­ლა­ფერს ესე­მე­სე­ბი წყვეტს. მოკ­ლედ, ვარ­სკვლა­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმ სა­კი­თხში აფა­სე­ბი­ნებს თავს, რა­შიც გა­მოც­დი­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი აქვს, ან სა­ერ­თოდ არ აქვს. ეს მის­გან და­ფა­სე­ბე­ლია, რა­საც მეც მი­ვე­სალ­მე­ბი. ისიც მი­ხა­რია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წი­ლია და ამით ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს პრო­პა­გან­და ხდე­ბა, ადა­მი­ა­ნებს ხე­ლოვ­ნე­ბის ამ დარგთან აახ­ლო­ებს. მოკ­ლედ, ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი მა­გა­ლი­თია და ბევ­რი პლუ­სი აქვს.

- საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა გაქვთ და შე­სა­ბა­მი­სად დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კიც. ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის ფონ­ზე რო­გორ მო­ა­ხერ­ხებთ?

- ხში­რი ფრე­ნა მო­მი­წევს, - კვი­რა­ში ერთხელ აქ უნდა ვიყო. ვფიქ­რობ, რომ იმე­დე­ბი არ გა­მიც­რუვ­დე­ბა და ეს შოუ რო­გორც აქამ­დე ამარ­თლებ­და, ისე გა­ა­მარ­თლებს. ადა­მი­ა­ნე­ბი მის მი­მართ სიმ­პა­თით იყ­ვნენ გან­წყო­ბილ­ნი და მათ შო­რის - მეც, რად­გა­ნაც პრო­ექტს ყო­ველ­თვის ინ­ტე­რენ­ტით ვა­დევ­ნებ­დი თვალ-ყურს. იმე­დი მაქვს, რომ ობი­ექ­ტუ­რი ვიქ­ნე­ბი და ემო­ცი­ებს არ ავ­ყვე­ბი. თუმ­ცა მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თუ მომ­ხიბ­ლა­ვენ, ალ­ბათ ემო­ცი­ე­ბის და­მალ­ვა გა­მი­ჭირ­დე­ბა.

- არ იქ­ნე­ბით ჟი­უ­რის მკაც­რი წევ­რი?

- მე ჟი­უ­რის სხვა წევ­რე­ბი­ვით, პირ­და­პი­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი არ გახ­ლა­ვართ და არც ცეკ­ვის ნი­უ­ან­სებ­ში ვარ ჩა­ხე­დუ­ლი. შე­მიძ­ლია, შე­ვა­ფა­სო ვარ­სკვლა­ვე­ბის არ­ტის­ტუ­ლო­ბა, მუ­სი­კა­ლუ­რო­ბა და ბევ­რი სხვა რამ. ასე რომ, ტექ­ნი­კურ შე­ფა­სე­ბა­ზე თავს არ გა­მო­ვი­დებ.

- თა­ვად გიყ­ვართ ცეკ­ვა?

- სა­ერ­თოდ, მო­რი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში არ ვცეკ­ვავ, მაგ­რამ ბავ­შვო­ბა­ში ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი (სხვა­თა შო­რის, სოფო შე­ვარ­დნა­ძეს­თან ერ­თად), სა­დაც ვმღე­რო­დით და ვცეკ­ვავ­დით - მი­უ­ზიკ­ლებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით. ერთ-ერთი დად­გმა იყო - "პეპი გრძე­ლი წინ­და", პე­პის ვთა­მა­შობ­დი (სპექ­ტაკ­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში წა­ვი­ღეთ). მახ­სოვს, რომ როკ-ენ-როლს ვცეკ­ვავ­დით. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში და­ვით ან­დღუ­ლა­ძემ დად­გმა სპექ­ტაკ­ლი "ნამ­ცე­ცა", სა­დაც 13 წლის ასაკ­ში ვთა­მა­შობ­დი. მახ­სოვს, იმ სპექ­ტაკ­ლის მო­სამ­ზა­დებ­ლად, ჩვენ­თან მა­შინ ბა­ლე­რი­ნა, გვა­რად მა­ქა­ცა­რია მუ­შა­ობ­და, რო­მელ­მაც ცეკ­ვე­ბი დაგ­ვიდ­გა (წარ­მოდ­გე­ნა­ში თით­ქმის სულ ცეკ­ვე­ბი იყო)... ისე, ხში­რად სცე­ნა­ზე მქო­ნია შემ­თხვე­ვა, რომ სა­ო­პე­რო დად­გმა­შიც მი­ცეკ­ვია, ცოტა ხანს "ფლა­მენ­გო­შიც" ვემ­ზა­დე­ბო­დი. ამი­ტომ ეს საქ­მი­ა­ნო­ბა ჩემ­თვის უცხო ხილი არ არის, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ამ ყვე­ლა­ფერს არ ჩავრღმა­ვე­ბი­ვარ.

ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც უნდა შე­ვა­ფა­სო, არც ისი­ნი არი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, კონ­კურ­სან­ტებს ვგუ­ლის­ხმობ და არა პრო­ფე­სი­ო­ნალ მე­წყვი­ლე­ებს. ასე რომ, ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ამ შო­უ­ში გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა. თუმ­ცა ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში სხვა დრო­საც ვყო­ფილ­ვარ, მა­გა­ლი­თად, ლადო ათა­ნე­ლის ვო­კა­ლურ კონ­კურ­სში, მაგ­რამ აჟა­მად ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძის ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბითsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სა­ოც­რად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ... ისიც სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ნოე პრო­ექ­ტში სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის ჩაბ­მით მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და ინ­ტრი­გის შე­მო­ტა­ნას ცდი­ლობს.

ჩემ­თვის ეს ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც არის. ობი­ექ­ტუ­რი უნდა ვიყო... სა­ერ­თოდ, როცა რა­ღაც საქ­მეს ვა­კე­თებ, ვცდი­ლობ, მას თავი მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ვუ­ძღვნა. იმე­დი მაქვს, ახ­ლაც ასე იქ­ნე­ბა. მთა­ვა­რია, რომ შო­უ­დან პო­ზი­ტი­ვი გა­ვაგ­ზავ­ნოთ. რაც მეტი ნა­თე­ლი მო­მენ­ტე­ბი იქ­ნე­ბა, რა თქმა უნდა, სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბა.

იხი­ლეთ ბმუ­ლი

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნინო სურგულაძე: "იმედი მაქვს, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ჟიურის ობიექტური წევრი ვიქნები"

ნინო სურგულაძე: "იმედი მაქვს, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ჟიურის ობიექტური წევრი ვიქნები"

"წელს შემოქმედებითად დატვირთული წელი მქონდა, გამოსვლები მქონდა ''ლა სკალაში''. შემდგომ რომეო და ჯულიეტას ქალაქ ვერონაში, ''არენა დივერონაზე'', ღია ცის ქვეშ ოპერა ''რომეო და ჯულიეტაში'', რაც ძალიან რომანტიკული იყო. მადლობა ღმერთს, სპექტაკლებმა წარმატებით ჩაიარა".  - ამბობს საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიო საოპერო სცენაზე. ნინოს კიდევ ერთი საპატიო მისიის შესასრულებლად ემზადება, ის მეგაშოუში - "ცეკვავენ ვარსკვალვები" მაყურებელს ჟიურის შემადგენლობაში მოევლინება. "ამბები.გე" ნინო სურგულაძეს დაუკავშირდა:

- საერთოდ, ხშირად არ ვჩნდები ხოლმე ტელეკრანებზე, რადგანაც ამის დრო არ მაქვს, მაგრამ ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, როდესაც ამ შოუში მიმიწვიეს. ეს პროექტი ყოველთვის მომწონდა, რაღაც თავისებური ხიბლი აქვს. ვარსკვლავები საზოგადოების წინაშე გამოდიან და საკუთარი შესაძლებლობის დემონსტრირებას ახდენენ. ამიტომ, იქ ჟიურის როლი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა გადაცემის სერიოზული კომპონენტია. შოუში მაყურებლის აზრს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ამასთან, ყველაფერს ესემესები წყვეტს. მოკლედ, ვარსკვლავი საზოგადოებას იმ საკითხში აფასებინებს თავს, რაშიც გამოცდილება ნაკლები აქვს, ან საერთოდ არ აქვს. ეს მისგან დაფასებელია, რასაც მეც მივესალმები. ისიც მიხარია, რომ ეს ყველაფერი ხელოვნების ნაწილია და ამით ხელოვნების სფეროს პროპაგანდა ხდება, ადამიანებს ხელოვნების ამ დარგთან აახლოებს. მოკლედ, ახალგაზრდებისთვის ეს ყველაფერი კარგი მაგალითია და ბევრი პლუსი აქვს.

- საკმაოდ საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება გაქვთ და შესაბამისად დატვირთული გრაფიკიც. ამ პროექტში მონაწილეობას თქვენი საქმიანობის ფონზე როგორ მოახერხებთ?

- ხშირი ფრენა მომიწევს, - კვირაში ერთხელ აქ უნდა ვიყო. ვფიქრობ, რომ იმედები არ გამიცრუვდება და ეს შოუ როგორც აქამდე ამართლებდა, ისე გაამართლებს. ადამიანები მის მიმართ სიმპათით იყვნენ განწყობილნი და მათ შორის - მეც, რადგანაც პროექტს ყოველთვის ინტერენტით ვადევნებდი თვალ-ყურს. იმედი მაქვს, რომ ობიექტური ვიქნები და ემოციებს არ ავყვები. თუმცა მონაწილეები თუ მომხიბლავენ, ალბათ ემოციების დამალვა გამიჭირდება.

- არ იქნებით ჟიურის მკაცრი წევრი?

- მე ჟიურის სხვა წევრებივით, პირდაპირი სპეციალისტი არ გახლავართ და არც ცეკვის ნიუანსებში ვარ ჩახედული. შემიძლია, შევაფასო ვარსკვლავების არტისტულობა, მუსიკალურობა და ბევრი სხვა რამ. ასე რომ, ტექნიკურ შეფასებაზე თავს არ გამოვიდებ.

- თავად გიყვართ ცეკვა?

- საერთოდ, მორიდებული ადამიანი ვარ და ხალხმრავალ ადგილებში არ ვცეკვავ, მაგრამ ბავშვობაში ხელოვნების სკოლაში დავდიოდი (სხვათა შორის, სოფო შევარდნაძესთან ერთად), სადაც ვმღეროდით და ვცეკვავდით - მიუზიკლებში ვმონაწილეობდით. ერთ-ერთი დადგმა იყო - "პეპი გრძელი წინდა", პეპის ვთამაშობდი (სპექტაკლი ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიღეთ). მახსოვს, რომ როკ-ენ-როლს ვცეკვავდით. მარჯანიშვილის თეატრში დავით ანდღულაძემ დადგმა სპექტაკლი "ნამცეცა", სადაც 13 წლის ასაკში ვთამაშობდი. მახსოვს, იმ სპექტაკლის მოსამზადებლად, ჩვენთან მაშინ ბალერინა, გვარად მაქაცარია მუშაობდა, რომელმაც ცეკვები დაგვიდგა (წარმოდგენაში თითქმის სულ ცეკვები იყო)... ისე, ხშირად სცენაზე მქონია შემთხვევა, რომ საოპერო დადგმაშიც მიცეკვია, ცოტა ხანს "ფლამენგოშიც" ვემზადებოდი. ამიტომ ეს საქმიანობა ჩემთვის უცხო ხილი არ არის, მაგრამ პროფესიონალურად ამ ყველაფერს არ ჩავრღმავებივარ.

ადამიანები, ვინც უნდა შევაფასო, არც ისინი არიან პროფესიონალები, კონკურსანტებს ვგულისხმობ და არა პროფესიონალ მეწყვილეებს. ასე რომ, ჩემთვის ძალიან საინტერესოა ამ შოუში გამოცდილების მიღება. თუმცა ჟიურის შემადგენლობაში სხვა დროსაც ვყოფილვარ, მაგალითად, ლადო ათანელის ვოკალურ კონკურსში, მაგრამ აჟამად ნოე სულაბერიძის ამ შემოთავაზებითsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! საოცრად დაინტერესებული ვარ... ისიც სასიამოვნოა, რომ ნოე პროექტში საინტერესო ადამიანების ჩაბმით მრავალფეროვნებისა და ინტრიგის შემოტანას ცდილობს.

ჩემთვის ეს ახალი გამოწვევა, დიდი პასუხისმგებლობაც არის. ობიექტური უნდა ვიყო... საერთოდ, როცა რაღაც საქმეს ვაკეთებ, ვცდილობ, მას თავი მაქსიმალურად მივუძღვნა. იმედი მაქვს, ახლაც ასე იქნება. მთავარია, რომ შოუდან პოზიტივი გავაგზავნოთ. რაც მეტი ნათელი მომენტები იქნება, რა თქმა უნდა, სასიამოვნო იქნება.

იხილეთ ბმული

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება