მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსკოვში ფიროსმანის გამოფენა ჩაიშალა
მოსკოვში ფიროსმანის გამოფენა ჩაიშალა

მოს­კოვ­ში და­გეგ­მი­ლი ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის, ნიკო ფი­როს­მა­ნის პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა ჩა­ი­შა­ლა. რო­გორც გა­მო­ფე­ნის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, კულ­ტუ­რუ­ლი ფონ­დის, "არ­ტქ­რო­ნი­კის" ხელ­მძღვა­ნელ­მა, შალ­ვა ბრე­უს­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გე­ნი­ა­ლუ­რი მხატ­ვრის ნა­მუ­შევ­რე­ბის რეტ­როს­პექ­ტი­ვას მოს­კოვ­ში ქარ­თულ­მა კა­ნონ­მდებ­ლო­ბამ შე­უ­შა­ლა ხელი.

"ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ი­ღეს კა­ნო­ნი, რომ­ლის თა­ნახ­მად ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის გა­ტა­ნა იმ ქვე­ყა­ნა­ში, ვის­თა­ნაც სა­ხელ­მწი­ფოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ აქვს, აკ­რძა­ლუ­ლია", - გა­ნა­ცხა­და ბრე­უს­მა, რო­მე­ლიც ფი­როს­მა­ნის ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნას მოს­კოვ­ში, თბი­ლის­ში და ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში გეგ­მავ­და.

მისი თქმით, ექ­სპო­ზი­ცი­ა­ში უნდა გა­მო­ფე­ნი­ლი­ყო რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ცუ­ლი, ასე­ვე კერ­ძო კო­ლექ­ცი­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს არა­სო­დეს უნა­ხავს.

შალ­ვა ბრე­უ­სი ფი­როს­მა­ნის რამ­დე­ნი­მე ნა­ხატს პი­რად კო­ლექ­ცი­ა­შიც ფლობს.

"ფი­როს­მა­ნის სულ რამ­დე­ნი­მე ნა­მუ­შე­ვარს ვფლობ, სა­მა­გი­ე­როდ მათ შო­რი­საა ნამ­დვი­ლი შე­დევ­რი "თბი­ლი­სე­ლი ვაჭ­რე­ბის სა­დი­ლი გრა­მა­ფონ­თან", - აცხა­დებს ბრე­უ­სი და იქვე აღ­ნიშ­ნავს, რომ პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე ფიქ­რს არ შე­წყვეტს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი 56 წლის მულ­ტი­მი­ლი­ო­ნე­რი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი, შალ­ვა ბრე­უ­სი რუ­სეთ­ში მას­შტა­ბუ­რი არტპ­რო­ექ­ტე­ბით არის ცნო­ბი­ლი. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ხელვნე­ბით, თუმ­ცა რო­გორც გა­მო­ცე­მა "ფორბსი" აღ­ნიშ­ნავს, სხვა მი­ლი­ონ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბა ნაკ­ლე­ბად იზი­დავს. ბრე­უ­სი ხე­ლოვ­ნე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია inmsk.ru-ს მი­ხედ­ვით.

მოსკოვში ფიროსმანის გამოფენა ჩაიშალა

მოსკოვში ფიროსმანის გამოფენა ჩაიშალა

მოსკოვში დაგეგმილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის პერსონალური გამოფენა ჩაიშალა. როგორც გამოფენის ორგანიზატორმა, კულტურული ფონდის, "არტქრონიკის" ხელმძღვანელმა, შალვა ბრეუსმა ჟურნალისტებს განუცხადა, გენიალური მხატვრის ნამუშევრების რეტროსპექტივას მოსკოვში ქართულმა კანონმდებლობამ შეუშალა ხელი.

"ცოტა ხნის წინ საქართველოში მიიღეს კანონი, რომლის თანახმად ხელოვნების ნიმუშების გატანა იმ ქვეყანაში, ვისთანაც სახელმწიფოს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, აკრძალულია", - განაცხადა ბრეუსმა, რომელიც ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას მოსკოვში, თბილისში და ევროპის რამდენიმე ქალაქში გეგმავდა.

მისი თქმით, ექსპოზიციაში უნდა გამოფენილიყო როგორც საქართველოში დაცული, ასევე კერძო კოლექციებში არსებული ნამუშევრები, რომელიც საქართველოში დამთვალიერებელს არასოდეს უნახავს.

შალვა ბრეუსი ფიროსმანის რამდენიმე ნახატს პირად კოლექციაშიც ფლობს.

"ფიროსმანის სულ რამდენიმე ნამუშევარს ვფლობ, სამაგიეროდ მათ შორისაა ნამდვილი შედევრი "თბილისელი ვაჭრების სადილი გრამაფონთან", - აცხადებს ბრეუსი და იქვე აღნიშნავს, რომ პრობლემების მიუხედავად, ამ პროექტის განხორციელებაზე ფიქრს არ შეწყვეტს.

საქართველოში დაბადებული 56 წლის მულტიმილიონერი რუსი ბიზნესმენი, შალვა ბრეუსი რუსეთში მასშტაბური არტპროექტებით არის ცნობილი. დაინტერესებულია თანამედროვე ხელვნებით, თუმცა როგორც გამოცემა "ფორბსი" აღნიშნავს, სხვა მილიონრებისგან განსხვავებით, კოლექციონერობა ნაკლებად იზიდავს. ბრეუსი ხელოვნების მენეჯმენტით არის დაკავებული.

მომზადებულია inmsk.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია