პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავხედი მძღოლები
თავხედი მძღოლები

თბი­ლის­ში ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის პრობ­ლე­მა მან­ქა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას­თან ერ­თად მა­ტუ­ლობს. ამ საქ­მეს ვერც საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მეტ-ნაკ­ლე­ბად მო­წეს­რი­გე­ბამ უშ­ვე­ლა და ვერც შსს-ს მიერ თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში სის­წრა­ფის გან­მსა­ზღვრე­ლი რა­და­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბამ.

"თბი­ლისს რომ თავ­ხე­დი მძღო­ლე­ბი ჰყავს, ასე­თი არ­სად მი­ნა­ხავს. ეს ავ­ტო­ბუ­სე­ბი ხომ და­ჩან­ჩა­ლე­ბენ, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის სი­თავ­ხე­დემ კი უკვე ყო­ველ­გვარ ზღვარს გა­და­ა­ჭარ­ბა, ისე მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­გი­ჩე­რე­ბენ წინ და გა­ყურ­ყუ­ტე­ბენ, სა­ნამ მგზავ­რი არ ჩა­მო­ვა ან არ ავა, რომ ერთი სული გაქვს, გად­მოხ­ვი­დე და ჭკუა ას­წავ­ლო. თან მგზავ­რე­ბის და­ტა­ცე­ბა­ზე არი­ან და ერ­თმა­ნე­თის გას­წრე­ბა­ში გზებ­ზე სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს ქმნი­ან. ამ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებ­მა ნევ­რო­ზი გაგ­ვი­ჩი­ნა მძღო­ლებს, არ ვიცი, ამას რა ეშ­ვე­ლე­ბა", - ამ­ბობს თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი კახა ბე­რუ­აშ­ვი­ლი.

სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის მძღო­ლე­ბი კი ასე სუ­ლაც არ ფიქ­რო­ბენ: "თბი­ლის­ში იმ­დე­ნი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სია, რამ­დე­ნი­მე თუ ცუ­დად და­დის, ეს ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავს, იმათ კი, ვი­საც ჩვე­ნი ნელა მოძ­რა­ო­ბა აწუ­ხებს, გან­ვუ­მარ­ტავ: ჩვენ გვაქვს ფუ­ლა­დი გეგ­მა, რო­მე­ლიც უნდა შე­ვას­რუ­ლოთ, ამი­ტომ, როცა მგზავ­რთა ნაკ­ლე­ბო­ბაა, ვცდი­ლობთ, ნელა ვი­მოძ­რა­ოთ. ავ­ტო­ბუ­სე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­დაც მგზავ­რი ხელს დაგ­ვიქ­ნევს, იქ ვა­ჩე­რებთ. თუ ესეც პრობ­ლე­მაა, მა­შინ და­ა­წე­სონ გა­ჩე­რე­ბე­ბი და ხალ­ხიც გა­ჩე­რე­ბა­ზე დაგ­ვე­ლო­დე­ბა. ჩვენ­ზე რომ ამ­დენს ლა­პა­რა­კო­ბენ, მსუ­ბუ­ქი მან­ქა­ნე­ბი რა, ჩვენ­ზე უკეთ მოძ­რა­ო­ბენ? - ამ­ბობს #75 სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის მძღო­ლი.

ექ­სპერ­ტი ლავ­რენ­ტი ალა­ნია თბი­ლის­ში არ­სე­ბულ სატ­რან­სპორ­ტო ქა­ოსს მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კა­ნო­ნე­ბის არარ­სე­ბო­ბით და მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი გა­ცე­მით ხსნის:

"რა­და­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბამ ავ­ტო­ავა­რი­ე­ბი კი შე­ამ­ცი­რა, მაგ­რამ თბი­ლის­ში მოძ­რა­ო­ბის პრობ­ლე­მას მარ­ტო რა­და­რე­ბი რომ ვერ უშ­ვე­ლი­და, თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დი. უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ მარ­თვის მოწ­მო­ბე­ბი ასე მარ­ტი­ვად არ უნდა გა­ი­ცე­მო­დეს. ელე­მენ­ტა­რულ გა­მოც­დებს ჩა­ა­ბა­რე­ბენ და მან­ქა­ნის მარ­თვის უფ­ლე­ბა აქვთ. არა­და, კა­ტე­გო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით უნდა იყოს და­წე­სე­ბუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი გა­მოც­დე­ბი, მხო­ლოდ ეს მოგ­ვცემს უსაფრ­თხო მგზავ­რო­ბის გა­რან­ტი­ას.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის და მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლებ­მა ერთი და იგი­ვე გა­მოც­და გა­ი­ა­რონ? ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლის­თვის გა­მოც­და უფრო გარ­თუ­ლე­ბუ­ლი უნდა იყოს, რად­გან მას მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია. სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის მძღო­ლე­ბი ბევ­რს სცო­და­ვენ, მაგ­რამ პა­სუხს არა­ვინ სთხოვს. სა­დაც უნ­დათ, იქ აჩე­რე­ბენ, ვინ­მემ ხომ უნდა და­უ­წე­სოს, სად გა­ა­ჩე­რონ ტაქ­სი და სად არა? მა­გა­ლი­თად, ავ­ტო­ბან­ზე ხომ არ აჩე­რე­ბენ, რად­გან იქ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის? უნდა და­უ­წე­სონ და და­უ­ხა­ზონ გა­ჩე­რე­ბე­ბი, არ შე­იძ­ლე­ბა, ასე ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე აჩე­რებ­დნენ მან­ქა­ნას. წე­სით, ავ­ტო­ბუს­მა და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებ­მა პირ­ველ ხაზ­ზე უნდა ია­რონ, მაგ­რამ ჩვენ­თან ხომ ამ მხრივ ქა­ო­სია! ვინ რო­გორ და რა მარ­შრუ­ტით და­დის, ღმერ­თმა უწყის, ამის რე­გუ­ლი­რე­ბას კა­ნო­ნი სჭირ­დე­ბა".

მო­ამ­ზა­და მაკა ქო­ბა­ლი­ამ

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ყვითლებო!!!!
0

და არა მარტო ყვითლებო! ტაქსის მძღოლებსაც ეხება ეს: თქვენ ყოველდღე დადიხართ ყველანაირი კანონდარღვევით. რატომ გიკვირთ? მოძრაობის წესები თქვენთვის არაფერს წარმოადგენს, არც ზოლში სიარული გეხებათ, არც სიჩქარის შეზღუდვა, გზის დათმობაზე ხომ ზედმეტია საუბარი, დადიხართ მარცცხენა ზოლში და წინასწარ არ ითვალისწინებთ რომ მგზავრები ამ ზოლში არ გელოდებიან. შთაბეჭდილება იქმნება რომ საშუალო ელემენტარული განათლება არ გაქვთ მიღებული. ( ამ ბოლო ფრაზისთვის მე თვითონაც მეუხერხულება, მაგრამ სხვას ვერ იტყვის კაცი, ასე და რა ვქნა)

თავხედი მძღოლები

თავხედი მძღოლები

თბილისში ტრანსპორტის მოძრაობის პრობლემა მანქანების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს. ამ საქმეს ვერც საგზაო ინფრასტრუქტურის მეტ-ნაკლებად მოწესრიგებამ უშველა და ვერც შსს-ს მიერ თბილისის ქუჩებში სისწრაფის განმსაზღვრელი რადარების დამონტაჟებამ.

"თბილისს რომ თავხედი მძღოლები ჰყავს, ასეთი არსად მინახავს. ეს ავტობუსები ხომ დაჩანჩალებენ, სამარშრუტო ტაქსების სითავხედემ კი უკვე ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, ისე მოულოდნელად გაგიჩერებენ წინ და გაყურყუტებენ, სანამ მგზავრი არ ჩამოვა ან არ ავა, რომ ერთი სული გაქვს, გადმოხვიდე და ჭკუა ასწავლო. თან მგზავრების დატაცებაზე არიან და ერთმანეთის გასწრებაში გზებზე სერიოზულ საფრთხეს ქმნიან. ამ სამარშრუტო ტაქსებმა ნევროზი გაგვიჩინა მძღოლებს, არ ვიცი, ამას რა ეშველება", - ამბობს თბილისში მცხოვრები კახა ბერუაშვილი.

სამარშრუტო ტაქსის მძღოლები კი ასე სულაც არ ფიქრობენ: "თბილისში იმდენი სამარშრუტო ტაქსია, რამდენიმე თუ ცუდად დადის, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, იმათ კი, ვისაც ჩვენი ნელა მოძრაობა აწუხებს, განვუმარტავ: ჩვენ გვაქვს ფულადი გეგმა, რომელიც უნდა შევასრულოთ, ამიტომ, როცა მგზავრთა ნაკლებობაა, ვცდილობთ, ნელა ვიმოძრაოთ. ავტობუსებისგან განსხვავებით, სადაც მგზავრი ხელს დაგვიქნევს, იქ ვაჩერებთ. თუ ესეც პრობლემაა, მაშინ დააწესონ გაჩერებები და ხალხიც გაჩერებაზე დაგველოდება. ჩვენზე რომ ამდენს ლაპარაკობენ, მსუბუქი მანქანები რა, ჩვენზე უკეთ მოძრაობენ? - ამბობს #75 სამარშრუტო ტაქსის მძღოლი.

ექსპერტი ლავრენტი ალანია თბილისში არსებულ სატრანსპორტო ქაოსს მარეგულირებელი კანონების არარსებობით და მართვის მოწმობის გამარტივებული გაცემით ხსნის:

"რადარების დამონტაჟებამ ავ­ტო­ავარიები კი შეამცირა, მაგრამ თბილისში მოძრაობის პრობლემას მარტო რადარები რომ ვერ უშველიდა, თავიდანვე ვიცოდი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მართვის მოწმობები ასე მარტივად არ უნდა გაიცემოდეს. ელემენტარულ გამოცდებს ჩააბარებენ და მანქანის მართვის უფლება აქვთ. არადა, კატეგორიების მიხედვით უნდა იყოს დაწესებული დამატებითი გამოცდები, მხოლოდ ეს მოგვცემს უსაფრთხო მგზავრობის გარანტიას.

როგორ შეიძლება, მიკროავტობუსის და მსუბუქი ავტომობილის მძღოლებმა ერთი და იგივე გამოცდა გაიარონ? ავტობუსის მძღოლისთვის გამოცდა უფრო გართულებული უნდა იყოს, რადგან მას მეტი პასუხისმგებლობა აკისრია. სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ბევრს სცოდავენ, მაგრამ პასუხს არავინ სთხოვს. სადაც უნდათ, იქ აჩერებენ, ვინმემ ხომ უნდა დაუწესოს, სად გააჩერონ ტაქსი და სად არა? მაგალითად, ავტობანზე ხომ არ აჩერებენ, რადგან იქ ამის საშუალება არ არის? უნდა დაუწესონ და დაუხაზონ გაჩერებები, არ შეიძლება, ასე ყოველ ნაბიჯზე აჩერებდნენ მანქანას. წესით, ავტობუსმა და სამარშრუტო ტაქსებმა პირველ ხაზზე უნდა იარონ, მაგრამ ჩვენთან ხომ ამ მხრივ ქაოსია! ვინ როგორ და რა მარშრუტით დადის, ღმერთმა უწყის, ამის რეგულირებას კანონი სჭირდება".

მოამზადა მაკა ქობალიამ

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)