საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაბრუნდება თუ არა ნიკა გრიგოლია ტელევიზიაში
დაბრუნდება თუ არა ნიკა გრიგოლია ტელევიზიაში

ნიკა დიდი ხა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, ამი­ტომ და­ვუ­კავ­შირ­დით და გა­ვარ­კვი­ეთ, რა­ტომ აღარ ჩანს სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში, რა გეგ­მე­ბი აქვს სა­მო­მავ­ლოდ და სად და­ის­ვე­ნა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად.

- ბევ­რი დრო გა­ვი­და, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე არ გა­მო­ჩე­ნილ­ხართ, რო­გორც იუ­მო­რის­ტი. რას საქ­მი­ა­ნობთ?

- რამ­დე­ნი­მე სა­ი­დუმ­ლო გეგ­მა მაქვს. ერთ-ერთი ის არის, რომ ვმუ­შა­ობ­დი იუ­მო­რის­ტულ გა­და­ცე­მა­ზე, მაგ­რამ ცოტა ხნით შევ­ჩერ­დი, რად­გან მე, ილი­კო სუ­ხიშ­ვილ­მა და გია სამ­ყუ­რაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი "მოტო ფეს­ტის" ჩა­ტა­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ­დღე ვმუ­შა­ობ­დით. ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში იმ­დე­ნად აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო თით­ქმის არ მრჩე­ბო­და. ფეს­ტი­ვა­ლი 23, 24 და 25 აგ­ვის­ტოს, რუს­თავ­ში გა­ი­მარ­თა. ახლა ვის­ვე­ნებ.

- ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რებთ?

- დიახ, ჩემს იუ­მო­რის­ტულ გა­და­ცე­მა­ზე გა­ვაგ­რძე­ლებ მუ­შა­ო­ბას "რუს­თა­ვი 2"-ში.

- უამ­რა­ვი ჭორი და­დის იმა­ზე, თუ რა­ტომ წა­მოხ­ვე­დით "კო­მე­დი შო­უ­დან". თა­ვად რა კო­მენ­ტარს გა­ა­კე­თებ­დით?

- შემ­ცი­რე­ბა­ში მოვ­ყე­ვი - ოფი­ცი­ა­ლუ­რად ასეა და სხვა ვე­რა­ფერს გე­ტყვით...

- ამ­ბო­ბენ, რომ თქვე­ნი წა­მოს­ვლის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­თან კონ­ფლიქ­ტი იყო.

- არა, ვა­ნოს­თან არას­დროს არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ მქო­ნია. რო­გორც კლას­ში, მო­წა­ფე­ებს შო­რის ხდე­ბა კონ­ფლიქ­ტი, ანა­ლო­გი­უ­რი რამ ხდე­ბა სამ­სა­ხურ­შიც. ყვე­ლას­თან მე­გობ­რუ­ლად ვერ იქ­ნე­ბი. როცა 30 ადა­მი­ან­თან ერ­თად მუ­შა­ობ, ვი­ღა­ცას­თან მცი­რე უთან­ხმო­ე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გექ­ნე­ბა.

- ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ ძა­ლი­ან გიყ­ვართ მო­ტო­ციკ­ლე­ტი. პირ­ვე­ლი მოტო რო­დის შე­ი­ძი­ნეთ?

- მო­ტო­ციკ­ლე­ტის ყო­ლის სურ­ვი­ლი იმ დღი­დან გა­მიჩ­ნდა, რაც მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ გა­ვი­გე. თა­ვი­დან ვე­ლო­სი­პე­დით დავ­დი­ო­დი. მამა ჩემ­თვის ერ­თგვა­რი "ნატ­ვრის თვა­ლი" იყო - რა­საც ვთხოვ­დი, ყვე­ლა­ფერს მის­რუ­ლებ­და, ერ­თა­დერ­თი, მოტო არ მი­ყი­და, - სა­ა­მი­სოდ პა­ტა­რა ხარო. ჰოდა, მგო­ნი, 21 წლის ვი­ყა­ვი, როცა ოც­ნე­ბა ავიხ­დი­ნე.

- პირ­ვე­ლად მო­ტო­ზე დაჯ­დო­მის შიში ბევ­რს აქვს...

- მე ასე­თი შეგ­რძნე­ბა არ მქო­ნია.

- ალ­ბათ ავა­რი­ულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ბევ­რჯერ აღ­მო­ჩე­ნილ­ხართ, არა?

- კი, უამ­რავ­ჯერ. ბო­ლოს რაც შე­მემ­თხვა, იმას გი­ამ­ბობთ: ამ ზა­ფხულს, ჩემი ცო­ლის და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად 2 დღით, ბა­თუმ­ში წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე. ჰოდა, ისე მოხ­და, რომ ურეკ­ში და­ფე­თე­ბულ­მა ცხენ­მა და­მამ­ტვრია, თან - გზაც სვე­ლი იყო... თა­ვი­დან სე­რი­ო­ზულ ავა­რი­ა­შიც ბევ­რჯერ მოვ­ყო­ლილ­ვარ, მაგ­რამ ეს ალ­ბათ გა­მო­უც­დე­ლო­ბის ბრა­ლი იყო. ისე, ქა­ლაქ­ში მო­ტო­თი სი­ა­რუ­ლი გარ­კვე­ულ რისკთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. აქ ყვე­ლა თა­ვის ნე­ბა­ზე და­დის და ყო­ველ წუ­თას შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მე და­გე­ჯა­ხოს.

- რუს­თა­ვის "მოტო ფეს­ტი­ვალ­ზე" რას იტყვით? ხალ­ხი ასე­თი ფეს­ტი­ვა­ლე­ბის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო დო­ნით ყო­ველ­თვის უკ­მა­ყო­ფი­ლოა.

- უკვე გი­თხა­რით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი ფეს­ტი­ვა­ლი პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თა და აქ­ცენ­ტი უცხო­ელ სტუმ­რებ­ზე იყო გა­კე­თე­ბუ­ლი. ისი­ნი აქ, ქვეყ­ნის სა­ნა­ხა­ვად და სამი დღით ფეს­ტი­ვალ­ზე დრო­ის გა­სა­ტა­რებ­ლად ჩა­მო­ვიდ­ნენ: გერ­მა­ნი­ი­დან, ავ­სტრი­ი­დან, იტა­ლი­ი­დან, შვე­ი­ცა­რი­ი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან და ა.შ. ზო­გი­ერთ მათ­განს კა­რა­ვი ჰქონ­და გაშ­ლი­ლი და სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ ცხოვ­რობ­და, ზო­გი­ერ­თე­ბი კი სას­ტუმ­რო­ში და­ბი­ნავ­დნენ. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ფეს­ტი­ვალ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა, ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი წა­ვი­და და ჩვენც შე­სა­ბა­მი­სად, კმა­ყო­ფი­ლე­ბი დავ­რჩით.

- სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია თუ გეხ­მა­რე­ბო­დათ?

- 24-ში იყო დიდი გარ­ბე­ნი ქა­ლაქ­ში, რო­მელ­შიც 500-მდე მო­ტო­ციკ­ლე­ტის­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. პატ­რუ­ლი სა­ო­ცა­რი ეს­კორ­ტით მოჰ­ყვე­ბო­და ჩვენს კო­ლო­ნას, რის­თვი­საც მად­ლი­ე­რი ვარ მათი.

- ხალ­ხი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ვერ ფა­რავს და ამ­ბო­ბენ, რომ ბა­ი­კე­რე­ბი ხმა­უ­რი­ა­ნი ხალ­ხი ხართ, მო­სახ­ლე­ო­ბას აწუ­ხებთ...

- ბა­ი­კე­რო­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბას, ხმა­ურს და და­ლეწ­ვას არ ნიშ­ნავს. ზო­გი­ერ­თი ბა­ი­კე­რი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია, ზო­გიც - არა, ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი.

- ცოტა ხნის წინ უამ­რა­ვი ბა­ი­კე­რი და­ა­ჯა­რი­მეს. ამა­ზე რას იტყვით?

- მო­ტოს­პორ­ტის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ვარ და ცხა­დია, ამ სა­კი­თხით და­ვინ­ტე­რეს­დი. ვე­სა­უბ­რე რო­გორც ბა­ი­კე­რებს, რომ­ლე­ბიც და­ა­ჯა­რი­მეს, ისე, პო­ლი­ცი­ის ერთ-ერთი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­საც. მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ ყო­ველ­თვის მო­ტო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბის მხა­რეს ვარ, მაგ­რამ ამ და­ჯა­რი­მე­ბებს შო­რის ვერ აღ­მო­ვა­ჩი­ნე ისე­თი შე­თხვე­ვა, როცა უსა­მარ­თლო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. და მა­ინც, თუ ვინ­მე მი­იჩ­ნევს, რომ უსა­მარ­თლოდ და­ა­ჯა­რი­მეს, შე­მეხ­მი­ა­ნოს და თუ შევ­ძლებ, და­ვეხ­მა­რე­ბი. მო­ტოს რომ მარ­თავ, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ წე­სებს არ უნდა და­ე­მორ­ჩი­ლო.

- რო­გორც გვი­თხა­რით, და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლა ჯერ ვერ მო­ა­ხერ­ხეთ. ახლა თუ აპი­რებთ სად­მე გამ­გზავ­რე­ბას?

- კარ­გია, როცა და­სას­ვე­ნებ­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ მი­დი­ხარ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ბა­თუ­მიც, მაგ­რამ ზა­ფხულ­ში, როცა იქ ჩავ­დი­ვარ, მხვდე­ბა "ზღვა­ზე გა­და­ტა­ნი­ლი თბი­ლი­სი". ცუ­დად არ გა­მი­გოთ და დას­ვე­ნე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ. კარ­გად ვის­ვე­ნებ იქ, სა­დაც არა­ვინ მიც­ნობს და მშვი­დად დავ­დი­ვარ... მე და ჩემი მე­უღ­ლე პა­ტა­რა მოგ­ზა­უ­რო­ბას ვა­წყობთ ხოლ­მე: დავ­სხდე­ბით ჩემს მო­ტო­ზე, წა­ვი­ღებთ კა­რავს და ლა­მაზ ად­გი­ლებს ვეწ­ვე­ვით...

ნა­თია მა­ი­სუ­რა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

დაბრუნდება თუ არა ნიკა გრიგოლია ტელევიზიაში

დაბრუნდება თუ არა ნიკა გრიგოლია ტელევიზიაში

ნიკა დიდი ხანია, საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა, ამიტომ დავუკავშირდით და გავარკვიეთ, რატომ აღარ ჩანს სატელევიზიო სივრცეში, რა გეგმები აქვს სამომავლოდ და სად დაისვენა მეუღლესთან ერთად.

-  ბევრი დრო გავიდა, რაც საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილხართ, როგორც იუმორისტი. რას საქმიანობთ?

-  რამდენიმე საიდუმლო გეგმა მაქვს. ერთ-ერთი ის არის, რომ ვმუშაობდი იუმორისტულ გადაცემაზე, მაგრამ ცოტა ხნით შევჩერდი, რადგან მე, ილიკო სუხიშვილმა და გია სამყურაშვილმა საქართველოში პირველი "მოტო ფესტის" ჩატარება გადავწყვიტეთ. სამი თვის განმავლობაში, ყოველდღე ვმუშაობდით. ფესტივალის ორგანიზებაში იმდენად აქტიურად ვიყავი ჩართული, რომ თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩებოდა. ფესტივალი 23, 24 და 25 აგვისტოს, რუსთავში გაიმართა. ახლა ვისვენებ.

-  ტელევიზიაში დაბრუნებას აპირებთ?

-  დიახ, ჩემს იუმორისტულ გადაცემაზე გავაგრძელებ მუშაობას "რუსთავი 2"-ში.

-  უამრავი ჭორი დადის იმაზე, თუ რატომ წამოხვედით "კომედი შოუდან". თავად რა კომენტარს გააკეთებდით?

-  შემცირებაში მოვყევი - ოფიციალურად ასეა და სხვა ვერაფერს გეტყვით...

-  ამბობენ, რომ თქვენი წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ვანო ჯავახიშვილთან კონფლიქტი იყო.

-  არა, ვანოსთან არასდროს არანაირი პრობლემა არ მქონია. როგორც კლასში, მოწაფეებს შორის ხდება კონფლიქტი, ანალოგიური რამ ხდება სამსახურშიც. ყველასთან მეგობრულად ვერ იქნები. როცა 30 ადამიანთან ერთად მუშაობ, ვიღაცასთან მცირე უთანხმოება აუცილებლად გექნება.

-  ყველასათვის ცნობილია, რომ ძალიან გიყვართ მოტოციკლეტი. პირველი მოტო როდის შეიძინეთ?

-  მოტოციკლეტის ყოლის სურვილი იმ დღიდან გამიჩნდა, რაც მისი არსებობის შესახებ გავიგე. თავიდან ველოსიპედით დავდიოდი. მამა ჩემთვის ერთგვარი "ნატვრის თვალი" იყო - რასაც ვთხოვდი, ყველაფერს მისრულებდა, ერთადერთი, მოტო არ მიყიდა, - საამისოდ პატარა ხარო. ჰოდა, მგონი, 21 წლის ვიყავი, როცა ოცნება ავიხდინე.

-  პირველად მოტოზე დაჯდომის შიში ბევრს აქვს...

-  მე ასეთი შეგრძნება არ მქონია.

-  ალბათ ავარიულ სიტუაციაში ბევრჯერ აღმოჩენილხართ, არა?

-  კი, უამრავჯერ. ბოლოს რაც შემემთხვა, იმას გიამბობთ: ამ ზაფხულს, ჩემი ცოლის დაბადების დღის აღსანიშნავად 2 დღით, ბათუმში წასვლა გადავწყვიტე. ჰოდა, ისე მოხდა, რომ ურეკში დაფეთებულმა ცხენმა დამამტვრია, თან - გზაც სველი იყო... თავიდან სერიოზულ ავარიაშიც ბევრჯერ მოვყოლილვარ, მაგრამ ეს ალბათ გამოუცდელობის ბრალი იყო. ისე, ქალაქში მოტოთი სიარული გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. აქ ყველა თავის ნებაზე დადის და ყოველ წუთას შეიძლება, ვინმე დაგეჯახოს.

-  რუსთავის "მოტო ფესტივალზე" რას იტყვით? ხალხი ასეთი ფესტივალების საორგანიზაციო დონით ყოველთვის უკმაყოფილოა.

-  უკვე გითხარით, რომ საქართველოში მსგავსი ფესტივალი პირველად გაიმართა და აქცენტი უცხოელ სტუმრებზე იყო გაკეთებული. ისინი აქ, ქვეყნის სანახავად და სამი დღით ფესტივალზე დროის გასატარებლად ჩამოვიდნენ: გერმანიიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, უკრაინიდან და ა.შ. ზოგიერთ მათგანს კარავი ჰქონდა გაშლილი და სამი დღის განმავლობაში იქ ცხოვრობდა, ზოგიერთები კი სასტუმროში დაბინავდნენ. საბოლოო ჯამში, ფესტივალმა კარგად ჩაიარა, ყველა კმაყოფილი წავიდა და ჩვენც შესაბამისად, კმაყოფილები დავრჩით.

-  საპატრულო პოლიცია თუ გეხმარებოდათ?

-  24-ში იყო დიდი გარბენი ქალაქში, რომელშიც 500-მდე მოტოციკლეტისტი მონაწილეობდა. პატრული საოცარი ესკორტით მოჰყვებოდა ჩვენს კოლონას, რისთვისაც მადლიერი ვარ მათი.

-  ხალხი უკმაყოფილებას ვერ ფარავს და ამბობენ, რომ ბაიკერები ხმაურიანი ხალხი ხართ, მოსახლეობას აწუხებთ...

-  ბაიკერობა მაინცდამაინც მოუწესრიგებლობას, ხმაურს და დალეწვას არ ნიშნავს. ზოგიერთი ბაიკერი მოწესრიგებულია, ზოგიც - არა, ისევე, როგორც ნებისმიერი ავტომობილის მძღოლი.

-  ცოტა ხნის წინ უამრავი ბაიკერი დააჯარიმეს. ამაზე რას იტყვით?

-  მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ვარ და ცხადია, ამ საკითხით დავინტერესდი. ვესაუბრე როგორც ბაიკერებს, რომლებიც დააჯარიმეს, ისე, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსსაც. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყოველთვის მოტომოყვარულების მხარეს ვარ, მაგრამ ამ დაჯარიმებებს შორის ვერ აღმოვაჩინე ისეთი შეთხვევა, როცა უსამართლობას ჰქონდა ადგილი. და მაინც, თუ ვინმე მიიჩნევს, რომ უსამართლოდ დააჯარიმეს, შემეხმიანოს და თუ შევძლებ, დავეხმარები. მოტოს რომ მართავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წესებს არ უნდა დაემორჩილო.

-  როგორც გვითხარით, დასასვენებლად წასვლა ჯერ ვერ მოახერხეთ. ახლა თუ აპირებთ სადმე გამგზავრებას?

-  კარგია, როცა დასასვენებლად საზღვარგარეთ მიდიხარ. ძალიან მიყვარს ბათუმიც, მაგრამ ზაფხულში, როცა იქ ჩავდივარ, მხვდება "ზღვაზე გადატანილი თბილისი". ცუდად არ გამიგოთ და დასვენებას ვერ ვახერხებ. კარგად ვისვენებ იქ, სადაც არავინ მიცნობს და მშვიდად დავდივარ... მე და ჩემი მეუღლე პატარა მოგზაურობას ვაწყობთ ხოლმე: დავსხდებით ჩემს მოტოზე, წავიღებთ კარავს და ლამაზ ადგილებს ვეწვევით...

ნათია მაისურაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები