მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ახალი ლელა და მამულიჩა'' ქართულ შოუბიზნესში
''ახალი ლელა და მამულიჩა'' ქართულ შოუბიზნესში

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" 2012 წლის მო­ნა­წი­ლე ანი გო­ზა­ლიშ­ვი­ლი ჯერ მხო­ლოდ 17 წლი­საა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე აპი­რებს ჩა­ბა­რე­ბას, მაგ­რამ სიმ­ღე­რის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბას არ გეგ­მავს. ცოტა ხნის წინ მისი პრო­დი­უ­სე­რი ბექა ხა­ლა­თაშ­ვი­ლი გახ­და. კუ­ლუ­ა­რებ­ში მათ­ზე უკვე ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი "ახა­ლი ლელა და მა­მუ­ლი­ჩა" გახ­დე­ბი­ან.

- "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ ვა­პი­რებ­დი. და­მა­ტე­ბი­თი კას­ტინ­გი რომ გა­მო­ცხად­და, მა­შინ მი­ვე­დი. პრო­ექ­ტში რომ ამიყ­ვა­ნეს, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. გა­მარ­ჯვე­ბა­ზე აღარც მი­ფიქ­რია. ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" პირ­ვე­ლი ფი­ნა­ლის­ტი გოგო რომ გავ­ხდი.

- დიდი ხა­ნია მღე­რი?

- 8 წლი­დან ვმღე­რი. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" ყო­ველ კვი­რას ბენდთან ერ­თად ცო­ცხლად სიმ­ღე­რამ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა. ეს პრო­ექ­ტი და­მეხ­მა­რა სცე­ნის ში­შის დაძ­ლე­ვა­ში.

- რო­გორ ფიქ­რობ, მო­ა­ხერ­ხებ, ჩა­ერ­თო შო­უ­ბიზ­ნეს­ში და აქ­ტი­უ­რი მომ­ღე­რა­ლი იყო?

- კონ­კურ­სის შემ­დეგ ჩემი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. პრო­ექ­ტის შემ­დეგ ბევრ კონ­ცერ­ტში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მიწ­ვე­ვენ კლუ­ბებ­სა და ბა­რებ­ში. მო­მავ­ლის და ჩემი პრო­დი­უ­სე­რის, ბექა ხა­ლა­თაშ­ვი­ლის იმე­დი მაქვს. მინ­და, უფრო და­ვიხ­ვე­წო და გა­ვი­ზარ­დო. დღემ­დე ვო­კალ­ში სულ ვმე­ცა­დი­ნე­ობ. მინ­და, უფრო ბევ­რს მი­ვაღ­წიო.

- სიმ­ღე­რა რომ მარ­თლა ძა­ლი­ან გიყ­ვარს, ეს შენი ტა­ტუ­და­ნაც ჩანს. ნო­ტე­ბი გაქვს ხელ­ზე ამოს­ვი­რინ­გე­ბუ­ლი.

- სა­ნამ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" და­ი­წყე­ბო­და, ერთი კვი­რით ადრე გა­ვი­კე­თე. სახ­ლში ამის გამო დიდი ამ­ბა­ვი ატყდა. დე­დას არ უნ­დო­და, სვი­რინ­გი რომ მქო­ნო­და. მა­მამ დამ­რთო ნება და დე­დამ რომ ნახა, სე­რი­ო­ზუ­ლად გა­მიბ­რაზ­და.

- კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კი­დევ გეგ­მავ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით არც ერთ კონ­კურ­სში არ ვა­პი­რებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ ორი კარ­გი კონ­კურ­სია - "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" და "ახა­ლი ხმა" . რად­გან "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" გა­მი­მარ­თლა, ცოტა ხანი და­ვე­ლო­დე­ბი, იქ­ნებ უფრო გრან­დი­ო­ზუ­ლი პრო­ექ­ტი და­ი­წყოს და მა­შინ ვცდი კი­დევ ბედს. უცხო­ეთ­ში მაქვს მიწ­ვე­ვა ერთ-ერთ კონ­კურ­სზე და მო­მა­ვალ წელს ვგეგ­მავ წას­ვლას.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

''ახალი ლელა და მამულიჩა'' ქართულ შოუბიზნესში

''ახალი ლელა და მამულიჩა'' ქართულ შოუბიზნესში

''საქართველოს ვარსკვლავის'' 2012 წლის მონაწილე ანი გოზალიშვილი ჯერ მხოლოდ 17 წლისაა. საერთაშორისო ურთიერთობებზე აპირებს ჩაბარებას, მაგრამ სიმღერისთვის თავის დანებებას არ გეგმავს. ცოტა ხნის წინ მისი პროდიუსერი ბექა ხალათაშვილი გახდა. კულუარებში მათზე უკვე ამბობენ, რომ ისინი ''ახალი ლელა და მამულიჩა'' გახდებიან.

- ''საქართველოს ვარსკვლავში'' მონაწილეობას არ ვაპირებდი. დამატებითი კასტინგი რომ გამოცხადდა, მაშინ მივედი. პროექტში რომ ამიყვანეს, ძალიან გამიხარდა. გამარჯვებაზე აღარც მიფიქრია. ბედნიერი ვიყავი, ''საქართველოს ვარსკვლავის'' პირველი ფინალისტი გოგო რომ გავხდი.

- დიდი ხანია მღერი?

- 8 წლიდან ვმღერი. ''საქართველოს ვარსკვლავში'' ყოველ კვირას ბენდთან ერთად ცოცხლად სიმღერამ დიდი გამოცდილება მომცა. ეს პროექტი დამეხმარა სცენის შიშის დაძლევაში.

- როგორ ფიქრობ, მოახერხებ, ჩაერთო შოუბიზნესში და აქტიური მომღერალი იყო?

- კონკურსის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. პროექტის შემდეგ ბევრ კონცერტში მივიღე მონაწილეობა. მიწვევენ კლუბებსა და ბარებში. მომავლის და ჩემი პროდიუსერის, ბექა ხალათაშვილის იმედი მაქვს. მინდა, უფრო დავიხვეწო და გავიზარდო. დღემდე ვოკალში სულ ვმეცადინეობ. მინდა, უფრო ბევრს მივაღწიო.

- სიმღერა რომ მართლა ძალიან გიყვარს, ეს შენი ტატუდანაც ჩანს. ნოტები გაქვს ხელზე ამოსვირინგებული.

- სანამ ''საქართველოს ვარსკვლავი'' დაიწყებოდა, ერთი კვირით ადრე გავიკეთე. სახლში ამის გამო დიდი ამბავი ატყდა. დედას არ უნდოდა, სვირინგი რომ მქონოდა. მამამ დამრთო ნება და დედამ რომ ნახა, სერიოზულად გამიბრაზდა.

- კონკურსებში მონაწილეობას კიდევ გეგმავ?

- ჯერჯერობით არც ერთ კონკურსში არ ვაპირებ მონაწილეობას. საქართველოში მხოლოდ ორი კარგი კონკურსია - ''საქართველოს ვარსკვლავი'' და ''ახალი ხმა'' . რადგან ''საქართველოს ვარსკვლავში'' გამიმართლა, ცოტა ხანი დაველოდები, იქნებ უფრო გრანდიოზული პროექტი დაიწყოს და მაშინ ვცდი კიდევ ბედს. უცხოეთში მაქვს მიწვევა ერთ-ერთ კონკურსზე და მომავალ წელს ვგეგმავ წასვლას.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება