მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ფასიანი გახდა
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ფასიანი გახდა

თბი­ლი­სის მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის რეს­პუბ­ლი­კურ სა­სახ­ლე­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის რე­გის­ტრა­ცია ფა­სი­ა­ნი გახ­და. თბი­ლი­სის მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რის , ქე­თე­ვან ფე­იქ­რიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სახ­ლე­ში არ­სე­ბულ წრე­ებ­ში ჩა­სა­რი­ცხად და სა­რე­გის­ტრა­ცი­ოდ მშო­ბელს 50 ლა­რის გა­დახ­და მო­უ­წევს. თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხი­დან 20 ლა­რის გა­დახ­და სა­სურ­ვე­ლი წრის არ­ჩე­ვის­თა­ნა­ვე უნდა მოხ­დეს, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი 30 ლა­რის გა­დახ­და სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეტა­პობ­რი­ვად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ანუ თვე­ში მშო­ბელს 5 ლა­რის გა­დახ­და მო­უ­წევს.

თუ სა­სახ­ლე­ში მშო­ბე­ლი მე­ო­რე შვილ­საც მი­იყ­ვანს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, მე­ო­რე ბავ­შვის­თვის გა­და­სა­ხა­დი 50 პრო­ცენ­ტით შემ­ცირ­დე­ბა, მე­სა­მე შვი­ლი კი უფა­სოდ ის­წავ­ლის. ასე­ვე შე­ღა­ვა­თე­ბი ვრცელ­დე­ბა ტყუ­პებ­ზე.

ქე­თე­ვან ფე­იქ­რიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­გის­ტრა­ცი­ი­დან შე­მო­სუ­ლი ფი­ნან­სე­ბი სრუ­ლად პე­და­გოგ­თა ხელ­ფა­სებს მოხ­მარ­დე­ბა.

ფე­იქ­რიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე და რამ­დე­ნი­მე წრე­ზე სა­ფა­სუ­რის და­წე­სე­ბა მწირ­მა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­მა გა­მო­იწ­ვია, რომ­ლის რო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წი­უ­რად 1 მი­ლი­ონ 500 ათა­სი ლა­რია, რა­საც სა­სახ­ლე სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან იღებს.

"ვი­ნა­ი­დან ჩვენ ვართ სიპი სა­ხელ­მწი­ფომ დაგ­ვა­კის­რა ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ გარ­და სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბი­სა, ჩვენ გარ­კვე­ულ­წი­ლად, უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ და მო­ვი­პო­ვოთ თან­ხე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან. მათ შო­რის არის ერთ-ერთი მშობ­ლის მხრი­დან თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ქე­თე­ვან ფე­იქ­რიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწავ­ლის ყო­ველ­თვი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი დად­გინ­და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის, ვო­კა­ლის, სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის, ჭად­რა­კი­სა და კა­ლათ­ბურ­თის წრე­ებ­ზე და ყო­ველ­თვი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი 25-დან 50 ლარმ­დე იქ­ნე­ბა.

ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი წრი­დან სტუ­დი­ა­ში გა­და­სულ მოს­წავ­ლეს სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და აღარ მო­უ­წევს.

თა­ვად სხვა­დას­ხვა წრე­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­სი სა­სახ­ლის შე­სას­ვლელ­ში ხდე­ბა, სა­დაც მშობ­ლე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ვერ მა­ლა­ვენ გა­და­სა­ხა­დის და­წე­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას მშობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, თბი­ლი­სის მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლე დიდი შე­ღა­ვა­თი იყო მათ­თვის, რად­გან ბავ­შვე­ბი უფა­სოდ ეუფ­ლე­ბოდ­ნენ სა­ხე­ლოვ­ნე­ბო თუ შე­მეც­ნე­ბით დის­ციპ­ლი­ნებს.

მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლის პე­და­გოგ­თა ნა­წი­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლოა გა­და­სა­ხა­დის და­წე­სე­ბით. ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ დი­რექ­ტო­რის მიერ და­ნიშ­ნულ თათ­ბი­რებ­ზე მხო­ლოდ ახა­ლი კად­რე­ბი ხვდე­ბი­ან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ფასიანი გახდა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ფასიანი გახდა

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკურ სასახლეში მოსწავლეებისთვის რეგისტრაცია ფასიანი გახდა. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის , ქეთევან ფეიქრიშვილის ინფორმაციით, სასახლეში არსებულ წრეებში ჩასარიცხად და სარეგისტრაციოდ მშობელს 50 ლარის გადახდა მოუწევს. თუმცა აღნიშნული თანხიდან 20 ლარის გადახდა სასურველი წრის არჩევისთანავე უნდა მოხდეს, ხოლო დანარჩენი 30 ლარის გადახდა სასწავლო წლის განმავლობაში ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი, ანუ თვეში მშობელს 5 ლარის გადახდა მოუწევს.

თუ სასახლეში მშობელი მეორე შვილსაც მიიყვანს, ამ შემთხვევაში, მეორე ბავშვისთვის გადასახადი 50 პროცენტით შემცირდება, მესამე შვილი კი უფასოდ ისწავლის. ასევე შეღავათები ვრცელდება ტყუპებზე.

ქეთევან ფეიქრიშვილის ინფორმაციით, რეგისტრაციიდან შემოსული ფინანსები სრულად პედაგოგთა ხელფასებს მოხმარდება.

ფეიქრიშვილის ინფორმაციით, რეგისტრაციაზე და რამდენიმე წრეზე საფასურის დაწესება მწირმა სახელმწიფო ბიუჯეტმა გამოიწვია, რომლის როდენობა ყოველწიურად 1 მილიონ 500 ათასი ლარია, რასაც სასახლე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან იღებს.

"ვინაიდან ჩვენ ვართ სიპი სახელმწიფომ დაგვაკისრა ის ვალდებულება, რომ გარდა საბიუჯეტო სახსრებისა, ჩვენ გარკვეულწილად, უნდა მოვახერხოთ და მოვიპოვოთ თანხები სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის არის ერთ-ერთი მშობლის მხრიდან თანადაფინანსება", - განაცხადა ქეთევან ფეიქრიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სწავლის ყოველთვიური გადასახადი დადგინდა ქორეოგრაფიის, ვოკალის, სახვითი ხელოვნების, ჭადრაკისა და კალათბურთის წრეებზე და ყოველთვიური გადასახადი 25-დან 50 ლარმდე იქნება.

ქორეოგრაფიული წრიდან სტუდიაში გადასულ მოსწავლეს საფასურის გადახდა აღარ მოუწევს.

თავად სხვადასხვა წრეზე რეგისტრაციის პროცესი სასახლის შესასვლელში ხდება, სადაც მშობლები უკმაყოფილებას ვერ მალავენ გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მშობლები აცხადებენ, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე დიდი შეღავათი იყო მათთვის, რადგან ბავშვები უფასოდ ეუფლებოდნენ სახელოვნებო თუ შემეცნებით დისციპლინებს.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგთა ნაწილი უკმაყოფილოა გადასახადის დაწესებით. ისინი აცხადებენ, რომ დირექტორის მიერ დანიშნულ თათბირებზე მხოლოდ ახალი კადრები ხვდებიან.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია