მსახიობი ენდი მაკდაუელი 55 წლის ასაკშიც ახერხებს ხალხის გაოცებას. კოსმეტიკური კომპანიის, L'Oreal-ის სახე გერმანიაში საქველმოქმედო ორგანიზაციის DKMS LIFE-ს მხარდამჭერ წვეულებაზე იმყოფებოდა. ენდი წითელ ხალიჩაზე შესანიშნავად გამოიყურებოდა - ტანზე მომდგარმა, მუხლზე გადაჭრილმა და ვარდებით მოქარგულმა კაბამ გულგრილი არავინ დატოვა. ენდი ჯანსაღი პროდუქტებით იკვებება, ვარჯიშობს და წონასაც აკონტროლებს. სწორედ ამიტომ, თამამად შეარჩია ე.წ. ავაზას პრინტის ქვედატანი. მსგავსი ქსოვილით პოზირებას ბევრი მსახიობი ვერ რისკავს.
ენდი ყველა წვეულებაზე მიმზიდველია, საკუთარი ასაკის შესაბამისად იმოსება. მაკდაუელმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ 50 წლის ქალები, რომლებიც მოკლე ქვედაბოლოებს იცვამენ, საკუთარ თავს მასხრად იგდებენ.
"დაივიწყეთ ძალიან მოკლე კაბები. თქვენს გარეგნობას საფრთხეს უქმნით. მნიშვნელობა არ აქვს, რომ მიმზიდველად გამოიყურება თქვენი ფეხები. ასაკოვანმა ქალბატონებმა არ უნდა ჩაიცვან ის სამოსი, რომელიც თინეიჯერებისთვისაა განკუთვნილი. სკოლის ასაკიდან დიდი ხანია გამოხვედით", - ამბობს ენდი.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.