კონფლიქტები
პოლიტიკა

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც ვერ მოითმენს, ის ქვეყანას ღალატობს"
"ვინც ვერ მოითმენს, ის ქვეყანას ღალატობს"

ბა­ტონ ჯუმ­ბერ ლეჟა­ვას ინ­ტერ­ვი­უს­თვის სულ სხვა თე­მა­ზე ვეს­ტუმ­რე, მაგ­რამ ისე­თი გა­ტა­ცე­ბით მი­ამ­ბობ­და თა­ვი­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის, ხე­ლახ­ლა შე­მოვ­ლი­ლი და ახ­ლე­ბუ­რად და­ნა­ხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ გა­დავ­წყვი­ტე, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი "გზის" მკი­თხვე­ლის­თვის გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა... 75 წლის მოგ­ზა­უ­რი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რეს­პონ­დენ­ტი და ამო­უ­წუ­რა­ვი ამ­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ ამ­ჯე­რად მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე შევ­ჯერ­დე­ბით...

ახა­ლი ქარ­თუ­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა

- ამ ზა­ფხულს დიდი გეგ­მე­ბი მქონ­და, სკა­უ­ტე­ბის ბა­ნაკ­ში ლექ­ცი­ე­ბი წა­ვი­კი­თხე, იმ ახალ­გაზ­რდებს ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მი­ვა­წო­დე, რაც აქამ­დე არ მო­უს­მე­ნი­ათ და არ წა­უ­კი­თხავთ, რად­გან ჩემი წიგ­ნე­ბი ჯერ არ გა­მო­სუ­ლა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ვსწავ­ლობ­დი, რო­გო­რია ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კუ­რი, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში. ლექ­ცი­ე­ბის კურ­სის შემ­დეგ, ინ­დო­ეთ­ში ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი, მსოფ­ლი­ოს რე­ლი­გი­ე­ბის აკა­დე­მი­ი­დან, მაგ­რამ იმის გამო ჩა­ი­შა­ლა, რომ სა­ჭი­რო ფი­ნან­სე­ბი არ მქონ­და. სა­მა­გი­ე­როდ, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­ვი­ა­რე, 43 რა­ი­ო­ნი და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დავ­რჩი. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ის რე­ვო­ლუ­ცია (ასე და­ვარ­ქმევ­დი) ვნა­ხე, რაც ახა­ლი მთავ­რო­ბის მოს­ვლის მერე, აშ­კა­რად თვალ­ში სა­ცე­მია. ჩვე­ნი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" რე­ჟი­მის დროს, იმ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­შიც არა­ერ­თხელ მი­მოგ­ზა­უ­რია, მაგ­რამ გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა და ყა­მი­რი მი­წე­ბი იყო. ახლა კი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მი­წე­ბი ჯერ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ვნა­ხე, მერე კი მო­სავ­ლით სავ­სე. ხალ­ხში იმე­დის ნა­პერ­წკა­ლი გაჩ­ნდა, ადრე თუ კარტსა და დო­მი­ნოს თა­მა­შობ­დნენ, ახლა მი­წა­ზე შრო­მობ­დნენ და მისი სურ­ნე­ლი იგ­რძნო­ბო­და, სო­ფელ­მა გა­მო­იღ­ვი­ძა. ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნე­ბი რომ და­უ­რი­გა ამ ხალ­ხს და ზო­გი­ერ­თი დღეს­ვე რომ ითხოვს ყვე­ლა­ფერს უსინ­დი­სოდ, ასე არ ხდე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა. ეს ერთი პა­ტა­რა ბინა ხომ არ არის, რომ­ლის აშე­ნე­ბაც და რე­მონ­ტიც მოკ­ლე დრო­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. ეს სა­ხელ­მწი­ფოა, რო­მელ­საც მრა­ვალ­სტრუქ­ტუ­რი­ა­ნი და უდი­დე­სი გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის გუნ­დი სჭირ­დე­ბა. ვფიქ­რობ, ბა­ტონ ბი­ძი­ნას კარ­გი გუნ­დი ჰყავს და რომ არა ის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი, რა­საც წინა მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან აწყდე­ბი­ან, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი უფრო მალე და­ლაგ­დე­ბო­და. დად­გე­ბა დრო, როცა ეს ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი თან­და­თან გვერ­დზე გა­ი­წევს და ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რად აღ­დგე­ბა არა მარ­ტო მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, ჯან­დაც­ვა და სხვა, არა­მედ მრეწ­ვე­ლო­ბაც, რაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა და პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი

- სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ძვრებ­სა და რე­გი­ო­ნებ­ში ხალ­ხის შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზე კი­დევ ბევ­რი შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია არ შე­ვე­ხო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ნად­გუ­რე­ბის პი­რას იყო მი­სუ­ლი, ახლა კი წინსვლა შე­ი­ნიშ­ნე­ბა - ადა­მი­ანს წიგნს აყ­ვა­რე­ბენ. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" სპე­ცი­ა­ლუ­რად ან­გრევ­დნენ ყვე­ლა­ფერს ქარ­თულს, ეროვ­ნულს. მახ­სოვს, ბავ­შვებს ცხრი­ლი შეს­თა­ვა­ზეს, სა­დაც 50-მდე წიგ­ნის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იყო, რო­მე­ლიც უნდა წა­ე­კი­თხათ და აქე­დან, მხო­ლოდ ორი იყო ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რის.

ვფიქ­რობ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხრი­დან წარ­მოდ­გე­ნი­ლი კან­დი­და­ტუ­რა ღირ­სე­უ­ლია. ახლა პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი გვჭირ­დე­ბა. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი კი არც ფულს და­ხარ­ბდე­ბა და არც სიმ­დიდ­რეს, მისი ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი, მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აღორ­ძი­ნე­ბა იქ­ნე­ბა. მთა­ვა­რი კი ესაა, ჩვენს სამ­შობ­ლო­ზე უნდა ვი­ფიქ­როთ და გა­და­ვარ­ჩი­ნოთ იგი. მო­ვი­და მშვე­ლე­ლი და ეს შან­სი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ვინც ვერ მო­ით­მენს, ის ქვე­ყა­ნას ღა­ლა­ტობს. ვიშ­რო­მოთ და ყვე­ლამ ჩვე­ნი სა­კე­თე­ბე­ლი ვა­კე­თოთ. პე­რი­ო­დია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი და ამა­ზე კარ­გად დავ­ფიქ­რდეთ. მინ­და, რომ ჩვენ­მა ხალ­ხმა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მა­ინც აცა­დოს საქ­მის გა­კე­თე­ბა. მთე­ლი 20 წე­ლი­წა­დი ვით­მენ­დით ყვე­ლა­ფერს ცუდს და ისე ნუ მო­ვიქ­ცე­ვით, რო­გორც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას დროს... იმ ადა­მი­ა­ნის­თვის ერთი ვა­დით რომ კი­დევ ეც­ლი­ათ სა­თა­ვე­ში ყოფ­ნა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბედი ასე უკუღ­მა არ წა­ვი­დო­და. ექვს თვე­ში მო­ინ­დო­მეს გა­დაგ­ვა­რე­ბუ­ლი სის­ტე­მის აშე­ნე­ბა და ახ­ლაც ასე უნ­დათ. ერთ წე­ლი­წად­ში ქვე­ყა­ნა არ აშენ­დე­ბა და მო­ვით­მი­ნოთ, რა მოხ­დე­ბა?! 75 წლის კაცი ვარ, მა­შინ მე უნდა ვიყო ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­უთ­მე­ნე­ლი, მე ხომ კი­დევ ას წე­ლი­წადს ვერ ვი­ცო­ცხლებ?

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"ვინც ვერ მოითმენს, ის ქვეყანას ღალატობს"

"ვინც ვერ მოითმენს, ის ქვეყანას ღალატობს"

ბატონ ჯუმბერ ლეჟავას ინტერვიუსთვის სულ სხვა თემაზე ვესტუმრე, მაგრამ ისეთი გატაცებით მიამბობდა თავისი შთაბეჭდილებების, ხელახლა შემოვლილი და ახლებურად დანახული საქართველოს, ახალი ხელისუფლების შესახებ, რომ გადავწყვიტე, მისი პოლიტიკური შეხედულებები "გზის" მკითხველისთვის გამეზიარებინა... 75 წლის მოგზაური ძალიან საინტერესო რესპონდენტი და ამოუწურავი ამბების მქონე ადამიანია, მაგრამ ამჯერად მხოლოდ პოლიტიკურ თემებზე შევჯერდებით...

ახალი ქართული სოფლის მეურნეობა

- ამ ზაფხულს დიდი გეგმები მქონდა, სკაუტების ბანაკში ლექციები წავიკითხე, იმ ახალგაზრდებს ისეთი ინფორმაციები მივაწოდე, რაც აქამდე არ მოუსმენიათ და არ წაუკითხავთ, რადგან ჩემი წიგნები ჯერ არ გამოსულა. მოგეხსენებათ, ვსწავლობდი, როგორია ადამიანის ფიზიკური, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობები ექსტრემალურ პირობებში. ლექციების კურსის შემდეგ, ინდოეთში ვიყავი მიწვეული, მსოფლიოს რელიგიების აკადემიიდან, მაგრამ იმის გამო ჩაიშალა, რომ საჭირო ფინანსები არ მქონდა. სამაგიეროდ, მთელი საქართველო მოვიარე, 43 რაიონი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. სოფლის მეურნეობის ის რევოლუცია (ასე დავარქმევდი) ვნახე, რაც ახალი მთავრობის მოსვლის მერე, აშკარად თვალში საცემია. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში "ნაციონალების" რეჟიმის დროს, იმ 9 წლის განმავლობაშიც არაერთხელ მიმოგზაურია, მაგრამ გაპარტახებული სოფლის მეურნეობა და ყამირი მიწები იყო. ახლა კი მთელი საქართველოს მიწები ჯერ დამუშავებული ვნახე, მერე კი მოსავლით სავსე. ხალხში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა, ადრე თუ კარტსა და დომინოს თამაშობდნენ, ახლა მიწაზე შრომობდნენ და მისი სურნელი იგრძნობოდა, სოფელმა გამოიღვიძა. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ასეულობით მილიონები რომ დაურიგა ამ ხალხს და ზოგიერთი დღესვე რომ ითხოვს ყველაფერს უსინდისოდ, ასე არ ხდება სახელმწიფოს მშენებლობა. ეს ერთი პატარა ბინა ხომ არ არის, რომლის აშენებაც და რემონტიც მოკლე დროში შეიძლება მოხდეს. ეს სახელმწიფოა, რომელსაც მრავალსტრუქტურიანი და უდიდესი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანების გუნდი სჭირდება. ვფიქრობ, ბატონ ბიძინას კარგი გუნდი ჰყავს და რომ არა ის წინააღმდეგობები, რასაც წინა მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან აწყდებიან, რა თქმა უნდა, ყველაფერი უფრო მალე დალაგდებოდა. დადგება დრო, როცა ეს ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობები თანდათან გვერდზე გაიწევს და ფუნქციონალურად აღდგება არა მარტო მთელი საქართველოს სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და სხვა, არამედ მრეწველობაც, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

განათლების სისტემა და პრეზიდენტობის კანდიდატები

- სოფლის მეურნეობაში ძვრებსა და რეგიონებში ხალხის შეხედულებებზე კიდევ ბევრი შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ არ შემიძლია არ შევეხო განათლების სისტემას, რომელიც, ფაქტობრივად, განადგურების პირას იყო მისული, ახლა კი წინსვლა შეინიშნება - ადამიანს წიგნს აყვარებენ. "ნაციონალები" სპეციალურად ანგრევდნენ ყველაფერს ქართულს, ეროვნულს. მახსოვს, ბავშვებს ცხრილი შესთავაზეს, სადაც 50-მდე წიგნის ჩამონათვალი იყო, რომელიც უნდა წაეკითხათ და აქედან, მხოლოდ ორი იყო ქართველი ავტორის.

ვფიქრობ, "ქართული ოცნების" მხრიდან წარმოდგენილი კანდიდატურა ღირსეულია. ახლა პატიოსანი ადამიანი გვჭირდება. გიორგი მარგველაშვილი კი არც ფულს დახარბდება და არც სიმდიდრეს, მისი ერთადერთი მიზანი, მჯერა, რომ საქართველოს აღორძინება იქნება. მთავარი კი ესაა, ჩვენს სამშობლოზე უნდა ვიფიქროთ და გადავარჩინოთ იგი. მოვიდა მშველელი და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. ვინც ვერ მოითმენს, ის ქვეყანას ღალატობს. ვიშრომოთ და ყველამ ჩვენი საკეთებელი ვაკეთოთ. პერიოდია გასათვალისწინებელი და ამაზე კარგად დავფიქრდეთ. მინდა, რომ ჩვენმა ხალხმა ამ ხელისუფლებას მაინც აცადოს საქმის გაკეთება. მთელი 20 წელიწადი ვითმენდით ყველაფერს ცუდს და ისე ნუ მოვიქცევით, როგორც ზვიად გამსახურდიას დროს... იმ ადამიანისთვის ერთი ვადით რომ კიდევ ეცლიათ სათავეში ყოფნა, ჩვენი ქვეყნის ბედი ასე უკუღმა არ წავიდოდა. ექვს თვეში მოინდომეს გადაგვარებული სისტემის აშენება და ახლაც ასე უნდათ. ერთ წელიწადში ქვეყანა არ აშენდება და მოვითმინოთ, რა მოხდება?! 75 წლის კაცი ვარ, მაშინ მე უნდა ვიყო ყველაზე მეტად მოუთმენელი, მე ხომ კიდევ ას წელიწადს ვერ ვიცოცხლებ?

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია