Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფარმაგედონი 2013, ანუ სააფთიაქო ნარკომანია
ფარმაგედონი 2013, ანუ სააფთიაქო ნარკომანია

"სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს ბა­ტონ ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვილს

გამ­წა­რე­ბუ­ლი დედა ვარ. ვუ­ყუ­რებ, რო­გორ მიკ­ვდე­ბა შვი­ლი ნელ-ნელა, მაგ­რამ ვე­რა­ფერს ვშვე­ლი. უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, ნუ მის­ცე­მენ ჩემს ბიჭს წა­მალს აფ­თი­აქ­ში".

35 წლის დათო ცინ­დე­ლი­ა­ნის დე­დის ამ უჩ­ვე­უ­ლო გან­ცხა­დე­ბა­ზე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში რო­გორც ჩანს, ბევ­რი არ უფიქ­რი­ათ. ცხა­დია, წე­რი­ლიც რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა...

ერთი კვი­რის შემ­დეგ დათო ცინ­დე­ლი­ა­ნი კო­აქ­სი­ლის მო­რი­გი დო­ზის მი­ღე­ბი­სას ტვი­ნის შე­შუ­პე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა...

მას შემ­დეგ 3 წელი გა­ვი­და, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცია არ შეც­ვლი­ლა. ახალ­გაზ­რდებს ახლა "კრა­კა­დი­ლი"და "ბიო" უღებს ბო­ლოს.

"სამი დღეა, ჩემი შვი­ლი გა­მორ­თულ ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებს. არ ვიცი, რა წყალ­ში ჩავ­ვარ­დე, ის ხომ ჯერ 16 წლი­საა."

"არ ვიცი, რა გა­ი­კე­თა ან რა და­ლია, მაგ­რამ ან­გე­ლო­ზი­ვით ბავ­შვი ავ­ტო­ფა­რე­ხებ­ზე პეპ­ლის სა­ჭე­რი ბა­დით დარ­ბის და "პეპ­ლე­ბი, პეპ­ლე­ბიო", - გა­ი­ძა­ხის. იქ­ნებ გვიშ­ვე­ლოთ რამე, თო­რემ და­მექ­ცა ოჯა­ხი"...

"ორ­ჯერ ვუმ­კურ­ნა­ლეთ, უამ­რა­ვი ფული ჩავ­ყა­რეთ, გაგ­ვი­მარ­თლა. რად­გან 28 წლის კაცი სი­ტყვა "დე­დას"უკვე გა­მარ­თუ­ლად ამ­ბობს, მაგ­რამ უკვე მე­ო­რე კვი­რაა, ისევ ღია კა­რის გა­ღე­ბას ცდი­ლობს"..."

მსგავ­სი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­ის­მის ნარ­კო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კებ­ში... ექ­სპერ­ტე­ბი შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბას უი­მე­დოს უწო­დე­ბენ და სი­ნათ­ლეს გვი­რა­ბის ბო­ლოს ვერც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ხე­და­ვენ.

2007 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ნარ­კო­ბა­ზარ­ზე იკლო ტრა­დი­ცი­ულ­მა ნარ­კო­ტი­კებ­მა (ჰე­რო­ი­ნი, სუ­ბო­ტექ­სი, იშ­ვი­ა­თად - მე­ტა­დო­ნი), რა­მაც ისი­ნი ფარ­თო მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ფაქ­ტობ­რი­ვად მი­უწ­ვდო­მე­ლი გა­ხა­და, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ გორ­სა და გო­რის რა­ი­ონ­ში საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტა ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა რი­ცხვმა. და­ი­წყეს კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კის"- "ჯე­ფი­სა"და "ვინ­ტის"გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მელ­თა ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ­ში ლე­გა­ლუ­რად ხში­რად ურე­ცეპ­ტოდ იყი­დე­ბო­და. ამის გამო "წა­მა­ლი"იმ­დე­ნად იაფი იყო, რომ უამ­რა­ვი ალ­კოჰო­ლი­კის­თვის ის უფრო ეკო­ნო­მი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლი, შე­დე­გად, მალე ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა არ­მი­ას ალ­კოჰო­ლი­კე­ბიც შე­ე­მატ­ნენ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, "სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ის"პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი სწო­რედ გორ­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში გა­მოჩ­ნდა, 2009 წლი­დან ნარ­კო­ბაზ­რი­დან სა­ერ­თოდ გაქ­რა ნარ­კო­ტი­კე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი შე­მოღ­წე­ვა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფიქ­რობ­და, რომ ამ­გვა­რი ნა­ბი­ჯი საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ნარ­კო­მა­ნი­ის პრობ­ლე­ბის და­სა­მარ­ცხებ­ლად. სამ­წუ­ხა­როდ, ნარ­კო­ტი­კე­ბის გაქ­რო­ბამ არა­თუ შე­ამ­ცი­რა ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა რი­ცხვი, არა­მედ ერ­თგვა­რად გა­ზარ­და კი­დეც "სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ის"ხარ­ჯზე.

ფარ­მა­ცევ­ტულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა, რომ­ლე­ბიც დრო­უ­ლად მიხ­ვდნენ, მათ­თვის რა მო­გე­ბის მო­ტა­ნა შე­ეძ­ლო შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ას, და­ი­წყეს ქსელ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ეფედ­რი­ნის და კო­დე­ი­ნის შემ­ცვე­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის შე­მო­ტა­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ რი­გის პრე­პა­რა­ტე­ბის გა­ყიდ­ვა ურე­ცეპ­ტოდ აკ­რძა­ლუ­ლია.

თე­მუ­რი, თე­ლა­ვი­დან:

- "კო­აქ­სილ­ზე მეც მა­შინ შევ­ჯე­ქი, მთე­ლი თე­ლა­ვი რომ მო­იხ­მარ­და. ბა­ზარ­თან ერთი აფ­თი­ა­ქი იყო, პრო­ვი­ზო­რი კი ნაც­ნო­ბი. მე­უბ­ნე­ბო­და, რო­გორც კი შე­მო­ვა (ხან­და­ხან რი­გე­ბიც იყო და შე­იძ­ლე­ბა არც შეგ­ხვედ­რო­და), გა­და­გი­ნა­ხავ ხოლ­მეო. ძა­ლი­ან კარ­გად იცოდ­ნენ, ვის რის­თვის უნ­დო­და ეს წა­მა­ლი. სა­ღა­მოს, აფ­თი­აქს რომ და­კე­ტავ­და, კო­აქ­სი­ლი შინ მიჰ­ქონ­და და იქი­დან ყიდ­და. ღა­მით, ნე­ბის­მი­ერ დროს შე­გეძ­ლო მის­ვლა და ყიდ­ვა, შპ­რი­ციც თან მოჰ­ყვე­ბო­და"...

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ფარმაგედონი 2013, ანუ სააფთიაქო ნარკომანია

ფარმაგედონი 2013, ანუ სააფთიაქო ნარკომანია

"საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ბატონ ალექსანდრე კვიტაშვილს

გამწარებული დედა ვარ. ვუყურებ, როგორ მიკვდება შვილი ნელ-ნელა, მაგრამ ვერაფერს ვშველი. უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მისცემენ ჩემს ბიჭს წამალს აფთიაქში".

35 წლის დათო ცინდელიანის დედის ამ უჩვეულო განცხადებაზე ჯანდაცვის სამინისტროში როგორც ჩანს, ბევრი არ უფიქრიათ. ცხადია, წერილიც რეაგირების გარეშე დარჩა...

ერთი კვირის შემდეგ დათო ცინდელიანი კოაქსილის მორიგი დოზის მიღებისას ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა...

მას შემდეგ 3 წელი გავიდა, მაგრამ სიტუაცია არ შეცვლილა. ახალგაზრდებს ახლა "კრაკადილი"და "ბიო" უღებს ბოლოს.

"სამი დღეა, ჩემი შვილი გამორთულ ტელევიზორს უყურებს. არ ვიცი, რა წყალში ჩავვარდე, ის ხომ ჯერ 16 წლისაა."

"არ ვიცი, რა გაიკეთა ან რა დალია, მაგრამ ანგელოზივით ბავშვი ავტოფარეხებზე პეპლის საჭერი ბადით დარბის და "პეპლები, პეპლებიო", - გაიძახის. იქნებ გვიშველოთ რამე, თორემ დამექცა ოჯახი"...

"ორჯერ ვუმკურნალეთ, უამრავი ფული ჩავყარეთ, გაგვიმართლა. რადგან 28 წლის კაცი სიტყვა "დედას"უკვე გამართულად ამბობს, მაგრამ უკვე მეორე კვირაა, ისევ ღია კარის გაღებას ცდილობს"..."

მსგავსი სატელეფონო ზარები დღეში რამდენჯერმე გაისმის ნარკოლოგიურ კლინიკებში... ექსპერტები შექმნილ მდგომარეობას უიმედოს უწოდებენ და სინათლეს გვირაბის ბოლოს ვერც უახლოეს მომავალში ხედავენ.

2007 წლიდან საქართველოს ნარკობაზარზე იკლო ტრადიციულმა ნარკოტიკებმა (ჰეროინი, სუბოტექსი, იშვიათად - მეტადონი), რამაც ისინი ფართო მომხმარებლისთვის ფაქტობრივად მიუწვდომელი გახადა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გორსა და გორის რაიონში საგრძნობლად მოიმატა ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვმა. დაიწყეს კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკის"- "ჯეფისა"და "ვინტის"გამოყენება, რომელთა ინგრედიენტები სააფთიაქო ქსელში ლეგალურად ხშირად ურეცეპტოდ იყიდებოდა. ამის გამო "წამალი"იმდენად იაფი იყო, რომ უამრავი ალკოჰოლიკისთვის ის უფრო ეკონომიური აღმოჩნდა, ვიდრე სპირტიანი სასმელი, შედეგად, მალე ნარკოტიკების მომხმარებელთა არმიას ალკოჰოლიკებიც შეემატნენ. როგორც ამბობენ, "სააფთიაქო ნარკომანიის"პირველი ნიშნები სწორედ გორსა და მის შემოგარენში გამოჩნდა, 2009 წლიდან ნარკობაზრიდან საერთოდ გაქრა ნარკოტიკები და საქართველოში მისი შემოღწევა თითქმის შეუძლებელი გახდა. ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ამგვარი ნაბიჯი საკმარისი იქნებოდა საქართველოში ნარკომანიის პრობლების დასამარცხებლად. სამწუხაროდ, ნარკოტიკების გაქრობამ არათუ შეამცირა ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი, არამედ ერთგვარად გაზარდა კიდეც "სააფთიაქო ნარკომანიის"ხარჯზე.

ფარმაცევტულმა კომპანიებმა, რომლებიც დროულად მიხვდნენ, მათთვის რა მოგების მოტანა შეეძლო შექმნილ სიტუაციას, დაიწყეს ქსელში დიდი რაოდენობით ეფედრინის და კოდეინის შემცველი პრეპარატების შემოტანა, მიუხედავად იმისა, რომ ამ რიგის პრეპარატების გაყიდვა ურეცეპტოდ აკრძალულია.

თემური, თელავიდან:

- "კოაქსილზე მეც მაშინ შევჯექი, მთელი თელავი რომ მოიხმარდა. ბაზართან ერთი აფთიაქი იყო, პროვიზორი კი ნაცნობი. მეუბნებოდა, როგორც კი შემოვა (ხანდახან რიგებიც იყო და შეიძლება არც შეგხვედროდა), გადაგინახავ ხოლმეო. ძალიან კარგად იცოდნენ, ვის რისთვის უნდოდა ეს წამალი. საღამოს, აფთიაქს რომ დაკეტავდა, კოაქსილი შინ მიჰქონდა და იქიდან ყიდდა. ღამით, ნებისმიერ დროს შეგეძლო მისვლა და ყიდვა, შპრიციც თან მოჰყვებოდა"...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია