მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გალინა ბრეჟნევას სკანდალები და საყვარლები
გალინა ბრეჟნევას სკანდალები და საყვარლები

15 წლის წინ, 1996 წლის 30 ივ­ნისს გარ­და­იც­ვა­ლა ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი ფი­გუ­რა - გა­ლი­ნა ბრეჟნე­ვა. ბევ­რმა ამ ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად ჟურ­ნა­ლისტ ევ­გე­ნი დო­დო­ლე­ვის პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბით შე­ი­ტყო. ამის შემ­დეგ ევ­გე­ნიმ ბრეჟნე­ვა­ზე წიგ­ნე­ბიც გა­მოს­ცა. გთა­ვა­ზობთ მწერ­ლის ინ­ტერ­ვი­უს და მისი წიგ­ნე­ბი­დან გა­ლი­ნა ბრეჟნე­ვას შე­სა­ხებ ცხოვ­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებს.

- ევ­გე­ნი, გა­ლი­ნა ბრეჟნე­ვას იც­ნობ­დით?

- გა­ლი­ნა "პე­რესტრო­ი­კის" დროს გა­ვი­ცა­ნი, კაშ­კა­შა "საბ­ჭო­თა პრინ­ცე­სას" ვერ "მი­ვუს­წა­რი", ვნა­ხე გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ქმნი­ლე­ბა. ის იყო ბო­ჰე­მუ­რი და არა ნო­მენკლა­ტუ­რუ­ლი წყო­ბის ქალი. სამ­წუ­ხა­როდ, არა იმ ოჯახ­ში და არა იმ ეპო­ქა­ში და­ი­ბა­და. მის სა­ხელ­გან­თქმულ მე­გობ­რებს შო­რის იყ­ვნენ დიდი თე­ატ­რის სო­ლის­ტე­ბი, შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - ვი­სოც­კი, კობ­ზო­ნი, ესამ­ბა­ე­ვი...

- მე­გობ­რე­ბი თუ საყ­ვარ­ლე­ბი?

- ისი­ნი ახ­ლობ­ლე­ბი იყ­ვნენ. გა­ლი­ნას ბო­ჰე­მა იტა­ცებ­და. მისი პირ­ვე­ლი ქმა­რი, ევ­გე­ნი მი­ლა­ე­ვი, ეკ­ვი­ლიბ­რის­ტი იყო. მე­ო­რე, იგორ კიოც ცირ­კის მსა­ხი­ო­ბი გახ­ლდათ. აი, მე­სა­მე მე­უღ­ლე, იური ჩურ­ბა­ნო­ვი - მი­ლი­ცი­ის გე­ნე­რა­ლი.

- ბოლო ქმრის ბედი არ­ცთუ სა­ხარ­ბი­ე­ლო აღ­მოჩ­ნდა.

- მო­რა­ლის თვალ­საზ­რი­სით ეს ხალ­ხი არაფ­რით არ იყ­ვნენ უა­რე­სე­ბი თა­ვი­ან­თი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბი­სა და ახ­ლან­დე­ლი პო­ლი­ტე­ლი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან, თა­ნაც, თი­თო­ე­ულ მათ­განს ბევ­რი კარ­გი თვი­სე­ბა ჰქონ­და.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ბრეჟნევ­ზე წიგ­ნის და­წე­რა?

- წიგ­ნის და­წე­რა სა­ბო­ლო­ოდ მა­შინ გა­დავ­წყვი­ტე, როცა გა­ვი­გე, რომ გა­ლი­ნა ბრეჟნე­ვას საყ­ვარ­ლის ბუ­რი­ა­ცის როლს მი­ნი­სე­რი­ალ "ბრი­ლი­ან­ტებ­ზე მო­ნა­დი­რენ­ში" ევ­გე­ნი მი­რო­ნო­ვი შე­ას­რუ­ლებ­და. მე მო­მი­წია ბო­რის ივა­ნო­ვიჩ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ, მას სა­ერ­თოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ენერ­გე­ტი­კა ჰქონ­და, მი­რო­ნო­ვის გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი ძა­ლი­ან შორს არის ნამ­დვი­ლის­გან. ჩემი აზ­რით, ბუ­რი­ა­ცა სა­ერ­თოდ არ იყო ლა­მა­ზი და სა­ბე­დის­წე­რო მა­მა­კა­ცი. როცა ბუ­რი­ა­ცა ვნა­ხე, სა­უ­კე­თე­სო ფორ­მა­ში ნამ­დვი­ლად არ გახ­ლდათ - ახა­ლი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი იყო ციმ­ბი­რუ­ლი გა­და­სახ­ლე­ბი­დან. სა­ი­ა­ნო­გორსკში სას­ჯე­ლის მოხ­დის დროს ბო­რი­სი ბლე­ფა­რი­ტით და­ა­ვად­და, რო­მე­ლიც ტკი­პის ნაკ­ბენ­მა გა­მო­იწ­ვია - ბო­შამ წამ­წა­მე­ბი და­კარ­გა და ამის გამო მუქი მწვა­ნე თვა­ლე­ბი გად­მო­ე­კარ­კლა. სა­შუ­ა­ლო სი­მაღ­ლის ბო­რისს სო­ლი­დუ­რი გა­რეგ­ნო­ბა და პა­ტა­რა ღიპი ჰქონ­და. ბოშა კო­ჭე­ბამ­დე ქურ­ქს ატა­რებ­და, დრა­კო­ნე­ბი­ა­ნი აბ­რე­შუ­მის პე­რან­გე­ბი ან ჟა­ბო­ე­ბი­ა­ნი პე­რან­გე­ბი ემო­სა, თავ­ზე ფარ­თო­ფარ­ფლი­ა­ნი შავი შლა­პა ეხუ­რა, ხა­ვერ­დის პი­ჯა­კი ან ელ­ვა­შე­საკ­რა­ვი­ა­ნი ჯინ­სის ქურ­თუ­კი ეცვა, ფეხ­ზე წვე­ტი­ა­ნი, წა­უ­ლის­ბეწ­ვი­ა­ნი ჩექ­მა ეცვა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

გალინა ბრეჟნევას სკანდალები და საყვარლები

გალინა ბრეჟნევას სკანდალები და საყვარლები

15 წლის წინ, 1996 წლის 30 ივნისს გარდაიცვალა ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურა - გალინა ბრეჟნევა. ბევრმა ამ ცნობილი ქალბატონის პირადი ცხოვრების შესახებ პირველად ჟურნალისტ ევგენი დოდოლევის პუბლიკაციებით შეიტყო. ამის შემდეგ ევგენიმ ბრეჟნევაზე წიგნებიც გამოსცა. გთავაზობთ მწერლის ინტერვიუს და მისი წიგნებიდან გალინა ბრეჟნევას შესახებ ცხოვრების საინტერესო დეტალებს.

- ევგენი, გალინა ბრეჟნევას იცნობდით?

- გალინა "პერესტროიკის" დროს გავიცანი, კაშკაშა "საბჭოთა პრინცესას" ვერ "მივუსწარი", ვნახე გაუბედურებული ქმნილება. ის იყო ბოჰემური და არა ნომენკლატურული წყობის ქალი. სამწუხაროდ, არა იმ ოჯახში და არა იმ ეპოქაში დაიბადა. მის სახელგანთქმულ მეგობრებს შორის იყვნენ დიდი თეატრის სოლისტები, შოუბიზნესის წარმომადგენლები - ვისოცკი, კობზონი, ესამბაევი...

- მეგობრები თუ საყვარლები?

- ისინი ახლობლები იყვნენ. გალინას ბოჰემა იტაცებდა. მისი პირველი ქმარი, ევგენი მილაევი, ეკვილიბრისტი იყო. მეორე, იგორ კიოც ცირკის მსახიობი გახლდათ. აი, მესამე მეუღლე, იური ჩურბანოვი - მილიციის გენერალი.

- ბოლო ქმრის ბედი არცთუ სახარბიელო აღმოჩნდა.

- მორალის თვალსაზრისით ეს ხალხი არაფრით არ იყვნენ უარესები თავიანთი წინამორბედებისა და ახლანდელი პოლიტელიტის წარმომადგენლებისგან, თანაც, თითოეულ მათგანს ბევრი კარგი თვისება ჰქონდა.

- რატომ გადაწყვიტეთ ბრეჟნევზე წიგნის დაწერა?

- წიგნის დაწერა საბოლოოდ მაშინ გადავწყვიტე, როცა გავიგე, რომ გალინა ბრეჟნევას საყვარლის ბურიაცის როლს მინისერიალ "ბრილიანტებზე მონადირენში" ევგენი მირონოვი შეასრულებდა. მე მომიწია ბორის ივანოვიჩთან ურთიერთობამ, მას საერთოდ განსხვავებული ენერგეტიკა ჰქონდა, მირონოვის განსახიერებული პერსონაჟი ძალიან შორს არის ნამდვილისგან. ჩემი აზრით, ბურიაცა საერთოდ არ იყო ლამაზი და საბედისწერო მამაკაცი. როცა ბურიაცა ვნახე, საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ გახლდათ - ახალი დაბრუნებული იყო ციმბირული გადასახლებიდან. საიანოგორსკში სასჯელის მოხდის დროს ბორისი ბლეფარიტით დაავადდა, რომელიც ტკიპის ნაკბენმა გამოიწვია - ბოშამ წამწამები დაკარგა და ამის გამო მუქი მწვანე თვალები გადმოეკარკლა. საშუალო სიმაღლის ბორისს სოლიდური გარეგნობა და პატარა ღიპი ჰქონდა. ბოშა კოჭებამდე ქურქს ატარებდა, დრაკონებიანი აბრეშუმის პერანგები ან ჟაბოებიანი პერანგები ემოსა, თავზე ფართოფარფლიანი შავი შლაპა ეხურა, ხავერდის პიჯაკი ან ელვაშესაკრავიანი ჯინსის ქურთუკი ეცვა, ფეხზე წვეტიანი, წაულისბეწვიანი ჩექმა ეცვა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს