პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როენას საროსკიპო იყო ოპერატიული ბუნაგი!"
"როენას საროსკიპო იყო ოპერატიული ბუნაგი!"

და­ვით ნემ­სა­ძე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ მსა­ხუ­რობ­და. იგი ბაჩო ახა­ლა­ი­ას თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის დროს და­ი­თხო­ვეს სამ­სა­ხუ­რი­დან. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზად მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის კო­რუფ­ცი­ა­ში მხი­ლე­ბას ასა­ხე­ლებს. თა­და­რი­გის ოფიც­რის მტკი­ცე­ბით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ უვარ­გი­სი ტექ­ნი­კა ჩა­მო­იყ­ვა­ნა უცხო­ე­თი­დან და შემ­დეგ ამის შე­კე­თე­ბა­ში მი­ლი­ო­ნე­ბი და­ხარ­ჯა. და­ვით ნემ­სა­ძე ამ­ბობს, რომ ძა­ლო­ვან­თა თავ­შეყ­რის ად­გი­ლი თბი­ლის­ში ცნო­ბი­ლი რო­ე­ნას სას­ტუმ­რო იყო (იგი­ვე ღა­მის ბარი "ჩი­ლი­მი"). კუდ-ი მფარ­ვე­ლობ­და "მა­მი­და" რო­ე­ნა­სა და მის ბიზ­ნესს.

და­ვით ნემ­სა­ძე: - 2008 წლის სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს სე­ნა­კის ბა­ზა­ში ვმსა­ხუ­რობ­დი. სრუ­ლი უწეს­რი­გო­ბა სუ­ფევ­და - არც უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, არც სტრა­ტე­გია, არც და­გეგ­მა­რე­ბა არ არ­სე­ბობ­და. ჩვენს სამ­ხედ­რო ნა­წილს თე­მურ შენ­გე­ლია მე­თა­უ­რობ­და. იმ პე­რი­ოდ­ში სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის­თვის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა შე­ი­ძი­ნეს. ამ ტექ­ნი­კას სულ მალე უცხო­ე­თი­დან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჩა­მოჰ­ყვნენ და შე­ა­კე­თეს. ამა­ში მი­ლი­ო­ნე­ბი და­ი­ხარ­ჯა.

ომამ­დე სამი დღით ადრე ტექ­ნი­კი­დან საწ­ვა­ვის ავ­ზე­ბი ამო­ი­ღეს და ამი­ტომ ტექ­ნი­კამ გა­და­ად­გი­ლე­ბა ვე­ღარ შეძ­ლო, შემ­დეგ ის ხელთ იგდო რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა.

- რა ხდე­ბო­და ომის დროს სე­ნა­კის ბა­ზა­ში?

- ქა­ო­სი იყო. უბე­დუ­რე­ბა ის არის, ომის შემ­დეგ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით დი­ზე­ლის საწ­ვა­ვი ჩა­მო­წე­რეს და მე­თა­უ­რებ­მა ფული იშო­ვეს. პოლ­კოვ­ნი­კი ური­დია, ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი ჯი­ქია და ფო­ჩხუა ჯა­რის­კა­ცებს სთხოვ­დნენ ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბას, სა­ზე­ნი­ტო და­ნად­გა­რე­ბის გა­სა­რე­მონ­ტებ­ლად გვჭირ­დე­ბაო.

პირ­ვე­ლი უთან­ხმო­ე­ბა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან იმის გამო მო­მი­ვი­და, რომ ჩემი ანა­ლი­ზი წარ­ვუდ­გი­ნე წა­გე­ბულ ომზე. ვიცე-პოლ­კოვ­ნიკ­მა ჯი­ქი­ამ და მა­ი­ორ­მა მა­ჩი­ტი­ძემ პირ­და­პირ მი­თხრეს, თუ ასე გა­აგ­რძე­ლებ, პრობ­ლე­მე­ბი შე­გექ­მნე­ბაო. ვიცე-პოლ­კოვ­ნიკ­მა ფე­რა­ძემ ომის დროს თა­ვი­სი მან­ქა­ნა საწ­ვა­ვით გა­ავ­სო და გა­ი­პა­რა, ჩვენ კი მხო­ლოდ 5 ლიტ­რი საწ­ვა­ვი მოგ­ვცა.

ომის შემ­დეგ ჯა­რის­კა­ცე­ბის შან­ტა­ჟი­რე­ბა და­ი­წყეს, ვაზ­ნებს უდებ­დნენ და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებს აღ­ძრავ­დნენ, ასე აში­ნებ­დნენ, და­ჭე­რით ემუქ­რე­ბოდ­ნენ და ისი­ნიც დუმ­დნენ.

ასეთ ფაქ­ტებს რომ ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი, ამი­ტომ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს. ერთ დღეს, ღა­მის 3 სა­ათ­ზე გა­მიყ­ვა­ნეს სახ­ლი­დან და სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ა­ში მი­მიყ­ვა­ნეს. იქ გა­მომ­ძი­ე­ბელ გო­გი­ჩა­იშ­ვილ­სა და დაზ­ვერ­ვის უფ­როს ენ­დე­ლა­ძეს ვე­სა­უბ­რე. მერე ამიყ­ვა­ნეს ერთ ოთახ­ში, სა­დაც ვი­ღაც მა­მა­კა­ცი დამ­ხვდა. მან ირო­ნი­უ­ლად მკი­თხა, შენ იცი, სად ხარო? ვიცი, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში-მეთ­ქი. ჩვენ გა­ვე­ცა­ნით შენს საქ­მეს, მარ­თა­ლი კაცი ხარ, მაგ­რამ ავი­ა­ცი­ის პოლ­კოვ­ნი­კე­ბის დას­ჯა სხვა თე­მაა და ამა­ზე ნუ ილა­პა­რა­კე­ბო. თუ და­სას­ჯე­ლე­ბი არი­ან, და­სა­ჯეთ, სამ­ხი­ლი მაქვს-მეთ­ქი. მირ­ჩია, ის მა­სა­ლა მო­მე­ციო.

- რა არის ასა­ხუ­ლი ამ მა­სა­ლა­ში?

- აღ­ბეჭ­დი­ლია, რო­გორ აგ­რო­ვე­ბენ ჯარ­ში ფულს, რო­გორ ჩა­უ­დეს კაპ­რალ ონი­ანს ია­რა­ღი. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ხში­რად მივ­დი­ო­დი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში და ვი­თხოვ­დი იმ ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის დას­ჯას, ვინც კა­ნონს არ­ღვევ­დნენ. ერთ დღეს და­მი­ბა­რეს და მი­თხრეს, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტში იწყებ მუ­შა­ო­ბას, მაგ­რამ ხმა არ გა­ი­ღო იმ პოლ­კოვ­ნი­კებ­ზე, თო­რემ დიდ უსი­ა­მოვ­ნე­ბას გა­და­ეყ­რე­ბიო.

- ვინ გე­უბ­ნე­ბო­დათ ამას?

- გია დგე­ბუ­ა­ძე, "მას­ტე­რა". ის იყო ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი.

"მას­ტე­რამ" მი­თხრა, მუჭ­ში მყავ­ხარ, ხელი რომ გა­გიშ­ვა, იცო­დე, უფსკრულ­ში წახ­ვალ, წარ­მოდ­გე­ნა არა გაქვს, ვის ხელ­ში ხარო. მო­ი­თხოვ­და, დის­კე­ბი არა­ვის­თვის გა­და­მე­ცა და გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა­ზე არა­ვის­თან მე­ლა­პა­რა­კა.

მერე მი­თხრა, ჩვენ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არა გვყავს და კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­ვივ­ლით შენ­თა­ნო. მოკ­ლედ, და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტში, კერ­ძოდ, შიდა ქარ­თლში, მაგ­რამ "მას­ტე­რას" ბრძა­ნე­ბით თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ქვე­და­ნა­ყოფ­ში მი­მავ­ლი­ნეს. მი­სი­ვე და­ვა­ლე­ბით მა­კონ­ტრო­ლებ­და ლე­ვან გა­ბუ­ნია, რო­მე­ლიც დღე­საც მუ­შა­ობს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ. ის "მას­ტე­რას" მარ­ჯვე­ნა ხელი იყო. მან ჩემი ყვე­ლა ნა­ბი­ჯი იცო­და. ახალ სამ­სა­ხურ­ში მომსწრე გავ­ხდი ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბის, მათი დათ­რგუნ­ვის.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

"როენას საროსკიპო იყო ოპერატიული ბუნაგი!"

"როენას საროსკიპო იყო ოპერატიული ბუნაგი!"

დავით ნემსაძე შეიარაღებულ ძალებში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მსახურობდა. იგი ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს დაითხოვეს სამსახურიდან. გათავისუფლების მიზეზად მაღალჩინოსნების კორუფციაში მხილებას ასახელებს. თადარიგის ოფიცრის მტკიცებით, თავდაცვის სამინისტრომ უვარგისი ტექნიკა ჩამოიყვანა უცხოეთიდან და შემდეგ ამის შეკეთებაში მილიონები დახარჯა. დავით ნემსაძე ამბობს, რომ ძალოვანთა თავშეყრის ადგილი თბილისში ცნობილი როენას სასტუმრო იყო (იგივე ღამის ბარი "ჩილიმი"). კუდ-ი მფარველობდა "მამიდა" როენასა და მის ბიზნესს.

დავით ნემსაძე: - 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს სენაკის ბაზაში ვმსახურობდი. სრული უწესრიგობა სუფევდა - არც უზრუნველყოფა, არც სტრატეგია, არც დაგეგმარება არ არსებობდა. ჩვენს სამხედრო ნაწილს თემურ შენგელია მეთაურობდა. იმ პერიოდში საჰაერო თავდაცვისთვის დაზიანებული ტექნიკა შეიძინეს. ამ ტექნიკას სულ მალე უცხოეთიდან სპეციალისტები ჩამოჰყვნენ და შეაკეთეს. ამაში მილიონები დაიხარჯა.

ომამდე სამი დღით ადრე ტექნიკიდან საწვავის ავზები ამოიღეს და ამიტომ ტექნიკამ გადაადგილება ვეღარ შეძლო, შემდეგ ის ხელთ იგდო რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა.

- რა ხდებოდა ომის დროს სენაკის ბაზაში?

- ქაოსი იყო. უბედურება ის არის, ომის შემდეგ დიდი რაოდენობით დიზელის საწვავი ჩამოწერეს და მეთაურებმა ფული იშოვეს. პოლკოვნიკი ურიდია, ვიცე-პოლკოვნიკი ჯიქია და ფოჩხუა ჯარისკაცებს სთხოვდნენ ფულის შეგროვებას, საზენიტო დანადგარების გასარემონტებლად გვჭირდებაო.

პირველი უთანხმოება ხელმძღვანელობასთან იმის გამო მომივიდა, რომ ჩემი ანალიზი წარვუდგინე წაგებულ ომზე. ვიცე-პოლკოვნიკმა ჯიქიამ და მაიორმა მაჩიტიძემ პირდაპირ მითხრეს, თუ ასე გააგრძელებ, პრობლემები შეგექმნებაო. ვიცე-პოლკოვნიკმა ფერაძემ ომის დროს თავისი მანქანა საწვავით გაავსო და გაიპარა, ჩვენ კი მხოლოდ 5 ლიტრი საწვავი მოგვცა.

ომის შემდეგ ჯარისკაცების შანტაჟირება დაიწყეს, ვაზნებს უდებდნენ და სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავდნენ, ასე აშინებდნენ, დაჭერით ემუქრებოდნენ და ისინიც დუმდნენ.

ასეთ ფაქტებს რომ ვაპროტესტებდი, ამიტომ გამათავისუფლეს. ერთ დღეს, ღამის 3 საათზე გამიყვანეს სახლიდან და სამხედრო პოლიციაში მიმიყვანეს. იქ გამომძიებელ გოგიჩაიშვილსა და დაზვერვის უფროს ენდელაძეს ვესაუბრე. მერე ამიყვანეს ერთ ოთახში, სადაც ვიღაც მამაკაცი დამხვდა. მან ირონიულად მკითხა, შენ იცი, სად ხარო? ვიცი, თავდაცვის სამინისტროში-მეთქი. ჩვენ გავეცანით შენს საქმეს, მართალი კაცი ხარ, მაგრამ ავიაციის პოლკოვნიკების დასჯა სხვა თემაა და ამაზე ნუ ილაპარაკებო. თუ დასასჯელები არიან, დასაჯეთ, სამხილი მაქვს-მეთქი. მირჩია, ის მასალა მომეციო.

- რა არის ასახული ამ მასალაში?

- აღბეჭდილია, როგორ აგროვებენ ჯარში ფულს, როგორ ჩაუდეს კაპრალ ონიანს იარაღი. გათავისუფლების მიუხედავად, ხშირად მივდიოდი თავდაცვის სამინისტროში და ვითხოვდი იმ ხელმძღვანელების დასჯას, ვინც კანონს არღვევდნენ. ერთ დღეს დამიბარეს და მითხრეს, სამხედრო პოლიციის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში იწყებ მუშაობას, მაგრამ ხმა არ გაიღო იმ პოლკოვნიკებზე, თორემ დიდ უსიამოვნებას გადაეყრებიო.

- ვინ გეუბნებოდათ ამას?

- გია დგებუაძე, "მასტერა". ის იყო ოპერატიული სამსახურის უფროსი.

"მასტერამ" მითხრა, მუჭში მყავხარ, ხელი რომ გაგიშვა, იცოდე, უფსკრულში წახვალ, წარმოდგენა არა გაქვს, ვის ხელში ხარო. მოითხოვდა, დისკები არავისთვის გადამეცა და გაფუჭებული ტექნიკის შეძენაზე არავისთან მელაპარაკა.

მერე მითხრა, ჩვენ საჰაერო თავდაცვის სპეციალისტები არა გვყავს და კონსულტაციებს გავივლით შენთანო. მოკლედ, დავიწყე მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავალებათა დეპარტამენტში, კერძოდ, შიდა ქართლში, მაგრამ "მასტერას" ბრძანებით თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფში მიმავლინეს. მისივე დავალებით მაკონტროლებდა ლევან გაბუნია, რომელიც დღესაც მუშაობს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. ის "მასტერას" მარჯვენა ხელი იყო. მან ჩემი ყველა ნაბიჯი იცოდა. ახალ სამსახურში მომსწრე გავხდი ადამიანების წამების, მათი დათრგუნვის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია